22 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი

spot_img

სსიპ – გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, 2023 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

⏩ პირ­ვე­ლად ცენ­ტ­რის არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ცენ­ტ­რ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა უცხო ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია. სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ცენ­ტ­რ­ში, 2023 წელს, და­რე­გის­ტ­რირ­და მე­დი­ცი­ნის 3 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა;

⏩ აკ­რე­დი­ტა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და ყვე­ლა სა­ხი­სა და სა­ფე­ხუ­რის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის­თ­ვის;

⏩ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში, ად­გი­ლობ­რივ დარ­გის ექ­ს­პერ­ტებ­თან, დამ­საქ­მებ­ლებ­თან და სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, ჩა­ერ­თ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუფ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ თავ­მ­ჯ­დო­მა­რის სტა­ტუ­სით;

⏩ დას­რულ­და ხე­ლოვ­ნე­ბის, თავ­დაც­ვი­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია. ჯამ­ში, აკ­რე­დი­ტა­ცია გა­ი­ა­რა  267-მა პროგ­რა­მამ და 48 კლას­ტერ­მა;

⏩ გან­ხორ­ცი­ელ­და სა­დოქ­ტო­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი კომ­პო­ნე­ნე­ტის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის სრულ­ყო­ფა და გან­ვი­თა­რე­ბა. შე­მუ­შავ­და სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტი;

⏩ ცენ­ტ­რი არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტ­ში იყო ჩარ­თუ­ლი, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხა­ვს – უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მი­ერ მე-3 მი­სი­ის ფარ­გ­ლებ­ში და­გეგ­მი­ლი და გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, აკა­დე­მი­უ­რი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის და ეთი­კის სა­კითხებ­ზე ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას, თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის და შე­ფა­სე­ბის მე­თო­დე­ბის და­ნერ­გ­ვას და სხვა.

⏩ გრძელ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა ცენ­ტ­რის თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის დო­კუ­მენ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და დახ­ვე­წას;

⏩ ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და Erasmus+ პროგ­რა­მის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თ­ვე­ლომ ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის თე­მა­ტუ­რი ჯგუ­ფის (TPG A on QF) ღო­ნის­ძი­ე­ბებს უმას­პინ­ძ­ლა. სა­ქარ­თ­ვე­ლო, ავ­ს­ტ­რი­ას­თან და ლატ­ვი­ას­თან ერ­თად, ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს თე­მა­ტუ­რ სა­მუ­შაო ჯგუ­ფს (TPGA on QF) 2021 წლი­დან თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ობს. ღო­ნის­ძი­ე­ბებს ეს­წ­რე­ბო­და ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე 25 ქყვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი;

⏩ ცენ­ტ­რ­მა გა­ა­ფორ­მა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი ლატ­ვი­ის აკა­დე­მი­ურ სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რ­თან (AIC). მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გ­ლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის, ასე­ვე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის, დიპ­ლო­მე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის აღი­ა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით;

⏩ დამ­ტ­კიც­და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის 12 დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი;

⏩ მომ­ზად­და თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის დო­კუ­მენ­ტი — სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კი­სა და ეროვ­ნუ­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის ანა­ლი­ზი სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიკ­როკ­რე­დი­ტე­ბის და­ნერ­გ­ვი­სათ­ვის;

⏩ ცენ­ტ­რ­მა, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­ეს­ტ­რის შექ­მ­ნის მიზ­ნით, ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტის „ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შრო­მის ბაზ­რის შე­სა­ბა­მი­სი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“ ექ­ს­პერ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რით, შე­ი­მუ­შა­ვა ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­ეს­ტ­რის კონ­ცეფ­ცია;

⏩ მომ­ზად­და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის ანა­ლი­ზის დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ზა­ნია ეროვ­ნულ დო­ნე­ზე ზო­გა­დი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ქვე­სის­ტე­მე­ბის მი­ხედ­ვით აღ­იწე­როს მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სწავ­ლის პრინ­ცი­პე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­კითხე­ბი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბას­თან ბმა­ში;

⏩ გა­ი­ზარ­და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და 2023 წლის ბო­ლოს­თ­ვის შე­ად­გი­ნა 11 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია უკ­ვე 11 სწავ­ლის სფე­რო­ში;

⏩ ევ­რო­პის გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის (ETF) მხარ­და­ჭე­რით და­იწყო  პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლის (EQAVET) ინ­დი­კა­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ინ­დი­კა­ტო­რე­ბი ინ­ტეგ­რირ­და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში;

⏩ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, ცენ­ტ­რის მხარ­და­ჭე­რით, და­ი­ნერ­გა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბითი ვი­ზი­ტის (Peer Visit) პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მია ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით. პირ­ველ ვი­ზიტს სსიპ კო­ლეჯ­მა „მო­დუს­მა“, უმას­პინ­ძ­ლა;

⏩ ჩა­ტარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხა­რის­ხ­ზე პა­სუ­ხისმ­გე­ბე­ლი პი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის ტრე­ნინ­გე­ბის ციკ­ლი;

⏩ გა­ი­ზარ­და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და შე­ივ­სო პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სი;

⏩ 2023 წლის და­საწყის­ში  ამოქ­მედ­და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი;

⏩ შე­იქ­მ­ნა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სი და მა­თი ექ­ს­პერ­ტ­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­თან, ახალ სტან­დარ­ტებ­თან და შე­ფა­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით;

⏩ დამ­ტ­კიც­და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა;

⏩ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შე­მუ­შავ­და მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მოქ­ვეყ­ნ­და ცენ­ტ­რის ვებგვერ­დ­ზე და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თ­ვის;

⏩ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­თა და პრო­ცე­დუ­რე­ბით, 3 სა­ჯა­რო და 6 კერ­ძო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ჩა­ტარ­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­პი­ლო­ტე შე­ფა­სე­ბე­ბი;

⏩ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახალ სტან­დარ­ტებ­თან და გა­ნახ­ლე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით;

⏩ გან­ხორ­ცი­ელ­და 300-ზე მე­ტი სა­ჯა­რო სკო­ლის და 100-მდე კერ­ძო სკო­ლის  ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა;

⏩ ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, სომ­ხურ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენებ­ზე მომ­ზად­და და ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე სა­ჯა­როდ გან­თავ­ს­და სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლა მოს­წავ­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და მა­თი დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე. ასე­ვე, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თვით­შე­ფა­სე­ბის ახა­ლი კითხ­ვა­რი ითარ­გ­მ­ნა ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ენებ­ზე;

⏩ კერ­ძო სკო­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახალ, ოთხი­ვე სტან­დარ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით;

⏩ ჩა­ტარ­და 2023 წლის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კონ­ფე­რენ­ცია ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტე­ბის­თ­ვის, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბე­ბის ანა­ლი­ზი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით;

⏩შე­იქ­მ­ნა ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ჩარ­ჩო, რო­მე­ლიც არე­გუ­ლი­რებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს, გან­საზღ­ვ­რავს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტებს და ად­გენს შე­ნო­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის მოწყო­ბის მოთხოვ­ნებს;

⏩ ად­რე­უ­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ან/და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ან მხო­ლოდ სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ­მა 2047-მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ ან/და მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დე­ბელ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­მა მე­წარ­მემ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა თვით­შე­ფა­სე­ბა;

⏩ შე­იქ­მ­ნა ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო და ჩა­მო­ყა­ლიბ­და ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სი;

⏩ მომ­ზად­და ად­რე­უ­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ან/და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის გზამ­კ­ვ­ლე­ვი;

⏩ მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, ჩა­ტარ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ტრე­ნინ­გე­ბი, სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი, რომ­ლი­თაც და­ი­ფა­რა კერ­ძო და სა­ჯა­რო ბა­ღე­ბის, ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი;

⏩ ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, მიზ­ნობ­რი­ვი ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­უ­ტარ­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის წევ­რებს და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რებს;

⏩ ბა­ღე­ბის მხარ­და­ჭე­რის ფარ­გ­ლებ­ში, მომ­ზად­და 5 მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვი: ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის გზამ­კ­ვ­ლე­ვი, სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მ­ვის მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვი, ბავ­შ­ვ­თა ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის გან­საზღ­ვ­რის მე­თო­დო­ლო­გია, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო გეგ­მის შედ­გე­ნის მე­თო­დო­ლო­გია  და კვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და რა­ცი­ო­ნის კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნორ­მე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის მე­თო­დო­ლო­გია;

⏩ შე­მუ­შავ­და ბა­ღე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზის მე­თო­დო­ლო­გია და მე­თო­დო­ლო­გი­ის შე­სა­ბა­მი­სად გა­დამ­ზად­დ­ნენ ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი;

⏩ ცენ­ტ­რ­მა უმას­პინ­ძ­ლა ENQA-ს წევ­რე­ბის ყო­ველ­წ­ლი­ურ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმს, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბნენ: ევ­რო­პის 32 ქვე­ყ­ნის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის 55 სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­ი, ევ­რო­პის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის რე­ეს­ტ­რის (EQAR), ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (EUA), ევ­რო­პის სტუ­დენ­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის (ESU), ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­ი და მათ­ი წარ­მო­მად­გენ­ლებ­ი;

⏩ ცენ­ტ­რ­მა, 2023 წელს, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (ENQA)  წევ­რის სტა­ტუ­სის გა­ნახ­ლე­ბის­თ­ვის მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლა. 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, გან­ხორ­ცი­ელ­და ENQA-ს ექ­ს­პერ­ტე­ბის ვი­ზი­ტი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, რომ­ლის შე­დე­გე­ბი 2024 წლის­თ­ვის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი;

⏩ ცენ­ტ­რი INQAAHE-ს სრუ­ლი წევ­რი გახ­და. INQAAHE წარ­მო­ად­გენს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ში­და და გა­რე ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გლო­ბა­ლურ პლატ­ფორ­მას, რო­მე­ლიც სა­ერ­თო მიზ­ნის გარ­შე­მოა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით გა­ნა­ვი­თა­როს და ხე­ლი შე­უწყოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. INQAAHE-ს წევ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ცენ­ტ­რის ცნო­ბა­დობის ზ­რ­დას და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბას, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ხელ­შეწყო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ქსელ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა, ითა­ნამ­შ­რომ­ლოს ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის 300-ზე მეტ სა­ა­გენ­ტოს­თან, რომ­ლე­ბიც უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით მუ­შა­ო­ბენ;

⏩ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბის მიზ­ნით, ცენ­ტ­რ­მა გა­ა­ფორ­მა მე­მო­რან­დუ­მე­ბი გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ფონ­დ­თან (FIBBA), სომ­ხე­თის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან (ANQA); მოლ­დო­ვის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან (ANACEC) და ლატ­ვი­ის აკა­დე­მი­ურ სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რ­თან (AIC);

⏩ 2023 წლის 15 მარტს სა­ქარ­თ­ვე­ლო გახ­და 22-ე პარ­ტ­ნი­ო­რი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც შე­უ­ერ­თ­და ლტოლ­ვილ­თა ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის პას­პორტს. EQPR პრაქ­ტი­კუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ლტოლ­ვი­ლე­ბის სწრაფ ინ­ტეგ­რა­ცი­ას ახალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ლტოლ­ვილ­თა ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის პას­პორ­ტი სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც გა­ცე­მუ­ლია ევ­რო­პის საბ­ჭო­სა და პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტ­ში და შედ­გე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გან­მარ­ტე­ბი­თი ნა­წი­ლის­გან;

⏩ ERASMUS+-ის მხარ­და­ჭე­რი­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ცენ­ტ­რ­მა უმას­პინ­ძ­ლა ვე­ბი­ნარს სტუ­დენ­ტ­თა სწავ­ლის შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბის მე­თო­დებ­ზე. მი­სი მი­ზა­ნი იყო, აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით, ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცე­ში სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა;

⏩ გან­ხორ­ცი­ელ­და მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა კმა­ყო­ფი­ლე­ბის კვლე­ვა შემ­დე­გი 5 მი­მარ­თუ­ლე­ბით: აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის „ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო­სა“ და „სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტორ­თან“ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნის მიზ­ნე­ბი­სათ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­გეგ­მიუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცე­სი; არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა; ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ-ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის სერ­ვი­სი; სა­კონ­სულ­ტა­ციო სერ­ვი­სი ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ცენ­ტ­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის სერ­ვი­სი. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი და­დე­ბით ტენ­დენ­ცი­ას უჩ­ვე­ნებს;

⏩ ეს­ტო­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა (ESTDEV) და ცენტრს შო­რის გა­ფორ­მ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ზანი იყო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ში­და ხა­რის­ხის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, მასში ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს 15 ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ამას­თან, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შე­მუ­შავ­და 6 სა­რე­კო­მენ­და­ციო გზამ­კ­ვ­ლე­ვი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის, ში­და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით;

⏩ GEC სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ი­სა და USAID ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, გან­ხორ­ცი­ელ­და ცენ­ტ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ბიზ­ნეს­პ­რო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შე­მუშ­ვ­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა ცენტრს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, პრო­ცე­სე­ბის მარ­თ­ვის თან­მიმ­დევ­რუ­ლი და მდგრა­დი პრაქ­ტი­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი სა­ო­პე­რა­ციო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და­ეხ­მა­რე­ბა ცენტრს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი ცოდ­ნა და მეხ­სი­ე­რე­ბა, შე­ამ­ცი­როს მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბის დრო და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს ხა­რის­ხი. ამას­თან, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გა­და­ი­ხე­და და ოპ­ტი­მი­ზე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და ცენ­ტ­რის ბიზ­ნეს­პ­რო­ცე­სე­ბის, რაც ხელს შე­უწყობს ცენ­ტრის ში­და ხა­რის­ხის კი­დევ უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბას;

⏩ ცენ­ტ­რ­მა, 2023 წელს, 23 000-ზე მეტ ფი­ზი­კურ და იური­დი­ულ პირს გა­უ­წია ხა­რის­ხი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­­ბა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სერ­ვი­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით;

⏩ ცენ­ტ­რის მი­ერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, მოქ­მე­დი და მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი­სთ­ვის, შე­იქ­მ­ნა ვი­დეოგაკ­ვე­თი­ლე­ბი და PDF სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი;

⏩ შე­იქ­მ­ნა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის უცხო­ეთ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო;

⏩ ცენ­ტ­რის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ­მა საპ­რო­ექ­ტო გა­ნაცხად­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა, ლი­სა­ბო­ნის კონ­ვენ­ცი­ის იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ მცი­რე საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში. პრო­ექ­ტის იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვის სტა­ტუ­სის მქო­ნე პირ­თა გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სა­კითხებ­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის კვლე­ვა, შე­­ფას­და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მზა­ო­ბა, შე­მუ­შავ­და გზამ­კ­ვ­ლე­ვი, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბი­სთ­ვის ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი, მომ­ზად­და სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრო­შუ­რე­ბი პო­ტენ­ცი­უ­რი გან­მ­ცხა­დებ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით;

⏩ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში ამოქ­მედ­და ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა;

⏩ მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის­თ­ვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გი ეფექ­ტი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სის (სერ­ვის+) მი­მარ­თუ­ლე­ბით;

⏩ შე­მუ­შავ­და და დამ­ტ­კიც­და ში­და აუდი­ტის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სის­ტე­მის ში­და აუდი­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ში­და აუდი­ტის პო­ლი­ტი­კას­თან თავ­სე­ბა­დო­ბას;

⏩ ცენ­ტ­რის მი­ერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, შე­იქ­მ­ნა და ტექ­ნი­კუ­რად აღი­ჭურ­ვა იური­დი­უ­ლი პი­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სივ­რ­ცე;

⏩ ცენ­ტ­რის შე­ნო­ბა სრუ­ლად აღი­ჭურ­ვა სა­ხან­ძ­რო უსაფ­რ­თხო­ე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მოწყო­ბი­ლო­ბე­ბით და აპა­რა­ტუ­რით. და­მონ­ტაჟ­და სა­ხან­ძ­რო სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ის, ავა­რი­უ­ლი გა­ნა­თე­ბის და გახ­მო­ვა­ნე­ბის თა­ნამ­დე­რო­ვე სის­ტე­მე­ბი.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები