27 ივლისი, შაბათი, 2024

განმავითარებელი თამაშების როლი სასწავლო პროცესში

spot_img

სოფიო კოხრეიძე

სსიპ ქუთაისის №26 საჯარო სკოლის რუსული ენის წამყვანი მასწავლებელი

თამაში ადამიანის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას განეკუთვნება. მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ბოლომდე ამოუცნობია მისი გავლენა ადამიანის ცხოვრებასა და მის პიროვნებად ფორმირებაზე. ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე არსებობს თამაშის ელემენტები, ის იწვევს განვითარებას. თამაში ემოციაა, სადაც ემოციაა იქ აქტიურობაა, ყურადღებაა, წარმოსახვაა და იქ მუშაობს აზროვნება.

თამაში სასწავლო პროცესის ნაწილია, რომელიც ააქტიურებს აზრობრივ, შემოქმედებით და სამეტყველო უნარებს. ფრებელის პედაგოგიური სისტემის მთავარი იდეა არის თამაშის თეორია „საბავშვო თამაში“, „ცხოვრების სარკე“, შინაგანი სამყაროს თავისუფალი გამოვლინება“. თამაში ეს არის ხიდი შინაგან და გარეგან  სამყაროს შორის.

მე-19 საუკუნის ცნობილი რუსი პედაგოგი და მწერალი კონსტანტინე უშინსკი ავლენდა დიდ ინტერესს ადამიანის შემოქმედებითი ნიჭის შესწავლის კუთხით. ის ადგენდა ზღვარს ცნებებს „სწავლასა“ და „თამაშს“ შორის, თვლიდა, რომ მეორე განუყოფელი ნაწილია მოსწავლეების სწავლებისას. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ თამაშს ჩვენს დროშიც დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების განვითარებაში, რადგან ის იძლევა შესაძლებლობას ყველა ბავშვს აგრძნობინოს თავი ამა თუ იმ ქმედების სუბიექტად და გამოავლინოს და განავითაროს მისი ნიჭი.

თამაშზე შალვა ამონაშვილი წერს: „ყველაზე ინტენსიური განვითარება ხდება 7-დან 9  წლამდე. ამიტომ თამაშისადმი მოთხოვნილება ამ ასაკში უფრო ძლიერია, შემდეგ კი თამაში გარდაიქმნება მოღვაწეობის სახეობად, რომელიც მართავს განვითარებას“.

პოლონელი პედაგოგი  იანუშ კორჩაკი მთლიანად ეთანხმებოდა გერმანელი მეცნიერის, გროსის პოზიციას. ის თვლიდა, რომ თამაში ეს არის შესაძლებლობა მონახო საკუთარი თავი საზოგადოებაში, სამყაროში, დედამიწაზე. თამაშებში  ჩადებულია წარსულის გენეტიკა, როგორც ხალხურ ცეკვებში, სიმღერაში, ფოლკლორში.

თამაშის რამდენიმე ფორმა არსებობს:

გაშლილი ფორმა წარმოადგენს ორიენტაციულ ხეს, სადაც თითოეული მწვერვალი შეესაბამება მოთამაშის მიერ შერჩეულ სტრატეგიას, ყოველი მონაწილე შედარებულია მწვერვალთა სრულ დონეს.

ნორმალური ფორმა:

ნორმალურ ან სტრატეგიულ ფორმაში თამაში სარგებლის მატრიცით არის აღწერილი. თითოეული მატრიცის მხარე (უფრო სწორად განზომილება)წარმოადგენს მოთამაშეს, ხაზები განსაზღვრავენ პირველი მოთამაშის სტრატეგიას, ხოლო სვეტები * მეორის. ორივე სტრატეგიის გადაკვეთაზე შეიძლება დავინახოთ  მოგება, რომელსაც იღებენ მონაწილეები.

პირველი სამაგიდო თამაში ძველ ეგვიპტეში გამოჩნდა. სამაგიდო თამაშების ისტორია ითვლის 7500 წელს. დევიდ პარპეტი, ოქსფორდის სამაგიდო თამაშების ავტორი, თვლის, რომ ყველაზე თანამედროვე სამაგიდო თამაშებსაც კი ჰყავს  უძველესი პროტოტიპები და აქვთ საერთო ფესვები.

 რა უნარ-ჩვევებს ავითარებს სამაგიდო თამაშები?

  1. ყურადღება, პიროვნული და სოციალური უნარ-ჩვევები( მიზნის მიღწევა, სვლების წინასწარ მოფიქრება, გუნდში მუშაობა)
  2. ფიზიკური შესაძლებლობა (ლოგიკა, მახსოვრობა, წარმოსახვა)
  3. სტრატეგიული აზროვნება (სტრატეგიული დაგეგმარებისას სხვადასხვა დროში აზროვნება, სცენარის ანალიზი და შემუშავება)
  4. კონფლიქტების მოგვარება.

ზოგჯერ კლასში ადგილი აქვს სხვადასხვა სახის  კონფლიქტებს, რომელთა მოგვარების მიზნით  მაღალ კლასებში გამოვიყენე სამაგიდო თამაში „მშვიდობის დაფა“

სამაგიდო თამაში „მშვიდობის დაფა“ ავტორი: ნუგზარ კოხრეიძე

თამაშის ანოტაცია:

„მშვიდობის დაფა“ წარმოადგენს სამაგიდო თამაშის ნაირსახეობათაგან ერთ-ერთს , კონფლიქტების განვითარების პრევენციის , მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის თემაზე. ავლენს ადამიანში არსებულ დამოკიდებულებებს და ასწავლის კონფლიქტის ალტერნატიული, მშვიდობიანი გზით მოგვარების ხერხებს.

„მშვიდობის დაფა“ მაქსიმალურად დაცლილია ინსტრუქციისგან  და აძლევს მონაწილეებს მოქმედების თავისუფლებას. მონაწილეები თავად ქმნიან კონფლიქტის კონტენტს ( შინაარსს) , კონფლიქტში მონაწილე მხარეები თავად სახავენ მისი მოგვარების გზებს. მნიშვნელოვანია, რომ  კონტენტი , როგორც რაიმე კონკრეტული მოცემულობა, თამაშის დასაწყისში არ არსებობს , ის გზადაგზა ყალიბდება მონაწილეების ჩართულობით.

თამაშის მიზანია ასწავლოს მონაწილეებს მშვიდობიანი გზებით კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობები და შესძინოს მათ კონფლიქტის რაობისა და შედეგის ანალიზის უნარი.

თამაშის ამოცანები:

  1. განავითაროს წარმოდგენის უნარები
  2. გამოუმუშაოს ანალიზისა და მსჯელობის უნარი
  3. კონსტრუქციული დიალოგის კომპეტენცია
  4. სტრატეგიული და ტაქტიკური ხედვები
  5. კონფლიქტურ რუკასთან მუშაობისა და ოპერირების უნარი.

თამაშის მიზნობრივი ჯგუფი: 14 წელს ზემოთ.

თამაშის ხანგრძლივობა: არ არის დაკონკრეტებული.

თამაშის მონაწილეთა რაოდენობა: მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 9 ადამიანი.

რესურსი: დაფა, 1 კამათელი, 9 სხვადასხვა ფერის პაიკი, კონტენტის დაფა.

სათამაშო დაფა წარმოადგენს მოვლენების განვითარებისა და თამაშის ძირითად მოედანს.

ის დაყოფილია ფერად უჯრებად, რომელსაც თავისი მნიშვნელობა აქვს.

 მწვანე – სიტუაციის გააზრება.

 ყვითელი – არაძალადობრივი მეთოდებით პრობლემის მოგვარება.

 ნაცრისფერი – წინა საკონფლიქტო სიტუაციის მოგვარება.

 ფორთოხლისფერი – ინციდენტი

 წითელი – ესკალაცია

 იასამნისფერი – დაბალანსებული წინააღმდეგობა

 თეთრი – კონფლიქტის  დასრულება

 ყავისფერი – ნაწილობრივ ნორმალიზება

 ლურჯი – სრული ნორმალიზება

გადაადგილება დაფაზე შესაძლებელია ყველა მიმართულებით ერთი ნაბიჯით. მონაწილე ითვლება გამარჯვებულად თუ ის საწყისი ეტაპიდან მისი საპირისპირო მხარის უკიდურეს უჯრაზე გადავა.

„მშვიდობის დაფა“ ეხმარება მონაწილეებს გაითავისონ  მშვიდობის მშენებლობის პროცესი. ისინი თამაშის დროს ხედავენ, როგორ შეიძლება გართულდეს კონფლიქტი და რა როლი მიუძღვის ამ ნაწილში ცალკეულ მოთამაშეს.

ამ დროისთვის აღნიშნული თამაში გამოვიყენე მე-10, მე-11 კლასებში. მოთამაშეები აღნიშნავდნენ, რომ თამაში იყო საინტერესო. დაკვირვებით მივიდნენ დასკვნამდე , რომ ერთმა კონფლიქტმა შეიძლება მეორე გამოიწვიოს და ასე უსასრულოდ. საჭიროა სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღება.

მათ აღიარეს, რომ კონფლიქტის გამწვავება უფრო ადვილი იყო მათთვის, ვიდრე მისი მშვიდობიანი გზებით მოგვარება. ამ თამაშის დროს იყო ბევრი გამოწვევაც. რამდენიმე მოსწავლეს არ მოსწონდა მის მიერ არჩეული ფერი და უჭირდა ამ ფერის შესაბამისად კონფლიქტის მართვა. შეიძლება ითქვას, რომ თამაში, როგორც მეთოდი, კარგი ინსტრუმენტია დაეხმაროს ადამიანს საჭირო უნარების განვითარებაში.

არსებული თამაში გავაცანი ჩემი სკოლის ყველა საგნის მასწავლებელს. მათ მოიწონეს და პრაქტიკაშიც გამოიყენეს. განსაკუთრებით წარმატებულად გამოიყენეს დამრიგებლებმა თავიანთ სადამრიგებლო კლასებში კონფლიქტების მოგვარებისთვის.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები