27 ივლისი, შაბათი, 2024

განათლების სამინისტროს პროგრამებს ბიუჯეტი შეუმცირდება

spot_img
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტი წარადგინა. ანტიკრიზისული ბიუჯეტი მომზადებულია COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ.  ცვლილებები  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსაც შეეხო. დოკუმენტის მიხედვით, მცირდება სამინისტროს ბიუჯეტი, იზღუდება კულტურული, სპორტული და ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე, გადაიხედა 2020 წლისათვის განათლების რეფორმის ზოგიერთი მიმართულება.  პროექტში წერია, რომ უკვე მიმდინარე წლის მარტიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი.
ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება მცირდება, ჯამში, 127,7 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, მიმდინარე ხარჯების ნაწილში – 89,6 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო კაპიტალური ხარჯის ნაწილში – 38,1 მლნ ლარის.
➡ ძირითადი პროგრამების მიხედვით მცირდება:
✔ სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 20,4 მლნ ლარი;
✔ პროფესიული განათლება – 6,3 მლნ ლარი;
✔ უმაღლესი განათლება – 3,0 მლნ ლარით;
✔ მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 3,9 მლნ ლარით;
✔ ინფრასტრუქტურის განვითარება – 17,6 მლნ ლარით;
✔ კულტურის დაფინანსება – 20,7 მლნ ლარით;
✔ სპორტის დაფინანსება – 53,3 მლნ ლარით;
✔ სხვა დანარჩენი პროგრამები და ხარჯები – 2,5 მლნ ლარით.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები