27 ივლისი, შაბათი, 2024

გამოცხადდა კონკურსი „საჯარო სკოლის 2021 წლის საუკეთესო დირექტორი“

spot_img
? მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს – „საჯარო სკოლის 2021 წლის საუკეთესო დირექტორი“.

?‍??‍? კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორს, რომელსაც აქვს დირექტორად მუშაობის, არანაკლებ, 6-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება იმ სკოლაში, რომელშიც მოქმედი დირექტორია, კონკურსის გამოცხადების მომენტში.

კონკურსში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს:

? საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორს, რომელიც ავსებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას (იხ. დანართი);

? საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს;

? განათლების სფეროში მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

? საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

?‍??‍? კონკურსში მონაწილე დირექტორმა განაცხადს თან უნდა დაურთოს ვიდეო (არაუმეტეს 5 წუთის ხანგრძლივობის), სახელწოდებით – „ჩემი სკოლის ყველაზე დიდი მიღწევა“.

⏩ საკონკურსო ვიდეოები გადმოგზავნილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: sauketesodirektori@gmail.com

‼ რეგისტრაციის ვადა: 2021 წლის 30 მაისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით

��� დამატებითი დეტალები იხილეთ ვებგვერდზე www.tpdc.ge

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები