27 ივლისი, შაბათი, 2024

განმავითარებელი შეფასების გამოყენების მნიშვნელობა, მოსწავლის წინსვლისა და განვითარებისთვის

spot_img

ნანა ირემაძე

სსიპ მურთაზ ირემაძის სახელობის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზოტის საჯარო სკოლის ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განმავითარებელი შეფასება ადგენს, მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევა სწორედ განმავითარებელი შეფასებით გამოყენებითაა შესაძლებელი, რადგან, თავის მხრივ, განმავითარებელი შეფასების მიზანია, მოსწავლის სწავლის პროცესის მხარდაჭერა და პიროვნული განვითარების წახალისება.

განმავითარებელი შეფასების დროს:

♦ ფასდება ცოდნათა კონსტრუირებისა და ურთიერთდაკავშირების პროცესი

♦ დგინდება მოსწავლის წინარე ცოდნის დონე

♦ ფასდება მოსწავლის მიერ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარი, როგორ ხედავს მოსწავლე საკუთარ თავს,

♦ ფასდება ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესი,

♦ ფასდება რამდენად ფუნქციურად იყენებს ცოდნათა ერთობლიობას.

განმავითარებელი შეფასების ეფექტურობა განისაზღვრება მოსწავლის წინსვლით წინარე შედეგებთან და წინარე ცოდნასთან შედარებით. ამ სხვაობის ნათლად დანახვა შეუძლებელია მხოლოდ განმსაზღვრელი შეფასებით, პირიქით, ეს, უმეტეს შემთხვევაში, მოსწავლეებში შფოთვის მიზეზი ხდება და აფერხებს მათ მიღწევებს. ამის გამო მოსწავლეებს უყალიბდებათ:

♦ წარუმატებლობის შიში

♦ გადაწყვეტილებებში გაურკვევლობა

♦ გამბედაობის არქონა

♦ უმწეობა და საკუთარ შესაძლებლობებზე დაბალი წარმოდგენა

განმავითარებელი შეფასება დროულად გვაწვდის ინფორმაციას მოსწავლეთა მიღწევებისა და დონის შესახებ, შესაბამისად, ცნობილი ხდება ვისთან და სად გვჭირდება დიფერენცირება.

ყველა მოსწავლეს ექნება სარგებელი ხარისხიანი და დროული განმავითარებელი შეფასების შედეგად, ამიტომ მუდმივად უნდა იღებდეს მოსწავლე ასეთ უკუკავშირს, რომ პროგრესი დავინახოთ.

ეფექტურობისთვის განმავითარებელი შეფასება 5 მნიშვნელოვან პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს:

განმავითარებელი შეფასება უნდა განხორციელდეს თანმიმდევრულად, ეტაპობრივად:

  1. მოსწავლეებზე დაკვირვება და სწავლა-ათვისების შემოწმება;
  2. მოსწავლეთა სასწავლო საქმიანობის შეფასება კრიტერიუმების შესაბამისად;
  3. უკუკავშირის განხორციელება (მასწავლებლისა – მოსწავლისადმი, მოსწავლისა – მოსწავლისადმი);
  4. მოსწავლეთა შედეგების შედარება მათი მიღწევების წინა დონესთან;
  5. მოსწავლის ადგილის განსაზღვრა მიზნის მისაღწევ გზაზე, სად არის ახლა?
  6. სწავლის პროცესის მისადაგება მოსწავლეთა საჭიროებას.

სანამ შეფასებას განვახორციელებთ, მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს:

განმავითარებელი შეფასების განსახორციელებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობები, რაც პროცესს უფრო სახალისოს გახდის მოსწავლეებისთვის, მასწავლებელს კი ეს ინსტრუმენტები პროცესს გაუმარტივებს.

მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ეფექტური ინსტრუმენტი:

√ „შუქნიშნის ფერები“

შუქნიშანი – ეს არის აქტივობა, როდესაც მოსწავლეებს აქვთ შესაბამისი ფერის ბარათები, როემლსაც მაღლა სწევენ  შესაბამის შემთხვევაში, მაგალითად თუ მასწავლებელმა დასვა შეკითხვა, როგორ გაიგეთ ესა თუ ის საკითხი? ან ეთანხმებით თუ არა გამოთქმულ მოსაზრებას?

მოსწავლეებმა შეიძლება ასწიონ მწვანე ბარათი თუ საკითხი სრულად გაიგეს ან სრულად ეთანხმებიან გამოთქმულ მოსაზრებას

ყვითელი ბარათი ასწიონ იმ შემთხვევაში, თუ ნაწილობრივ ეთანხმებიან აღნიშნულ მოსაზრებას ან ნაწილობრივ გაიგეს საკითხი;

ან ასწიონ წითელი ბარათი იმ შემთხვევაში თუ საერთოდ ვერ გაიგეს საკითხი ან სრულიად არ ეთანხმებიან გამოთქმულ მოსაზრებას

ამ მეთოდის გამოყენებით ჩვენ დავადგენთ მოსწავლეთა საჭიროებებს და მივიღებთ ინფორმაციას მათი პროგრესის შესახებ.

√ „გრაფიკული ორგანიზატორები“

ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, კარგად გააანალიზოს სასწავლო მასალა – ერთმანეთისაგან გააცალკევოს მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია, გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ დროს მასწავლებლისთვის ნათელი ხდება თუ რა და როგორ გაიაზრა მოსწავლემ, რისი სწავლა ან გამეორება სჭირდება ცოდნის შესავსებად.

ეს ინსტრუმენტი ხელს უწყობს მოსწავლის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას და ახდენს მისი მაღალი სააზროვნო უნარების სტიმულირებას.

„გრაფიკული ორგანიზატორები“ სხვადასხვაგვარი არსებობს საგნისა და თემიდან გამომდინარე, ასევე თავადაც შეუძლია მასწავლებელს ამის შექმნა.

√  „შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები“

√ შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები მცირე ზომის ბარათებია, რომლებზეც მოსწავლეები სწრაფ ჩანაწერებს აკეთებენ.

√ შესასვლელი ბილეთები გამოიყენება გავლილი მასალის გაგების გადასამოწმებლად.

ახალი გაკვეთილი უნდა დავიწყოთ წინა გაკვეთილთან დაკავშირებული შეკითხვით. შეგვიძლია დიფერენცირებული შეკითხვებიც დავსვათ. დავწეროთ შეკითხვები დაფაზე ან სლაიდზე. შევაგროვოთ მოსწავლეთა ნაწერები და სწრაფად გადავავლოთ თვალი. დავუთმოთ რამდენიმე წუთი ბარათებზე გამოხმაურებას.

√ გასასვლელი ბილეთები გამოიყენება გაკვეთილის ან სასწავლო ერთეულის დასრულებისას. გასასვლელი ბილეთი არ არის ტესტი. მისი დანიშნულება გაკვეთილზე დამუშავებული მასალის გაგების გადამოწმებაა. ბილეთებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მასწავლებელს მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვასა და საჭიროებისამებრ, დიფერენცირებაში. სასწავლო პროცესიდან გამომდინარე,  მათი გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად, დღეგამოშვებით, ან ყოველი კვირის ბოლოს. გასასვლელი ბილეთების ვარიაციები შეიძლება გაკეთდეს ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებით.

გასასვლელი ბილეთის დამზადება

გასასვლელი ბილეთის დიზაინს მასწავლებელი განსაზღვრავს. კარგი გასასვლელი ბილეთი უშუალოდ უკავშირდება გაკვეთილის ამოცანას, კონკრეტულ ცნებას ან უნარს. გასასვლელ ბილეთზე შეიძლება მოცემულ იქნას ღია შეკითხვები, არჩევითი დავალებები, წინადადებები გამოტოვებული სიტყვებით და სხვ. ორიდან ხუთამდე შეკითხვა სრულიად საკმარისია. მოსწავლემ რამდენიმე წუთში უნდა შეძლოს ბარათის შევსება გაკვეთილის დასრულებისას.

მთავარია, რომ ბილეთებზე მოცემულმა პასუხებმა საკმარისი ინფორმაცია მოგვაწოდოს დამუშავებული საკითხის ან გავარჯიშებული უნარის დაუფლების შესახებ. ამიტომ გასასვლელი ბილეთის დამზადებას გავარჯიშება სჭირდება. ზოგადი შეკითხვები, მაგ., გაიგეთ? კი თუ არა? და ა. შ. დიდ დახმარებას ვერ გაგვიწევს მოსწავლეებთან მუშაობის გასაგრძელებლად. კარგი ბარათები საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რა გაიგო მოსწავლემ, რის გამოყენება ან დემონსტრირება შეუძლია გაკვეთილში მონაწილეობის შედეგად.

კლასში არსებული დიდი სურათის შესაქმნელად შეგიძლიათ სამ ნაწილად დაყოთ მოსწავლეთა ბარათები: აითვისეს, მეტ-ნაკლებად აითვისეს, ვერ აითვისეს. დაყოფა დაგეხმარებათ მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

მთავარია, დასვათ კარგი შეკითხვები. მიეცით მოსწავლეებს ერთი ან ორი წუთი წერისთვის. გამოიყენეთ შემდეგი ტიპის მინიშნებები:

3 რამ, რაც ვისწავლე, ორი რამ, რაც მაინტერესებს, 1 რამ რაც კარგად ვერ გავიგე.

რას გააკეთებდი დღეს სხვაგვარად, საშუალება რომ გქონდეს

დღეს საინტერესო იყო.

ახლა ვგრძნობ.

დღეს გამიძნელდა.

ზოგჯერ დავივიწყოთ სიტყვები და მოსწავლეებს საშუალება მივცეთ გამოსახულებებით გადმოსცენ სათქმელი.

გარდა ამისა, უამრავი ინსტრუმენტი არსებობს განმავითარებელი შეფასებისთვის, რომლებიც სხვადსხვა მიმართულებას ერგება და აქტიურად უნდა გამოვიყენოთ თუ გვინდა, რომ ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღოს. განმავითარებელი შეფასება ავითარებს და ჩვენი მთავარი მიზანიც ხომ მოსწავლის პიროვნული ზრდა-განვითარებაა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები