27 ივლისი, შაბათი, 2024

გაკ­ვე­თი­ლე­ბი თვით­გა­მო­ხატ­ვის შე­უზღუ­და­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბით

spot_img

 

სა­ლო­მე გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი

ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ქვე­მო არ­ქე­ვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენის კონ­სულ­ტანტი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო არ­ქე­ვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში 2011 წლი­დან ვმუ­შა­ობ ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლად. ასე­ვე, რო­გორც კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან (TPDC) ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ, „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის“ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში.

გა­ნათ­ლე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბათ­მ­ცოდ­ნე ვარ. 2011 წელს და­ვამ­თავ­რე ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით. 2015 წელს კი, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მო­მე­ნი­ჭა დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხი. ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ონ­ში ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა ჩემ­მა სურ­ვილ­მა, მცი­რე წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა ქვეყ­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის საქ­მე­ში. ქარ­თულს უკ­ვე თერ­თ­მე­ტი წე­ლია ვას­წავ­ლი და ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­სო­დეს მი­ნა­ნია მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლა. მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბი­დან მა­ლე­ვე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ეს სწო­რედ ის საქ­მეა, რო­მელ­საც მუ­დამ სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ხა­ლი­სით ვა­კე­თებ. სტა­ტუ­სით წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბას კვლავ ვაგ­რ­ძე­ლებ. 2018 წელს მო­მე­ნი­ჭა გა­ნათ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხი ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხურ­ზეც გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვგეგ­მავ.

ქვე­მო არ­ქე­ვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლამ თა­ვი­დან­ვე კარ­გად მი­მი­ღო ახალ­ბე­და მას­წავ­ლე­ბე­ლი. სა­მუ­შაო გა­რე­მო ნამ­დ­ვი­ლად კომ­ფორ­ტუ­ლია ჩემ­თ­ვის, რად­გან კო­ლე­გებს ერ­თ­მა­ნეთ­თან უშუ­ა­ლო და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვაქვს. რა თქმა უნ­და, იყო სირ­თუ­ლე­ე­ბიც და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბიც. თუმ­ცა, ახ­ლა თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ რო­გორც სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, ისე ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მის­გან სრუ­ლი ნდო­ბა და მხარ­და­ჭე­რა მაქვს.

ჩე­მი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ქვე­მო არ­ქე­ვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ბევ­რი სი­ახ­ლე და­ი­ნერ­გა. გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე ისე­თი პრო­ექ­ტე­ბი და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო თემ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო ენის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ზე. ვცდი­ლობ, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის შე­ვამ­ზა­დო. პრო­ექ­ტე­ბი­სა და სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, ხელს ვუწყობ მოს­წავ­ლე­ებ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის“ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე პრო­ექ­ტი „მე-ლი­დე­რი“, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რა ლი­დე­რო­ბის პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მსგავ­სი პრო­ექ­ტის „ლი­დერ გო­გო­ნა­თა კლუ­ბი“ მი­ზანს კი წარ­მო­ად­გენ­და ქვე­მო არ­ქე­ვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე გო­გო­ნე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის ჩვე­ნე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს „სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბის“ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე პრო­ექ­ტი „ქსო­ვის კლუ­ბი“, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ნა­ვი­თა­რეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, თვით­გა­მო­ხატ­ვის, შრო­მი­თი და მე­წარ­მე­ო­ბის უნა­რე­ბი.

მოს­წავ­ლე­ებ­ში კულ­ტუ­რუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბი­სად­მი მზა­ო­ბი­სა და მრა­ვა­ლე­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებს ისა­ხავ­და ფრან­გუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტის მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი „ენე­ბის ევ­რო­პუ­ლი დღე“. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ქვე­მო არ­ქე­ვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, მო­ეწყო პოს­ტე­რე­ბის გა­მო­ფე­ნა, ჩა­ტარ­და სა­ხა­ლი­სო ვიქ­ტო­რი­ნა და ქვი­ზი, გა­ი­მარ­თა კა­რა­ო­კე.

ორ­გა­ნი­ზა­ცია „სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის ცენ­ტ­რის“ მხარ­და­ჭე­რით, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე პრო­ექ­ტი „ეკო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი“, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ მსმე­ნელ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას.

ჩე­მი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, 2019 წლი­დან, ქვე­მო არ­ქე­ვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა ჩარ­თუ­ლია eTwinning-ის ევ­რო­პელ მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლე­ბის და­მე­გობ­რე­ბის პროგ­რა­მა­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა მოს­წავ­ლე­ებს ეხ­მა­რე­ბა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის, მრა­ვა­ლე­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

ვფიქ­რობ, მოს­წავ­ლე­ე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის და მო­მა­ვალ­ში ძლი­ე­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზაა სკო­ლა­ში ისე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც სო­ცი­უმ­ში არ­სე­ბულ რე­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი და გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა-გარ­დაქ­მ­ნის­კენ მი­მარ­თუ­ლი.

ორ­გა­ნი­ზა­ცია „ორ­ბე­ლი­ა­ნი-სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ მხარ­და­ჭე­რით, ჩემ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი „ისტ-ის შემ­ს­წავ­ლელ­თა კლუ­ბი“ მიზ­ნად ისა­ხავ­და, ქვე­მო არ­ქე­ვან­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რ­დებს ეს­წავ­ლათ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი. ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე ვი­დე­ოპ­რო­ექ­ტი „ჩე­მი წარ­მა­ტე­ბის გზა“, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ ახალ­გაზ­რ­დებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბას, ჩე­მი გაკ­ვე­თი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სია, რო­მელ­შიც თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს თვით­გა­მო­ხატ­ვის შე­უზღუ­და­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს. ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თილს, ხში­რად, მოს­წავ­ლე­ებ­თან დი­ა­ლო­გის რე­ჟიმ­ში წარ­ვ­მარ­თავ. სა­აზ­როვ­ნო და დამ­ხ­მა­რე შე­კითხ­ვე­ბის დას­მით, ვზრდი მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და ვა­ხა­ლი­სებ მათ, გა­ბე­დუ­ლად გა­მო­ხა­ტონ სა­კუ­თა­რი აზ­რი. გაკ­ვე­თი­ლი მო­ი­ცავს კითხ­ვა-პა­სუ­ხის, დი­ა­ლო­გის, დის­კუ­სი­ის, რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბის აქ­ტი­ვო­ბებს, რაც ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლეს, გა­მო­ი­ყე­ნოს ვერ­ბა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცია, რო­გორც კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბის მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა. დიდ ყუ­რადღე­ბას ვუთ­მობ და ვა­ხა­ლი­სებ მოს­წავ­ლე­ებ­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვად ქმნი­ან გაკ­ვე­თი­ლის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სას­წავ­ლო რე­სურ­სებ­სა და თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბებს. მა­გა­ლი­თად, სქე­მებს, ილუს­ტ­რა­ცი­ებს ტექ­ს­ტის­თ­ვის, სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრო­შუ­რებს, პოს­ტე­რებს, მი­სა­ლოც ბა­რა­თებს, კუ­ლი­ნა­რი­ულ რე­ცეპ­ტ­თა კრე­ბულს და ა.შ.

თუ შე­ვა­და­რებთ ქვე­მო არ­ქე­ვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის პირ­ველ და მიმ­დი­ნა­რე წელს, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია, ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლის მი­მართ, საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ი­ზარ­და. დღე­ი­სათ­ვის, მოს­წავ­ლე­თა უმე­ტე­სო­ბა სრუ­ლად აც­ნო­ბი­ე­რებს სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბას მათ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში და იმას, თუ რა დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ქარ­თუ­ლი ენის სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე ფლო­ბას მა­თი სწავ­ლი­სა და და­საქ­მე­ბის­თ­ვის.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლის კედ­ლებ­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნას აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­დ­ნენ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში. ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ხში­რად აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან ხოლ­მე თარ­ჯიმ­ნის როლ­ში და სხვებს ეხ­მა­რე­ბი­ან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის წარ­მარ­თ­ვა­ში სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ვი­ზი­ტი­სას, დო­კუ­მენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას და სხვა მსგავს შემ­თხ­ვე­ვებ­ში, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა დგე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებს პრო­ფე­სი­ულ და კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ში ვეხ­მა­რე­ბი: ვუძღ­ვე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შემ­ს­წავ­ლელ კურ­სებს ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ვა­ტა­რებ სა­მუ­შაო და სა­კონ­სულ­ტა­ციო შეხ­ვედ­რებს და ა.შ. ვცდი­ლობ, ვი­ყო მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა სცდე­ბა საკ­ლა­სო სწავ­ლე­ბის ვიწ­რო ფო­კუსს. აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი რო­გორც სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, ისე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები