14 დეკემბერი, შაბათი, 2024

გამოცდილების გაზიარება

spot_img

ლია ლე­გაშ­ვი­ლი

სსიპ მეს­ტი­ის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

სპორ­ტ­მა, რო­მელ­საც მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან საგ­ნად მი­იჩ­ნევ­და ბევ­რი, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია. ე.წ. მატ­რი­ცუ­ლი სწავ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბამ და მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მოთხოვ­ნებ­მა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიზ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, კი­დევ უფ­რო თვალ­სა­ჩი­ნო გა­ხა­და სპორ­ტის, რო­გორც სას­წავ­ლო საგ­ნის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა.

პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მელ­საც გი­ზი­ა­რებთ, არა­ერთ ნი­უ­ანსს ით­ვა­ლის­წი­ნებს და, ვფიქ­რობ, მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სკო­ლის სპორ­ტის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის კარ­გი ნი­მუ­ში იქ­ნე­ბა, ხო­ლო ბა­რის სკო­ლე­ბის­თ­ვის ჩე­მი პრაქ­ტი­კის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, აუცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა.

ში­და­სას­კო­ლო ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც სამ­თო-სათხი­ლა­მუ­რო სპორტს მი­ეძღ­ვ­ნა, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ასე­ვე, ამ ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ნუ­ვი­თარ­დათ მოს­წავ­ლე­ებს ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბი, ვი­მუ­შა­ვეთ პრი­ო­რი­ტე­ტულ თე­მებ­ზე და მაკ­როც­ნე­ბა­თა­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მი­ვაქ­ცი­ეთ სტრა­ტე­გი­ებს.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს ჩვე­ნი ყუ­რადღე­ბა ორი­ენ­ტირ­და შემ­დეგ­ზე:

სა­კითხი/ქვე­სა­კითხე­ბი:

♦ მოძ­რა­ო­ბე­ბი, ძი­რი­თა­დი დგო­მი, ტექ­ნი­კის ათ­ვი­სე­ბა;

♦ უსაფ­რ­თხო­ე­ბა სპორ­ტულ დარ­ბაზ­სა და მო­ე­დან­ზე;

♦ უსაფ­რ­თხო­ე­ბა ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის გაკ­ვე­თილ­ზე;

♦ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი, ძი­რი­თა­დი წე­სე­ბი;

♦ სა­მარ­თ­ლი­ა­ნი თა­მა­შის წე­სე­ბი;

♦ ემო­ცი­ე­ბის მარ­თ­ვა, დის­ციპ­ლი­ნა;

♦ მიმ­ყ­ვა­ნი ვარ­ჯი­შე­ბი.

ქვეც­ნე­ბე­ბი:

თხი­ლა­მუ­რებ­ზე, სნო­უ­ბორ­დ­სა და ლხმე­დებ­ზე (ლხმე­დი – უძ­ვე­ლე­სი სვა­ნუ­რი სას­რი­ა­ლო) დგო­მი; ბრუ­ნე­ბი; სას­რი­ა­ლო ნა­ბი­ჯე­ბი; უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვა; ქცე­ვის წე­სე­ბი; ძი­რი­თა­დი წე­სე­ბი; სპე­ცი­ა­ლუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი.

საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვა/შე­კითხ­ვე­ბი:

♦ რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და რა­ში მეხ­მა­რე­ბა – თხი­ლა­მუ­რებ­ზე, სნო­უ­ბორ­დ­სა და ლხმე­დებ­ზე დგო­მი; ბრუ­ნე­ბი; სას­რი­ა­ლო ნა­ბი­ჯე­ბი; უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვა; ძი­რი­თა­დი დგო­მი, ტექ­ნი­კის ათ­ვი­სე­ბა?

♦ რო­გორ და რა­ტომ უნ­და და­ვიც­ვა უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი სპორ­ტულ დარ­ბაზ­სა და მო­ე­დან­ზე?

♦ რო­გორ უნ­და და­ვიც­ვა უსაფ­რ­თხო­ე­ბა ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის გაკ­ვე­თილ­ზე?

♦ რო­გორ და რა­ტომ უნ­და და­ვიც­ვა უსაფ­რ­თხო­ე­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში?

♦ რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ძი­რი­თა­დი წე­სე­ბის ცოდ­ნა?

♦ რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­მარ­თ­ლი­ა­ნი თა­მა­შის წე­სე­ბის დაც­ვა?

♦ რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ემო­ცი­ე­ბის მარ­თ­ვა და დის­ციპ­ლი­ნის დაც­ვა?

♦ რა­ტომ უნ­და შე­ვას­რუ­ლო მიმ­ყ­ვა­ნი ვარ­ჯი­შე­ბი?

ახ­ლა კი წარ­მო­გიდ­გენთ ორ­ნა­წი­ლი­ა­ნი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ეტა­პებს.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი

პირ­ვე­ლი ეტა­პი: და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის ფორ­მა და წე­სე­ბი

  1. ძი­რი­თა­დი წე­სე­ბი:

მოს­წავ­ლე­ებს ვახ­სე­ნებ სათხი­ლა­მუ­რო, სნო­უ­ბორ­დი­სა და ლხმე­დე­ბის სპორ­ტის ის­ტო­რი­ას, წარ­მო­შო­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას. მოს­წავ­ლე­ე­ბი იხ­სე­ნე­ბენ და, ჩემ­თან ერ­თად, ას­რუ­ლე­ბენ იმი­ტი­რე­ბულ მოძ­რა­ო­ბებს – შე­ნაც­ვ­ლე­ბი­თი ორ­ნა­ბი­ჯი­ა­ნი სვლა, ერ­თ­დ­რო­უ­ლი უნა­ბი­ჯო სვლა, ერ­თ­დ­რო­უ­ლი ერ­თ­ნა­ბი­ჯი­ა­ნი სვლა, ერ­თ­დ­რო­უ­ლი ორ­ნა­ბი­ჯი­ა­ნი სვლა, მოხ­ვე­ვა პა­რა­ლე­ლურ თხი­ლა­მუ­რებ­ზე, და­მუხ­რუ­ჭე­ბა (გა­ჩე­რე­ბა) გუთ­ნით და ბჯე­ნით;

მე­ო­რე ეტა­პი: კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ში­ნა­არ­სი

  1. შე­ნაც­ვ­ლე­ბი­თი ორ­ნა­ბი­ჯი­ა­ნი სვლა

სიტყ­ვი­ე­რად ვახ­სე­ნებ, რომ მოძ­რა­ო­ბის ციკ­ლი შედ­გე­ბა ორი ნა­ბი­ჯი­სა­გან ჯო­ხე­ბის ცვა­ლე­ბა­დი კვრით;

  1. ერ­თ­დ­რო­უ­ლი უნა­ბი­ჯო სვლა

უნა­ბი­ჯო სვლა­ში მოთხი­ლა­მუ­რე მოძ­რა­ობს ორ, ერ­თად და­ყე­ნე­ბულ, თხი­ლა­მურ­ზე. მოძ­რა­ო­ბა, ანუ სრი­ა­ლი წარ­მო­ებს ერ­თ­დ­რო­უ­ლი ძლი­ე­რი კვრით. ჯო­ხე­ბით კვრის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, წელ­ში ნე­ლა იმარ­თე­ბით, ამა­ვე დროს, იდაყ­ვ­ში ოდ­ნავ მოხ­რი­ლი ხე­ლე­ბი ერ­თ­დ­რო­უ­ლად გა­გაქვთ წინ და ზე­ვით. ხე­ლე­ბის გა­მო­ტა­ნა უნ­და ხდე­ბო­დეს ტან­თან ახ­ლოს, იდაყ­ვე­ბის ოდ­ნავ გან­ზე გა­ტა­ნით.

  1. ერ­თ­დ­რო­უ­ლი ერ­თ­ნა­ბი­ჯი­ა­ნი სვლა

სიტყ­ვი­ე­რად ვახ­სე­ნებ – ერ­თ­ნა­ბი­ჯი­ან სვლა­ში ჯო­ხე­ბით, ერ­თ­დ­რო­ულ კვრას­თან ერ­თად, ას­რუ­ლებთ ერთ ნა­ბიჯს, შემ­დეგ, ორი­ვე თხი­ლა­მურ­ზე სრი­ა­ლის დროს, წელ­ში ნელ-ნე­ლა იმარ­თე­ბით, გა­მარ­თ­ვის დროს ჯო­ხი ჰა­ერ­ში წინ გა­გაქვთ. ჯო­ხე­ბის წინ გა­ტა­ნის ბო­ლო მო­მენ­ტ­ში აკე­თებთ ერთ ნა­ბიჯს – მარ­ცხე­ნა ფე­ხი, მოხ­რილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, წინ გა­გაქვთ. ამ დროს, მარ­ჯ­ვე­ნა ფე­ხით, რო­მელ­ზეც გა­და­ტა­ნი­ლია სიმ­ძი­მე, ას­რუ­ლებთ მა­გარ უკუკ­ვ­რას. უკუკ­ვ­რის შემ­დეგ, თხი­ლა­მუ­რის ქუსლს წევთ მაღ­ლა და გა­ქა­ნე­ბით გა­გაქვთ წინ, თოვ­ლ­ზე კუთხით დგამთ და იწყებთ მათ­ზე და­წო­ლას.

  1. ერ­თ­დ­რო­უ­ლი ორ­ნა­ბი­ჯი­ა­ნი სვლა

მოს­წავ­ლე­ებს ვახ­სე­ნებ: ერ­თ­დ­რო­ულ ორ­ნა­ბი­ჯი­ან სვლა­ში, პირ­ველ სას­რი­ა­ლო ნა­ბიჯ­თან ერ­თად, წინ ერ­თ­დ­რო­უ­ლად გა­გაქვთ ორი­ვე ჯო­ხი. მე­ო­რე სას­რი­ა­ლო ნა­ბი­ჯის გა­კე­თე­ბის დროს ჯო­ხე­ბი იდ­გ­მე­ბა თოვ­ლ­ში. ჯო­ხე­ბის კვრის შეს­რუ­ლე­ბის დროს წარ­მო­ებს უკა­ნა ფე­ხის მიდ­გ­მა და ორი­ვე თხი­ლა­მურ­ზე სრი­ა­ლი.

  1. მოხ­ვე­ვა პა­რა­ლე­ლურ თხი­ლა­მუ­რებ­ზე

ირი­ბად დაშ­ვე­ბის დროს, მოხ­ვე­ვის წინ, იღებთ ძი­რი­თად დგომს. მოხ­ვე­ვის შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­როა, მე­ტად დატ­ვირ­თოთ მოხ­ვე­ვის შიგ­ნი­თა ფე­ხი (მოხ­ვე­ვა მარ­ცხ­ნივ). ამას­თა­ნა­ვე, მარ­ცხე­ნა ხე­ლი გა­გაქვთ ოდ­ნავ წინ. მოხ­ვე­ვა­ში შეს­ვ­ლი­სათ­ვის სა­ჭი­როა, სწრა­ფად გას­წორ­დეთ და ტა­ნი მარ­ცხ­ნივ მო­ატ­რი­ა­ლოთ. ტა­ნის ასე­თი მოტ­რი­ა­ლე­ბა გა­და­ე­ცე­მა თხი­ლა­მუ­რებს, რომ­ლე­ბიც ცვლი­ან მი­მარ­თუ­ლე­ბას.

  1. და­მუხ­რუ­ჭე­ბა (გა­ჩე­რე­ბა) გუთ­ნით

ეს მოხ­ვე­ვა სრულ­დე­ბა „გუთ­ნის“ დგომ­ში. თხი­ლა­მუ­რე­ბის წვე­რე­ბი ერ­თად გი­ჭი­რავთ, ქუს­ლე­ბი კი ფეხ­საც­მ­ლის ქუს­ლებ­ზე და­წო­ლის გა­მო გვერ­დ­ზე გაქვთ გაშ­ლი­ლი. მოხ­ვე­ვის შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის, მა­გა­ლი­თად მარ­ჯ­ვ­ნივ, იხ­რე­ბით მარ­ცხ­ნივ, ტა­ნის სიმ­ძი­მე გა­და­გაქვთ გა­რე­თა მარ­ცხე­ნა ფეხ­ზე და მთელ ტანს აბ­რუ­ნებთ მარ­ჯ­ვ­ნივ;

  1. და­მუხ­რუ­ჭე­ბა ბჯე­ნით

და­მუხ­რუ­ჭე­ბის ამ ხერ­ხ­ზე თვით სა­ხელ­წო­დე­ბა მეტყ­ვე­ლებს, რომ აქ საქ­მე გვაქვს ბჯე­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან. პირ­და­პი­რი დაშ­ვე­ბის დროს ერ­თი ფე­ხი, მა­გა­ლი­თად, მარ­ჯ­ვე­ნა, გა­გაქვთ გან­ზე, რო­გორც „გუთ­ნით“ და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სას. ამა­ვე დროს, მარ­ცხე­ნა თხი­ლა­მუ­რის წვერს ცო­ტა წინ სწევთ. და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სათ­ვის მე­ო­რე თხი­ლა­მუ­რი გი­ჭი­რავთ პირ­და­პი­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. და­მუხ­რუ­ჭე­ბის მო­მენ­ტი­სათ­ვის სა­ჭი­როა, რომ ბჯე­ნით ფე­ხი თხი­ლა­მუ­რე­ბის ქუს­ლით მე­ტად გა­შა­ლოთ და მე­ტი კუთხით და­ა­ყე­ნოთ.

  1. სნო­უ­ბორ­დ­ზე დგო­მა, დაშ­ვე­ბა, მოხ­ვე­ვა, შე­ნე­ლე­ბა, გა­ჩე­რე­ბა

ფეხ­საც­მ­ლის სა­მაგ­რე­ბი მას­ზე გარ­დი­გარ­დ­მოა გან­ლა­გე­ბუ­ლი. დაშ­ვე­ბი­სას სათხი­ლა­მუ­რო ჯო­ხებს არ იყე­ნე­ბენ. სნო­უ­ბორ­დ­ზე დგო­მა – თვით სიტყ­ვა მიგ­ვა­ნიშ­ნებს, დაშ­ვე­ბი­სას ვა­კე­თებთ ტრი­ალს, მოხ­ვე­ვი­სას ვიხ­რე­ბით მარ­ჯ­ვე­ნა მხა­რეს და ვუხ­ვევთ მარ­ჯ­ვ­ნივ; რაც უფ­რო ვიწ­როა სნო­უ­ბორ­დი, მით უფ­რო სწრა­ფად მოძ­რა­ობს და უფ­რო დამ­ყო­ლია მოხ­ვე­ვი­სას. ვი­მე­ო­რებთ და სრულ­ვ­ყოფთ სნო­უ­ბორ­დ­ზე და­მუხ­რუ­ჭე­ბას. სხვა­ნა­ი­რად მას უწო­დე­ბენ „გაფხე­კა ფერ­დობ­ზე“. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თქვე­ნი სნო­უ­ბორ­დი ფერ­დობ­ზეა, რაც ნიშ­ნავს, რომ მი­დი­ხართ დაღ­მარ­თ­ზე სწო­რი ხა­ზით. აკონ­ტ­რო­ლებთ თქვენს სიჩ­ქა­რეს და­ფის დახ­რით. რაც უფ­რო მე­ტია ზე­წო­ლა უკა­ნა კი­დე­ზე (ფერ­დო­ბის ზე­და ნა­წი­ლი ზურგს უკა­ნაა), მით უფ­რო ნე­ლა ეშ­ვე­ბით.ეს სა­ვარ­ჯი­შო უნ­და შეს­რულ­დეს წი­ნა კი­დე­ზე (დახ­რი­ლო­ბის­კენ) და უკა­ნა კი­დე­ზე. უკა­ნა კი­დე­ზე და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სას აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ქუს­ლებ­ზე, ფე­ხის თი­თე­ბი მაღ­ლა იწევს, ხო­ლო წი­ნა კი­დე­ზე და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სას, პი­რი­ქით, აქ­ცენ­ტი თი­თებ­ზეა. საწყის პო­ზი­ცი­ა­ზე და­საბ­რუ­ნებ­ლად, სიმ­ძი­მის ცენ­ტ­რი სა­პი­რის­პი­რო ფეხ­ზე უნ­და გა­და­ი­ტა­ნოთ, მხრე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ატ­რი­ა­ლოთ და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­იძ­როთ.

გა­აგ­რ­ძე­ლეთ ეს ვარ­ჯი­ში მა­ნამ, სა­ნამ არ იგ­რ­ძ­ნობთ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას და არ და­იწყებთ მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვ­ლას მო­ცუ­რე­ბის გა­რე­შე. იგი­ვე უნ­და გა­კეთ­დეს წი­ნა კი­დე­ზე. მაგ­რამ აქ არის პა­ტა­რა ნი­უ­ან­სი – უკან სრი­ა­ლი­სას თა­ვი და მხრე­ბი იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ატ­რი­ა­ლეთ, რომ­ლი­თაც მოტ­რი­ალ­დე­ბით.

  1. ლხმედ­ზე დგო­მი, მოხ­ვე­ვა, გა­ჩე­რე­ბა

ლხმე­დებ­ზე დგო­მი­სას მთა­ვა­რია, ფე­ხი ჩა­ჭე­დი­ლი იყოს ლხმედ­ში.

ლაგ­ნა – დგო­მი, ჟი­ლუ­კუნ­კ­ვე – მუხ­ლ­ში მოხ­რი­ლი დგო­მი;

ჰაგ­ვარშ-ლიჩ­რა­ვი – ქუს­ლე­ბით გა­ჩე­რე­ბა; დაღ­მარ­თ­ზე დაშ­ვე­ბი­სას თქვენ აკონ­ტ­რო­ლებთ სიჩ­ქა­რეს, რაც უფ­რო მე­ტი ზე­წო­ლაა წი­ნა კი­დე­ზე, მით უფ­რო ნე­ლა ეშ­ვე­ბით;

ლიჭ­ვე­ნი – მოხ­ვე­ვა. მოხ­ვე­ვი­სას იმ მხა­რეს ვიწყებთ გა­დახ­რას, რო­მელ მხა­რე­საც ვა­პი­რებთ მოხ­ვე­ვას; ხე­ლებს კარ­გად ვკი­დებთ ლხმედს და ზე­და კი­დუ­რე­ბით ვეხ­მა­რე­ბით ქვე­და კი­დუ­რებს მოხ­ვე­ვა­სა და გა­ჩე­რე­ბა­ში.

შე­ჯიბ­რის წე­სე­ბი:

♦ ფეს­ტი­ვა­ლი ჩა­ტარ­დე­ბა სსიპ მეს­ტი­ის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და კუ­რორტ „ჰაწ­ვალ­ზე“.

♦ ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს მე-9 კლა­სი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად.

♦ ფეს­ტი­ვალს ვა­ტა­რებ „სნო­უ­ბორ­დ­ში“.

♦ მოს­წავ­ლე­ე­ბი კენ­ჭის­ყ­რის შე­დე­გად აირ­ჩე­ვი­ან და გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა მა­თი რი­გი­თო­ბა.

♦ მოს­წავ­ლე­ებს წი­ნას­წარ მი­ვუ­თი­თებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სებს.

♦ მოს­წავ­ლე­ებს აქვთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკი­პი­რე­ბა, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა.

♦ მოს­წავ­ლე­ებს გან­ვუ­მარ­ტავ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დის­ტან­ცია ბო­ლომ­დე უნ­და და­ას­რუ­ლონ.

♦ თუ მოს­წავ­ლე დის­ტან­ცი­ის გავ­ლი­სას და­ე­ცე­მა, მას ქუ­ლა და­აკ­ლ­დე­ბა (- 5 ქუ­ლა).

♦ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის დრო აღი­რიცხე­ბა ფი­ნიშ­თან.

♦ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია ის მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც მან­ძილს ნაკ­ლებ დრო­ში ­და­ფა­რავს, (გა­მარ­ჯ­ვე­ბულს + 10 ქუ­ლა).

♦ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ფეს­ტი­ვალ­ში (გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო), მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა. მე­ო­რე ნა­წი­ლი

პირ­ვე­ლი ეტა­პი: და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის ფორ­მა და წე­სე­ბი

  1. მოს­წავ­ლე­ებს ვახ­სე­ნებ სათხი­ლა­მუ­რო სპორ­ტის ის­ტო­რი­ას, წარ­მო­შო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას; ასე­ვე, ვახ­სე­ნებ და, ჩემ­თან ერ­თად, ას­რუ­ლე­ბენ იმი­ტი­რე­ბულ მოძ­რა­ო­ბებს — შე­ნაც­ვ­ლე­ბი­თი ორ­ნა­ბი­ჯი­ა­ნი სვლის სრულ­ყო­ფა, ერ­თ­დ­რო­უ­ლი უნა­ბი­ჯო, ერ­თ­ნა­ბი­ჯი­ა­ნი და ორ­ნა­ბი­ჯი­ა­ნი სვლე­ბის სრულ­ყო­ფა, აღარ­თ­ზე ას­ვ­ლე­ბის სრულ­ყო­ფა.

მე­ო­რე ეტა­პი: კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ში­ნა­არ­სი

  1. შე­ნაც­ვ­ლე­ბი­თი ორ­ნა­ბი­ჯი­ა­ნი სვლის სრულ­ყო­ფა

სიტყ­ვი­ე­რად ვახ­სე­ნებ, რომ მოძ­რა­ო­ბის ციკ­ლი შედ­გე­ბა ორი ნა­ბი­ჯი­სა­გან, ჯო­ხე­ბის ცვა­ლე­ბა­დი კვრით.

  1. ერ­თ­დ­რო­უ­ლი უნა­ბი­ჯო სვლის სრულ­ყო­ფა – ჰი­პერ­ლინ­კი

უნა­ბი­ჯო სვლა­ში მოთხი­ლა­მუ­რე მოძ­რა­ობს ორ ერ­თად და­ყე­ნე­ბულ თხი­ლა­მურ­ზე. მოძ­რა­ო­ბა, ანუ სრი­ა­ლი წარ­მო­ებს ერ­თ­დ­რო­უ­ლი ძლი­ე­რი კვრით. ჯო­ხე­ბით კვრის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, წელ­ში ნე­ლა იმარ­თე­ბით, ამა­ვე დროს, იდაყ­ვ­ში ოდ­ნავ მოხ­რი­ლი ხე­ლე­ბი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, გა­გაქვთ წინ და ზე­ვით. ხე­ლე­ბის გა­მო­ტა­ნა უნ­და ხდე­ბო­დეს ტან­თან ახ­ლოს, იდაყ­ვე­ბის ოდ­ნავ გან­ზე გა­ტა­ნით. მოძ­რა­ო­ბე­ბის სრულ­ყო­ფა.

  1. ერ­თ­დ­რო­უ­ლი ერ­თ­ნა­ბი­ჯი­ა­ნი სვლის სრულ­ყო­ფა – ჰი­პერ­ლინ­კი

სიტყ­ვი­ე­რად ვახ­სე­ნებ — ერ­თ­ნა­ბი­ჯი­ან სვლა­ში, ჯო­ხე­ბით ერ­თ­დ­რო­ულ კვრას­თან ერ­თად, ას­რუ­ლებთ ერთ ნა­ბიჯს, შემ­დეგ, ორი­ვე თხი­ლა­მურ­ზე სრი­ა­ლის დროს, წელ­ში ნელ-ნე­ლა იმარ­თე­ბით, გა­მარ­თ­ვის დროს ჯო­ხი ჰა­ერ­ში წინ გა­გაქვთ. ჯო­ხე­ბის წინ გა­ტა­ნის ბო­ლო მო­მენ­ტ­ში აკე­თებთ ერთ ნა­ბიჯს — მარ­ცხე­ნა ფე­ხი მოხ­რილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში წინ გა­გაქვთ. ამ დროს, მარ­ჯ­ვე­ნა ფე­ხით, რო­მელ­ზეც გა­და­ტა­ნი­ლია სიმ­ძი­მე, ას­რუ­ლებთ მა­გარ უკუკ­ვ­რას. უკუკ­ვ­რის შემ­დეგ თხი­ლა­მუ­რის ქუსლს სწევთ მაღ­ლა და გა­ქა­ნე­ბით გა­გაქვთ წინ, თოვ­ლ­ზე კუთხით დგამთ და იწყებთ მათ­ზე და­წო­ლას.

  1. ერ­თ­დ­რო­უ­ლი ორ­ნა­ბი­ჯი­ა­ნი სვლის სრულ­ყო­ფა – ჰი­პერ­ლინ­კი

მოს­წავ­ლე­ებს ვახ­სე­ნებ: ერ­თ­დ­რო­ულ ორ­ნა­ბი­ჯი­ან სვლა­ში, პირ­ველ სას­რი­ა­ლო ნა­ბიჯ­თან ერ­თად, წინ ერ­თ­დ­რო­უ­ლად გა­გაქვთ ორი­ვე ჯო­ხი. მე­ო­რე სას­რი­ა­ლო ნა­ბი­ჯის გა­კე­თე­ბის დროს ჯო­ხე­ბი იდ­გ­მე­ბა თოვ­ლ­ში. ჯო­ხე­ბის კვრის შეს­რუ­ლე­ბის დროს წარ­მო­ებს უკა­ნა ფე­ხის მიდ­გ­მა და ორი­ვე თხი­ლა­მურ­ზე სრი­ა­ლი.

  1. მოხ­ვე­ვის პა­რა­ლე­ლურ თხი­ლა­მუ­რებ­ზე სრულ­ყო­ფა – ჰი­პერ­ლინ­კი

ირი­ბად დაშ­ვე­ბის დროს, მოხ­ვე­ვის წინ, იღებთ ძი­რი­თად დგომს. მოხ­ვე­ვის შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­როა, მე­ტად დატ­ვირ­თოთ მოხ­ვე­ვის შიგ­ნი­თა ფე­ხი (მოხ­ვე­ვა მარ­ცხ­ნივ). ამას­თა­ნა­ვე მარ­ცხე­ნა ხე­ლი გა­გაქვთ ოდ­ნავ წინ. მოხ­ვე­ვა­ში შეს­ვ­ლი­სათ­ვის სა­ჭი­როა, სწრა­ფად გას­წორ­დეთ და ტა­ნი მო­ატ­რი­ა­ლოთ მარ­ცხ­ნივ. ტა­ნის ასე­თი მოტ­რი­ა­ლე­ბა გა­და­ე­ცე­მა თხი­ლა­მუ­რებს, რომ­ლე­ბიც ცვლი­ან მი­მარ­თუ­ლე­ბას.

  1. და­მუხ­რუ­ჭე­ბა (გა­ჩე­რე­ბა) გუთ­ნით, სრულ­ყო­ფა

ეს მოხ­ვე­ვა სრულ­დე­ბა „გუთ­ნის“ დგომ­ში. თხი­ლა­მუ­რე­ბის წვე­რე­ბი გი­ჭი­რავთ ერ­თად, ქუს­ლე­ბი კი ფეხ­საც­მ­ლის ქუს­ლებ­ზე და­წო­ლის გა­მო გვერ­დ­ზე გაქვთ გაშ­ლი­ლი. მოხ­ვე­ვის შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის, მა­გა­ლი­თად, მარ­ჯ­ვ­ნივ, იხ­რე­ბით მარ­ცხ­ნივ, ტა­ნის სიმ­ძი­მე გა­და­გაქვთ გა­რე­თა მარ­ცხე­ნა ფეხ­ზე და მთელ ტანს აბ­რუ­ნებთ მარ­ჯ­ვ­ნივ.

  1. და­მუხ­რუ­ჭე­ბა ბჯე­ნით, სრულ­ყო­ფა

და­მუხ­რუ­ჭე­ბის ამ ხერ­ხ­ზე თვით სა­ხელ­წო­დე­ბა მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ საქ­მე გვაქვს ბჯე­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან. პირ­და­პი­რი დაშ­ვე­ბის დროს ერ­თი ფე­ხი, მა­გა­ლი­თად, მარ­ჯ­ვე­ნა, გა­გაქვთ გან­ზე, რო­გორც „გუთ­ნით“ და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სას. ამა­ვე დროს, მარ­ცხე­ნა თხი­ლა­მუ­რის წვერს ცო­ტა წინ სწევთ. და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სათ­ვის მე­ო­რე თხი­ლა­მუ­რი გი­ჭი­რავთ პირ­და­პი­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. და­მუხ­რუ­ჭე­ბის მო­მენ­ტი­სათ­ვის სა­ჭი­როა, რომ ბჯე­ნით ფე­ხი თხი­ლა­მუ­რე­ბის ქუს­ლით მე­ტად გა­შა­ლოთ და მე­ტი კუთხით და­ა­ყე­ნოთ.

  1. სნო­უ­ბორ­დ­ზე დგო­მა, დაშ­ვე­ბა, მოხ­ვე­ვა, შე­ნე­ლე­ბა, გა­ჩე­რე­ბა

ფეხ­საც­მ­ლის სა­მაგ­რე­ბი მას­ზე გარ­დი­გარ­დ­მოა გან­ლა­გე­ბუ­ლი. დაშ­ვე­ბი­სას სათხი­ლა­მუ­რო ჯო­ხებს არ იყე­ნე­ბენ. სნო­უ­ბორ­დით დაშ­ვე­ბი­სას ვა­კე­თებთ ტრი­ალს, მოხ­ვე­ვი­სას ვიხ­რე­ბით მარ­ჯ­ვე­ნა მხა­რეს და ვუხ­ვევთ მარ­ჯ­ვ­ნივ; რაც უფ­რო ვიწ­როა სნო­უ­ბორ­დი, მით უფ­რო სწრა­ფად მოძ­რა­ობს და უფ­რო დამ­ყო­ლია მოხ­ვე­ვი­სას. ვი­მე­ო­რებთ და სრულ­ვ­ყოფთ სნო­უ­ბორ­დ­ზე და­მუხ­რუ­ჭე­ბას. სხვა­ნა­ი­რად მას უწო­დე­ბენ „გაფხე­კა ფერ­დობ­ზე“. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თქვე­ნი სნო­უ­ბორ­დი ფერ­დობ­ზეა, რაც ნიშ­ნავს, რომ თქვენ მი­დი­ხართ დაღ­მარ­თ­ზე სწო­რი ხა­ზით. აკონ­ტ­რო­ლებთ თქვენს სიჩ­ქა­რეს და­ფის დახ­რით. რაც უფ­რო მე­ტია ზე­წო­ლა უკა­ნა კი­დე­ზე (ფერ­დო­ბის ზე­და ნა­წი­ლი ზურგს უკა­ნაა), მით უფ­რო ნე­ლა ეშ­ვე­ბით.ეს სა­ვარ­ჯი­შო უნ­და შეს­რულ­დეს წი­ნა კი­დე­ზე (დახ­რი­ლო­ბის­კენ) და უკა­ნა კი­დე­ზე. უკა­ნა კი­დე­ზე და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სას, აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ქუს­ლებ­ზე, ფე­ხის თი­თე­ბი მაღ­ლა იწევს, ხო­ლო წი­ნა კი­დე­ზე და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სას, პი­რი­ქით, აქ­ცენ­ტი თი­თებ­ზეა. საწყის პო­ზი­ცი­ა­ზე და­საბ­რუ­ნებ­ლად, სიმ­ძი­მის ცენ­ტ­რი სა­პი­რის­პი­რო ფეხ­ზე უნ­და გა­და­ი­ტა­ნოთ, მხრე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ატ­რი­ა­ლოთ და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­იძ­როთ.

გა­აგ­რ­ძე­ლეთ ამ ვარ­ჯი­შე­ბის სრულ­ყო­ფა მა­ნამ, სა­ნამ არ იგ­რ­ძ­ნობთ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას და არ და­იწყებთ მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვ­ლას მო­ცუ­რე­ბის გა­რე­შე. იგი­ვე უნ­და გა­კეთ­დეს წი­ნა კი­დე­ზე. მაგ­რამ აქ არის პა­ტა­რა ნი­უ­ან­სი — უკან სრი­ა­ლი­სას თა­ვი და მხრე­ბი იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ატ­რი­ა­ლეთ, რომ­ლი­თაც მოტ­რი­ალ­დე­ბით.

10. ლხმედ­ზე დგო­მი, მოხ­ვე­ვა, გა­ჩე­რე­ბა.

ლხმე­დებ­ზე დგო­მი­სას მთა­ვა­რია ფე­ხი ჩა­ჭე­დი­ლი იყოს ლხმედ­ში.

ლაგ­ნა – დგო­მი, ჟი­ლუ­კუნ­კ­ვე – მუხ­ლ­ში მოხ­რი­ლი დგო­მი.

ჰაგ­ვარშ-ლიჩ­რა­ვი – ქუს­ლე­ბით გა­ჩე­რე­ბა; დაღ­მარ­თ­ზე დაშ­ვე­ბი­სას თქვენ აკონ­ტ­რო­ლებთ სიჩ­ქა­რეს, რაც უფ­რო მე­ტია ზე­წო­ლა წი­ნა კი­დე­ზე, მით უფ­რო ნე­ლა ეშ­ვე­ბით.

ლიჭ­ვე­ნი – მოხ­ვე­ვა. მოხ­ვე­ვი­სას იმ მხა­რეს იწყებთ გა­დახ­რას, რო­მელ მხა­რე­საც აპი­რებთ მოხ­ვე­ვას; ხე­ლებს კარ­გად ჰკი­დებთ ლხმედს და ზე­და კი­დუ­რე­ბით ქვე­და კი­დუ­რებს ეხ­მა­რე­ბით მოხ­ვე­ვა­სა და გა­ჩე­რე­ბა­ში.

შე­ჯიბ­რის წე­სე­ბი:

♦ ფეს­ტი­ვა­ლი ჩა­ტარ­დე­ბა სსიპ მეს­ტი­ის 3 სა­ჯა­რო სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და კუ­რორტ „ჰაწ­ვალ­ზე“.

♦ ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს მე-9 კლა­სი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად.

♦ ფეს­ტი­ვალს ვა­ტა­რებ „სნო­უ­ბორ­დ­ში“.

♦ მოს­წავ­ლე­ე­ბი კენ­ჭის­ყ­რის შე­დე­გად აირ­ჩე­ვი­ან და გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა მა­თი რი­გი­თო­ბა.

♦ მოს­წავ­ლე­ებს წი­ნას­წარ მი­ვუ­თი­თებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სებს.

♦ მოს­წავ­ლე­ებს აქვთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკი­პი­რე­ბა, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა.

♦ მოს­წავ­ლე­ებს გან­ვუ­მარ­ტავ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დის­ტან­ცია ბო­ლომ­დე უნ­და და­ას­რუ­ლონ.

♦ თუ მოს­წავ­ლე დის­ტან­ცი­ის გავ­ლი­სას და­ე­ცე­მა, მას ქუ­ლა და­აკ­ლ­დე­ბა (- 5 ქუ­ლა).

♦ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის დრო აღი­რიცხე­ბა ფი­ნიშ­თან.

♦ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია ის მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც მან­ძილს ნაკ­ლებ დრო­ში­ და­ფა­რავს, (გა­მარ­ჯ­ვე­ბულს + 10 ქუ­ლა).

♦ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ფეს­ტი­ვალ­ში (გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო), მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში.

♦ ♦ ♦

და­ვა­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და წარ­მა­ტე­ბით. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­დე­ო­მა­სა­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით,  ჩემს იუთუბ არ­ხ­ზე აიტ­ვირ­თე­ბა.

შე­ნიშ­ვ­ნა: მო­ცე­მულ მა­სა­ლა­ში ზმნე­ბით გად­მო­ცე­მუ­ლი დრო სა­მო­მავ­ლოა, ის შეგ­ნე­ბუ­ლად არ შევ­ც­ვა­ლე, რად­გან იმ კო­ლე­გებს, რომ­ლებ­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ ამ ან მსგავ­სი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის, არ დას­ჭირ­დეთ ზმნა-შე­მას­მენ­ლე­ბის მი­ერ გა­მო­ხა­ტუ­ლი დრო­ის ცვლა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები