3 მაისი, პარასკევი, 2024

გამონათქვამები მუსიკის შესახებ

spot_img

გამონათქვამები, რომელიც ჩემ მიერ არის ნათარგმნი და ამოკრებილი სხვადასხვა პერიოდში, შესაძლოა, გამოიყენოთ ნებისმიერ გაკვეთილზე აქტივობად. თუნდაც უწოდეთ მას „ერთი წუთი გამონათქვამებისთვის“ და მისი დანიშნულება იქნება არა მარტო შემეცნებითი, არამედ ინსპირაციის, იდეების გენერირებისა და შემოქმედებითობისათვის გამოიყენებთ. მოწოდებული მასალა მუსიკის პედაგოგებს გამოადგებათ სასკოლო კლუბების მუშაობაშიც.

♦ ცხოვრებისეული სიამოვნებებიდან მუსიკა მხოლოდ სიყვარულს ჩამოუვარდება, მაგრამ სიყვარული ასევე მელოდიაა! (პუშკინი)

♦ მუსიკა ერთადერთი მსოფლიო ენაა, მას თარგმნა არ სჭირდება, მასში სული სულს ელაპარაკება. (ოიერბახი)

♦მუსიკა არის ადამიანის ნამდვილი უნივერსალური მეტყველება. (ვებერი)

♦ მუსიკა აზროვნების ძლიერი წყაროა. მუსიკალური განათლების გარეშე სრულფასოვანი გონებრივი განვითარება შეუძლებელია. (სუხომლინსკი)

♦ მუსიკა ხალხის მოთხოვნილებაა. (ბეთჰოვენი)

♦ მუსიკა არის შუამავალი გონებისა და გრძნობების სიცოცხლეს შორის. (ბეთჰოვენი)

♦ მუსიკა ჰაერის პოეზიაა. (რიხტერი)

♦ მუსიკა კაცობრიობის უნივერსალური ენაა. (ლონგფელოუ)

♦ მუსიკა არის სევდისა და სიხარულის ხელოვნება უმიზეზოდ. (კოტარბინსკი)

♦ მუსიკა არის სააზროვნო ხმაური. (ჰიუგო)

♦ მუსიკა უფრო მაღალი გამოცხადებაა, ვიდრე სიბრძნე და ფილოსოფია. (ბეთჰოვენი)

♦ მუსიკა არის ინტელექტი, რომელიც განსახიერებულია ლამაზ ბგერებში. (ტურგენევი)

♦ მუსიკა იმაზე მეტად არის დაკავშირებული ადამიანის მორალურ ქმედებებთან, ვიდრე ჩვეულებრივ ფიქრობენ. (ოდოევსკი)

♦ მუსიკა შთააგონებს მთელ სამყაროს, უზრუნველყოფს სულს ფრთებით, ხელს უწყობს წარმოსახვის ფრენას… (პლატონი)

♦ მუსიკა შლის სულიდან ყოველდღიური ცხოვრების მტვერს. (ოიერბახი)

♦ მუსიკა ახშობს მწუხარებას. (შექსპირი)

♦ მუსიკა ჩემთვის იგივე პოეზიაა და ყველა სახის პოეზიიდან ყველაზე მომხიბვლელია. (როლანი)

♦ მუსიკა ცეცხლს უნდა აფრქვევდეს ადამიანების გულებიდან. (ბეთჰოვენი)

♦ მუსიკა ჩვენთვის ძვირფასია, რადგან ის არის სულის ღრმა გამოხატულება, მისი სიხარულისა და მწუხარების ჰარმონიული გამოძახილი. (როლანი)

♦ მუსიკა არის სულის არაცნობიერი ვარჯიში არითმეტიკაში. (ლაიბნიცი)

♦ მუსიკა არის საგანძური, რომელშიც ყველა ეროვნება თავისი წვლილი შეიტანა საერთო სიკეთისთვის. (ჩაიკოვსკი)

♦ მუსიკას არ აქვს სამშობლო; მისი სამშობლო არის მთელი სამყარო. (შოპენი)

♦ მუსიკას არ შეუძლია აზროვნება, მაგრამ მას შეუძლია განასახიეროს აზრი. (ვაგნერი)

♦ მუსიკა არ არის მხოლოდ კეთილშობილების და საგანმანათლებლო ფაქტორი. მუსიკა ჯანმრთელობის მკურნალია. (ბეხტერევი)

♦ მუსიკა არაფერს ეუბნება გონებას: ის იდეალურად სტრუქტურირებული სისულელეა. (ბერჯესი)

♦ მუსიკა აკეთილშობილებს მორალს. (არისტოტელე)

♦ მუსიკა მხოლოდ მსოფლიო ენაა და თარგმანი არ სჭირდება, რადგან სულს ელაპარაკება. (ავერბახი)

♦ მუსიკა ადამიანს უჩვენებს სიდიადის შესაძლებლობებს, რაც მის სულშია. (ემერსონი)

♦ მუსიკა თავისი მელოდიით მიგვიყვანს მარადისობის ზღვარზე და გვაძლევს შესაძლებლობას რამდენიმე წუთში გავიგოთ მისი სიდიადე. (კარლაილი)

♦ მუსიკა ქმნის გრძნობებს, რომლებიც არ არსებობს ცხოვრებაში. (ვიტკევიჩი)

♦ მუსიკას შეუძლია გარკვეული გავლენა მოახდინოს სულის ეთიკურ მხარეზე. (არისტოტელე)

♦ მუსიკა საშინელებაა, როცა მასში არ არის ტაქტი და საზომი. (შექსპირი)

♦ მუსიკა, წვიმის მსგავსად, წვეთ-წვეთად ჩადის გულში და აცოცხლებს მას. (როლანი)

♦ მუსიკალური მასალა, ანუ მელოდია, ჰარმონია და რიტმი, რა თქმა უნდა ამოუწურავია.  (ჩაიკოვსკი)

♦ ნამდვილი მუსიკა ყოველთვის რევოლუციურია, ის აერთიანებს ადამიანებს, აწუხებს მათ, მოუწოდებს წინსვლას. (შოსტაკოვიჩი)

♦ნამდვილ მუსიკას შეუძლია გამოხატოს მხოლოდ ჰუმანური გრძნობები, მხოლოდ პროგრესული ჰუმანური იდეები. (შოსტაკოვიჩი)

♦ მუსიკა თან ახლავს ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე. ძნელი წარმოსადგენია ადამიანის ცხოვრება მუსიკის გარეშე. მუსიკის ბგერების გარეშე ეს იქნებოდა არასრული, ყრუ, ღარიბი… ხალხს სჭირდება ყველანაირი მუსიკა – ფლეიტის უბრალო მელოდია უზარმაზარი სიმფონიური ორკესტრის ჟღერადობამდე, უბრალო პოპულარული სიმღერიდან ბეთჰოვენის სონატებამდე. (შოსტაკოვიჩი).

♦ ჩვენ არ ვუსმენთ მუსიკას, მაგრამ მუსიკა გვისმენს. (ადორნო)

♦ არაფერი აღძრავს წარსულს ისეთი ძალით, როგორიც მუსიკაა; ის უფრო მეტს აღწევს: როცა მას იხმობს, თითქოს თვითონ გადის ჩვენს თვალწინ, ჩვენთვის საყვარელი ადამიანების ჩრდილებივით, იდუმალი და სევდიანი ფარდა. (სტეელი)

♦ ოჰ, მუსიკა! შორეული ჰარმონიული სამყაროს ექო! ანგელოზის კვნესა ჩვენს სულში! (რიხტერი)

♦ მუსიკის სფერო ემოციური არეულობაა. მუსიკის მიზანი ამ ემოციების აღგზნებაა და თავადაც შთაგონებულია მათგან. (სანდი)

♦ მუსიკას, არაფრის ხსენების გარეშე, შეუძლია ყველაფრის თქმა. (ერენბურგი)

მეგი ჭანტურიაფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ქუთაისის საოპერო თეატრის კონცერტმაისტერი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები