27 ივლისი, შაბათი, 2024

გააზიარე გამოცდილება – ვებინარების ონლაინ სესია „ათეულთა კლუბის“ წევრებისგან

spot_img

ცოტა ხნის წინ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულთა კლუბმა“ მასწავლებელთა მხარდასაჭერად, კიდევ ერთი პროექტი – „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კლუბის წევრები საქართველოს მასწავლებლებისთვის“ – წამოიწყო. პროექტის მიზანი კოლეგებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა. ვებინარების ონლაინ სესია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის მფლობელმა და ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრმა, ხათუნა რაზმაძემ გახსნა თემით – სწავლების თანამედროვე მეთოდები“, მეორე ვებინარი კი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის მფლობელმა და ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრმა, გიორგი ჭაუჭიძემდიდი წიგნებიკითხვისა და წერის სწავლებისთვის ჩაატარა. დაინტერესებულ მასწავლებლებს  ჩანაწერების ნახვაც შეუძლიათ, იმავე პლატფორმაზე, სადაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდება ვებინარები.

ვებინარები ჩატარდება საქართველოს მასწავლებლების თიმსის ჯგუფში – https://bit.ly/3ghFb4i

თიმსის ჯგუფის ლინკის კოდი: 9tnymxu

ვებინარების ჩანაწერების სანახავად ეწვიეთ:

https://bit.ly/3hPnycp

ნოემბრის ვებინარების სესია:

8 ნოემბერი, 20:00

ხათუნა რაზმაძე – „სწავლების თანამედროვე მეთოდები“

16 ნოემბერი, 19:00

გიორგი ჭაუჭიძე – „დიდი წიგნები – კითხვისა და წერის სწავლებისთვის“

25 ნოემბერი, 18:00

ნინო ჭიჭინაძე – „რესურსების მოძიება საჯარო სკოლებისთვის“

26 ნოემბერი, 16:00

ლაურა გოტიაშვილი – „მასწავლებელთა პროფესიული გადაწვა“

29 ნოემბერი, 20:00
ხათუნა გოგალაძე – „რესურსების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში“

30 ნოემბერი, 19:00

ქეთინო მერებაშვილი – „რატომ უნდა აწარმოონ მოსწავლეებმა საველე დღიურები, გასვლითი საველე გაკვეთილები“.

დეკემბრის თვის ვებინარების სესია

9 დეკემებრი 19:00

თემურ სუყაშვილი – „სამაგიდო მულტიმედია რესურსები მოქალაქეობის სწავლებისთვის“.

9 დეკემებრი, 20:00

მიმოზა გოლიჯაშვილი – „როგორ ვაქციე არაფორმალური განათლება ფორმალურ განათლებად და შევიტანე კლასში როგორც სწავლების მეთოდი (ეკო თოჯინების თეატრი და, ზოგადად, თეატრალური მეთოდით სწავლება).

10 დეკემბერი, 20:00

დაჩი ნანობაშვილი – „დაბალი თვითშეფასება დაწყებით კლასებში – გამომწვევი მიზეზები და მასთან „ბრძოლის“ მეთოდები.

23 დეკემბერი, 20:00

კახა გალდავა – „რთული ქცევის მართვა გაკვეთილზე“ ან „ხელშეკრულებები მოსწავლეებთან, როგორც სწავლების სტრატეგია.“

სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფის – საქართველოს მასწავლებლები – teachers of Georgia – https://bit.ly/3mathYR ადმინისტრატორები არიან: ხათუნა გოგალაძე, ქიმიის დოქტორი (თსუ), ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრი, „ასოციაცია-ბიოს“ დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და  მაია ქუთათელაძე, ამერიკის მცოდნეობის დოქტორი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი ინგლისური ენის სწავლების მიმართულებით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), ასოცირებული პროფესორი განათლების მეცნიერებების მიმართულებით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი.

Teachers of Georgia შეიქმნა 2011 წლის 12 ივნისს. იდეა, შექმნილიყო ჯგუფი, დაიბადა 2010 წლის ნოემბერში, პროგრამა PESTALOZZI-ის ფარგლებში, რაც „მასწავლებელთა მუდმივ კარიერულ ზრდას“ ეხებოდა. ჯგუფი განკუთვნილია განათლების სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანისთვის, ვისაც სურს კოლეგებს გაუზიაროს გამოცდილება და საინტერესო ინფორმაცია განათლების სფეროსთან დაკავშირებით.

პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ხათუნა გოგალაძე ამბობს, რომ  მასწავლებლის პროფესიული ზრდისთვის ერთ-ერთ მთავარ იარაღს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს: სწორედ ამ მიზნით, განათლების კოალიციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მე და მაია ქუთათელაძემ წამოვიწყეთ პროექტიმასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კლუბის წევრებისაქართველოს მასწავლებლებისთვის“. პროექტი ეხება ვებინარების ონლაინ სესიას, რომელიც გაგრძელდება მომავალი წლის მაისის ჩათვლით. ვებინარებს ჩაატარებენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრები. კლუბის წევრები საკუთარ გამოცდილებას, წარმატებულ პროექტებსა თუ გაკვეთილებს წარადგენენ ვებინარების ფარგლებში. ეს იქნება ერთგვარი საშუალება, მასწავლებლების ნაწილმა, კარგად გაიცნოს კლუბის წევრები, ითანამშრმლოს მათთან, გამოიყენოს სხვადასხვა რესურსი. ამავდროულად, პროექტი ხელს შეუწყობს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტს, რათა მსმენელ მასწავლებლებშიც აღმოვაჩინოთ მომავალი პოტენციური ათეულის კლუბის წევრმასწავლებლები.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები