23 ნოემბერი, შაბათი, 2024

გა­ნათ­ლე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის კონ­ცეფ­ცია

spot_img

გვესაუბრება ნი­კო­ლოზ ფარ­ჯა­ნა­ძე

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის 
უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი

 

⇒ რა არის დღეს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა?

– გა­მოწ­ვე­ვა შე­იძ­ლე­ბა მრა­ვა­ლი იყოს, მაგ­რამ მთა­ვა­რია თა­ვად გა­მოწ­ვე­ვის არ­სის გა­აზ­რე­ბა, რად­გან გა­მოწ­ვე­ვა რე­ა­ლუ­რად არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სის­ტე­მა გა­ჯან­საღ­დეს და თან­მიმ­დევ­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის კვალ­დაკ­ვალ მი­ვი­ღოთ ძლი­ე­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც პა­სუ­ხობს თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ალ­ბათ თა­ვად გა­ნათ­ლე­ბის არ­სის გა­აზ­რე­ბაა დღე­ვან­დე­ლი გლო­ბა­ლუ­რი კონ­ტექ­ს­ტის ჭრილ­ში. ასე­ვე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კითხია, რა ტი­პის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვცხოვ­რობთ და რა მოთხოვ­ნებს ვუ­ყე­ნებთ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას. ნამ­დ­ვი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ახ­ლეს არ ვიტყ­ვი, რომ დღეს სწო­რად უნ­და გა­ვი­აზ­როთ, რა ტი­პის სა­ზო­გა­დო­ე­ბაა 21-ე სა­უ­კუ­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა. დღე­ვან­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხში­რად ახა­სი­ა­თე­ბენ ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სა­ზო­გა­დოე­ბად და ალ­ბათ სწო­რედ ამ ფე­ნო­მე­ნის სა­თა­ნა­დოდ გა­აზ­რე­ბაა უმ­თავ­რე­სი გა­მოწ­ვე­ვა. თუ­კი ამ არსს გა­ვი­აზ­რებთ, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბად იქ­ცე­ვა, თუ­კი სწორ პრი­ო­რი­ტე­ტებს დავ­სა­ხავთ.

⇒ შე­სა­ბა­მი­სად, რას ნიშ­ნავს, თქვე­ნი აზ­რით, ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა?

– ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვი­აზ­როთ ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ეკო­ნო­მი­კას­თან, ან ცოდ­ნის ეკო­ნო­მი­კას­თან კავ­შირ­ში. ამ სა­კითხ­ზე მო­მუ­შა­ვე მკვლე­ვ­რე­ბი და გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ცოდ­ნის ეკო­ნო­მი­კას გან­მარ­ტა­ვენ ორი პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან – ცოდ­ნა, რო­გორც სერ­ვი­სე­ბი­სა და წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ცოდ­ნა, რო­გორც სერ­ვი­სი, რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად შე­იძ­ლე­ბა იყოს დი­დი შე­მო­სავ­ლის წყა­რო. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­სა და ცოდ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კის ფორ­მი­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა. მრა­ვალ კვლე­ვა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი ეს პოს­ტუ­ლა­ტი, რომ სწო­რედ ძლი­ე­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ფორ­­მი­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა მრა­ვა­ლი ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბა. კვლე­ვე­ბით ასე­ვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ის ფაქ­ტი, რომ გა­ნათ­ლე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფო­რმე­ბი და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბებს თა­ვად სა­ხელ­მ­წი­ფოს ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ამ კვლე­ვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და სწო­რად გა­ვი­აზ­როთ ცოდ­ნის ეკო­ნო­მი­კა.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის და ამ კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ უნ­და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მომ­სა­ხუ­რე­ბი­ს (ნე­ბის­მი­ე­რი სერ­ვი­სი, იქ­ნე­ბა ეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ჯან­დაც­ვის თუ სხვა) თუ წარ­მო­ე­ბის (სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბა) პრო­ცე­სი და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­ზარ­დოს ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გე­ბე­ლი. მე­ო­რე მხრივ, გა­ნათ­ლე­ბა თა­ვად არის სერ­ვი­სი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა არა მარ­ტო ცალ­კე­უ­ლი სა­გან­მან­ათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სთ­ვის, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­ხელ­მ­წი­ფო­სთ­ვის შე­იძ­ლე­ბა იყოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­მო­სავ­ლის წყა­რო. სწო­რედ ამ ხედ­ვას იზი­ა­რებს არა­ერ­თი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­წი­ფო. გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზა­რი დიდ ფი­ნან­სურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს ქვეყ­ნებს. გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბით მო­წი­ნა­ვე ად­გილ­ზეა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, იაპო­ნია, ახა­ლი ზე­ლან­დია და ბევ­რი სხვა ქვე­ყა­ნა.

⇒ თქვე­ნი მსჯე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცოდ­ნის ეკო­ნო­მი­კი­სა და ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სწო­რად გა­აზ­რე­ბა რას ნიშ­ნავს სა­ქარ­თ­ვე­ლო­სთ­ვის?

– ამ სა­კითხე­ბის სწო­რად გა­აზ­რე­ბა ნიშ­ნავს ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცი­სათ­ვის სწო­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­საზღ­ვ­რას. ეს დე­ბუ­ლე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ მივ­დი­ვართ. შე­საძ­ლოა, უშუ­ა­ლოდ ამ ტერმი­ნებს გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცე­ში ბევ­რი არ იყე­ნებს, მაგ­რამ კონ­ცეფ­ცი­ა­ზე ფიქ­რი და მსჯე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მი­სი პრაქ­ტი­კუ­ლი რე­ა­ლი­ზე­ბი­სათ­ვის კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იდგ­მე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კი­სა და კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფორ­მე­ბის დო­ნე­ზე. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ძი­რი­თად აქ­ცენტს გა­ვა­კე­თებ უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ზე, რად­გან სწო­რედ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბაა ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა თუ კვლე­ვის ძი­რი­თა­დი არე­ა­ლი.

აუცი­ლე­ბე­ლია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლი, სწო­რი სა­თა­ნა­დო პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­საზღ­ვ­რით. გა­ნათ­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი ნიშ­ნავს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გაძ­ლი­ე­რე­ბას, სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და რე­გი­ო­ნუ­ლი მას­შ­ტა­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს რო­ლის გა­და­აზ­რე­ბას. მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, რო­გორც ზე­მოთ აღი­ნიშ­ნა, სერ­ვი­სე­ბი­სა და წარ­მო­ე­ბის ხა­რის­ხი. აქ­ვე გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ცოდ­ნის ეკო­ნო­მი­კის კონ­ცეფ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მე­ო­რე კომ­პო­ნენ­ტიც – ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა რე­გი­ო­ნულ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, რაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კითხია, რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვა გუ­ლის­ხ­მობს და­მა­ტე­ბით შე­მო­სა­ვალს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სათ­ვის, მოთხოვ­ნას გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­ზე, ასე­ვე მოთხოვ­ნას ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­სა და სერ­ვი­სებ­ზე და ა.შ. ამას­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბი, ასე­ვე, გუ­ლის­ხ­მობს ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის მეტ ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას, მე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის შე­მო­ტა­ნას და და­ნერ­გ­ვას ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში. გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია, ამ თვალ­საზ­რი­სით, არ არის მარ­ტი­ვი სა­კითხი, თუნ­დაც რე­გი­ო­ნის დო­ნე­ზე, რად­გან აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ რე­გი­ო­ნის ფაქ­ტო­რი, სა­დაც ბევ­რი უმაღ­ლე­სი რე­ი­ტინ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტია და ნამ­დ­ვი­ლად დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა ამ პი­რო­ბებ­ში, რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზეც კი, კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვა. თუმ­ცა, აქაც ეს მი­ზა­ნი მი­უღ­წე­ვე­ლი არ არის. ბევრ ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტს გან­საზღ­ვ­რუ­ლი აქვს სა­კუ­თა­რი ნი­შა და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბი­თაც ახორ­ცი­ე­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის სა­კითხს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ სა­კითხის ცალ­კე­უ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის დო­ნე­ზე გა­დაწყ­ვე­ტა საკ­მა­რი­სი არ არის. სა­ჭი­როა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­საზღ­ვ­რა ეროვ­ნულ და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო დო­ნე­ებ­ზე, რაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა კი­დეც. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქ­მუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია უნი­ვერ­სი­ტე­ტის რო­ლი­სა და ფუნ­ქ­ცი­ის გან­საზღ­ვ­რა და ამ ხედ­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, ჩე­მი შე­ფა­სე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი აქვს რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფოს, ასე­ვე ცალ­კე­ულ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას.

⇒  სა­ინ­ტე­რე­სოა კარ­გად გავ­მიჯ­ნოთ, რა რო­ლი აქვს სა­ხელ­მ­წი­ფოს და ცალ­კე­ულ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას?

– სა­ხელ­მ­წი­ფოს რო­ლია, სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კი­სა და კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის დო­ნე­ზე და­ა­რე­გუ­ლი­როს ეს სა­კითხი. კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა გან­მარ­ტავს კი­დეც, რა ტი­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და რო­გორ რე­გუ­ლირ­დე­ბა მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის არე­ა­ლი. აქ­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გან­ვ­მარ­ტოთ, რა სა­ხის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ამას­თა­ნა­ვე, რა არის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, არის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და კო­ლე­ჯი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა. ზო­გა­დად, არ­სე­ბობს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტი­პო­ლო­გია. არის გერ­მა­ნუ­ლი, ან­გ­ლო-საქ­სუ­რი და ლა­თი­ნო-ამე­რი­კუ­ლი მო­დე­ლი. გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლი გუ­ლის­ხ­მობს მეტ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბას კვლე­ვა­ზე და ამ მო­დე­ლის ნი­მუ­შად შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნია, შვე­დე­თი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, იაპო­ნია. ან­გ­ლო-საქ­სუ­რი მო­დე­ლი თა­ნა­ბარ აქ­ცენტს აკე­თებს კვლე­ვა­სა და სწავ­ლე­ბა­ზე. ამ მო­დე­ლის ტი­პურ ნი­მუ­შე­ბად დი­დი ბრი­ტა­ნე­თის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ავ­ს­ტ­რა­ლი­ის, სამ­ხ­რეთ კო­რე­ის გან­ხილ­ვა შე­იძ­ლე­ბა. ლა­თი­ნო-ამე­რი­კუ­ლი მო­დე­ლი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სწავ­ლე­ბა­ზე და ამ ტი­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბია, მა­გა­ლი­თად, არ­გენ­ტი­ნის, ჩი­ლეს, ბრა­ლი­ზი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი. ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით რე­გუ­ლირ­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ხე­ე­ბი და ჩვე­ნი მო­დე­ლი ახ­ლოს დგას ან­გ­ლო-საქ­სურ მო­დელ­თან, რო­მე­ლიც, რო­გორც აღი­ნიშ­ნა, თა­ნა­ბარ აქ­ცენტს აკე­თებს კვლე­ვა­სა და სწავ­ლე­ბა­ზე. რო­გორც უკ­ვე ვახ­სე­ნეთ, ცალ­კე­უ­ლმა უნი­ვერ­სი­ტე­ტმა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თა­ვად­ვე გან­საზღ­ვ­როს სა­კუ­თა­რი რო­ლი და ფუნ­ქ­ცია. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩე­მი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწო­რად გა­ნი­მარ­ტოს კვლე­ვის არ­სი – რა ტი­პის კვლე­ვი­სკენ უნ­და მი­მარ­თოს უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ძა­ლის­ხ­მე­ვა და სწო­რად შე­ა­ფა­სოს სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბი.

⇒  რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კვლე­ვა­ზე მო­მე­ტე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა?

– კვლე­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა სა­უბ­რის და­საწყის­ში გან­ხი­ლულ სა­კითხს – ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ნამ­დ­ვი­ლად არ იქ­ნე­ბა დი­დი სი­ახ­ლე, თუ­კი ვიტყ­ვი, რომ ძი­რი­თა­დად ვსა­უბ­რობთ ორი ტი­პის კვლე­ვა­ზე – წმინ­და (თე­ო­რი­უ­ლი – basic) კვლე­ვა და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი კვლე­ვა. კვლე­ვის ორი­ვე ტი­პი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ორი­ვე ხელს უწყობს ახა­ლი ცოდ­ნის შექ­მ­ნას – გე­ნე­რი­რე­ბას. ახა­ლი ცოდ­ნა იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ამაღ­ლ­დეს სწავ­ლე­ბა-სწავ­ლის და კვლე­ვის ხა­რის­ხი. შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი ცოდ­ნა ხელს უწყობს წარ­მო­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ზ­რ­და­სა და სერ­ვი­სე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას, თუ ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­სიაა ახა­ლი ცოდ­ნის გე­ნე­რი­რე­ბა, რაც, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, პრაქ­ტი­კუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­საა და ასე­ვე უკავ­შირ­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­სა­მე მი­სი­ას – მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სი­კე­თის შექ­მ­ნის პრო­ცეს­ში. გა­ნათ­ლე­ბა კი ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო სი­კე­თეა.

⇒ რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტის როლ­ზე ვსა­უბ­რობთ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა რო­გორც კვლე­ვა­ზე, ასე­ვე სწავ­ლე­ბა-სწავ­ლა­ზე. რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ­სე­ბობს ამ პრო­ცე­სე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად და ვი­სი ჩარ­თუ­ლო­ბით უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს?

– კვლე­ვი­სა და სწავ­ლე­ბა-სწავ­ლის ხა­რის­ხ­ზე ზრუნ­ვა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კითხია. ეს პრო­ცე­სე­ბი უნ­და წა­რი­მარ­თოს ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით. აქ­ვე მინ­და გა­მოვ­ყო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის რო­ლი და ფუნ­ქ­ცია. უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ი­სა და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი აანა­ლი­ზებს რო­გორც კვლე­ვის, ასე­ვე სწავ­ლე­ბა-სწავ­ლის პრო­ცესს. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის შე­დე­გად ცენტრს აქვს ხედ­ვა, რომ აუცი­ლე­ბე­ლია კვლე­ვა­ზე მე­ტი აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით – სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შეწყო­ბა. ორი­ვე ას­პექ­ტი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კომ­პე­ტენ­ცი­ა­შია. თუმ­ცა, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, რო­გორც გა­რე შე­ფა­სე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, მუდ­მი­ვად ზრუნა­ვს შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სის დახ­ვე­წა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რა­თა შე­ფა­სე­ბის შე­დე­გებ­მა უკეთ შე­უწყოს ხე­ლი რო­გორც სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის, ასე­ვე სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ძა­ლის­ხ­მე­ვით ან პრო­ცე­სე­ბის ში­და და გა­რე შე­ფა­სე­ბით სა­ბო­ლოო მიზ­ნის მიღ­წე­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლია. აუცი­ლე­ბე­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის, სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებ­ლის მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. ამ მო­საზ­რე­ბა­შიც ახა­ლი არა­ფე­რია. გა­ნათ­ლე­ბის მკვლე­ვარ­თა მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი მო­დე­ლი (ე.წ. Triple Helix) სწო­რედ ამ ტი­პის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს – უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ხელ­მ­წი­ფო და ინ­დუს­ტ­რია. პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებ­ლე­ბის, ზო­გა­დად რომ ვთქვათ, ბიზ­ნე­სის ჩარ­თუ­ლო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ფორ­მი­რე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ ტი­პის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს, მი­სი პრე­რო­გა­ტი­ვაა, მოქ­ნი­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზი­სა და რე­ლე­ვან­ტუ­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, კვლე­ვი­სა და სწავ­ლე­ბა-სწავ­ლის ხელ­შეწყო­ბა.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები