20 მაისი, ორშაბათი, 2024

გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა, რო­გორც უმ­ძი­მე­სი გა­მოწ­ვე­ვა ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში

spot_img

გა­მოქ­ვეყ­ნ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის წლი­უ­რი ან­გა­რი­ში, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია 2023 წელს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და პროგ­რე­სი. დო­კუ­მენ­ტ­ში მკა­ფი­ო­დაა გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­ყუ­რადღე­ბო ტენ­დენ­ცი­ე­ბი, რაც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სა­თა­ნა­დო და დრო­ულ რე­ა­გი­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სი­ღა­რი­ბე კვლავ ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი გა­მოწ­ვე­ვაა ქვე­ყა­ნა­ში და აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბე­ზე – „და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში“ რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, წი­ნა წელ­თან შე­და­რე­ბით, 5,2%-ითაა გაზ­რ­დი­ლი; ხან­დაზ­მულ­თა და შშმ პირ­თა უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა და ამ კუთხით არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა; კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი; მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის სა­კითხი. დო­კუ­მენ­ტ­ში ხაზ­გას­მუ­ლია ის ენობ­რი­ვი და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი, რო­მე­ლიც წლე­ბია არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით აბ­რ­კო­ლებთ ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს.

სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის ან­გა­რი­ში საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თია, რად­გან სრუ­ლად ასა­ხავს ყვე­ლა სფე­რო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას ეხე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კონ­ფ­ლიქ­ტის ზო­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი, ოსი და აფხა­ზი მო­სახ­ლე­ო­ბა დღემ­დე მწვა­ვედ გა­ნიც­დის ოკუ­პა­ცი­ის და­მან­გ­რე­ველ შე­დე­გებს – მკვლე­ლო­ბე­ბი, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბი და უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მი­ერ ბორ­დე­რიზ­ცი­ის უწყ­ვე­ტი პრო­ცე­სი, – მა­თი ყო­ველ­დღი­უ­რი მძი­მე ცხოვ­რე­ბაა.

ან­გა­რიშ­ში ცალ­კე თა­ვი ეთ­მო­ბა გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის სა­კითხს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, იგი ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს გა­მოწ­ვე­ვა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. მდგო­მა­რე­ო­ბა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, წლი­დან წლამ­დე მძიმ­დე­ბო­და და იმ უკი­დუ­რეს ზღვრამ­დე მი­ვე­დით, რო­ცა გა­ლი­სა და ახალ­გო­რის ყვე­ლა სკო­ლის დაწყე­ბით კლა­სებ­ში აკ­რ­ძა­ლუ­ლია ქარ­თულ ენა­ზე სწავ­ლე­ბა, ხო­ლო სა­გა­ნი „მშობ­ლი­უ­რი ენა“ ჩა­ა­ნაც­ვ­ლა სა­გან­მა „ უცხო ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა“, რა­მაც, ვფიქ­რობთ, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბა ოკუ­პი­რე­ბულ გალ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბა. 2023-24 სას­წავ­ლო წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­ლის რა­ი­ონ­ში 30 სრუ­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლა, 9 სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, 5 სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. გა­სუ­ლი წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მე-11 კლა­სის ჩათ­ვ­ლით, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში 3443 მოს­წავ­ლე ირიცხე­ბო­და, 327 მოს­წავ­ლით ნაკ­ლე­ბი წი­ნა, 2021-22 წელ­თან შე­და­რე­ბით; 30-ივე სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბუ­ლია 957 მას­წავ­ლე­ბე­ლი და ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი; სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში ირიცხე­ბა 500-მდე აღ­საზ­რ­დე­ლი – 2022-23 წლებ­ში ეს რიცხ­ვი 533-ს შე­ად­გენ­და. 2017-18 სას­წავ­ლო წლი­დან დღემ­დე, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლი 800-ზე მეტ­მა ახალ­გაზ­რ­დამ და­ტო­ვა.

შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფ­ლიქ­ტე­ბამ­დე  გა­ლის რა­ი­ონ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და 58 ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლა, რო­მელ­თა­გან რუ­სუ­ლი იყო 2 სკო­ლა, რუ­სულ-ქარ­თუ­ლი – 3, ხო­ლო ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი – 1. და­ნარ­ჩენ 52 სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბა მთლი­ა­ნად ქარ­თულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სკო­ლებ­ში ირიცხე­ბო­და 13 180 მოს­წავ­ლე.

შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ვი­თა­რე­ბაა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ახალ­გო­რის ქარ­თულ სკო­ლებ­შიც. აქ სულ 6 ქარ­თუ­ლი სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და აქე­დან 5-ში მშობ­ლი­ურ ენა­ზე სწავ­ლე­ბა მხო­ლოდ მე-11 კლას­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­მე­თან­ხ­მე­ბით, ფიქ­ციაა ამ სკო­ლე­ბის ქარ­თულ სკო­ლე­ბად მოხ­სე­ნი­ე­ბა; და­ნარ­ჩენ სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენა ის­წავ­ლე­ბა, რო­გორც სა­გა­ნი „უცხო ენა“ და ეს იმ ფონ­ზე, რო­ცა ქარ­თულ სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა მხო­ლოდ 36-ს შე­ად­გენს (17-ით ნაკ­ლებს გა­სულ წელ­თან შდა­რე­ბით), პე­და­გო­გე­ბი­სა კი – 91-ს, 2022 წელს 108 პე­და­გო­გი ირიცხე­ბო­და ამ სკო­ლებ­ში. სტა­ტის­ტი­კა მხო­ლოდ იმას გვე­უბ­ნე­ბა, რომ მო­მა­ვალ­ში ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფ­რო გა­უ­ა­რეს­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი კარ­გი რამ, რაც სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში მოხ­და და რა­ზეც სულ იყო წი­ნა წლე­ბის სა­ან­გა­რი­შო მოხ­სე­ნე­ბებ­ში სა­უ­ბა­რი ისაა, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან 445 მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­და­ამ­ზა­და. თუმ­ცა, პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სა­კითხი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­წ­ვა­ვით დგას გა­ლის რა­ი­ონ­ში. იმის გა­მო, რომ მათ ეკ­რ­ძა­ლე­ბათ ქარ­თულ ენა­ზე გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა, სამ­სა­ხურ­ში აჰ­ყავთ არა პე­და­გო­გი­უ­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე კად­რე­ბი, არა­მედ რუ­სუ­ლი ენის მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი – მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე­თა ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა სო­ხუ­მის (ოკუ­პი­რე­ბუ­ლი) უნი­ვერ­სი­ტე­ტის  კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბით; კვლა­ვაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რ­ძა­ლუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და გე­ოგ­რა­ფი­ის სწავ­ლე­ბა, სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში ქარ­თუ­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი­სა და კლას­გა­რე­შე სა­კითხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­ნახ­ვა-გა­მო­ყე­ნე­ბაც…

სუ­რა­თი ძა­ლი­ან მძი­მეა არა მარ­ტო რო­გორც არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა თუ მო­ცე­მუ­ლო­ბა, არა­მედ შო­რე­უ­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც. სა­ხე­ზეა, სა­ხელ­მ­წი­ფოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ხელ­ყო­ფით გა­მოწ­ვე­უ­ლი, ერის ერ­თი­ა­ნი სხე­უ­ლის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი რღვე­ვა. ამი­ტო­მაც მი­აჩ­ნია სა­ხალ­ხო დამ­ც­ველს აუცი­ლე­ბელ სა­ჭი­რო­ე­ბად „ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­აქ­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, მათ შო­რის, გა­ნათ­ლე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში“.

ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გად დად­გა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ორ რე­გი­ონ­ში – სა­მა­ჩაბ­ლო­სა და აფხა­ზეთ­ში – გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს აყე­ნებს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­დე­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მეს, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სრუ­ლად გა­მო­რიცხავს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები