16 აგვისტო, სამშაბათი, 2022

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა სწავლას სახელმწიფო აფინანსებს

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა სწავლას ყოველწლიურად აფინანსებს. „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, სასწავლო გრანტის სრულ ოდენობას ყველა ის სტუდენტი იღებს, რომელიც დაფინანსების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, კონკურსის გარეშე.

დაფინანსების კრიტერიუმების მიხედვით, ფინანსდება ყველა ის სტუდენტი:

♦ რომელიც ბოლო 3 წელი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლაში სწავლობდა ან, საშუალო საფეხურის არარსებობის შემთხვევაში, ახლომდებარე დასახლების სკოლა დაასრულა.

♦ ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ სტუდენტი აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლობდეს.

სამინისტრო, 2013 წლიდან, ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული, სტუდენტების დაფინანსებას. თუკი პირველ წელს სახელმწიფომ 471 სტუდენტი დააფინანსა, 2020-2021 სასწავლო წელს მათი რიცხვი 2354-ია, რისთვისაც 4 380 087.50 ლარი გამოყო.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება 2021-22 სასწავლო წელს სტუდენტთა დაფინანსების გაგრძელების თაობაზე.

2013 წლიდან დღემდე, „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფომ, ჯამში, 20 400 587.50  ლარი გამოყო.

სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ თითოეულ სტუდენტს, სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში, 2250 ლარით აფინანსებს. გარდა „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების დაფინანსების პროგრამისა“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს სოციალურ პროგრამასაც, რომლის ფარგლებში ფინანსდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის კურსდამთავრებულები. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სრულ დაფინანსებას, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები