14 დეკემბერი, შაბათი, 2024

„გა­მარ­ჯო­ბა რუ­ბი“ – სა­უ­კე­თე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლი პროგ­რა­მი­რე­ბის სამ­ყა­რო­ში

spot_img
სექტემბრიდან, საქართველოს 5 სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები პროგ­რა­მი­რე­ბის და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ვ­ლებს ის­წავ­ლი­ან. სწავ­ლე­ბა 25 ქვე­ყა­ნა­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი წიგ­ნით — „გა­მარ­ჯო­ბა რუ­ბი“ წა­რი­მარ­თე­ბა.

„გა­მარ­ჯო­ბა რუ­ბი“ ფი­ნუ­რი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბის სე­რიაა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს დაწყე­ბი­თი კლა­სის ბავ­შ­ვებ­ში კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის საწყი­სე­ბის და­უფ­ლე­ბას და კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბი­სა და ანა­ლი­ზის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას. „თავ­გა­და­სა­ვა­ლი პროგ­რა­მი­რე­ბის სამ­ყა­რო­ში“ და „მოგ­ზა­უ­რო­ბა კომ­პი­უ­ტერ­ში“ თარ­გ­მ­ნი­ლი და გა­მო­ცე­მუ­ლია 25 ენა­ზე, მათ შო­რის, ინ­გ­ლი­სუ­რად, გერ­მა­ნუ­ლად, ფრან­გუ­ლად, იტა­ლი­უ­რად, ეს­ტო­ნუ­რად, იაპო­ნუ­რად და ახ­ლა უკ­ვე ქარ­თუ­ლა­დაც. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიუ-იორ­კის სკო­ლებ­ში, დაწყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი, სწო­რედ ამ წიგ­ნე­ბით სწავ­ლო­ბენ პროგ­რა­მი­რე­ბის სა­ფუძ­ვ­ლებს.

რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში შერ­ჩე­უ­ლი 3 სა­ჯა­რო და 2 კერ­ძო სკო­ლის მე­სა­მე-მე­ოთხეკ­ლა­სე­ლე­ბი პროგ­რა­მი­რე­ბის სა­ფუძ­ვ­ლებს და­ე­უფ­ლე­ბი­ან. სა­გა­რე­ჯოს №2, რუს­თა­ვის №4 და თბი­ლი­სის №71 სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ახა­ლი წიგ­ნით სწავ­ლე­ბა კლუ­ბე­ბის სა­ხით და­ი­ნერ­გე­ბა, ხო­ლო „ბაქ­ს­ვუ­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო“ და „XXI სა­უ­კუ­ნის“ კერ­ძო სკო­ლებ­ში — სას­წავ­ლო გეგ­მის ფარ­გ­ლებ­ში.

„გა­მარ­ჯო­ბა რუ­ბის“ ავ­ტო­რი 33 წლის ფი­ნე­ლი პროგ­რა­მის­ტი ლინ­და ლი­უ­კა­სია, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ­მა „ფორ­ბ­ს­მა“, 2018 წელს, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო 50 ქალს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა, ხო­ლო ევ­რო­კო­მი­სი­ამ „ფი­ნე­თის ციფ­რუ­ლი ჩემ­პი­ო­ნი“ უწო­და. კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ, რო­მელ­მაც წიგ­ნე­ბის ქარ­თუ­ლად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის ლი­ცენ­ზია ავ­ტო­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით მი­ი­ღო, ლინ­და ლი­უ­კა­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნა. მან 60-მდე მას­წავ­ლე­ბელ­სა და ტრე­ნერს მი­სი­ვე წიგ­ნით სწავ­ლე­ბის სა­გაკ­ვე­თი­ლო სქე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გი და ვორ­ქ­შო­ფი ჩა­უ­ტა­რა.

გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სე­რი­ის ავ­ტო­რი ამ­ბობს, რომ წიგ­ნის და­წე­რის იდეა მი­სი ბავ­შ­ვო­ბის სურ­ვილს უკავ­შირ­დე­ბა — პა­ტა­რა­ო­ბი­სას უნ­დო­და, რომ ასე­თი წიგ­ნით ეს­წავ­ლა, რად­გან ძა­ლი­ან მო­საწყე­ნი და მე­ქა­ნი­კუ­რი წიგ­ნე­ბით სწავ­ლობ­დ­ნენ. „პა­ტა­რებს კი გვჭირ­დე­ბო­და უფ­რო კრე­ა­ტი­უ­ლი და სა­ხა­ლი­სო წიგ­ნით გვეს­წავ­ლა კო­დი­რე­ბა. სა­ერ­თოდ, პროგ­რა­მი­რე­ბა და კო­დი­რე­ბა ეს ის სფე­როა, სა­დაც თა­ვის გა­მო­ხატ­ვა და ბევ­რი პრობ­ლე­მის მო­გვა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ „გა­მარ­ჯო­ბა რუ­ბი“ უკ­ვე ქარ­თულ ენა­ზეც ითარგმნა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, წიგ­ნით სწავ­ლე­ბის პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ ამ სე­რი­ით მას­წავ­ლებ­ლებს მარ­თ­ლაც უკეთ შე­უძ­ლი­ათ, აუხ­ს­ნან ბავ­შ­ვებს რა არის პროგ­რა­მი­რე­ბა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა. იმე­დი მაქვს, სწო­რედ ასე­თი­ვე კარგ შე­დეგს მი­ი­ღებს ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცეც.“ — გა­ნაცხა­და ავ­ტორ­მა.

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნი­ნი შენ­გე­ლია ამ­ბობს, რომ 500-ზე მე­ტი პრო­ექ­ტი შე­ის­წავ­ლეს, ევ­რო­კავ­ში­რის წამ­ყ­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის შე­სა­ხებ, მათ შო­რის ამე­რი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც და მათ­გან ხუ­თი პრო­ექ­ტი შე­არ­ჩი­ეს. „შე­ვე­ცა­დეთ, აგ­ვერ­ჩია ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი — „გა­მარ­ჯო­ბა რუ­ბი“. რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა ლინ­დამ აღ­ნიშ­ნა, 25 ენა­ზე ნა­თარ­გ­მ­ნი წიგ­ნი უკ­ვე 15 ქვე­ყა­ნა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, რო­გორც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში სწო­რედ იმ პრაქ­ტი­კის და­ნერ­გ­ვა, რო­მე­ლიც ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლია და მო­ზარ­დებ­ში იმ უნარ-ჩვე­ვებს გა­ნა­ვით­რებს, რო­მე­ლიც 21-ე სა­უ­კუ­ნის მო­ქა­ლა­ქეს აუცი­ლებ­ლად ესა­ჭი­რო­ე­ბა.“

სა­ქარ­თ­ვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად, 2019 წელს, მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის, მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, 5 პრო­ექტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

სექ­ტემ­ბ­რი­დან კი, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში შერ­ჩე­უ­ლი სკო­ლე­ბის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი პროგ­რა­მი­რე­ბის სა­ფუძ­ვ­ლებს მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი წიგ­ნით და­ე­უფ­ლე­ბი­ან. იმე­დია, ფი­ნუ­რი სა­ბავ­შ­ვო სე­რია მარ­თ­ლაც სა­უ­კე­თე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლი გახ­დე­ბა პროგ­რა­მი­რე­ბის სამ­ყა­რო­ში, რო­გორ­ზეც ავ­ტო­რი ბავ­შ­ვო­ბა­ში ოც­ნე­ბობ­და.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები