1 ივლისი, პარასკევი, 2022

გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა ბავ­შ­ვებ­ში

spot_img

ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა რამ­დე­ნი­მე სფე­როს ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ჰო­ლის­ტუ­რი ფორ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც ვი­ცით, ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის სფე­რო­ე­ბია: მსხვი­ლი, ნა­ტი­ფი მო­ტო­რუ­ლი და სენ­სო­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, შე­მეც­ნე­ბი­თი, ადაპ­ტუ­რი, სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი და სო­ცი­ა­ლურ-კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. გან­ვი­თა­რე­ბას მი­სი სტან­დარ­ტი აქვს, მაგ­რამ ხში­რად ეს პრო­ცე­სი ასე სწორ­ხა­ზოვ­ნად არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. მა­გა­ლი­თად, ვი­ცით რომ 1 წლის (1 წლის და 2 თვის) ასა­კის ბავშვს უნ­და შე­ეძ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლად რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა, ცდი­ლობს კოვ­ზის ხე­ლით და­ჭე­რას, ზის და­მო­უ­კი­დებ­ლად და ფურ­ც­ლავს წიგნს, უნ­და ამ­ბობ­დეს რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვას – მა­მა, დე­და, ბა­ბა და ა.შ., მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ეს პრო­ცე­სი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლად დად­გეს რო­მე­ლი­მე ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა­ში. ყვე­ლა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამ­დე­ნად მშო­ბელს და ბავ­შ­ვ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პი­რებს დი­დი ყუ­რადღე­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბა მარ­თებთ.

რო­ცა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა რამ­დე­ნი­მე სფე­რო­ში არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მის ასა­კობ­რივ მოთხოვ­ნებს, ჩნდე­ბა ეჭ­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბის შე­სა­ხებ. გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­მე­ლიც სწო­რი და დრო­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ით შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლად კო­რექ­ტირ­დეს.

გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბის დი­აგ­ნოზს სხვაგ­ვა­რად „ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვა“ ეწო­დე­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მხო­ლოდ ასაკ­შია, 5 წლამ­დე ბავ­შ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სას ვი­ყე­ნებთ ტერ­მინს – „გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა“, ხო­ლო 5 წლის ასა­კის ზე­მოთ – „ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ დარ­ღ­ვე­ვას“.

გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა ად­რე­ულ ბავ­შ­ვო­ბა­შიც თვალ­სა­ჩი­ნოა. ის ვლინ­დე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ადაპ­ტუ­რი სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის დე­ფი­ცი­ტით. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სფე­რო ბავ­შ­ვის მი­ერ ისე­თი პრო­ცე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, რო­გო­რი­ცაა: საგ­ნე­ბის აღ­ქ­მა, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა, მსჯე­ლო­ბა და დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბა, სინ­თე­ზი და ანა­ლი­ზი — საგ­ნე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით და­ხა­რის­ხე­ბა და/ან პი­რი­ქით, მა­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა რა­ი­მე ნიშ­ნით ან ფი­ზი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლით. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სფე­რო, ასე­ვე, გუ­ლის­ხ­მობს წარ­მო­სახ­ვი­თი და აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

ადაპ­ტუ­რი სფე­რო გუ­ლის­ხ­მობს ისეთ აქ­ტი­ვო­ბებს, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლია ბავ­შ­ვის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, მა­გა­ლი­თად: და­მო­უ­კი­დებ­ლად კვე­ბა, ტუ­ა­ლე­ტის უნარ-ჩვე­ვის და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ჰი­გი­ე­ნა და თვით­მოვ­ლა, ისე­თი პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა: გახ­და-ჩაც­მა, სო­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბის ცოდ­ნა სხვა­დას­ხ­ვა გა­რე­მო­სა და სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, წე­რა-კითხ­ვა, ფუ­ლის და დრო­ის კონ­ცეფ­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და ა.შ.

რო­გორც უკ­ვე ვთქვით, 5 წლის ასა­კის ზე­მოთ ის­მე­ვა დი­აგ­ნო­ზი „ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვა“, რო­მელ­საც სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ე­ბი აქვს: მსუ­ბუ­ქი, სა­შუ­ა­ლო, მძი­მე და ღრმა. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვის სა­ხე­ებს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა გუ­ლის­ხ­მობს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ადაპ­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბას და მის სა­ფუძ­ველ­ზე კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ას.

რა არის ის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ტა­ნოთ ეჭ­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით? რო­ცა ბავ­შ­ვი 2 წლამ­დე აგ­ვი­ა­ნებს მო­ტო­რულ აქ­ტი­ვო­ბებს – ჯდო­მას, ხოხ­ვას, დგო­მას და სი­ა­რულს; რო­ცა ბავშვს არ გა­აჩ­ნია მცი­რე ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გიც კი და არ სა­უბ­რობს; რო­ცა სა­ხე­ზეა კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის და აღ­ქ­მის სირ­თუ­ლე­ე­ბი; ვლინ­დე­ბა ემო­ცი­უ­რი და ქცე­ვი­თი სირ­თუ­ლე­ე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბის გა­გე­ბის სირ­თუ­ლე; ვერ ით­ვი­სებს თვით­მოვ­ლის უნა­რებს და მშობ­ლებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მშობ­ლე­ბი ხში­რად სვა­მენ კითხ­ვას იმ მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ ხდე­ბა „გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა“ ბავ­შ­ვებ­ში. ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს, ხში­რად ეს მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია სხვა­დას­ხ­ვა გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბით – გე­ნე­ტი­კუ­რი, და­ბა­დე­ბის დროს თა­ვის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­და­ტა­ნის შე­დე­გად და ა.შ.

სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ეჭ­ვის გა­ჩე­ნის შე­დე­გად, მშო­ბელ­მა, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და მი­მარ­თოს პე­დი­ატრს, რო­მე­ლიც გა­და­ა­მი­სა­მარ­თებს მშო­ბელს ფსი­ქი­ატ­რ­თან, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ადაპ­ტუ­რი ქცე­ვის შესა­ფა­სე­ბლად, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ სვამს დი­აგ­ნოზს. ფსი­ქი­ატ­რი ბავ­შ­ვის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ შე­ფა­სე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის ტეს­ტე­ბით, რო­გო­რი­ცაა: „ვექ­ს­ლე­რის ინ­ტე­ლექ­ტის ტეს­ტი“, სტენ­ფორდ-ბი­ნეს ინ­ტე­ლექ­ტის სკა­ლე­ბი, ხო­ლო ადაპ­ტუ­რი ქცე­ვის შე­ფა­სე­ბა კი ხორ­ცი­ელ­დე­ბა „ვა­ინ­ლენ­დის ადაპ­ტუ­რი ქცე­ვის შე­ფა­სე­ბის სკა­ლე­ბით“. ფსი­ქი­ატ­რი ასე­ვე იყე­ნებს დაკ­ვირ­ვე­ბის და მშო­ბელ­თან გა­სა­უბ­რე­ბის/ინ­ტერ­ვი­უს მე­თოდ­საც. სა­ბო­ლო­ოდ კი, შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბით და ბავ­შ­ვის ჰო­ლის­ტუ­რი შე­ფა­სე­ბით, ის­მე­ვა დი­აგ­ნო­ზიც.

გა­ვიხ­სე­ნოთ თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ბავ­შ­ვის აზ­როვ­ნე­ბა ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად. პი­ა­ჟეს მი­ხედ­ვით, ბავ­შ­ვი 0-2 წლამ­დე გა­დის სენ­სო­მო­ტო­რულ სტა­დი­ას, სა­დაც წამ­ყ­ვა­ნი მი­სი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი და მო­ტო­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბია. ბავ­შ­ვი სამ­ყა­როს რეფ­ლექ­სუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბით და შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბით შე­ი­მეც­ნებს. ტა­ცე­ბა თუ წო­ვის ქცე­ვის პა­ტერ­ნი მი­სი რეფ­ლექ­სე­ბია, ხო­ლო სურ­ვი­ლი, რომ სა­თა­მა­შო­ე­ბი „და­ვაბ­რა­ხუ­ნოთ მა­გი­და­ზე“, პირ­ში ჩა­ვი­დოთ, გა­და­ვაგ­დოთ და გა­ვი­გოთ რა მო­უ­ვა სა­განს, აძ­ლევს მას სა­შუ­ა­ლე­ბას, მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია საგ­ნე­ბის თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ, მაგ: რო­მე­ლი­მე სა­გა­ნი რბი­ლია, რო­მე­ლი­მე – მა­გა­რი, ზო­გი ტკბი­ლია, ზო­გი – მჟა­ვე და ა.შ.

2-4 წლამ­დე ბავ­შ­ვ­ში ცნე­ბამ­დე­ლი აზ­როვ­ნე­ბა ვი­თარ­დე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში იგი იწყებს სიმ­ბო­ლურ აზ­როვ­ნე­ბას – მეტყ­ვე­ლე­ბას. ენა ხომ გარ­კ­ვე­უ­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შ­ვი სა­კუ­თარ მოთხოვ­ნი­ლე­ბებ­სა და სურ­ვი­ლებს სიმ­ბო­ლუ­რად, ანუ სა­მეტყ­ვე­ლო ენით გვა­გე­ბი­ნებს. მაგ­რამ მი­სი სიტყ­ვე­ბი არ გუ­ლის­ხ­მობს ცნე­ბებს, მხო­ლოდ მო­ტო­რულ აქ­ტი­ვო­ბებ­თა­ნაა მიბ­მუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვი ხვდე­ბა, რომ ყვე­ლა­ფერს ვერ მის­წ­ვ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს თვი­თონ ვერ გა­ა­კე­თებს, ამი­ტომ მეტყ­ვე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მე­ტად ად­ვი­ლად და სწრა­ფად იღებს სა­სურ­ველს. მა­თი ლო­გი­კა „ტრან­ს­დუქ­ცი­უ­რია“ – რო­ცა დას­კ­ვ­ნა კერ­ძო შემ­თხ­ვე­ვი­დან ისევ კერ­ძო­ზე კეთ­დე­ბა. მაგ: თუ ქა­თა­მი დებს კვერცხს და პინ­გ­ვინ­მაც და­დო კვერ­ცხი, ქა­თა­მი და პინ­გ­ვი­ნი იდენ­ტუ­რია მის­თ­ვის. ამ ასა­კის ბავ­შ­ვის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ეგო­ცენ­ტ­რიზ­მი – ის მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ი­დან უყუ­რებს მოვ­ლე­ნებს. ამ პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მშობ­ლებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თონ ბავ­შ­ვი სხვა­დას­ხ­ვა ბავ­შ­ვ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, სხვა­დას­ხ­ვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, სა­დაც მო­უ­წევს სხვი­სი პო­ზი­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და სხვი­სი მოთხოვ­ნე­ბის გა­გე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ ცხო­ვე­ლიც იყოს, რო­მელ­საც ბავ­შ­ვი საკ­ვებს მის­ცემს და მო­უვ­ლის.

4-7 წლამ­დე კი, ვი­თარ­დე­ბა „ინ­ტუ­ი­ტი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბა“. ბავ­შ­ვის აზ­როვ­ნე­ბა მე­ტად ლო­გი­კუ­რი და მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი ხდე­ბა, მაგ­რამ მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა­ფე­რი თვალ­სა­ჩი­ნო იყოს. რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა ამა­ში? ბავ­შ­ვის­თ­ვის არ­სე­ბობს ის, რა­საც ხე­დავს. ამი­ტომ, რო­ცა მას პრე­ა­კა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის­თ­ვის ვამ­ზა­დებთ, რაც მარ­ტივ მა­თე­მა­ტი­კურ გა­მოთ­ვ­ლებ­საც გუ­ლის­ხ­მობს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა­ფე­რი თვალ­სა­ჩი­ნო იყოს, და­ით­ვა­ლოს ყო­ველ­დღი­უ­რი საგ­ნე­ბი, სა­თა­მა­შო­ე­ბი, ხი­ლი, ბოს­ტ­ნე­უ­ლი და ა.შ. არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლოთ მხო­ლოდ ციფ­რე­ბით.

ამ ასაკ­ში ბავ­შ­ვებს ხში­რად უჭირთ საგ­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ზა­ცია და მა­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის და­ლა­გე­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლად. ასე­ვე უჭირთ იმის გა­გე­ბა, რომ ერთ სა­განს შე­საძ­ლოა სხვა­დას­ხ­ვა მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ჰქონ­დეს. მა­გა­ლი­თად: ყვი­თე­ლი ბურ­თი – ყვი­თე­ლი­ცაა, მრგვა­ლი­ცაა, რბი­ლიც და მსუ­ბუ­ქიც. ამ თვი­სე­ბებს ბავ­შ­ვი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი საგ­ნე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ი­სა და სა­ინ­ტე­რე­სო კოგ­ნი­ტუ­რი თა­მა­შე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ით­ვი­სებს. ხში­რად ეთა­მა­შეთ ბავშვს მის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი საგ­ნე­ბით, მა­გა­ლი­თად: და­ა­ლა­გეთ სახ­ლი, საკ­ვე­ბი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­ი­ტა­ნეთ, და­სა­ბა­ნი სა­შუა­ლე­ბე­ბი სა­ა­ბა­ზა­ნო­ში, ტან­საც­მე­ლი კა­რა­და­ში და ა.შ. ამით ბავ­შ­ვი ხვდე­ბა, რომ საგ­ნე­ბი გარ­კ­ვე­უ­ლი ფუნ­ქ­ცი­უ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით წყვილ­დე­ბა და კა­ტე­გო­რიზ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ადაპ­ტურ გან­ვი­თა­რე­ბას, ამა­ზე ზრუნ­ვა მშობ­ლებს ბევ­რად ად­რე შე­უძ­ლი­ათ და­იწყონ. მა­გა­ლი­თად, და­მო­უ­კი­დებ­ლად კვე­ბის ხელ­შეწყო­ბა, ჯერ კი­დევ 1 წლამ­დე ასაკ­ში, სა­კუ­თა­რი სა­წო­ვა­რას და­ჭე­რით იწყე­ბა. 1 წლის შემ­დეგ კი, და­მო­უ­კი­დებ­ლად კოვ­ზის გა­მო­ყე­ნე­ბით და და­მო­უ­კი­დებ­ლად წყლის ბოთ­ლის აღე­ბა/და­ჭე­რით.

ტუ­ა­ლე­ტის უნარ-ჩვე­ვა­ზე მუ­შა­ო­ბა შე­გიძ­ლი­ათ 2-3 წლი­დან და­იწყოთ. შე­საძ­ლოა ბავ­შ­ვი ამ დროს სრუ­ლად და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ ახორ­ცი­ე­ლებ­დეს ტუ­ა­ლე­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბას, მაგ­რამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ნელ-ნე­ლა შე­ვამ­ცი­როთ დახ­მა­რე­ბა, სა­ნამ იგი და­მო­უ­კი­დებ­ლად არ შეძ­ლებს თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბას.

18 თვი­დან უკ­ვე შე­გიძ­ლი­ათ ბავშვს ას­წავ­ლოთ გახ­და, მა­გა­ლი­თად, მო­ი­ხა­დოს ქუ­დი, გა­ი­ხა­დოს ფეხ­საც­მე­ლი და ა.შ. ეს მის­თ­ვის მარ­ტი­ვი და სა­ხა­ლი­სო გა­სა­კე­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შ­ვი მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს დი­ლის რუ­ტი­ნა­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ხელ-პი­რის და­ბა­ნას და კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვას. თუ და­საწყის­ში მას უჭირს მოქ­მე­დე­ბე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბად დაჰ­ყოთ და ნელ-ნე­ლა შე­ახ­სე­ნოთ, ასე­ვე, გა­მო­ი­ყე­ნოთ ვი­ზუ­ა­ლუ­რი ბა­რა­თე­ბი, სა­დაც კარ­გად ჩანს მოქ­მე­დე­ბე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბა.

იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შ­ვებ­მა შეძ­ლონ სო­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის ათ­ვი­სე­ბა მარ­ტი­ვად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მა­თი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია სხვა­დას­ხ­ვა გა­რე­მო­ში, უპირ­ვე­ლე­სად კი ეს არის ბა­ღი. ბაღ­ში ბავ­შ­ვი სწავ­ლობს სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ა­ლურ უნა­რებს – სხვე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას, ჯე­რის/რი­გის დაც­ვას, ბავ­შ­ვებ­თან თა­მაშს და კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, მათ­თ­ვის ნივ­თე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას, მა­თი პო­ზი­ცი­ე­ბის აღ­ქ­მას და გა­გე­ბას. ბა­ღი, ასე­ვე, ეხ­მა­რე­ბა ბავშვს შემ­დეგ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ფე­ხურ­ზე – სკო­ლის გა­რე­მოს­თან ადაპ­ტა­ცი­ა­ში. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი იმი­სათ­ვის, რომ მან მარ­ტი­ვად აით­ვი­სოს ენა და გრა­მა­ტი­კუ­ლი წე­სე­ბი. ბა­ღი სწო­რედ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, აქ სწავ­ლო­ბენ დი­ა­ლო­გის და კითხ­ვა-პა­სუ­ხის უნარ-ჩვე­ვებს, რო­გორ მი­მარ­თონ მას­წავ­ლე­ბელს და რო­გორ მი­მარ­თონ თა­ნა­ტოლს.

გარ­და მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბი­სა, გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი იღე­ბენ შე­სა­ბა­მის თე­რა­პი­ულ ჩა­რე­ვა­საც, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მა „ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია“, „ქცე­ვის თე­რა­პია-ABA“ და, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, სენ­სო­რულ და სხვა თე­რა­პი­ა­საც.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ 6 წლამ­დე ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დია ინ­ტერ­ვენ­ცი­ის­თ­ვის, დრო­უ­ლი ჩა­რე­ვა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა ეხ­მა­რე­ბა მას, და­ე­წი­ოს ასა­კის შე­სა­ბა­მის გან­ვი­თა­რე­ბას და გა­მო­ი­მუ­შა­ოს დე­ფი­ცი­ტუ­რი უნა­რე­ბი.

სო­ფო მე­ლა­ძე ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია: მა­ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, რი­დე­რი „გან­ვი­თა­რე­ბის თე­ო­რი­ე­ბი“; გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, გზამ­კ­ვ­ლე­ვი „მო­ტო­რუ­ლი შეზღუდ­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა ხელ­შეწყო­ბა“; გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, „ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა ხელ­შეწყო­ბა“; მა­ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, „ჟან პი­ა­ჟეს კოგ­ნი­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის თე­ო­რია“; მზია წე­რე­თე­ლი, რი­დე­რი „გან­ვი­თა­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გია“.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

არდადეგები

დი­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა

📌გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის ქართული როგორც მეორე ენისა და ისტორიის მას­წავ­ლე­ბე­ლი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2019-ის გამარჯვებული  📚ისე არ მო­ვიქ­ცეთ, რომ ჩვენ­მა...
მსგავსი სიახლეები