16 აგვისტო, სამშაბათი, 2022

განათლების კოალიცია კონსულტანტ-მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს აცხადებს

spot_img

განათლების კოალიცია საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ზე არსებული რესურსების პოპულარიზაციის მიზნით კონსულტანტ-მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების მოქმედ მასწავლებლებს.

კონსულტანტ-მასწავლებლებმა უნდა უზრუნველყონ 2021-2022 სასწავლო წელს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის ck-12-ის ქართულ გვერზე არსებული რესურსების პოპულარიზაცია, კერძოდ, უნდა მოახდინონ ხუთი სხვადასხვა სკოლის დაინტერესებული მასწავლებლის იდენტიფიცირება და მათი კონსულტირება CK-12-ის ქართულენოვანი რესურსების გამოყენებაზე. შერჩეულ კანდიდატებს სექტემბერ-ოქტომბრის თვეში ჩაუტარდებათ ონლაინ სემინარები და მიეწოდებათ ყველა საჭირო მასალა აღნიშნულის შესასრულებლად. შერჩეული კანდიდატებისთვის გათვალსწინებულია ჰონორარი.

2020 წელს განათლების კოალიციის, CK-12-ის ფონდის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით CK-12 პლატფორმაზე ღია საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და დისტანციური სწავლების პროცესის მხარდასაჭერად სპეციალური ქართული გვერდი შეიქმნა (www.ck12.edu.ge). პროექტის ფარგლებში VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგის და ქიმიის ელექტრონული სახელმძღვანელოები. პროექტი გრძელდება და მომდევნო სასწავლო წელს დაემატება გეომეტრიის, X-XI კლასის მათემატიკის და მეცნიერების სახელმძღვანელოები.

დაინტერესებულმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე და წარმოადგინონ პროფესიული რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: efageorgia@gmail.com.

განაცხადების მიღება დასრულდება 20 ივლისს. სულ შეირჩევა 30 კონსულტანტ-მასწავლებელი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა Ck-12-ის შესახებ:

CK-12 წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას, რომლის მიზანია ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ციფრული რესურსების საშუალებით. www.ck-12.org პლატფორმაზე განთავსებულია სახელმძღვანელოები და დამხმარე რესურსები მეტწილად STEM-ის მიმართულებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 137 მილიონზე მეტმა სტუდენტმა და მასწავლებელმა გამოიყენა CK-12 რესურსები (ციფრული წიგნები, პრაქტიკული სავარჯიშოები, სამეცნიერო სიმულაციები). აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე ამ დროისთვის განთავსებულია 260 000-ზე მეტი სასწავლო რესურსი და მისი გამოყენებით ჯამურად 20 მილიონი სასწავლო საათი ჩატარდა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები