16 აგვისტო, სამშაბათი, 2022

გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფს ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს

spot_img

მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ სოფო გორგოძესთან ერთად, გამოცდების დაწყებამდე საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა და მათთან გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დეტალურად განიხილა.

საორგანიზაციო ჯგუფს ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან, რომლებიც ჩართულნი არიან გამოცდების ორგანიზებაში, მიიღებს ინფორმაციას გამოცდების მიმდინარეობის პროცესში არსებული ვითარებისა და საჭიროებების შესახებ.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესში გაწეული შრომისათვის და აღნიშნა, რომ საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრები სისტემატურად გაიმართება, რათა ეროვნულ გამოცდებზე თითოეულმა აბიტურიენტმა სრულფასოვან და აკადემიურ გარემოში შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თანაბარი, მშვიდი და კომფორტული გარემოს უზრუნველსაყოფად ყოველ წელს იქმნება სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურები, ასევე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, თბილისის მერიის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს მაგთიკომის, შპს „სქაიტელისა“ და სს თელასის წარმომადგენლები. აღნიშნული უწყებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივ რეჟიმში მუშაობენ საგამოცდო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე და ზედამხედველობას უწევენ გამოცდების მიმდინარეობას.

 შეგახსენებთ:  2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. ქვეყნის მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც დარეგისტრირებულ 90 000-მდე გამოსაცდელსაბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს მიიღებს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები