2 მარტი, შაბათი, 2024

გამოცდები 2023 დასასრულს უახლოვდება

spot_img

დღეს, 24 ივლისს, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები უცხოური ენისა და ქართულის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) გამოცდის პრაქტიკულ ნაწილს აბარებენ:

♦ ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;

♦ რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;

♦ გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;

♦ ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;

♦ ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი.

ამ გამოცდით მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ასრულებენ საგამოცდო პროცესს.

აბიტურიენტები ხვალ, 25 ივლისს, ლიტერატურის გამოცდას (პირველი სესია) ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

გამოცდები 2023 საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება 28 ივლისს:

27 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

28 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

✍️ გისურვებთ წარმატებას!

 

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები