27 ივლისი, შაბათი, 2024

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში კლასტერული აკრედიტაციის იმპლემენტაციის მიზნით შესატან ცვლილებებზე იმსჯელა

spot_img

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში კლასტერული აკრედიტაციის იმპლემენტაციის მიზნით შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში აკრედიტაციის პროცესში სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით შეფასდებიან მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამები. აღნიშნული მოდელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისცემს საშუალებას, ინსტიტუციის ფარგლებში დაინახონ მთლიანი სურათი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული სფერო ან დარგი ინსტიტუციაში.

მისივე განცხადებით, ცენტრი წლის განმავლობაში გადაამზადებს მხოლოდ იმ სფეროსა თუ დარგის ექსპერტებს, რომელსაც მომავალი წლის განმავლობაში უწევს აკრედიტაცია.

აღნიშნულ კანონში შესატანი ცვლილებებიდან გამომდინარე, კომიტეტმა მეორე კანონპროექტზეც იმსჯელა, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას ეხება, ცვლილებების მიზანია ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

მისი თქმით, შეიქმნება განათლების ხარისხის მოქნილი, შინაარსზე ორიენტირებული, თანამედროვე ავტორიზაციის ინსტიტუტი, უზრუნველყოფილი იქნება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება არა მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ საგნობრივ დონეზე. კერძოდ, შეფასდება სასკოლო კურიკულუმის ხარისხი.

„აღნიშნული მოგვცემს შესაძლებლობას, სრულფასოვნად შეფასდეს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხი. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები შეძლებენ მხოლოდ ავტორიზაციის გავლას, ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამები აისახება სტანდარტის შინაარსში“, – განაცხადა მომხსენებელმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისთვის გატანას.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები