14 აგვისტო, კვირა, 2022

გაზაფხულის სემესტრის მობილობა  – მობილობის მსურველები ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციას 2022 წლის 28 იანვრიდან 2022 წლის 08 თებერვლის 18:00 სთ-მდე შეძლებენ 

spot_img

განისაზღვრა 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ:

2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში წარმოდგენის ვადა განისაზღვრა – 2022 წლის 14 იანვრიდან 2022 წლის 21 იანვრის ჩათვლით.

ხოლო მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა – 2022 წლის 11 თებერვლიდან  2022 წლის 18 თებერვლის ჩათვლით

სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის “2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები”  2022 წლის 11 იანვრის N1.1/1 ბრძანება

სტუდენტთა საყურადღებოდ:

მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა – 2022 წლის 28 იანვრიდან 2022 წლის 08 თებერვლის 18:00 სთ-მდე.

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე(students.emis.ge)

ყურადღება: ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები