განათლების კოალიციამ პროექტის „სასწავლო დანაკარგების შესწავლა პანდემიის პირობებში“ განხორციელება დაიწყო

426

განათლების კოალიციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით,  პანდემიაზე რეაგირების ინიციატივების ფარგლებში, ახალი პროექტი: სასწავლო დანაკარგების შესწავლისა და შესაბამისი მაკომპენსირებელი ინიციატივების მომზადების პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტის მიზანია კოვიდ 19 პანდემიის პირობებში სკოლების დახურვით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების მოცულობის და გავლენის შესწავლა და რეკომენდაციების მომზადება.

პროექტი ითვალისწინებს სასწავლო დანაკარგების შეფასების საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, სასწავლო დანაკარგების შესწავლას საქართველოს კონტექსტში. კვლევის შედეგების გათვალისწინებით და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით მომზადდება რემედიაციის პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

პროექტის ფარგლებში განათლების სპეციალისტებისა და მკვლევარებისგან შემდგარი გუნდი თანამშრომლობს როგორ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ასევე სხვა საჯარო და  საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

განათლების კოალიცია  პანდემიის პირობებში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და  განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის ადვოკატირების კამპანიას ახორციელებს 2020 წლიდან. კამპანიის ფარგლებში კოალიციამ განხორციელა  ახალი საგანმანათლებლო პროექტი  iსკოლა, CK-12 პლატფორმაზე დისტანციური სწავლების პროცესში ქართველი მოსწავლეების დასახმარებლად შექმნა სპეციალური გვერდი, ასევე მოამზადა რეკომენდაციები სკოლების გახსნის და პანდემიაზე რეაგირების მიმართულებით.

 

დატოვეთ კომენტარი