27 ივლისი, შაბათი, 2024

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მედიის განვითარების ფონდის ერთობლივი კამპანია

spot_img

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მედიის განვითარების ფონდის, MDF-ის მედიაწიგნიერების კამპანიამ „ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით“, 2022 წელს, მედიაწიგნიერების ტრენინგების სერიით – „ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!“ – საქართველოს 30 ქალაქი თუ სოფელი მოიცვა, სულ 900 სკოლის მოსწავლე დატრენინგდა. მათ მიიღეს ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების, ვიზუალური მანიპულაციების ამოცნობისა და პირველწყაროს მოძიებისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და პროგრამების შესახებ.

2022 წლის მედიაწიგნიერების ბოლო ტრენინგი თბილისის მე-11 საჯარო სკოლაში ჩატარდა. ტრენინგის ბოლოს, Kahoot-ით მედიაწიგნიერების ტესტის გამარჯვებულებიც გამოავლინეს და სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვეს.

მედიის განვითარების ფონდი ტრენინგების სერიასა და საინფორმაციოა კამპანია “ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!”, UNICEF Georgia-სთან პარტნიორობით, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

აი, რას გვიყვებიან და გვირჩევენ წალენჯიხელი მოსწავლეები, ნინო საჯაია და მათე შანავა, რომლებმაც მედიის განვითარების ფონდის მედიაწიგნიერების ტრენინგები გაიარეს და უკვე იციან როგორ შეიძლება ფაქტების გადამოწმება, ვიზუალური მანიპულაციების ამოცნობა და ფლობენ პირველწყაროს მოძიებისთვის საჭირო ინსტრუმენტებსა და პროგრამებს.

ნინო საჯაია

ინფორმაციის გადამოწმება ადრეც ვიცოდი, მაგრამ უფრო ზოგადი ცოდნა მქონდა. ახლა უკვე კონკრეტულ უნარებს ვფლობ და ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, თუ შემხვდება ყალბი ამბავი, დეზინფორმაცია და როგორ გავუმკლავდე მას.

მედიაწიგნიერების ტრენინგიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ფოტოების გადამოწმების პროგრამა TinEye და ვთვლი, რომ დამოუკიდებლადაც შევძლებ მის გამოყენებას.

ინფორმაციის გადამოწმება მნიშვნელოვანია, რომ არ გავხდეთ დეზინფორმაციის მსხვერპლი და ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ.

ჩემს თანატოლებს ვურჩევდიისწავლეთ დეზინფორმაციასთან ბრძოლა და არ გახდებით მისი მსხვერპლი!

არ დაინფიცირდეთ დეზინფორმაციით!

მათე შანავა

ახალ ამბებს, ძირითადად, სოციალური ქსელებიდან ვიგებ ან, იშვიათად, სატელევიზიო გადაცემებიდან.

ერთხელ მახსოვს, ცნობილ ბლოგერზე ჭორი გავრცელდა, რომ კორონავირუსით გარდაიცვალაო, მე კი არ მიცდია ამის გადამოწმება, მაგრამ ამ ბლოგერის სხვა ვიდეოებიდან მივხვდი, რომ არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მაშინ მედიაწიგნიერების ტრენინგი რომ მქონოდა გავლილი, გადასამოწმებლად ბევრ ხერხს გამოვიყენებდი.

ყველას ვურჩევ, გამოიყენოს ინფორმაციის გადამოწმების ხერხები და არ დაეყრდნოს ყველა იმ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება სოციალური ქსელში შეხვდეს ან ტელევიზიით მიიღოს.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები