22 სექტემბერი, ორშაბათი, 2025

გამოცხადდა რეგისტრაცია არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე

არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია 25 სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 8 ოქტომბრის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge  
გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ – „სპეციალური პირობები“ და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) წარმოადგინონ 8 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში. 
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით არაქართულენოვანი სექტორის პრაქტიკოს მასწავლებლებს დამატებით მიეცათ შესაძლებლობა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მიზნით დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია.
არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებს მიმდინარე წლის ნოემბერში ჩაატარებს.   ცენტრი გეგმავს საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარებას. დეტალური ინფორმაცია და  შეხვედრის ბმული განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება