27 ივლისი, შაბათი, 2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საერთაშორისო ქსელის (INQAAHE) სრული წევრის სტატუსი მოიპოვა 

spot_img

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საერთაშორისო ქსელის (INQAAHE) სრული წევრი გახდა.

INQAAHE წარმოადგენს უმაღლესი განათლების შიდა და გარე ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესების გლობალურ პლატფორმას, რომელიც საერთო მიზნისგარშემოა გაერთიანებული, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით განავითაროს და ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. ორგანიზაცია 1991 წელს შეიქმნა და დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით ხარისხის უზრუნველყოფის 300-ზე მეტ სააგენტოსა და განათლების ხარისხის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციას აერთიანებს.

INQAAHE ორიენტირებულია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით თეორიისა და პრაქტიკის განვითარებაზე, ხარისხის გაუმჯობესებაზე, უმაღლესი განათლების მიმართულებით თემატური კვლევების განხორციელებაზე, ექსპერტული ცოდნის გაზიარებაზედა კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარებისთვის სააგენტოების ინფორმირებულობაზე.

INQAAHE-ს წევრობა უზრუნველყოფს საერთაშორისო დონეზე ცენტრის ცნობადის გაზრდას და საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით. ქსელში გაწევრიანებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შესაძლებლობა მიეცა ითანამშრომლოსხარისხის უზრუნველყოფის 300-ზე მეტ სააგენტოსთან,რომლებიც უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ. ასევე, ცენტრს საშუალება მიეცაუმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჭრილში გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილებები სხვადასხვა მიმართულებებით, მონაწილეობა მიიღოს კონფერენციებში, სამუშაო შეხვედრებში და ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა საერთაშორისო პლატფორმებზეწარმოადგინოს.

ცენტრის მიერ INQAAHE-ს სრული წევრის სტატუსის მინიჭება, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოში არსებული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები, პროცედურები, ცენტრის საქმიანობა შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, სახელმძღვანელო პრინციპებთან და მიდგომებთან.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები