დღეს აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებდნენ (მეორე სესია). მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი – უცხოური ენების (პირველი სესია) და სპორტის (მეორე სესია) გამოცდებს.
17 ივლისის სესიებზე საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა აბიტურიენტთა 93%, ხოლო მასწავლებლების გამოცდებზე – რეგისტრირებული პირებიდან, 82%-ზე მეტი.
იყო დაგვიანების 3 შემთხვევა.
ხვალ აბიტურიენტებისათვის ლიტერატურის, ხოლო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის მუსიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოცდები ჩატარდება.
გისურვებთ წარმატებას!