26 ოქტომბერი, სამშაბათი, 2021

გაიცანით საუკეთესო ათეული

spot_img

 

აზა ხან­გოშ­ვი­ლი 

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დუ­ი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის ფი­ზი­კის, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის, მე­წარ­მე­ო­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის და სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი: 

 

რო­დე­საც ათე­უ­ლი გა­მო­აცხა­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცია არ მქო­ნია, რად­გან ჩემს თავს ათე­ულ­ში ყო­ველ­თ­ვის ვხე­დავ­დი, მჯე­რო­და, რომ აუცი­ლებ­ლად მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი. რო­ცა შე­მატყო­ბი­ნეს, რომ ოცე­ულ­ში ვარ, ამა­ში კი­დევ უფ­რო მე­ტად დავ­რ­წ­მუნ­დი. რა თქმა უნ­და, სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვია, მაგ­რამ ჩე­მი თა­ვის­გან მეტს ვე­ლო­დე­ბი.

ნი­კო კეცხო­ვე­ლის კონ­კურ­ს­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ჩე­მი ეკოკ­ლუ­ბით. ბა­ტონ­მა ლა­დო აფხა­ზა­ვამ, რო­მე­ლიც ჟი­უ­რი­ში იყო, მკითხა, ხომ არ ვა­პი­რებ­დი ჩე­მი თა­ვის წარ­დ­გე­ნას „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“კონ­კურ­ს­ზე. რო­დე­საც ჩე­მი ეკოკ­ლუ­ბი პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­და და გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ვი­პო­ვეთ, ვი­ფიქ­რე, რა­ტო­მაც არა. გა­დავ­წყ­ვი­ტე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო, თან ლა­დო აფხა­ზა­ვამ ასე მითხ­რა, მე აუცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვალ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და მინ­და, რომ ეს ჯილ­დო თქვენ მო­გი­ლო­ცო­თო. იმ მო­მენ­ტ­ში ჩემ­ზე უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი არა­ვინ იყო. მი­სი სიტყ­ვე­ბი ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავ­და ჩემ­თ­ვის. ბევ­რი აღარც მი­ფიქ­რია, შე­ვავ­სე აპ­ლი­კა­ცია და ამას, რა თქმა უნ­და, არ ვნა­ნობ.

პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ერ­თი ათად გა­მე­ზარ­და. ვფიქ­რობ, სწავ­ლე­ბის ჩე­მი მე­თო­დე­ბი და პრინ­ცი­პე­ბი სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის და მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ვაც­ნობ. მო­ტი­ვა­ცი­აც გა­მე­ზარ­და, ძა­ლი­ან ბევრს ვი­მუ­შა­ვებ და ჩე­მი აქ­ტი­ვო­ბე­ბით კი­დევ უფ­რო მე­ტად და­ვეხ­მა­რე­ბი მოს­წავ­ლე­ებს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ. ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ არა მარ­ტო ჩემს სკო­ლა­ში, არა­მედ მთელ ხე­ო­ბა­ში, თემ­ში და მე­ტიც, ვფიქ­რობ, მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ვიქ­ნე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად გა­ა­ბედ­ნი­ე­რებს ბავ­შ­ვებს.

5 სა­განს ვას­წავ­ლი, ორ ენა­ზე. 3 ენა­ზე მო­სა­უბ­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ — ჩე­მი მშობ­ლი­უ­რი ენა, ქარ­თუ­ლი (ჩემ­თ­ვის მე­სა­მე ენაა) და რუ­სუ­ლი (მე­ო­რე, რად­გან 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სულ სექ­ტორ­ზე ვმუ­შა­ობ­დი). ორი წე­ლია, რაც ქარ­თულ სექ­ტორ­ზე გად­მო­ვე­დი. ძა­ლი­ან კარ­გი პე­და­გო­გე­ბი გვყავს, ჩემს სკო­ლა­ში თით­ქ­მის 90% უკ­ვე უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია. ქარ­თულ სექ­ტორ­ზე ვას­წავ­ლი ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბას, ფი­ზი­კას, სპორტს და მე­წარ­მე­ო­ბას, ხო­ლო რუ­სულ სექ­ტორ­ზე — ფი­ზი­კას და ქი­მი­ას. რო­ცა ქარ­თუ­ლად ვას­რუ­ლებ გაკ­ვე­თილს, გა­დავ­დი­ვარ რუ­სულ სექ­ტორ­ში, უკ­ვე სხვა კლას­ში სხვა თე­მის ახ­ს­ნა მი­წევს რუ­სულ ენა­ზე. ფი­ზი­კუ­რად ამის კე­თე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია, მაგ­რამ ეს არის ჩე­მი ცხოვ­რე­ბის წე­სი და მო­წო­დე­ბა. მე ჩეჩ­ნე­თი­დან ლტოლ­ვი­ლი ვარ, რო­მე­ლიც ომს გა­მო­ექ­ცა და სა­ქარ­თ­ვე­ლომ შე­ი­ფა­რა, ამი­ტომ ეს ჩე­მი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, ბევ­რი ვი­მუ­შაო და გა­მო­ვად­გე ჩემს ქვე­ყა­ნას, რო­მელ­მაც მე და ჩე­მი შვი­ლე­ბი გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა.

ვცხოვ­რობ დუ­ის­ში, ჩემს მე­ო­რე სო­ფელ­ში, სა­დაც ომის შემ­დ­გომ დავ­ბი­ნავ­დი. თე­მის­გან მუდ­მი­ვად ვგრძნობ მად­ლი­ე­რე­ბას, თი­თო­ე­უ­ლი მშობ­ლის­გან, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­შიც კი ღი­მი­ლით მე­სალ­მე­ბა. ეს ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა და უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ, რომ ამ თემ­ში მოვ­ხ­ვ­დი.

აქ რომ ჩა­მო­ვე­დი, ქარ­თუ­ლი ენა ვი­ცო­დი, მაგ­რამ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა რუ­სუ­ლად მქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე, შემ­დეგ, მცი­რე ასაკ­ში, ქვეყ­ნი­დან წა­ვე­დი და და­ახ­ლო­ე­ბით, 25 წლის შემ­დეგ დავ­ბ­რუნ­დი. უკ­ვე 22 წე­ლია, აქ ვცხოვ­რობ, რა­საც, რა თქმა უნ­და, არ ვნა­ნობ.

სწავ­ლე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი მე თვი­თონ შევ­ქ­მე­ნი ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რა თქმა უნ­და, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ზოგ­ჯერ ამ გეგ­მი­და­ნაც ვუხ­ვევ და ჩე­მე­უ­ლი მე­თო­დე­ბით, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ვას­წავ­ლი (მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კას, მარ­ტი­ვად მიმ­ყავს მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ ურ­თუ­ლეს საგ­ნამ­დე).

ვარ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე და ბევრ პრო­ექ­ტ­ში ჩავ­რ­თე მოს­წავ­ლე­ე­ბი, ზო­გა­დად ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ბევრ არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ჩვენს ხე­ო­ბა­ში შე­მო­ვიყ­ვა­ნე. მე­წარ­მე­ო­ბაც შე­მო­ვი­ტა­ნე, ჩე­მი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჩვენს სკო­ლა­ში და ვა­პი­რებ, რომ არა მხო­ლოდ ერთ კლას­ში, არა­მედ რამ­დე­ნი­მე კლას­ში ვას­წავ­ლო, რად­გან ამ სა­გან­მა ძა­ლი­ან დი­დი ინ­ტე­რე­სი ჰპო­ვა. მე­წარ­მე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკ­ვე ტრე­ნერ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და ეს ჩემ­თ­ვი­საც და ხე­ო­ბის­თ­ვი­საც.

მოს­წავ­ლე­ებს ვას­წავ­ლი პრო­ექ­ტე­ბის წე­რას და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. თით­ქ­მის ყვე­ლა ჩემ­მა მოს­წავ­ლემ, მე-11 კლას­ში, იცის ნე­ბის­მი­ერ იდე­ას რო­გორ მო­არ­გოს რა­ღაც პრო­ექ­ტი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, რო­გორც პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი. 5 საგ­რან­ტო პრო­ექ­ტი და­უ­ფი­ნან­ს­და ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ხე­ო­ბა­ში და დღეს მათ თა­ვი­ან­თი ჯი­ბის ფუ­ლი აქვთ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს მო­მა­ვალ­ში მა­თი პრო­ფე­სი­აც გახ­დეს. ასე­ვე, სკო­ლა­ში მაქვს პრო­ფე­სი­უ­ლი კურ­სი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა თე­ქა-გო­ბე­ლე­ნის, ხა­ლი­ჩე­ბის ქსო­ვამ, კარ­გად შე­ვის­წავ­ლე და სკო­ლა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი კურ­სი გავ­ხ­სე­ნი. სკო­ლის და ხე­ო­ბის ბავ­შ­ვებს ვას­წავ­ლი ხელ­საქ­მეს.

ბუ­ნე­ბით ისე­თი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ არ ვჩერ­დე­ბი, მუდ­მივ ძი­ე­ბა­ში ვარ, თა­ვის­თა­ვად, მას­წავ­ლე­ბე­ლიც ასე­თი ვარ. გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ვე­ძებ ცვლი­ლე­ბებს და მინ­და, ეს სხვე­ბის­თ­ვი­საც გა­დამ­დე­ბი იყოს. არ მო­მე­რი­დე­ბა იმის თქმა, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქა­ლი ვარ, რო­მელ­მაც ხე­ლი შე­ვუწყ­ვე სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვას, ქა­ლი მხო­ლოდ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში რომ უნ­და იყოს. დი­ლით ძა­ლი­ან ად­რე მივ­დი­ვარ სკო­ლა­ში, სახ­ლ­ში ძა­ლი­ან გვი­ან ვბრუნ­დე­ბი, დაღ­ლილ-და­ქან­ცუ­ლი. სახ­ლ­ში მყავს ცხო­ვე­ლე­ბი, ძრო­ხე­ბი, ვა­კე­თებ ყველს და ვყი­დი. ასეთ რე­ჟიმ­ში მი­წევს ყო­ველ­დღი­უ­რად მუ­შა­ო­ბა. ოთხი ვა­ჟი მყავს, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად გვერ­დ­ში მიდ­გა­ნან, მეხ­მა­რე­ბი­ან და მა­ქე­ზე­ბენ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ვა­კე­თო ჩემს სფე­რო­ში.

ასე­თი რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც გეტყ­ვით, რომ არ ვიღ­ლე­ბი, ღა­მე სულ იმა­ზე ვფიქ­რობ, სწრა­ფად გა­თენ­დეს, რომ ჩემს სამ­სა­ხურ­ში მი­ვი­დე და იქ გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი ვნა­ხო. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­ცა კო­ლე­გე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი და სრუ­ლი­ად თე­მი ასე გა­ფა­სებს, ამა­ში კი­დევ უფ­რო დი­დი ხიბ­ლია, რომ საქ­მე უკეთ აკე­თო, ვიდ­რე აქამ­დე გა­მოგ­დი­ო­და.

 

მა­რი­ნა ხა­რი­ტო­ნაშ­ვი­ლი

თბი­ლი­სის სერ­ვან­ტე­სის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზია აია-ჯეს­სის გე­ოგ­რა­ფი­ის და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს  დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბი, ვცდი­ლობ, ყვე­ლა და­სა­ხუ­ლი მი­ზა­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო. შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა სა­სა­ცი­ლო­დაც კი მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ მე­ში­ნო­და სამ სა­ათ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მოს­მე­ნა არ­ჩე­უ­ლი ათე­უ­ლის შე­სა­ხებ და ჩემს უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს, შარ­შან­დე­ლი ხუ­თე­უ­ლის გა­მარ­ჯ­ვე­ბულს, მა­რი­კა ვარ­თუ­მაშ­ვილს ვთხო­ვე, რომ ენა­ხა ფი­ნა­ლის­ტე­ბის სია. თუ არ ვიქ­ნე­ბო­დი ამ სი­ა­ში, მა­რი­კას არ უნ­და და­ე­რე­კა, ხო­ლო თუ სი­ა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბო­დი, ამ ბედ­ნი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ხა­რო­ბე­ლი ის უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. იმ დღეს სკო­ლა­ში დრო ძა­ლი­ან ნე­ლა გა­დი­ო­და, თით­ქ­მის ყო­ველ წამს სა­ათს ვუ­ყუ­რებ­დი და ვცდი­ლობ­დი, არც მე­ფიქ­რა შე­დეგ­ზე. სა­მი სა­ა­თიც ნელ-ნე­ლა მო­ახ­ლოვ­და, ამ დროს ჩე­მი ეკო-ტუ­რის­ტუ­ლი კლუ­ბის წევ­რებ­თან ერ­თად სა­ზაფხუ­ლო აქ­ტი­ვო­ბებს ვგეგ­მავ­დით. სა­მი სა­ა­თიც გახ­და და, სამ­წუ­ხა­როდ, მა­რი­კას ზა­რი არ გა­ის­მა ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­მო­ვი­და უცხო ზა­რი, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ ვუ­პა­სუ­ხე და მო­მეს­მა მა­რი­კას ხმა: მა­რი­ნა ათე­ულ­ში მოხ­ვ­დიო. ეს იყო სა­ო­ცა­რი, ზღვა ემო­ცია, ცხოვ­რე­ბა­ში ასე არა­ფე­რი გამ­ხა­რე­ბია, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით ჩე­მი ორი ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი, ვყოყ­მა­ნობ­დი, მაგ­რამ მა­ინც ჩავ­თ­ვა­ლე სა­ჭი­როდ, რომ ჩე­მი ოც­და­ოთხ­წ­ლი­ა­ნი სა­მუ­შაო კა­რი­ე­რის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა კო­ლე­გე­ბის­თ­ვის და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. ამ კონ­კურ­ს­ში სა­მი წლის წინ ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუმ­ცა ფი­ნალ­ში ვერ გა­ვე­დი. ამის შემ­დეგ მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად უფ­რო მე­ტი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი და­მე­გეგ­მა. და­ვიწყე თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან და ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით. ასეთ­მა დიდ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ მი­ბიძ­გა, რომ კი­დევ ერ­თხელ მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს კონ­კურ­ს­ში და მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ყვე­ლა­სათ­ვის, რომ თუ ადა­მი­ანს  მი­ზა­ნი აქვს, ის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. ისევ მინ­და, ვახ­სე­ნო ჩე­მი მე­გო­ბა­რი — მა­რი­კა ვარ­თუ­მაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ხში­რად მე­უბ­ნე­ბო­და, რომ წელს აუცი­ლებ­ლად უნ­და მი­მე­ღო ამ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და აღ­მოჩ­ნ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­ულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რო­მე­ლიც ხე­დავ­და ჩემს ასეთ აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას, წარ­მად­გი­ნა მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე. ამის შემ­დეგ უკ­ვე სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყ­ვი­ტე კონ­კურ­ს­ში  მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, პირ­ველ რიგ­ში, არის კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბის აღი­ა­რე­ბა. ასე­ვე ყვე­ლა ფი­ნა­ლისტს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი და ნი­ჭი გა­მო­ი­ყე­ნოს და გა­ა­ზი­ა­როს არა მხო­ლოდ თა­ვის სკო­ლის და თე­მის ფარ­გ­ლებ­ში, არა­მედ აქ­ტი­უ­რად ჩარ­თოს სხვა სკო­ლე­ბი და რე­გი­ო­ნე­ბი. ყვე­ლა პე­და­გოგს აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი სწავ­ლის მიდ­გო­მე­ბი, რაც სხვა მას­წავ­ლებ­ლებ­საც წა­ად­გე­ბა და ერ­თობ­ლი­ვად ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ.

ისიც მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კურ­სი ძა­ლი­ან და­იხ­ვე­წა და მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლე­ბელ­თა რიცხ­ვი სულ უფ­რო იზ­რ­დე­ბა, რაც მთავა­რია, ყვე­ლა პე­და­გოგს აქვს შან­სი, მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მო­ა­ჩი­ნოს თა­ვი­სი პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა თუ მიღ­წე­ვე­ბი, გა­იც­ნონ ერ­თ­მა­ნე­თი და ერ­თობ­ლი­ვად მო­აგ­ვა­რონ პრობ­ლე­მე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში.

ცხა­დია, ჟი­უ­რი აპ­ლი­კან­ტებს შო­რის არ­ჩევს მას­წავ­ლებ­ელს, რო­მელ­საც მა­თი თვალ­თა­ხედ­ვით აქვს გა­მორ­ჩე­უ­ლი მიდ­გო­მე­ბი რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი, ისე არა­ფორ­მა­რუ­ლი სწავ­ლე­ბი­სას. ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მინ­და, ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო ორ ფაქ­ტორ­ზე, ესე­ნია: არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და ის სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ალ­ბათ საკ­ვან­ძო ელე­მენ­ტია ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და მოს­წავ­ლის­თ­ვის. ამ დროს მოს­წავ­ლე მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს რე­ა­ლი­ზე­ბას და იმ უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნას, რასაც ვერ ახერ­ხებს ჩვე­უ­ლებ­რივ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ეს არის, მა­გა­ლი­თად, სა­ვე­ლე გას­ვ­ლე­ბი, კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი. ამ კუთხით შე­მიძ­ლია, ვახ­სე­ნო პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც თით­ქ­მის ყო­ველ წელს სხვა­დას­ხ­ვა ასა­კობ­რივ ჯგუფ­თან ვა­ხორ­ცი­ე­ლებ, მა­გა­ლი­თად: და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცი­ე­ბი, ხე-მცე­ნა­რე­ე­ბის დარ­გ­ვის აქ­ცი­ე­ბი, ურ­ბა­ნულ ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, მა­თი დაც­ვა და მრა­ვა­ლი სხვა. ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ, ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მებს, რაც, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე გა­დამ­წყ­ვე­ტი  იყო ჟი­უ­რის­თ­ვის, ჩემ მი­ერ, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ორი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი:  „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა­ნი“ და „მე­გობ­რო­ბის ხი­დი“. ახ­ლა მო­გიყ­ვე­ბით, რო­გორ მო­მი­ვი­და აზ­რად ამ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის იდეა. ორი წლის წინ, რო­დე­საც პან­დე­მი­ამ  ჩაგ­ვ­კე­ტა სახ­ლებ­ში, შე­ვიზღუ­დე იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა სრულ­ყო­ფი­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, პან­დე­მი­ამ­დე მოს­წავ­ლე­ე­ბი ხში­რად გამ­ყავ­და ბუ­ნე­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი სა­გაკ­ვე­თე­ლო თე­მა­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ვფიქ­რობ­დი, როგორ  გა­მე­ზარ­და ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­ში სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია. ერთ დღე­საც, ავე­დი ჩე­მი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე და იქი­დან ჩა­ვა­ტა­რე გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც ჩემ­მა შვილ­მა ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ი­ღო. მე­ო­რე დღეს, გაკ­ვე­თილ­ზე, ეს ვი­დეო ჩემს მოს­წავ­ლე­ებს გა­ვუ­ზი­ა­რე და ამ გაკ­ვე­თილ­მა ძა­ლი­ან დი­დი ინ­ტე­რე­სი და ემო­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა მთხო­ვეს მსგავ­სი სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტი კი­დევ მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა. ამ დროს ჯერ სრუ­ლი ლოქ­და­უ­ნი იყო და ფე­ხით მო­მი­წია 20 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა, რომ ავ­სუ­ლი­ყა­ვი თემ­ქა­ზე — ყე­ე­ნის მთა­ზე და ჩა­მე­წე­რა მე­ო­რე გაკ­ვე­თი­ლი, თბი­ლი­სის ერთ-ერთ ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა­ზე — „სა­ქარ­თ­ვე­ლოს მა­ტი­ა­ნე“. ამ გაკ­ვე­თილ­მაც დი­დი ფუ­რო­რით ჩა­ი­ა­რა, ვფიქ­რობ­დი, რად­გან ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ასე მოს­წონ­დათ მსგავ­სი ვი­დე­ო­ე­ბი, რა­ტომ არ უნ­და გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა ისი­ნი ჩე­მი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გვერ­დ­ზე და მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის? ეს ერ­თ­გ­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაც აღ­მოჩ­ნ­და. ძა­ლი­ან ბევ­რი მწერ­და და მი­რე­კავ­და, ძა­ლი­ან ბევ­რ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­ი­ღო ეს გა­მოწ­ვე­ვა და თა­ვი­ან­თი საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იღებ­დ­ნენ გაკ­ვე­თი­ლებს და აზი­ა­რებ­დ­ნენ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის დახ­მა­რე­ბით, რაც ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბო­და გე­ოგ­რა­ფებს. ამ­ხე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­დეგ, გა­დავ­წყ­ვი­ტე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი — „მე­გობ­რო­ბის ხი­დი“. გე­ოგ­რა­ფე­ბის ფე­ის­ბუქ გვერ­დ­ზე გა­ვა­ზი­ა­რე ინ­ფორ­მა­ცია პრო­ექ­ტის დე­ტა­ლე­ბით, მსურ­ვე­ლე­ბი, და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩა­ერ­თ­ვე­ბოდ­ნენ ამ პრო­ექ­ტ­ში. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო: გე­ოგ­რა­ფი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, მოს­წავ­ლე­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს კუთხე­ე­ბის უკეთ გაც­ნო­ბა. პრო­ექ­ტ­ში თით­ქ­მის ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან ჩა­ერ­თნენ სკო­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი, იღებ­დ­ნენ ვი­დეოკო­ლა­ჟებს თა­ვი­ან­თი ის­ტო­რი­უ­ლი კუთხის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­შიც უნ­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი თა­ვი­ანთ საცხოვ­რე­ბელ­ზე. შემ­დეგ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით ზუმ ჩარ­თ­ვებს, რომ­ლებ­შიც ჩე­მი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ებს და ერ­თ­მა­ნეთს თა­ვი­ანთ და­მუ­შა­ვე­ბულ ვი­დეომა­სა­ლას  უზი­ა­რებ­დ­ნენ. ეს პრო­ექ­ტი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან კვლავ შე­ვუდ­გე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს კუთხე­ე­ბის უკეთ გაც­ნო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე მას­შ­ტა­ბურ სო­ცი­ა­ლურ პრო­ექტს — „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა­ნი“, ის უშუ­ა­ლოდ და­ვა­კავ­ში­რე სა­ქარ­თ­ვე­ლოს კუთხე­ე­ბის ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის შეს­წავ­ლასთაბ და შე­ვი­მუ­შა­ვე თა­მა­შის ფორ­მა­ტი, ე.წ. „გა­მოც­ნო­ბა­ნა“. ამ პრო­ექ­ტ­შიც სხავ­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნის სკო­ლამ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პრო­ექტს კონ­კურ­სის სა­ხე მი­ვე­ცი, სა­დაც მო­თა­მა­შე­ებს რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ობი­ექ­ტი უნ­და გა­მო­ეც­ნოთ. თა­მა­ში ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი გა­მოდ­გა და პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბი­სას, მო­ვაწყე და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია, სა­დაც ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს გა­და­ვე­ცი შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტი და მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან და პე­და­გო­გე­ბის­გან მად­ლი­ე­რე­ბის სა­ოც­რად ემო­ცი­უ­რი სიტყ­ვე­ბი მი­ვი­ღე. მოს­წავ­ლე­ე­ბი ხა­ლი­სით აღ­წერ­დ­ნენ თა­მა­შის პე­რი­ო­დის ყო­ველ დღეს, კერ­ძოდ, თუ რა ინ­ტე­რე­სით იყ­ვ­ნენ ჩარ­თულ­ნი კვლე­ვა-ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში და ჩე­მი მი­ზა­ნიც ზუს­ტად ეს იყო, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ეს­წავ­ლათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მრა­ვა­ლი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი ობი­ექ­ტი.

ბო­ლოს, არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვ­ნიშ­ნო ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში. „მე­გობ­რო­ბის ხი­დი“ გასც­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს საზღ­ვარს და მჭიდ­რო კავ­ში­რი გვაქვს მა­რო­კოს ქა­ლაქ ფე­სის ერთ-ერთ წამ­ყ­ვან სკო­ლას­თან. ასე­ვე, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა იაპო­ნი­ას­თან, პრო­ექ­ტით „Global Classroom“ — ყო­ველ შა­ბათს, ვუ­ერ­თ­დე­ბით მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის მოს­წავ­ლეს: მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­კუ­სი­ე­ბი მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე, რის შე­დე­გა­დაც მოს­წავ­ლე­ებს უვი­თარ­დე­ბათ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი. ბო­ლოს ვახ­სე­ნებ კი­დევ ერთ პრო­ექტს რუ­მი­ნეთ­თან, რომელსაც ეწო­დე­ბა „სა­ერ­თა­შო­რი­სო პას­პორ­ტი“. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ­ზა­დე­ბენ მა­სა­ლებს და უზი­ა­რე­ბენ სხვა ქვეყ­ნის მოს­წავ­ლე­ებს თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის ტრა­დი­ცი­ას, კულ­ტუ­რა­სა და მრა­ვალ სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ვფიქ­რობ, რომ ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა წა­ად­გე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რაზ­ზეც. ასე­ვე, ეს პრო­ექ­ტე­ბი ხელს შეგ­ვიწყობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო მსოფ­ლი­ოს სხვა კუთხი­თაც და­ვა­ნა­ხოთ.

 

 

გიტა თვალაბეიშვილი

თბილისის №168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი

 

 

 

„შეუძლებელია, არ არსებობს, გამორიცხულია“ – ეს ის სიტყვებია, რომელსაც გაფუჭებული დიქტოფონივით იმეორებდი, ოთახიდან ოთახში დადიოდი და პატარა ბავშვივით ტიროდიო, – დამცინის ჩემი შვილი.

მართალია, რადგან მაშინ სრულიად არაადეკვატური ვიყავი. ალბათ ძალიან სასაცილოც, თუ ამას ვაკეთებდი. არ ვიცი, სიტყვები ცოტაა მაშინდელი ფიქრების გადმოსაცემად.

მაშინ, როცა ფიქრობ, რომ სადღაც, ერთ-ერთ სკოლაში, შენთვის ზიხარ და აკეთებ იმას, რაც ძალიან მოგწონს, რაც სწორად მიგაჩნია, რაც მნიშვნელოვანი გგონია ბავშვის განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის. არ მოგწონს რაღაც-რაღაცები და შენ თვითონ გადააკეთებ-გადმოაკეთებ და ისე მიგაქვს მოსწავლეების გულებამდე და გონებამდე. მეტიც, თუ რაღაც კარგად ჩაივლის, თვითკმაყოფილი გამოქვეყნებასაც ბედავ, რომ უკვე დატესტილ-გამონაცადი სხვასაც გაუზიარო.

…და უცებ აღმოაჩენ, რომ ეს ყველაფერი, რაც გიკეთებია, თურმე, მარტო შენ და შენს მოსწავლეებს კი არა, სხვა ადამიანებსაც მოსწონთ.

ჰოდა, მიხარია თუ სწორი გზით ვატარე ჩემი მოსწავლეები. თუმცა ახლა ვაცნობიერებ, რომ ამ ათეულში მოხვედრა, აღიარებასთან ერთად, სხვა შინაგან პასუხიმგებლობებს და მოვალეობებსაც გაკისრებს, რაც ცოტათი მაფორიაქებს კიდეც.

მასაწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი ხელს უწყობს მასწავლებლის საქმიანობის აღიარებასა და პოპულარიზებას. ხუთი წელია უკვე ამ ჯილდომ ბევრი საინტერესო და შესანიშნავი მასწავლებელი გამოავლინა. აღიარება ყველა საქმიანობას სჭირდება, მით უფრო, როცა მასწავლებლობა თითქოს დაუფასებელი პროფესიაა, ამგვარი მიდგომა ზრდის პროფესიისადმი ინტერესს. ამას სხვა ადამიანებიც ადასტურებენ. გარდა ამისა, მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ ერთმანეთს დააკავშირა და გააცნო ისეთი მასწავლებლები, ვინც საერთო საქმეს ემსახურებიან დიდი ენთუზიაზმით, მონდომებითა და ინტერესით. მათი მონაწილეობით დაიგეგმა და განხორციელდა მრავალი საინტერესო ინიციატივა, პროექტი თუ აქტივობა ზოგადი განათლების მიმართულებით და ალბათ სამომავლოდაც მრავლად ვიხილავთ.

ვაი! ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხი ყველაზე უკეთ ალბათ ჟიურის წევრებს ეცოდინებათ. ჩემი მხრიდან, რთული იქნება, ამ კითხვას ობიექტურად ვუპასუხო. არ ვთვლი, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებ, რადგან ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრ მასწავლებელს ვიცნობ, ვისაც ეს საქმე საოცრად გამოსდის. უბრალოდ გეტყვით, თუ რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი სწავლებისას.

„ასწავლი, ნიშნავს ორჯერ ისწავლო“. დიახ, ერთხელ ყველაფერი საკუთარი თავისთვის ვისწავლე, ახლა კი ამას ჩემი მოსწავლეებისთვის ვაკეთებ. ვაკვირდები, ვინიშნავ, ვეძებ, ვცდილობ, ვამოწმებ, მოვსინჯავ, ვარგებ, აღმოვაჩენ, ვქმნი, ვაღიარებ, ვცვლი – ეს ის ზმნებია, რომელიც ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას განსაზღვრავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოსწავლეები პატარა ადამიანები არიან, მათ ყოველთვის აღვიქვამ როგორც თანასწორს. მათ იციან, რომ თითოეულის ფიქრი და ემოცია ჩემთვის მნიშვნელოვანია. ისინი ჩემში უნდა ხედავდნენ მხარდამჭერსა და გულშემატკივარს. თითქმის ყველაფერზე ერთად ვმსჯელობთ და მივდივართ საერთო აზრამდე.

ყოველთვის ვცდილობ საკლასო ოთახში პოზიტიური, მეგობრული და თბილი გარემო შევქმნა, რადგან სკოლიდან წასულ მოსწავლეს კვლავ გაუჩნდეს მოსვლის სურვილი. მოსწავლე უნდა გრძნობდეს მის საჭიროებას გაკვეთილზე. ფიქრობდეს, რომ მის გარეშე გაკვეთილი ისეთი მომხიბვლელი ვერ იქნება. უკეთ სწავლებისთვის აუცილებელია მოსწავლეთა განწყობა და მოტივაცია. მიმაჩნია, რომ ბედნიერ ბავშვთან ბევრად მეტის გაკეთებას შევძლებ. ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ამისთვის ხშირად ვიყენებ თამაშის ელემენტებს.

ბავშვებს ძალიან მოსწონთ ინტეგრირებული სწავლება, ერთი საკითხის სხვადასხვა საგნისა თუ კომპეტენციის ჭრილში განხილვა. ამით ისინი თემის ღირებულებასა და დანიშნულებას მეტად და მრავალფეროვნად იაზრებენ. ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი საკითხი 3-4 საგანზეც მოგვირგია.

ხშირად ვაწარმოებ მოსწავლეებზე `დაკვირვების დღიურს~, რაც საშუალებას მაძლევს, შევაფასო მათი უნარები და შესაძლებლობები. გავითვალისწინო და თითოეულის საჭიროებიდან გამომდინარე დავგეგმო გაკვეთილი. ამისთვის, მეტწილად, ვიყენებ დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს, რომელიც მორგებულია თითოეული ბავშვის საჭიროებას, იქნება ეს გარემოს მოწყობა თუ მეთოდოლოგიის მრავალფეროვნება.

აუცილებელია სწავლება არაფორმალურ გარემოშიც, რადგან ასეთ დროს დაინტერესება დიდია და ბევრად მეტს და უკეთ ითვისებს მოსწავლე შესასწავლ საკითხზე. ამისთვის ხშირად გვაქვს გასვლითი გაკვეთილები ღია სივრცეებში, მუზეუმებში, საგამოფენო დარბაზებში, თეატრებში და ა.შ. ასეთი გაკვეთილების თანმხლები აქტივობაა მოსწავლეთა ანალიზი და რეფლექსია.

სასწავლო პროცესის ეფექტურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა. მათთვის ხშირად ვმართავ შეხვედრებს როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ სივრცეში, ვაცნობ სწავლების სპეციფიკასა და მეთოდებს, ვებინარებს.

დისტანციური სწავლებისას უამრავი რესურსის მოძიება, გადაკეთება, მორგება მომიხდა საჭიროებებზე და მოსწავლეთა ინტერესებზე. ზოგჯერ ვიყენებდი ინოვაციურ მიდგომებსაც. ქართულად მასალები მწირი იყო, ამიტომ ინტერნეტ სივრცეში ვეძებდი, ვაქართულებდი, ვქმნიდი ახალ რესურსებს და ისე მიმქონდა მოსწავლეებამდე. მათ მრავლად ნახავთ ჩემს ყოუ ტუბე არხზე და ჟურნალ მასტსავლებელი.გე-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში.

ეროვნული ჯილდოს კონკურსს აქტიურად ვადევნებდი თვალს, ჯერ კიდევ 2017 წლიდან. იმთავითვე, როცა ეს კონკურსი შეიქმნა, მასწავლებლის სახლში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა კონკურსის მოთხოვნებისა და ფორმატის გაცნობის შესახებ, სადაც სკოლას წარგზავნილი ჰყავდა ერთი მასწავლებელი. ისე მოხდა, რომ ამ შეხვედრას დავესწარი. როცა აპლიკაცია გაგვაცნეს, ჩემდა უნებურად, გავიფიქრე, ბედნიერი ის, ვინც ამას შეძლებს-მეთქი. მას შემდეგ აქტიურად ვადევნებ თვალს კონკურსს, თუმცა არასდროს მიფიქრია კი არა, აღარასდროს გამიხსნია აპლიკაცია, რომ გავცნობოდი მაინც. წელს ისე მოხდა, რომ ერთ-ერთ კონფერენციაზე გავიცანი ანა კინწურაშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის ხუთეულის წევრი. ანა იყო სწორედ ის ადამიანი, ვინც პირველად წარმადგინა ჯილდოზე, დამარწმუნა და გადამაწყვეტინა მონაწილეობა. მცირე ხანში მეორე წარდგენის შეტყობინებაც მივიღე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2018 წლის გამარჯვებულისგან – მანანა კაპეტივაძისგან. ჰოდა, მოდი და უღალატე ასეთი ადამიანების ნდობას და არ სცადო მაინც აპლიკაციის შევსება…

 

 

ხათუნა რაზმაძე

თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

 

 

 

საოცრად ამაღელვებელი და გამორჩეული განცდა დამეუფლა, როდესაც ჩემი გვარი მოვისმინე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა შორის. პირველი ემოციები მინდა შევადარო უჩვეულო „ტროპიკულ კოქტეილს“, სადაც სიხარულის, ბედნიერების, მადლიერების, გამარჯვების, შრომის დაფასების, მოლოდინის დასრულების და ჩემი პროფესიის სიყვარულის განმტკიცების ემოციები ერთურთს სცვლიდა. ეს ის წამია, რომელიც გინდა რომ შეაჩერო და ხმამაღლა წამოიძახო: „შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ყველაზე მეტად გამოხატავს პროფესია მასწავლებლის დაფასების, ამ პროფესიის პრესტიჟულობის გაზრდისა და პოპულარიზაციის ეტაპებს. ხელს უწყობს წარმატებული მასწავლებლების აღმოჩენას, მათი უნიკალური შესაძლებლობების გამოვლენასა და საზოგადოების წინაშე წარდგენას. ვიყო „ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი ჩემი საყვარელი საქმიანობის წარმოსაჩენად – მართლაც რომ საპასუხისმგებლო და, ამავდროულად, საამაყო საქმეა ჩემთვის. სიტყვა „ეროვნული“ – ეს სახელწოდებაც კი, ცალკე აღებული, ტანში ჟრუანტელს მგვრის, რადგან ამ საერთო გლობალიზაციის პროცესში, გამორჩეულად გაქცევს. ჩემთვის ამ კონკურსში მონაწილეობა და ათეულში მოხვედრა უდიდესი ძალის მომნიჭებელი განცდაა, რომელიც გაჟღენთილია პროფესიისადმი სიყვარულით, იმედებით, წინსვლით… ეს ის „ნაპერწკალია“, რომელიც სხვა მასწავლებლებში გამოიწვევს ამ პროფესიის დაფასება-აღიარებას, რაც შესაძლოა უფრო დიდ და სასიამოვნო ენერგიად იქცეს მომავალი თაობისთვის.

„მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება“ ჩემი უნივერსალური მიდგომათაგანია. განსაკუთრებით მხიბლავს და მომწონს ისეთი სახის მრავალფეროვანი, სასწავლო-შემეცნებითი, საგანთა ინტეგრირებით მიღებული, არაორდინარული მეთოდების, აქტივობებისა თუ სტრატეგიების გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის მრავალმხრივ ზრდა-განვითარებას. ამ ტიპის გაკვეთილებზე ყველა მოსწავლე ხალისით არის ჩართული „აქტიურ სწავლაში“, თავისდაუნებურად ხდება იმ თავგადასავლებისა და ფანტასტიკური ჟანრის თანამონაწილე, რომელსაც მათემატიკის გაკვეთილებზე ვთავაზობ. ჩემი მიზანია, შევარჩიო ისეთი გამორჩეული სახის დავალებები, რომელიც მამოტივირებელი, განწყობის ასამაღლებელი და სწავლისადმი სიყვარულის გამღვივებელი იქნება თითოეული მათგანისთვის. ყველა მოსწავლე ინდივიდუალურად ირგებს სხვადასხვა საგმირო პერსონაჟთა როლს და ამაღლებული განწყობით თუ „გმირული სულისკვეთებით“ ასრულებს იმ შეთავაზებულ მათემატიკურ გამოთვლებს, ამოცანებსა და გამოსახულებებს, რომელთა პასუხიც მიიყვანს პერსონაჟის გამარჯვებამდე. კონკრეტული გაკვეთილის ფარგლებში, საინტერესო სათავგადასავლო ჟანრიდან შემოჭრილი `დაბრკოლებისა თუ პრობლემის~ დაძლევის გზების ძიება საგაკვეთილო პროცესს აქცევს ნამდვილ ინტელექტუალურ გამოწვევად, მათემატიკას წარმოაჩენს უჩვეულოდ საინტერესო საგნად. თითოეულ გაკვეთილზე ორიენტირებული ვარ, რომ ხელი შევუწყო მოსწავლეებში ისეთი მნიშვნელოვანი და საჭირო უნარების განვითარებას, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი სახის უნარები და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.

კონკურსში მონაწილეობის მიღებას  სამი მნიშვნელოვანი საფუძველი უძღვის წინ:

  1. ამ პროექტის სახით, ახალი, მიმზიდველი და უჩვეულო სათავგადასავლო მოგზაურობა მელის, რომელიც დამეხმარება როგორც პროფესიულ ზრდა-განვითარებაში, ასევე საინტერესო ადამიანების აღმოჩენაში;
  2. მინდა პოპულარიზაცია გავუწიო მასწავლებლის პროფესიას. იქნებ ჩემი მცირე წვლილი შევიტანო პროფესიის არჩევანში და გავხდე ბიძგის მიმცემი ახალგაზრდა თაობისთვის, რადგან მე მჯერა, რომ: „ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და კალამს შეუძლია მსოფლიოს შეცვლა“;
  3. ჩემი მეხუთე შვილი გახლავთ შშმ პირი, სრული სიყრუის დიაგნოზით. შვილის არსებული მდგომარეობის გათავისება, უკეთესი გარემოს შექმნა და მსგავსი დიაგნოზის მქონე ბავშვების ცხოვრების გამრავალფეროვნება, სწორედ ეს გახდა ჩემი ცხოვრების უმთავრესი მიზანი. მსურს, დავაარსო არაფორმალური განათლების ცენტრი `ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის~.

ამ კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვება ოცნებად ქცეული მიზნის განხორციელებაში დამეხმარება.

გი­ორ­გი ტე­რუ­ნაშ­ვი­ლი

მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის, გე­ოგ­რა­ფი­ის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, „ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ და ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან  ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო, რო­ცა სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის წევ­რად და­მა­სა­ხე­ლეს. ასე­თი­ვე ემო­ცი­ე­ბი ჰქონ­დათ ათე­უ­ლის სხვა წევ­რებ­საც — ამის შე­სა­ხებ გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შექ­მ­ნილ ჯგუფ­ში ვი­სა­უბ­რეთ, გო­გო­ე­ბი არ მა­ლავ­დ­ნენ ემო­ცი­ებს, რაც ჩემ­ზეც პო­ზი­ტი­უ­რად მოქ­მე­დებ­და და მა­ხა­რებ­და მა­თი სი­ხა­რუ­ლი.

კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იმი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის რომ და­მემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­თა­ნა­დოდ ფას­დე­ბა და მე­ტი სტი­მუ­ლი მის­ცე­მო­დათ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას მთხოვ­დ­ნენ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბიც, რომ­ლებ­თა­ნაც საკ­მა­ოდ ბევრს ვმუ­შა­ობ და იმ­დენს მი­ვაღ­წი­ეთ ერ­თობ­ლი­ვი შრო­მით, რომ ახ­ლა მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვად არი­ან სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი, თა­ვად­ვე გეგ­მა­ვენ და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. მე მხო­ლოდ ფა­სი­ლი­ტა­ცი­ას ვუ­წევ და ძი­რი­თად სა­მიზ­ნე მი­მარ­თუ­ლე­ბებს ვსაზღ­ვ­რავ.

ამის გარ­და, დი­დი სურ­ვი­ლი მქონ­და, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­ხე­ლი გას­ც­დე­ნო­და რე­გი­ო­ნის ფარ­გ­ლებს და მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ე­გო ამ სკო­ლის ბე­ჯი­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ — ახორ­ცი­ე­ლე­ბენ პრო­ექ­ტებს, სა­დაც რეს­პონ­დენ­ტე­ბის, მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი­სა და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის სა­ხით, ჩარ­თუ­ლი ჰყავთ თე­მის წევ­რე­ბი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას­თან. ასე­ვე, დი­დი სურ­ვი­ლი მქონ­და, ამ სას­წავ­ლო წელს, მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პროგ­რა­მა „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“, რომ­ლის წევ­რიც ვარ. ჩვე­ნი პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ყო­ველ სას­წავ­ლო წელს, ხვდე­ბი­ან ხოლ­მე სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში, რად­გან ჩვე­ნი პროგ­რა­მა მარ­თ­ლაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნაკ­რე­ბია. მი­ხა­რია, რომ წელს ამის პა­ტი­ვი მე მხვდა წი­ლად. „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ ჯილ­დო­ზე“ წარ­მად­გი­ნა ჩვე­ნი­ვე პროგ­რა­მის მას­წავ­ლე­ბელ­მა და 2019 წლის სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­უ­ლის წევ­რ­მა, თა­მარ ადა­მი­ამ, აგ­რეთ­ვე — მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­ლის სა­ჯა­რო სკო­ლამ.  ასე­ვე, რე­კო­მენ­და­ცია გა­მი­წია 2019 წლის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბელ­მა, გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძემ. თა­მა­რიც და გი­ორ­გიც კარ­გად იც­ნო­ბენ ჩემს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

რჩე­უ­ლის სტა­ტუ­სი უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა. მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მო­პო­ვე­ბა ჩემ­თ­ვის უდი­დე­სი პა­ტი­ვი იქ­ნე­ბა, სა­ზო­მი იმი­სა, რომ მას­წავ­ლებ­ლის შრო­მა, მუდ­მი­ვი თვით­გან­ვი­თა­რე­ბა, პო­ზი­ტი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბა სა­თა­ნა­დოდ ფას­დე­ბა. მე­ო­რე მხრივ, პო­პუ­ლა­რო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემს, ჩე­მი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის მა­გა­ლი­თი გას­ც­დეს ჩემს სკო­ლას და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბამ­დეც მი­ვი­დეს. ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას არ და­ვი­შუ­რებ კო­ლე­გე­ბის­თ­ვის, მას­ტერ-კლა­სის­თ­ვის ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცეს გა­მო­ვი­ყე­ნებ. საქ­მე შრო­მა­ტე­ვა­დი და დამ­ქან­ც­ვე­ლი მექ­ნე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ა­მა­ყო, რომ მი­ღირს ასეთ დატ­ვირ­თ­ვად.

კონ­კურ­სი „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო“ სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს უდი­დეს მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ამ საქ­მი­ა­ნო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას ეწე­ვა. დი­დი მად­ლო­ბა ამ პრო­ექტს, მი­სი ჟი­უ­რის მთელ შე­მად­გენ­ლო­ბას, სპონ­სო­რებ­სა და მხარ­დამ­ჭე­რებს.

რა­ტომ გა­მო­მარ­ჩია ჟი­უ­რიმ? — ამ კითხ­ვა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხი თა­ვად ჟი­უ­რიმ იცის, თუმ­ცა შე­ვეც­დე­ბი, ჩე­მი აზ­რიც გითხ­რათ: დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა, პი­რა­დი მა­გა­ლი­თის მი­ცე­მა, გეგ­მი­უ­რო­ბა, სწავ­ლე­ბი­სას აქ­ცენ­ტი­რე­ბა სა­კითხის კომ­პ­ლექ­სურ ერ­თობ­ლი­ო­ბა­ზე და არა ერთ რო­მე­ლი­მე ას­პექ­ტ­ზე — ვფიქ­რობ, ჩე­მი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბია. ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­მა მოს­წავ­ლე­ე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და თე­მის წევ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა, მოს­წავ­ლე­თა მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცია მო­მა­პო­ვე­ბი­ნა. ასე­ვე, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცია და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი გა­ნა­პი­რო­ბა ჩემ­მა კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ­მა მიდ­გო­მებ­მა, სა­ინ­ტე­რე­სო რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ, სა­კითხე­ბი­სად­მი კომ­პ­ლექ­სურ­მა ხედ­ვამ და სო­ცი­ა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვამ. მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში სწავ­ლე­ბის და კლას­ში ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის მო­უ­ხერ­ხებ­ლო­ბის გა­მო, არა­ფორ­მა­ლურ სას­წავ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მოს­წავ­ლე­ებს ვრთავ შე­რე­უ­ლი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის ფორ­მით ისე, რომ ასა­კობ­რი­ვი ბა­ლან­სი ყვე­ლა ჯგუფ­ში და­ცუ­ლი იყოს; ჩე­მი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, მოს­წავ­ლე­ე­ბი ქმნი­ან და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტებს; ვაძ­ლევ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბა­საც რო­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ასეთ­მა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ­მა გზებ­მა და ჩემ­მა შექ­მ­ნილ­მა რე­სურ­სებ­მა, რომ­ლებ­საც სწავ­ლე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებ, გა­ა­მარ­თ­ლა და გა­ა­ჯან­სა­ღა სხვა­დას­ხ­ვა კლა­სის მოს­წავ­ლე­თა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ამ რე­სურ­სე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა სხვა სას­წავ­ლო საგ­ნე­ბის­თ­ვი­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

სა­სი­ცოცხ­ლო აუცი­ლებ­ლო­ბად მი­მაჩ­ნია: აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის მოს­წავ­ლე­ებს შეგ­ნე­ბუ­ლი ჰქონ­დეთ გა­რე­მოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ეკო­ნო­მი­კის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ცნე­ბე­ბი და სა­კუ­თარ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს მა­თი სის­ტე­მუ­რი გა­აზ­რე­ბის შე­დე­გად იღებ­დ­ნენ; გან­ვი­თარ­დეს მა­თი მო­რა­ლი. ამი­ტომ გაკ­ვე­თილ­საც ისე ვხსნი და და­ვა­ლე­ბებ­საც ისეთს ვაძ­ლევ, რომ ინ­ტე­რაქ­ცი­აც მა­ღა­ლი იყოს და სა­კითხის გა­დაჭ­რი­სას სხვა­დას­ხ­ვა სას­წავ­ლო საგ­ნი­დან აგე­ბულ ცოდ­ნას და­ეყ­რ­დ­ნონ. მე­სა­მე კლას­ში აქ­ცენტს ვა­კე­თებ მა­სა­ლა­ზე, სა­დაც გა­სუ­ლი­ე­რე­ბის ხერ­ხე­ბია და ფა­უ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს ადა­მი­ა­ნის თვი­სე­ბე­ბი აქვთ. ემო­ცი­ე­ბის აღ­საძ­ვ­რე­ლად მივ­მარ­თავ არა­ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ხერ­ხებს.

სას­წავ­ლო შე­დე­გებ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვებს ვა­და­რებ მი­სი­ვე წი­ნა­რე მიღ­წე­ვებს და არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში სხვა მოს­წავ­ლე­ებ­ს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩე­მი შემ­დ­გო­მი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი და შე­ფა­სე­ბა კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს­თან ამ შე­დე­გებს ემ­ყა­რე­ბა.

შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შემ­დეგ, ახალ სას­წავ­ლო მიზ­ნებს ვსა­ხავ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლი­სათ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით; ვა­ღი­ა­რებ და მხარს ვუ­ჭერ მიღ­წე­ვებს; სწავ­ლის ხელ­შე­საწყო­ბად უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას კონ­კ­რე­ტუ­ლი რჩე­ვე­ბით.

მაქვს ხში­რი შეხ­ვედ­რე­ბი მშობ­ლებ­თან, მათ­გან ვაგ­რო­ვებ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას და ვაძ­ლევ კონ­კ­რე­ტულ, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბი­სათ­ვის შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

კო­ლე­გებ­თან ჩე­მი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია: „peer coaching“ მე­თო­დით ურ­თი­ერ­თ­დას­წ­რე­ბა გაკ­ვე­თი­ლებ­ზე; აგ­რეთ­ვე კონ­სულ­ტი­რე­ბას ვუ­წევ ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებს პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში, ხო­ლო საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად ვა­კავ­ში­რებ „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლებ­თან, რომ­ლებ­თა­ნაც პრო­ფე­სი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­და, მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს და დახ­მა­რე­ბას ვუ­წევთ ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებს ჩვენს სას­წავ­ლო სა­გან­ში.

ვფიქ­რობ, ეს არის ის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რაც ჩემს სწავ­ლე­ბა­ში გა­მო­არ­ჩია ჟი­უ­რიმ.

მა­კა ხე­ლა­ძე

თბი­ლი­სის წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

რო­ცა და­მი­რე­კეს და მაც­ნო­ბეს ათე­უ­ლის წევ­რო­ბა, თით­ქოს სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა, სი­ხა­რუ­ლის­გან ვხტო­დი. ვე­რაფ­რით ვი­აზ­რებ­დი ამ­დენ პე­და­გოგ­ში რო­გორ გა­მო­მარ­ჩი­ეს. ჩე­მი აზ­რით, „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ კონ­კურ­სან­ტო­ბაც კი დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა. ვუ­ლო­ცავ ათე­უ­ლის ყვე­ლა წევრს ამ დიდ გა­მარ­ჯ­ვე­ბას. ჩემ­თ­ვის დი­დი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა და პა­ტი­ვია მათ რი­გებ­ში ყოფ­ნა.

„მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო“ დი­დი ხნის ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბა — ჩემს სო­ფელ­ში, კა­ხეთ­ში, ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის „მკითხ­ველ­თა კლუ­ბი“ მინ­და და­ვა­არ­სო, მოს­წავ­ლე­ებ­ში წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნე ავა­მაღ­ლო, ხე­ლი შე­ვუწყო კითხ­ვი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაზ­რ­და­სა და, ზო­გა­დად, წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. კლუ­ბი მრა­ვალ­ფუნქ­ცი­უ­რი იქ­ნე­ბა და და­უ­კავ­შირ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­სა თუ სო­ფელ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. დავ­გეგ­მავთ შეხ­ვედ­რებს სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან, რი­თაც ახალ­გაზ­რ­დებს „გა­ვუ­ფე­რა­დებ სამ­ყა­როს“.

ვფიქ­რობ, თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ კონ­კურ­ს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მთა­ვა­რი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად — ხე­ლი შე­ვუწყოთ ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

პირ­ვე­ლად კონ­კურ­სის შე­სა­ხებ რო­ცა მი­ამ­ბეს, არც მი­ფიქ­რია, რომ ოდეს­მე კონ­კურ­სან­ტი გავ­ხ­დე­ბო­დი. ერ­თა­დერ­თი, რაც კარ­გად მახ­სოვს, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო პრო­ექ­ტი რომ იწყე­ბო­და. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი. კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ფიქ­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვიწყე. რჩე­ვის­თ­ვის რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს მივ­მარ­თე. აუცი­ლებ­ლად უნ­და სცა­დო! შენ ამას შეძ­ლებ! სა­ინ­ტე­რე­სოა შე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა სხვე­ბის­თ­ვის! — ასე მო­მი­წო­დებ­დ­ნენ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი, მშობ­ლე­ბი, კო­ლე­გე­ბი, მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გა­დავ­წყ­ვი­ტე და ეს კონ­კურ­სი მი­ვი­ღე, რო­გორც გა­მოწ­ვე­ვა.

სწავ­ლა სა­ხა­ლი­სო, სა­ინ­ტე­რე­სო პ­რო­ცე­სი და ნამ­დ­ვი­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვა რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე, რო­გორც მას­წავ­ლე­ბელ­მა, ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო სტრა­ტე­გი­ე­ბით, მე­თო­დე­ბი­თა და ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბით დავ­ტ­ვირ­თე.

მას­წავ­ლებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი­ვე ნა­ბი­ჯე­ბი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­ზე და­ვა­ფუძ­ნე. უდი­დეს გა­მოწ­ვე­ვად ვთვლი სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბას. დამ­ჭირ­და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის შეს­წავ­ლა. სე­მი­ნა­რებ­მა, სხვა­თა გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბამ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა ჩე­მი მიდ­გო­მე­ბი. სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­ვი­მუ­შა­ვე სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი. ხში­რად ვთა­ვა­ზობ­დი გუნ­დურ თა­მა­შო­ბებს და და­ნარ­ჩენ მოს­წავ­ლე­ებს მათ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ვას­წავ­ლე. ვქმნი­დი და ვე­ძებ­დი ისეთ პრო­ექ­ტებს, რაც გა­აღ­რ­მა­ვებ­და ბავ­შ­ვებ­ში ემ­პა­თი­ის გან­ც­დას. ამ მიზ­ნით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე პრო­ექ­ტი „ვი­მე­გობ­როთ“, რო­მე­ლიც სსსმ ბავ­შ­ვე­ბის გაც­ნო­ბას, თა­ნად­გო­მას, მათ­თან და­მე­გობ­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობ­და. ეს პრო­ექ­ტი მარ­თ­ლაც კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ჩემ­თ­ვი­საც და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც. რაც მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვე­ბის მე­გობ­რო­ბა პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც გაგ­რ­ძელ­და.

ჩე­მი ძი­რი­თა­დი პე­და­გო­გი­უ­რი მიდ­გო­მა მოს­წავ­ლე­თა პერ­სო­ნა­ლი­ზა­ციაა, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის „SWOT“ ანა­ლი­ზი, ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბის გარ­კ­ვე­ვა. მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ტი­უ­რი ზო­ნის დად­გე­ნა მეხ­მა­რე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. წი­ნას­წარ ვამ­ზა­დებ „აქ­ტი­ვო­ბე­ბის სკივრს“, რო­მე­ლიც სავ­სეა შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ბა­რა­თე­ბით, წყვილ­ში ან ჯგუფ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბით. ყვე­ლა მოს­წავ­ლე რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და ჩარ­თუ­ლია სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

ჩემ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია თა­მა­შით სწავ­ლე­ბა. აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებ ჩემ მი­ერ მო­ფიქ­რე­ბულ სას­წავ­ლო რე­სურსს „სიტყ­ვის ლო­ტო“, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს ახა­ლი სიტყ­ვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის დას­წავ­ლა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ენობ­რი­ვი პრაქ­ტი­კის მე­თო­დი — „დი­დი წიგ­ნი“ — მოს­წავ­ლე­ებს წე­რი­სა და კითხ­ვის ფუნ­და­მენ­ტურ უნა­რებს უვი­თა­რებს. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უფ­რო შე­მოქ­მე­დე­ბი­თია. გაკ­ვე­თილ­ზე ვი­ყე­ნებ მი­ზან­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სტრა­ტე­გი­ებს, რაც გუ­ლის­ხ­მობს „სწავ­ლას კე­თე­ბით“. ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვარ, სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო გავ­ხა­დო სწავ­ლე­ბის ფა­ზე­ბი, მოს­წავ­ლეს ვას­წავ­ლო რო­გორ ის­წავ­ლოს, შე­უმ­ჩ­ნევ­ლად ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი შე­ვურ­ჩიო, რო­მე­ლიც მორ­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და ინ­ტე­რე­სებს.

სა­გან­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტი იყო „ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რი“, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნო­ბებს მო­ი­ცავ­და — ხე­ლოვ­ნე­ბის გაკ­ვე­თილ­ზე თო­ჯი­ნე­ბი­სა და დე­კო­რა­ცი­ის დამ­ზა­დე­ბა; ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თილ­ზე ტექ­ს­ტის შერ­ჩე­ვა და „მკითხ­ველ­თა თე­ატ­რის“ მე­თო­დით და­მუ­შა­ვე­ბა; ხე­ლოვ­ნე­ბის გაკ­ვე­თილ­ზე გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვის­თ­ვის ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბა. გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ გო­გო­ნას, რო­მელ­საც ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბო­და. ამ პრო­ექ­ტით მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო ემ­პა­თიუ­რე­ბი გახ­დ­ნენ, გა­ი­აზ­რეს ადა­მი­ა­ნის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა — თა­ნად­გო­მა. კე­თი­ლი საქ­მის კე­თე­ბამ სი­ხა­რუ­ლი­თა და მო­ტი­ვა­ცი­ით აგ­ვავ­სო.

მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე არა მხო­ლოდ ცოდ­ნით, არა­მე პი­როვ­ნუ­ლი უნარ-თვი­სე­ბე­ბი­თაც უნ­და მო­ხიბ­ლოს. ხშრად სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლის ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა, მი­სი სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იზი­დავს მოს­წავ­ლეს, აყ­ვა­რებს რთულ სა­განს. მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სან­დო და სა­ი­მე­დო საყ­რ­დე­ნი ხდე­ბა. ყო­ველ­თ­ვის მი­მაჩ­ნ­და, რომ მხო­ლოდ მცოდ­ნე, აქ­ტი­ურ, გან­ვი­თა­რე­ბის­კენ მსწრაფ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც ძა­ლა­დობ­რი­ვი სას­წავ­ლო მი­დგო­მე­ბი არ ახა­სი­ა­თებს, შე­უძ­ლია სა­სარ­გებ­ლო და კრე­ა­ტი­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა. თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რა იქ­ნე­ბა სკო­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის — ცი­ხე თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი, სი­ცოცხ­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო ჟან­გ­ბა­დით სავ­სე სივ­რ­ცე.

 

ქე­თე­ვან სე­ფი­აშ­ვი­ლი

თბი­ლი­სის №10 სა­ჯა­რო სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ათე­ულ­ში მოხ­ვედ­რამ სა­ო­ცა­რი ემო­ცია გა­მო­იწ­ვია. მივ­ხ­ვ­დი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც ახა­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო, ამავ­დ­როუ­ლად, უფ­რო მე­ტად სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და სა­ინ­ტე­რე­სო ეტა­პი და­იწყო.

„მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ კონ­კურ­სი არის მას­წავ­ლებ­ლის  აღი­ა­რე­ბა კოლ­ეგე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან,  მი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბის წარ­მო­ჩე­ნა და  და­ფა­სე­ბა, რაც მთა­ვა­რია, მი­სი მი­ზა­ნი ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ხელ­შეწყო­ბა და წი­ნა პლან­ზე წა­მო­წე­ვაა. მი­უ­ხე­და­ვად ჩვენს პრო­ფე­სი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, ჩვენ­თ­ვის ყო­ვე­ლი დღე სი­ახ­ლეა, ყო­ვე­ლი მოს­წავ­ლე და ყო­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი — გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, სწო­რედ ამი­ტომ მგო­ნია მას­წავ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და სწო­რედ ამი­ტომ მინ­და ჩე­მი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო ამ პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში.

მინ­და, რომ STEM საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბამ წინ წა­მო­ი­წი­ოს და მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დეს. აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ ტრე­ნინ­გ­ში „ჩხირ­კე­დე­ლა“, რო­მელ­საც ბა­ტო­ნი და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი უძღ­ვე­ბა. ასე­ვე, ვმო­ნა­წი­ლე­ობ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის ტრე­ნინ­გებ­ში“ და ვქმნი კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს.

ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლამ დი­დი სირ­თუ­ლე­ე­ბი შექ­მ­ნა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა კო­ლე­გე­ბის­თ­ვის არა მხო­ლოდ ჩემს სკო­ლა­ში, არა­მედ ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ალ­ბათ, ჟი­უ­რიმ ჩე­მი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბა  და­ი­ნა­ხა და შე­ა­ფა­სა.

სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში კი, ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ტექ­ნ­ლო­გი­ე­ბის ცოდ­ნა, სწო­რედ ამ ცოდ­ნას ვუ­ზი­ა­რებ­დი კო­ლე­გებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს, და­უ­ზარ­ლად ვას­წავ­ლი­დი Microsoft-365-ის სი­კე­თე­ებს, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნას. ვა­ტა­რებ­დი ტრე­ნინ­გებს სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფებ­ში, შე­ვე­ცა­დე გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი. თა­მა­მად შე­მიძ­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო წრეს გა­ვაც­ნო ჩე­მი ბლო­გე­ბი https://katiesepia.blogspot.com/ და https://katiesephia.blogspot.com/.

კო­ლე­გე­ბის დიდ­მა მხარ­და­ჭე­რამ გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა ამ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კონ­კურ­ს­ზე წარ­მად­გი­ნა „physics teachers“ ფე­ის­ბუქ ჯგუფ­მა და სსიპ ქ. თბი­ლი­სის მე-10 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ცი­ამ.  ჩე­მი რე­კო­მენ­და­ტო­რე­ბი არი­ან „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ქო­უ­ჩე­ბი — ქე­თე­ვან სად­რა­ძე და მაია მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ათე­ულ­ში რომ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, ძა­ლი­ან დი­დი პა­ტი­ვია ჩემ­თ­ვის. ვეც­დე­ბი, ყელას იმედები გავამართლო.

სოფიო ბაჩილავა

თბილისის კერძო სკოლაოპიზას“ მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების დამე და საზოგადოების“ მასწავლებელი

 

ძნელია იმ ემოციის აღწერა, რომელიც ვიდეოს ნახვის შემდეგ მქონდა. ბუნებრივია, ველოდებოდი როდის დაიწყებოდა გამოცხადება, რაც უფრო ახლოვდებოდა დრო, მით უფრო ვკარგავდი მოსვენებას. ერთი პირი ისიც ვიფიქრე, გავალ სახლიდან და საღამოს დავბრუნდები, მაშინ როცა უკვე გამოცხადებული იქნება შედეგები-მეთქი, თუმცა მაინც დავრჩი. ჩემი გვარიდან გამომდინარე, პირველი გამომაცხადეს და მახსოვს, რომ წამიერად ვერც კი აღვიქვი, რომ მე ვიყავი. მერე სიხარული, დაბნეულობა, შიში ერთად ვიგრძენი. ამასობაში ვიდეოში ქალბატონი ზეინაბ კაკალაშვილი გამოჩნდა, ჩემი კოლეგა, რომლის დანახვაც ძალიან გამიხარდა, მაშინვე მივწერე, გილოცავთ-მეთქი, ჯერ ვერ მიხვდა რას ვულოცავდი, შემდეგ კი გავიზიარეთ ერთმანეთის სიხარული. საბოლოოდ, იმაზე მეტად განვიცადე, ვიდრე წარმოვიდგენდი, სახლში მარტო ვიყავი და მობილურზე ნომრის აკრეფას ვერ ვახერხებდი ისე მიკანკალებდა ხელები.

ექვსი წელია მასწავლებლი ვარ. ამ დროის განმავლობაში მქონდა როგორც წარმატებები, ასევე, ბუნებრივია, გამოწვევები, რომელთა დასაძლევად მუდმივად ვცდილობ განვვითარდე და მოვძებნო ახალი გზები. გასაუბრებაზე მაქსიმალურად გულწრფელი ვიყავი, ჟიურის წევრებს გავაცანი ჩემი საქმიანობა, ღირებულებები, დამოკიდებულება, რომელსაც მოსწავლეებთან მუშაობისას ვიყენებ. ვისაუბრე დაბრკოლებებზე, მათი გადაჭრის გზებსა ან ჯერ კიდევ პასუხგაუცემელ კითხვებზე.

მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ნიჭი, ძლიერი მხარეები, რომელიც შეუძლიათ ცხოვრებაში გამოიყენონ. სკოლაში მუშაობისას სწორედ ესაა ჩემთვის მთავარი. მინდა, რომ მოსწავლეებმა აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, ჰქონდეთ რწმენა, რომ გარემოს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ და თანაც იცოდნენ, როგორ მოახერხონ ეს.

ეროვნული ჯილდოს ათეულში ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ზოგადად, ჩემი აზრით, ეროვნული ჯილდო არის შესაძლებლობა საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს ჩვენი პროფესია, პედაგოგების საუკეთესო პრაქტიკა და ეს ყველაფერი, თავის მხრივ, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებას უწყობს ხელს.

 

ლამარა ბოლქვაძე

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

პედაგოგებს მოსწავლეები, მშობლები, დირექცია, თემი, ქვეყანა თუ მსოფლიო უამრავ, ხშირად სრულიად განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებენ. რთულია მათთან „გამკლავება“, ზრუნვა თუ დაკმაყოფილება, მით უფრო ისე, რომ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეგეპაროს და თავი გრეგორი ზამზას გამოგონილ მწერად არ იგრძნო. ჯილდო კი, ალბათ, მასწავლებლისთვის ახალი ძალა შეიძლება იყოს, ძალა, რომელიც არა მხოლოდ აღნიშნულ მოთხოვნებთან გამკლავებაში, არამედ იმდენად ძლიერად დარჩენაში დაგვეხმარება, რომ მოსწავლეების, თემის თუ სხვათა უანგარო ერთგულება შევძლოთ.

როცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში საკუთარი სახელი და გვარი ამოვიკითხე, თავდაპირველად გამიხარდა. შემდეგ ავღელდი. ასე მგონია, ორმაგი პასუხისმგებლობა დავაკისრე საკუთარ თავს, პასუხისმგებლობა, რომელიც მავალდებულებს, რომ იმ გზიდან, რომელმაც აქამდე მომიყვანა, არასოდეს გადავუხვიო. გამოვტყდები და ცოტათი მეშინია კიდეც.

რატომ ჩვენ? მიმაჩნია, რომ მე, ჩემი მოსწავლეები, კოლეგები, მშობლები – ყველანი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრები ვართ.

მგონია, რომ ჟიურის ყურადღება, უპირველესად, არაფორმალური განათლებით მივიქციეთ.

როდესაც მარადისში, 2004 წელს, სკოლა გაიხსნა, არანაირი რესურსი არ არსებობდა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებისათვის. მე და ჩემმა მოსწავლეებმა დავწერეთ პროექტი, მოვიპოვეთ 3000 დოლარი, რომლის საშუალებითაც სკოლამ ტექნიკა და სხვადასხვა რესურსი შეიძინა.

მონაწილეობა მივიღეთ პროექტში „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის“. პროექტის განხორციელებისათვის გადმოგვეცა 400 ევრო. შევიძინეთ ძალადობის თემაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურა და კომპიუტერი. მოვიწვიეთ იურისტები, რომლებმაც მშობლებსა და ბავშვებს ბავშვთა უფლებები გააცნეს. დავდგით სპექტაკლი „ჩიტების გამომზამთრებელი“. დავწერეთ სცენარები ძალადობის თემაზე.

ჩემი და მოსწავლეების ინიციატივით, მარადისისა და კასუმლოს სკოლებში შეიქმნა გარემოსდაცვითი კლუბები. ორივე სკოლა ჩაერთო ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში. ერთად განვახორციელეთ სამასზე მეტი აქტივობა. კასუმლოს სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რჩეულ გუნდად დაასახელა, ხოლო მარადისის სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და ავსტრია-სლოვაკეთშიც იმოგზაურა. 2019 წელს მარადისის სკოლა იყო ქვემო ქართლის ჩემპიონი და კონკურსის ფინალისტი. ამ პროექტმა დაამეგობრა აზერბაიჯანელი და ქართველი მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები იმყოფებოდნენ ბულაჩაურისა და ანაკლიის ბანაკებში, სადაც უამრავი მეგობარი შეიძინეს. ორივე სკოლა მაკულატურის კონკურსის გამარჯვებულია. პანდემიამ, სამწუხაროდ, დროებით შეუშალა ხელი კასუმლოელი და მარადისელი მოსწავლეების თანამშრომლობას.

ჩვენ მოვიპოვეთ დაფინანსება (1500ლ) და, თანასოფლელთა დახმარებით, სკოლის ტერიტორიაზე ავაგეთ სათბური. უკვე ორი წელია, ბოსტნეული მოგვყავს და გვაქვს საკუთარი ბიუჯეტი. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის მოპოვებული 800 ლარით სოფლის მოედანი განვაახლეთ; როდესაც ჩვენმა თანასოფლელმა დაფინანსება მოიპოვა სკვერისათვის, სამწუხაროდ, ის არ ითვალისწინებდა გამწვანებას. მე და ჩემმა მოსწავლეებმა მოვუწოდეთ მოსახლეობას, რომ თითოეულს დაერგო „სახელის ხე“. ასე გაჩნდა სკვერში 200-მდე დეკორატიული მცენარე. „დეკორატიული მცენარეების ასოციაციასთან“ გავაფორმეთ მემორანდუმი და, ექვსი თვის განმავლობაში, მე და ჩემი მოსწავლეები ვსწავლობდით დეკორატიული ბაღის მოვლას. ვისწავლეთ ყვავილების დაკალმება და თესვა-მოყვანაც. მემორანდუმის ფარგლებში ასოციაციამ 2000 ლარის მცენარეები დარგო სკვერში და ბაღის მოვლისათვის აუცილებელი ნივთები გადასცა მოსწავლეებს. ამჟამად 4000-ზე მეტ დეკორატიულ მცენარეს ვუვლით. ასოციაცია სოფლის მოსახლეობასთანაც დავაკავშირეთ და ახლა, მეწარმე ქალებთან ერთად, უვნებელი ბოსტნეულის მოყვანას ვსწავლობთ. სკოლის ტერეტორიაზე გვაქვს სადემონსტრაციო ნაკვეთი იშვიათი ბოსტნეულით.

ორგანიზაციამ „ტურიზმი და რეალობა“ ჩვენი პროექტი 700 ლარით დააფინანსა, რითაც ორი ათასზე მეტი ყვავილი დავთესეთ. მე და ჩემმა მოსწავლეებმა გავიმარჯვეთ „მომავლის ფერმერის“  მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ჩემი ბოსტანი სჯობია შენსას“. მოსწავლეებს საჩუქრად „ბიბლუსის“ ვაუჩერები გადაეცათ. ბავშვებმა უარი თქვეს საჩუქარზე, 900 ლარის წიგნები შევიძინეთ, ძველი მერხებისგან ორიგინალური თაროები დავამზადეთ და სასოფლო ბიბლიოთეკა გავხსენით.

„ახალგაზრდული იდეების კონკურსში“ გამარჯვებამ (დაფინანსება – 3000ლ) საშუალება მოგვცა, სოფლად არსებულ უფუნქციო, საწყობის ტიპის შენობაში, რომელიც საკუთარი სახსრებითა და მეწარმე ქალების შემოწირულობებით გავარემონტეთ, გაგვეხსნა კინოკლუბი. საღამოობით ფილმებს სიამოვნებით უყურებენ დიასახლისი ქალები. აღნიშნულ სივრცეს საგანმანათლებლო მიზნითაც ვიყენებთ. პანდემიის დასრულების შემდეგ გვინდა, ეს სივრცე აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი მოსწავლე ახალგაზრდების დამეგობრების ადგილად ვაქციოთ.

ვითანამშრომლეთ ფონდ „ტასოსთან“ და მოვიპოვეთ დაფინანსება სკოლის ეზოს გასამწვანებლად, გამწვანების პროექტი დააფინანსა მარნეულის მერიამაც. ფონდი „ტასო“ დავაკავშირეთ დიასახლის ქალებთან. კარდაკარ ჩამოვიარეთ და ყველას ვარწმუნებდით, რომ ეთანმშრომლათ ამ ორგანიზაციასთან და განეხორციელებინათ პროექტები. ათი ქალის დარწმუნება შევძელით. მივეცით რჩევები, როგორ დაეწერათ პროექტები, რამდენიმეს განაცხადის შევსებაშიც დავეხმარეთ, დაფინანსდა ათი პროექტი და ახლა სოფელს საკმაოდ ცნობილი მეწარმე ქალები ჰყავს, რომლებიც ჩვენთან ერთად ახორციელებენ აქტივობებს.

ვართ „ფერმერთა ასოციაციის“ კონკურსის გამარჯვებულები. მოტობლოკმა უფრო გააიოლა სათბურში საქმიანობა.

ჩვენ მოვიპოვეთ დაფინანსება მეორეული ნივთების გასაახლებლად. სარეცხი მანქანის შიგთავსისგან დამზადებული ნაგვის ურნა მე-7 კლასის სამოქალაქო განათლების წიგნში მოხვდა, როგორც გუნდური მუშაობის საუკეთესო ნიმუში.

ჩემი ინიციატივით, შეიქმნა მკითხველთა, დებატების და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის კლუბები, რომელთა ხელმძღვანელებად მარადისელი სტუდენტები მოვიწვიეთ. კლუბების წევრები როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მოსწავლეებიც არიან. დავიმეგობრეთ `რუსთავის ინოვაციების ჰაბი~, რომელიც სამაგიდო ინტელექტუალურ თამაშებს აწყობს მოსწავლეთათვის.

რატომ ჩვენ?

დარწმუნებული ვარ, ჟიურის ყურადღებას მიიქცევდა ჩვენი საქველმოქმედო აქტივობებიც.

მარადისის სკოლის მოსწავლეებმა სამჯერ გამართეს საქველმოქმედო ფესტივალი, რომელშიც სოფლის მოსახლეობა, მეგობარი სკოლები და პარტნიორი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. ფესტივალზე იყიდება მოსწავლეების სათბურში მოყვანილი ბოსტნეული და ყვავილები, ხელნაკეთი ნივთები, მეორეული ნივთებისგან დამზადებული ახალი ნივთები, ნაქსოვები. შეგროვებული თანხა ქველმოქმედებაში იხარჯება.

პანდემიის დროს, როცა არა მარტო მარნეული, არამედ მარადისიც ჩაიკეტა, ჩვენი სამეწარმეო საქმიანობით 2000 ლარზე მეტი გავეცით მიუსაფარი მოხუცების, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების, სოციალურად დაუცველებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად. შევიძინეთ სათამაშოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი ბავშვისთვის. ოჯახს, რომელთა ცხრა შვილს ერთ საწოლში ეძინა, შევუგროვეთ საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის საწოლები, ლეიბ-საბნები, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი.

ბოსტნეული და რძის პროდუქტები გადავეცით ბავშვებს, რომელთა დედასაც კორონა დაუდასტურდა; მედიკამენტები და საკვები პროდუქტები მივუტანეთ უპატრონოდ დარჩენილ მოხუცს და მისი მოვლა-პატრონობაც საკუთარ თავზე ავიღეთ (მოხუცი ახალქალაქელმა ნათესავებმა წაიყვანეს).

სულ ახლახან, საგაზაფხულო ფესტივალზე, ათას ხუთასი ლარის ყვავილები და ნივთები გავყიდეთ. 500 ლარი ლოგინად ჩავარდნილი ახალგაზრდა ქალის დედას გადავეცით შვილის სამკურნალოდ, 400 ლარი – ლეიკემიით დაავადებული ბავშვის ოჯახს, 300 – მარტოხელა დედას, დარჩენილი თანხითა და ზაფხულის შემოსავლებით მოვემზადებით საშემოდგომო ფესტივალისთვის.

რატომ ჩვენ?

ჟიურის ყურადღება, სავარაუდოდ, ჩვენმა სამომავლო მიზნებმაც მიიქცია. გვსურს, რომ სოფელში გავხსნათ კაფე-ორანჟერეა, რომლის არსებობაც აგროტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. გვინდა, რომ ადამიანებს ეგულებოდეთ ადგილი,სადაც მშვიდ გარემოში შეძლებენ მუსიკის მოსმენას, დასვენებას, გართობას, სასურველი ფილმის ნახვას, ტრენინგების ორგანიზებას, გამოფენის მოწყობას, მეწარმე ქალებთან შეხვედრას, მოსწავლეების სათბურის დათვალიერებასა და აჭარული კერძების დაგემოვნებასაც. გვინდა, ყველას გავაცნოთ ოცი წლის ისტორიის მქონე მარადისი – მარადიული სოფელი, რომელშიც ცხოვრობს ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი, რომელსაც სურს, რომ სამყარო ხვალ იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე იყო გუშინ.

რატომ ჩვენ?

„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო“. საკუთარი თავის შეცნობაში ლიტერატურა უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს. მეც ვცდილობ, მოსწავლეები მკითხველებად ვაქციო, საზოგადოების წევრებად, ისეთ მოქალაქეებად, რომლებსაც ყველა სირთულესთან შეჭიდება და გამკლავება შეეძლებათ. მოსწავლეებმა „იგის“ გზაც უნდა გაიარონ და იანგულისაც, შვლის ნუკრის ტკივილიც უნდა იგრძნონ და ალუდას ზნეობითაც უნდა მოიხიბლონ.

მოსწავლეებმა ფიქრი, აზროვნება, კითხვების დასმა, პასუხების მოძიება, სხვისი აზრის პატივისცემა, დისკუსიის წარმართვა, დებატებში ჩართვა და აზრის თავისუფლად გამოთქმა უნდა შეძლონ. ამიტომაც ვთხოვ მათ, რომ დაფიქრდნენ, გააანალიზონ, შეაფასონ, იმსჯელონ მწერლის სათქმელზე, საკუთარ თავს ჰკითხონ, რა გაიგეს წაკითხული ეპიზოდიდან და, საჭიროების შემთხვევაში, ხელახლა მიუბრუნდნენ წაკითხულს. მისწერონ მათთვის საინტერესო პერსონაჟს წერილი. თვითონ ეწვიონ და პერსონაჟებიც აწვიონ გმირებს. უკვე შესწავლილი და დასრულებული ნაწარმოების გაგრძელებაც მოიფიქრონ და გამოიგონონ პერსონაჟებიც, რომლებსაც მხატვრულად დაახასიათებენ და აამეტყველებენ კიდეც. ტექსტის შესწავლისას ისტორიული კონტექსტიც გაითვალისწინონ და ისაუბრონ ზნეობრივ ღირებულებებზე. თვითონაც შექმნან მხატვრული ტექსტი, თავისუფლად გამოხატონ გრძნობები და ემოციები. გადააკეთონ ნაწარმოები პიესად, მოიფიქრონ დეკორაციები და ითამაშონ როლები (პანდემიამდე ორივე სკოლაში, მე და მოსწავლეებმა, პიესად გადავაკეთეთ და წარმოვადგინეთ სპექტაკლები: „ლუარსაბი და დარეჯანი“, „ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ“, „ვარსკვლავბიჭუნა“, „ჩიტების გამომზამთრებელი“, „სიყვარულო ძალსა შენსა“, „ქართული ოჯახი და ბარბარიზმები“, „სიბრძნე-სიცრუისა“ და სხვა), შექმნან „მკითხველთა თეატრი“ და მოთხრობები წაუკითხონ პატარებს. თუ სიტყვებით არ შეუძლიათ, ნახატებით გვითხრან თავიანთი სათქმელი და პერსონაჟის შესახებაც ნახატებით გვიამბონ. არჩევანის თავისუფლება უმთავრესია და მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ სათქმელის გამოხატვა ნებისმიერი ფორმით შეუძლია.

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იდეალურადაა, რომ გაკვეთილზე ყოველთვის ვაღწევ მიზანს, რომ ყველა მოსწავლის გულამდე მისასვლელ გზას ვპოულობ, რომ სასოწარკვეთილსა და აცრემლებულს არასოდეს დამიტოვებია კლასი, რომ არასოდეს ვმდგარვარ დილემის წინაშე და არასოდეს მოვქცეულვარ არასწორად. ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი ვარ, მასწავლებელი დამარცხებებითა და გამარჯვებებით.

 

 

ზეინაბ კაკალაშვილი

თელავის №5 საჯარო სკოლისმე და საზოგადოების“ და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

 

 

რატომ გადავწყვიტე ასეთ მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო კონკურსში მონაწილეეობა?.. მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარმადგინა სკოლის კურსდამთავრებულმა მოსწავლე გვანცა მოლაშვილმა, რომელიც განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორი და არასამთავრობო ორგანიზაცია `ცოდნის ცენტრის~ გამგეობის თავმჯდომარეა. მოსწავლეების, ჩემი კოლეგების და მეგობრების, ასევე, საზოგადოების მხრიდან დიდი ხნის თხოვნის შემდეგ, დავთანხმდი მონაწილეობაზე.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრა, ამ სიხარულის სიტვებით გადმოცემა ძალიან რთულია, სასიამოვნო განცდაა, დიდ სიხარულთან ერთად, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა საუკეთესო მასწავლებლების გვერდით ყოფნა. ყველა ღირსეულ, შრომისმოყვარე პედაგოგს ვუსურვებ ამ ემოციის განცდას.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის დაფუძნებამ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებას და მის მიერ გაწეული შრომის შედეგების შეფასებასა და დაფასებას შეუწყო ხელი. როდესაც კვალიფიციური ექსპერტები და განათლების სპეციალისტები, საზოგადოება აღიარებენ შენს საქმიანობას, მასწავლებლისთვის ამაზე დიდი სტიმული რაღა უნდა იყოს. კონკურსში მონაწილეობით, დიდ გამოცდილებასთან ერთად, საუკეთესო კოლეგები, ადამიანები შევიძინე.

მოგეხსენებათ, COVID-19-ის პანდემიის გამო, დროებით, უარის თქმა მოგვიწია ცხოვრების ჩვეულ სტილსა და რიტმზე. ეს, რა თქმა უნდა, სასკოლო ცხოვრებაზეც აისახა და დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. ჩემ მიერ გამოყენებული ციფრული ინსტრუმენტები დამეხმარა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას.

ჩემი გამორჩეული მეთოდი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენებაა პირისპირ და ონლაინ სწავლების დროს. მოსწავლეებთან ერთად, დავიწყე სხვადასხვა რესურსის შექმნა, მაგალითად: wakelet.com, learning.apps, Forms Screenapp.io და biteable.com, Bandicam, Teams და ა.შ. ისინი საუკეთესო თანატოლ განმანათლებლები გახდნენ, შეიძინეს საჭირო უნარები ციფრულ სამყაროში წარმატების მისაღწევად. ამ მეთოდით სწავლებამ ხელი შემიწყო ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესში; ასევე, ონლაინ სწავლებისასაც, ფორმალურ განათლებასთან ერთად, არაფორმალურ განათლებასაც ვუწყობდი ხელს.

მე სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კახეთის რეგიონის საბჭოს თავმჯდომარე ვარ უკვე 10 წელია. ამ ხნის განმავლობაში პედაგოგების პროფესიული განვითარებისთვის ტრენინგებს ვატარებ, ვიკვლევ მათ საჭიროებებს და შესაბამისად, ვეხმარები პროფესიულ წინსვლაში, ორგანიზებას ვუკეთებდი ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას, პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრების ორგანიზებასა და წარმართვას და ა.შ. წლების განმავლობაში ფასილატაციას ვუწევდი სკოლის პედაგოგებს როგორც ახალი მიდგომების დანერგვაში, ასევე, სქემის ფარგლებში – საკუთარი ცოდნის გაზიარებას მათი საჭიროებიდან გამომდინარე.

 

 

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები