27 ივლისი, შაბათი, 2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო პარტნიორთა რიცხვს გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (AQAS) შეემატა

spot_img

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (AQAS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ცენტრის დირექტორის, თამარ მახარაშვილის განცხადებით: „თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობა, ინფორმაციის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, მხარეებს შორის მოხდება მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო, ორგანიზაციული და მხარდამჭერი ღონისძიებების, მათ შორის, პერსონალის მობილობის განხორციელება. უახლოეს მომავალში უკვე დაგეგმილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსებისთვის ერთობლივი ტრენინგების ორგანიზება.“

გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (AQAS) მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოა, რომელიც ახორციელებს უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასებას როგორც გერმანიაში, ასევე საზღვარგარეთ.

გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (AQAS) უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრულუფლებიანი წევრია და რეგისტრირებულია უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელ სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR). სააგენტო უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საერთაშორისო ქსელის (INQAAHE) წევრიც არის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტო აკრედიტაციის ევროპული კონსორციუმის (ECA) ერთ-ერთი თანადამფუძნებელია.

ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებთან თანამშრომლობით ცენტრი პასუხობს, როგორც ბოლონიის პროცესის, ასევე ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთახმებით ნაკისრ ვალდებულებებს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიზნით ევროპული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

ცენტრსა და გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (AQAS) შორის თანამშრომლობა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ (TWINNING) ფარგლებში დაიწყო.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები