22 მარტი, შაბათი, 2025

გალობის უნივერსიტეტი – ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციის უნიკალური შესაძლებლობა

spot_imgspot_img

ა(ა)იპ „გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი“ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დარგის უალტერნატივო სპეციალიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევითა და მეცენატ ივანე ჩხარტიშვილის თანადგომით დაფუძნდა. გალობის უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული მუსიკის სწავლებას, დაცვას, განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მის პოპულარიზაციას.

ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამზადებს ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორებს (ლოტბარებსა და რეგენტებს) და ქართული ტრადიციული მუსიკის მკვლევრებს.

უნივერსიტეტს აქვს აკრედიტებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები:
  • საბაკალავრო პროგრამა:

ქართული ტრადიციული მუსიკა

  • სამაგისტრო პროგრამები:

ქართული ტრადიციული მუსიკის ლოტბარ-შემსრულებელი;

მუსიკოლოგია (ქართული ტრადიციული მუსიკა).

 

გალობის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს:
  • კომფორტულ სასწავლო გარემოსა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას;
  • დასაქმებაზე ორიენტირებულ სწავლებას;
  • საინტერესო და აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას;
  • სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამებს, სტიპენდიებს წარჩინებული სტუდენტებისათვის და ახალგაზრდა დედებისათვის;
  • მაღალკვალიფიციურ აკადემიურ პერსონალს;
  • დარგის შესაბამის მრავალფეროვან საბიბლიოთეკო (ბეჭდურ და ციფრულ) ფონდებსა და ფონოთეკას, საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ბაზებით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის დაფინანსებას;
  • სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას (ნოტრ დამის უნივერსიტეტი (აშშ), აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი;
  • საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • სტუდენტური პროექტების, ექსპედიციების დაფინანსებას;
  • ხმის ჩამწერი სტუდია „ქართული გალობის“ მომსახურებით სარგებლობას;
  • გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდების წევრობასა და კონცერტებზე, ფესტივალებსა და სხვა მრავალფეროვან აქტივობებში მონაწილეობას

 

გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა უმეტესი ნაწილი კვალიფიკაციის შესაბამისადაა დასაქმებული საკუთარ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებელი უნივერსიტეტის, საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობისა“ და ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.

გალობის უნივერსიტეტის მისია მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციული ხელოვნების დაცვა და განვითარებაა.

თუ გსურს, გააგრძელო წინაპრების მუსიკალური ტრადიციები, აირჩიე 177!

 

თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. 21

+995 032 230 65 94

info@galoba.edu.ge

www.galoba.edu.ge

გალობის უნივერსიტეტი • University of Chant 

galobisuniversiteti

UniversityOfChant

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ქალი კალიგრაფები

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება