20 მაისი, ორშაბათი, 2024

გამოცდები 2023

spot_img

დღეს, 28 ივლისს, საერთო სამაგისტრო გამოცდით, 2023 წლის გამოცდები სრულდება.

გუშინ, 27 ივლისს, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამსვლელებმა წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერა ჩააბარეს, დღეს ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილს აბარებენ, ისევ ორ სესიად.  გამოცდაზე გამოცხადდა გამოსაცდელთა 80%-ზე მეტი, დაიგვიანა ათმა აპლიკანტმა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის გამოცდები 3 ივლისს  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყეს აბიტურიენტებმა, 6 ივლისიდან პროცესში საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები ჩაერთვნენ; 12 ივლისს ჩატარდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას  27-28 ივლისს აბარებენ.

ხვალიდან გამოცდები 2023-ის მონაწილეები შედეგებს დაელოდებიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ამბობს, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ნაშრომების გასწორება. აგვისტოს პირველი ნახევრიდან შესაძლებელი იქნება, ეტაპობრივად, შედეგების გამოცხადება და აბიტურიენტებს სთხოვს: ყურადღება მიაქციონ, როდის დასრულდება ყველა საგნის შედეგის გამოცხადება, რადგან სწორედ ყველა საგნის შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების შემოტანა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები