27 ივლისი, შაბათი, 2024

„გამოცდაზე ძალიან ცხელოდა და ვცდილობდი, მალე გამოვსულიყავი“

spot_img

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე, ოცდახუთივე საგამოცდო ცენტრში, კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით, 09:00 საათზე, რეგულაციების დაცვით დაიწყო. დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ორ სესიად ჩატარდება.

დღევანდელი კოვიდ ინფიცირებული აბიტურიენტების სტატისტიკა, გუშინდელთან შედარებით, მეტია – საქართველოს მასშტაბით, 30-მდე აბიტურიენტი, კოვიდ 19-ის დადასტურების გამო, გამოცდაზე ვერ გამოცხადდა, თუმცა,  ისინი დამატებითი საგამოცდო სესიით ისარგებლებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის თქმით, ყველა ცენტრში ერთდროულად დაიწყო რეგისტრაცია და ამ ეტაპზე, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „რაც შეეხება ინფიცირებულების სტატისტიკას, დღეს უნდა გამოცხადებულიყო 30-მდე აბიტურიენტი, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა,  მიუხედავად იმისა რომ ეს აბიტურიენტები ვერ გამოცხადნენ, შევახსენებ მათ, რომ მათთვის დაინიშნება დამატებითი საგამოცდო სესია.”

გორში, ქალაქიც ცენტრში, №3 საჯარო სკოლის ტერიტორიასთან, სადაც საგამოცდო ცენტრია განთავსებული, დილიდან აბიტურიენტები და მათი მშობლები მრავლად იმყოფებიან. აქ საგამოცდო პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. აბიტურიენტების უმრავლესობის თქმით, მათ პროგრამული მასალა შეხვდათ. მე ალუდა ქეთელაური შემხვდა. კარგად დავწერე და ნერვიულობის ფაქტორმა ჩემზე არ იმოქმედა ”- გვითხრა გიორგი გელაშვილმა.

სალომე გაბოძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თავდაპირველად ღელავდა, თუმცა, როდესაც მის მდგომარეობაში მყოფი არაერთი აბიტურიენტი დაინახა, დაძაბულობა მოეხსნა. სურს, რომ  გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტზე მოხვდეს: „მე გურამ რჩეულიშვილის „ნელი ტანგო“ დავწერე. გამოცდაზე ძალიან ცხელოდა, პირბადის ფაქტორმა  ჩემზე იმოქმედა. ვცდილობდი, მალე გამოვსულიყავი. იმედია, ეს ქულაში ხელს არ შემიშლის”- გვითხრა აბიტურიენტმა.

საგამოცდო ცენტრთან, ამ დრომდე, მობილიზებულია საპატრულო, სასწრაფო და სახანძრო სამსახურის ავტომანქანები.

სალომე სოლომკო

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები