24 ივნისი, ორშაბათი, 2024

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2023-2024 სასწავლო წლის გამარჯვებულ სტიპენდიატებთან შეხვედრა

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2023-2024 სასწავლო წლის გამარჯვებულ სტიპენდიატებთან შეხვედრა გამართა, მათ მიღწეული წარმატება მიულოცა და სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

წელს პირველად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დააწესა ყოველთვიური სახელობითი სტიპენდია 300 ევროს ოდენობით, რომელიც გადაეცა განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის – „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2023-2024‘‘ საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტს ვლადიმერ ჭოღოშვილს. ვლადიმერ ჭოღოშვილი სწავლას გააგრძელებს დიდ ბრიტანეთში, ESCP Business School-ში, ენერგეტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე და მინისტრის მიერ დაწესებულ სტიპენდიას ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებს.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2023-2024 სასწავლო წლისთვის დააფინანსა 150-მდე სტიპენდიატი სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები, საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence, ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა, აკადემიური პროგრამები იტალიაში, აკადემიური პროგრამები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში Stipendium Hungaricum. ცენტრის მიერ სტუდენტთა დასაფინანსებლად წლევანდელი ჯამური ბიუჯეტი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს.

სტიპენდიატთა მიღებას პარტნიორი ქვეყნების – უნგრეთის, საფრანგეთის, იტალიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ჩეხეთისა და ჩინეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები