24 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

გამოცდები 2025 დასასრულს მიუახლოვდა

spot_imgspot_img

დღეს აბიტურიენტები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდას აბარებდნენ, მაგისტრანტობის კანდიდატები კი – ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობების ნაწილებში საერთო სამაგისტრო გამოცდას.

22 ივლისის სესიებზე საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა 92%-მდე აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი – დარეგისტრირებულების 80%-ზე მეტი.

იყო დაგვიანების 4 შემთხვევა.

გუშინ, 21 ივლისს, აბიტურიენტები ფიზიკის გამოცდას აბარებდნენ, მაგისტრანტობის კანდიდატები კი – წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში საერთო სამაგისტრო გამოცდას.

საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა 90%-მდე აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი – დარეგისტრირებულების 80%-ზე მეტი.

იყო დაგვიანების 5 შემთხვევა.

ხვალ, 23 ივლისს, 2025 წლის გამოცდები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტირებით დასრულდება. გამოსაცდელები უცხოური ენების ლაპარაკის ნაწილის გამოცდებს ჩააბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა მონაწილეს ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ რეგისტრაციის დროს, რადგან გამოცდის სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი  განსხვავებულია.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება