29 ოქტომბერი, პარასკევი, 2021

გამოსცადე სტუდენტობა 100%-ით

spot_img
რისგან შედგება თქვენთვის სტუდენტობა? რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს ეს პროცესი, რომ თამამად ვთქვათ – სტუდენტობა 100%-ით? პასუხი მარტივია: მრავალფეროვანი და აქტიური სტუდენტური ცხოვრება; საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროგრამები; გაცვლითი პროგრამები დაფინანსებით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში; წარმატებული და მაღალკვალიფიციური ლექტორები; პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება; დასაქმება სწავლის პარალელურად; გადახდის მოქნილი სისტემა; სტიპენდიები და გრანტები – ამიტომაც აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (115) და გამოსცადე შენი 100%-იანი სტუდენტობა!
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უნივერსიტეტია საქართველოში, რომლის უმნიშვნელოვანესი მიმართულება სტუდენტებისა და კურსდამთვარებულების პროფესიული განვითარება და მათი ღირსეული დასაქმების ხელშეწყობაა.

როგორ ზრუნავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) სტუდენტთა დასაქმებაზე

 რა კრიტერიუმების მიხედვით ვირჩევთ უმაღლეს სასწავლებელს? პირველ რიგში, ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ ვინ გვასწავლის და რა საგნების შესწავლა მოგვიწევს ამა თუ იმ სპეციალობაზე; შემდეგ – ვითვალისწინებთ ახლობლების რჩევას და პრაქტიკულ გამოცდილებას; თუმცა, საბოლოო ჯამში, თითოეული კრიტერიუმი მიდის ერთ მნიშვნელოვან კითხვამდე:
დავსაქმდები თუ არა ჩემ მიერ შერჩეული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომით მარტივად და როგორ იზრუნებს უნივერსიტეტი ჩემს დასაქმებაზე?
სწორედ კურსდამთავრებულთა ღირსეული დასაქმებაა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამისთვის სტუდენტები სწავლის პერიოდშივე ეუფლებიან ყველა საჭირო ტექნიკას, რაც მათ მაქსიმალურად უადვილებთ დამსაქმებლებთან ურთიერთობას.
CIU-ს კარიერული განვითარების სამსახურში უნივერსიტეტის სტუდენტებს ხშირად ნახავთ. სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად ეძებენ სტუდენტებისთვის შესაფერის ვაკანსიებს, ტრენინგებს და კონფერენციებს; უნივერსიტეტში რეგულარულად აწყობენ ამა თუ იმ კომპანიის შეხვედრებს დასაქმებასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, აქ მოსული სტუდენტი გადის ტრენინგს, თუ როგორ უნდა შეადგინოს CV, დაწეროს სამოტივაციო წერილი; სწავლობს გასაუბრების ტექნიკას; ნეთვორქინგს და სხვა მნიშვნელოვან ხერხებს, რომელიც სამუშაო ადგილის ძიებას უმარტივებს ადამიანს.
კარიერული მხარდაჭერის სერვისი ორიენტირებულია არა მხოლოდ სტუდენტთა დასაქმებაზე, არამედ თვალყურს ადევნებს შრომის ბაზარზე ცვლილებებს. სიახლეების პარალელურად კი, ხდება როგორც არსებული პროგრამების ცვლილებები, ისე ახალი პროგრამების დამატებაც.
„წარმატების განმსაზღვრელი მრავალი ფაქტორი არსებობს, მათ შორის, საუნივერსიტეტო სივრცე და ხარისხი ერთ-ერთი განმაპირობებელია. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინოვაციურ და შრომის ბაზარზე მოთხოვნად საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. პროგრამები შრომის ბაზრისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე იქმნება. აქედან გამომდინარე, კსუ-ს კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია. ისინი შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები არიან და, შესაბამისად, კვალიფიკაციით დასაქმებულთა პროცენტული მაჩვენებელიც მაღალია“, – აღნიშნავენ კარიერული განვითარების სამსახურში.
ტრენინგები, მასტერკლასები, პროფილური დასაქმების ფორუმები – თითოეულ სტუდენტს საშუალებას აძლევს, ადგილზე გააცნოს თავი პოტენციურ დამსაქმებელს, გაცვალოს საკონტაქტო ინფორმაცია ან დატოვოს რეზიუმე.
CIU-ს კარიერული განვითარების სამსახურს აქვს სპეციალური პორტალი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საჭირო ინფორმაციის გამოწერა კარიერული ზრდის მიმართულებით. გარდა ამისა, პორტალითვე შეუძლიათ სტუდენტებს ინდივიდუალური თუ ჯგუფური კონსულტაციისთვის წინასწარი ვიზიტის დაგეგმვა.
გარდა ამისა, CIU 200-ზე მეტ წარმატებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიასთან, როგორც სამომავლო დამსაქმებელთან თანამშრომლობს. მათთან გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომელთა ფარგლებშიც გათვალისწინებულია სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობა და დასაქმება.
რაც ყველაზე მთავარია, CIU-ს პროფესორ-მასწავლებლების უმრავლესობა თავად არის პოტენციური დამსაქმებელი, ყველაფერი კი წარმატებულ სტუდენტზეა დამოკიდებული.
გარდა ამისა, სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია, წელიწადში ორჯერ, სტაჟირების პროგრამა თავად უნივერსიტეტში. დღესდღეობით ადმინისტრაციულ პოზიციებზე CIU-ს 35-მდე კურსდამთავრებულია დასაქმებული.
მნიშვნელოვანია, რომ კსუ-ს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ლექციები საღამოს პერიოდში მიმდინარეობს, რაც სტუდენტებს დღის განმავლობაში სრულფასოვნად მუშაობის საშუალებას აძლევს. ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის კი, უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული დამსაქმებლებთან მოლაპარაკებებში, რათა მათ სტუდენტებს ნახევარგანაკვეთიანი სამსახურები შესთავაზონ და ისე დაასაქმონ, რომ სწავლის პროცესი არ შეუფერხდეთ.
საბოლოო ჯამში კი, შრომით ბაზარზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია. ამას CIU-ში ხელს, ერთი მხრივ, სწავლების გამორჩეული ხარისხით, მეორე მხრივ კი – დასაქმების აქტიური სამსახურით უწყობენ ხელს. წარმატებული კურსდამთავრებულების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებსაიტს.
თუკი აბიტურიენტი ხარ, მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შეთავაზებებს და შენთვის მორგებული საუკეთესო მოდელი ამოარჩიო.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების მოტივაციაზე პირველივე სემესტრიდან ზრუნავს. აკადემიურ მოსწრებაზე, ქულებსა და აქტიურობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
CIU-ში სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები, მხოლოდ აკადემიურ ცხოვრებაში არ გამოიხატება. პროგრამის დასრულებამდე, წლების განმავლობაში ახალგაზრდები აქ, პროფესიულ ცოდნასთან ერთად, იმ უნარებსაც იძენენ, რომელიც საჭიროა დასაქმებისთვის და, ზოგადად, თვითრეალიზაციისთვის.

ყველაზე მთავარი – უმაღლესი სასწავლებლები პრიორიტეტების მიხედვით

ყველაზე მთავარი, რაც უნდა იცოდე, არის ის, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) ყველა აბიტურიენტს, რომელიც პირველ ნომრად 115-ს შემოხაზავს, პირველ სემესტრში, ყოველთვიურ 100-ლარიან სტიპენდიას და ლეპტოპს სთავაზობს.
მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში კი, შენ ირჩევ – 100-ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია პირველ სემესტრში ან ლეპტოპი.
მეორე სემესტრიდან სწავლის ბოლომდე კი, სტიპენდია შენს აკადემიურ მოსწრებაზე იქნება დამოკიდებული.

სახელმწიფო გრანტი + CIU გრანტი + ლეპტოპი + 100-ლარიანი სტიპენდია

➡  თუ 70%-იან ან 100%-იან სახელმწიფო გრანტს მოიპოვებ და, ამავე დროს, CIU პირველ ნომრად გექნება არჩეული, დარჩენილი სწავლის საფასური, პირველი წლის განმავლობაში, სრულად დაგიფინანსდება, ასევე მიიღებ ლეპტოპსა და 100-ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას პირველ სემესტრში.

განსაკუთრებული პირობები ოქროს ან ვერცხლის მედალოსნებისთვის

➡  თუკი სკოლა ოქროს ან ვერცხლის მედალზე დაამთავრე, CIU ამას ყურადღებას აუცილებლად მიაქცევს. ოქროს მედალოსანი სტუდენტები 20%-იან, ვერცხლის მედალოსანი სტუდენტები კი 10%-იან დაფინანსებას მოიპოვებენ, მისი შენარჩუნება კი, შემდეგი წლიდან, დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე.

მაგისტრატურის დაფინანსება

➡  დაბოლოს, გარდა საბაკალავრო პროგრამებისა, შიდა დაფინანსება სამაგისტრო პროგრამებზეც მოქმედებს. თუკი საბაკალავრო საფეხური 3.5 და მეტი GPA ქულით დაასრულე, მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, CIU-ში 50%-იან შიდა გრანტით ისწავლი.
➡  CIU-ში დაფინანსების თითოეული მოდელი სტუდენტთა საჭიროებების მიხედვითაა შემუშავებული. ერთ-ერთი პრიორიტეტი გადახდის მოქნილი სისტემაა, რაც გულისხმობს გადახდას 6 ნაწილად ან სტუდენტზე მორგებული გრაფიკით.

აირჩიე პირველ ნომრად 115

ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!

#იგრძენიცოდნისძალა!

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები