27 ივლისი, შაბათი, 2024

გაეროს ბავშვთა ფონდს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

spot_img

ქეთრინ რასელი მეოთხე ქალია, რომელიც ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში მისი 75-წლიანი ისტორიის განმავლობაში.

„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, შევუერთდე გაეროს ბავშვთა ფონდს და ასეთ კრიტიკულ მომენტში დავეხმარო ბავშვებისთვის გაწეული შესანიშნავი სამუშაოს გაძღოლაში. მაშინ, როცა მსოფლიოში მილიონობით ბავშვს ჯერ კიდევ თავი ვერ დაუღწევია კორონავირუსის პანდემიისა და სხვა სახის კრიზისის სავალალო შედეგებისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდი გვევლინება ლიდერის როლში, რომელიც საზოგადოებას მათი უფლებებისა და მომავლის დაცვისკენ მოუწოდებს. მზად ვარ ჩვენს წინაშე არსებული დიდი სამუშაოს შესასრულებლად.“ –  ქეთრინ რასელი.

♦♦♦

2020 წლიდან 2022 წლამდე ქ-ნი რასელი აშშ-ის მთავრობაში მუშაობდა პრეზიდენტის თანაშემწისა და თეთრი სახლის პერსონალის მართვის ოფისის დირექტორის თანამდებობებზე. მანამდე, 2013-2017 წლებში იგი მსახურობდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, როგორც  განსაკუთრებული დავალებების ელჩი მსოფლიოს ქალთა საკითხებში. აღნიშნულ თანამდებობაზე მან მოახდინა ქალთა საკითხების ინტეგრირება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ყველა ასპექტში, წარმოადგენდა აშშ-ს 45-ზე მეტ ქვეყანაში და მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებთან, მრავალი მხარის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. სწორედ იგი გახლავთ უპრეცედენტო „აშშ-ის მოზარდ გოგონათა გაძლიერების მსოფლიო სტრატეგიის“ მთავარი შემოქმედი.

ამას გარდა, ქ-ნი რასელი იყო ასევე აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას დროს თეთრ სახლში პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი მრჩეველი მსოფლიოს ქალთა საკითხებზე, იუსტიციის დეპარტამენტის გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე და სენატის იურიდიული კომიტეტის კადრების განყოფილების უფროსი. 2020 წელს მთავრობის სამსახურში დაბრუნებამდე იგი ასწავლიდა ჰარვარდის კენედის სკოლაში, პოლიტიკის ინსტიტუტის სამცენიერო თანამშრომლის რანგში. ამავე დროს იგი იყო ქალთა საგარეო პოლიტიკის ჯგუფის საბჭოს თანა-თავმჯდომარე, ორგანიზაციის Women for Women International საბჭოს წევრი, „სეზამის ქუჩის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციის KIVA-ს მჩეველთა საბჭოს წევრი და ტომსონ როიტერსის ფონდის „ქალთა ნდობის ინიციატივის“ წევრი.

ქ-ნმა რასელმა წარჩინებით დაამთავრა ბოსტონის კოლეჯი ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხით და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა – სამართლის დოქტორის ხარისხით.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები