21 სექტემბერი, შაბათი, 2024

ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცია სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში

spot_img

თა­მაზ და­ვი­თა­ძე

სსიპ ქა­ლაქ ბა­თუ­მის №16 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

„ბუ­ლინ­გი, ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ფორ­მაა, რო­მე­ლიც მო­ზარდ თა­ნა­ტოლ­თა შო­რის არის გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი და ერ­თი პი­როვ­ნე­ბის მი­ერ  მე­ო­რის და­ჩაგ­ვ­რა­სა და და­ცინ­ვა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. შე­დე­გად კი ძა­ლი­ან  ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბას ვი­ღებთ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში ბავ­შ­ვე­ბის სწო­რი  მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა წყდე­ბა და დი­დი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მ­ნე­ბათ. ბუ­ლინ­გის შე­დე­გე­ბი უშუ­ა­ლოდ შე­იძ­ლე­ბა და­ვუ­კავ­ში­როთ  თვით­შე­ფა­სე­ბას, უფ­რო მე­ტად კი და­ბალ თვით­შე­ფა­სე­ბას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე“.

ჩაგ­ვ­რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ვერ­ბა­ლუ­რი (მა­გა­ლი­თად: და­მამ­ცი­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა, ყვი­რი­ლი, ჭო­რე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა), ფი­ზი­კუ­რი (მა­გა­ლი­თად: დარ­ტყ­მა, ნივ­თე­ბის სრო­ლა), ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა მი­მარ­თუ­ლია დამ­ცი­რე­ბა­ზე, და­მუქ­რე­ბა­ზე, გა­მო­ძალ­ვა­ზე. შე­საძ­ლოა, ჩაგ­ვ­რა გან­ხორ­ცი­ელ­დეს დის­ტან­ცი­უ­რი გზი­თაც: სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რით, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფოს­ტით ან სხვა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით (Cyber Bullying). სამ­წუ­ხა­როდ, ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი ყო­ველ­თ­ვის არ იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას. მო­ზარ­დ­თა გა­რე­მო­ში შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სას­კო­ლო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლის მი­მართ იმ პრინ­ცი­პით, რომ ყვე­ლა­ფერ­ში თა­ვა­დაა დამ­ნა­შა­ვე, რად­გან წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას ვე­რა­ვის უწევს. თა­ვად ჩაგ­რუ­ლი კი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ­დე­ბა, რად­გან გრძნობს აბ­სო­ლუ­ტურ უიმე­დო­ბას, გა­ნიც­დის და­უძ­ლე­ველ შიშს მჩაგ­ვ­რე­ლი­სა და იმ ახა­ლი დამ­ცი­რე­ბე­ბის გა­მო, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ წინ ელის, იმი­ტომ რომ ის გრძნობს სირ­ცხ­ვილს სა­კუ­თა­რი უმ­წე­ო­ბის გა­მო. ხში­რად მო­ზარ­დი/მსხვერ­პ­ლი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­კუ­თარ თავ­საც კი იდა­ნა­შა­უ­ლებს, ფიქ­რობს, რომ არა­ფე­რი შე­უძ­ლია, ამი­ტომ, რაც მოხ­და, ამას ნამ­დ­ვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს.

ბუ­ლინ­გი არ არის მხო­ლოდ ინ­ცი­დენ­ტე­ბი და ცალ­კე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი. ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა კულ­ტუ­რაა და იმ კონ­ტექ­ს­ტის­გან შედ­გე­ბა, სა­დაც ის ხდე­ბა. ბავ­შ­ვ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი მო­ზარ­დი. გან­სა­კუთ­რე­ბით და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან თა­ვი­ან­თი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე ფსი­ქი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით. რის­კ­ჯ­გუფ­ში ხვდე­ბი­ან ბავ­შ­ვე­ბი: გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე, თა­ვი­სე­ბუ­რი ხა­სი­ა­თი­სა და ქცე­ვის, სხვა ეროვ­ნე­ბის და ა.შ. ბუ­ლინ­გის მო­ტი­ვა­ცი­აც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია — შუ­რის­ძი­ე­ბა, კონ­კუ­რენ­ცია, მი­უ­ღებ­ლო­ბა, მორ­ჩი­ლე­ბა ლი­დე­რი­სად­მი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნა, ხა­სი­ა­თის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი.

სიტყ­ვა „ბუ­ლინ­გის“ ეტი­მო­ლო­გი­ას თუ ჩა­ვუღ­რ­მავ­დე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ტერ­მი­ნი ინ­გ­ლი­სუ­რი სიტყ­ვი­დან „Bull“ მო­დი­ო­დეს, რაც ქარ­თუ­ლად ხარს ნიშ­ნავს. თუ პა­რა­ლელს გა­ვავ­ლებთ ბუ­ლინ­გის მსგავ­სი ში­ნა­არ­სის მქო­ნე ქარ­თულ სიტყ­ვას­თან, „ყო­ჩო­ბას­თან“, რო­მე­ლიც სიტყ­ვა „ყო­ჩი­დან“ მომ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცხვრის ფა­რის წი­ნამ­ძღოლს ნიშ­ნავს, მსგავ­სე­ბას და­ვი­ნა­ხავთ. მარ­თ­ლაც, ხში­რად, აგ­რე­სო­რი მო­ზარ­დი ცდი­ლობს, უფ­რო­სად, ძლი­ე­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, წი­ნამ­ძღო­ლის ფუნ­ქ­ცია აიღოს. სამ­წუ­ხა­როდ, ლი­დე­რის ამ სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბებს ძა­ლა­დო­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი ცუ­დად იყე­ნებს – ხში­რად ეუხე­შე­ბა მშობ­ლებს, სა­კუ­თარ და-ძმას, თა­ნა­ტო­ლებს.

„აგრე­სი­ის გა­მოვ­ლი­ნე­ბა ხში­რად თა­ვად ბავ­შ­ვებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­დე­გია. ტრამ­ვის­გან დაგ­რო­ვი­ლი აგ­რე­სია ბავ­შ­ვ­ში სად­მე გან­ტ­ვირ­თ­ვას სა­ჭი­რო­ებს, შე­სა­ბა­მი­სად, ის უფ­რო სუსტს პო­უ­ლობს და მას­ზე იყ­რის ჯავრს. აღ­ზ­რ­დის სტი­ლი, რა თქმა უნ­და, გავ­ლე­ნას ახ­დენს აგ­რე­სი­ის დაგ­რო­ვე­ბა­სა და მარ­თ­ვა­ზე. ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც მხარ­და­ჭე­რის ნაც­ვ­ლად მშობ­ლე­ბის­გან ზე­წო­ლას და დათ­რ­გუნ­ვას გა­ნიც­დის, აღარ ვსა­უბ­რობთ ფი­ზი­კურ დას­ჯა­ზე, თავს და­ჩაგ­რუ­ლად გრძნობს და თუ პი­რო­ბე­ბი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ეც­დე­ბა ჩაგ­ვ­რის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი აგ­რე­სია სადღაც გა­და­ი­ტა­ნოს“.

ფსი­ქო­ლო­გე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბუ­ლინ­გის პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში უფ­რო­სე­ბის რო­ლი გა­დამ­წყ­ვე­ტია. არ­სე­ბობს მე­თო­დე­ბი, რომ­ლე­ბიც, ერ­თი მხრივ, ბავ­შ­ვებს ეხ­მა­რე­ბა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში თუ რა არის ბუ­ლინ­გი და რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს მას და, მე­ო­რე მხრივ, აც­ნობს იმ წე­სებს და საზღ­ვ­რებს, რაც სო­ცი­ა­ლუ­რად მი­სა­ღე­ბი ქცე­ვის­თ­ვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ასე­ვე, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას­თან ერ­თად, მათ უნ­და შეძ­ლონ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბა რო­გორც მყი­სი­ერ, ისე შო­რე­ულ შე­დე­გებ­ზე. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი პრობ­ლე­მე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა სკო­ლა­შია. მი­სი აღ­მოფხ­ვ­რის ერ­თა­დერთ სწორ გზად მი­ვიჩ­ნევ წი­ნას­წარ პრო­ფი­ლაქ­ტი­კას.

ბუ­ლინ­გის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით:

  1. ისე­თი პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა, სა­დაც ბუ­ლინ­გი ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა;
  2. ბავ­შ­ვის დაც­ვა სტრე­სის­გან.

ბუ­ლინ­გის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა უნ­და ჩა­ტარ­დეს ეტა­პობ­რი­ვად:

⇒ პრობ­ლე­მე­ბის არ­სე­ბო­ბის აღი­ა­რე­ბა – სკო­ლამ უნ­და აღი­ა­როს აღ­ნიშ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნის არ­სე­ბო­ბა.

⇒ პრობ­ლე­მის გან­საზღ­ვ­რა – მი­სი არ­სი, სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა, სიხ­ში­რე, მსხვერ­პ­ლის, მო­ძა­ლა­დის, მოწ­მის მდგო­მა­რე­ო­ბა.

⇒ სა­მუ­შაო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა.

⇒ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის რე­ა­ლი­ზა­ცია.

⇒ ბავ­შ­ვე­ბზე დაკ­ვირ­ვე­ბა სკო­ლის დე­რე­ფან­ში, ეზო­ში, ბუ­ფეტ­ში.

⇒ მუ­შა­ო­ბა კლას­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი დის­კუ­სი­ის რე­ჟიმ­ში;

⇒ ფსი­ქო­ლო­გის მუ­შა­ო­ბა მო­ძა­ლა­დე ბავ­შ­ვ­თან და მსხვერ­პ­ლ­თან.

⇒ რჩე­ვე­ბი პე­და­გო­გებს და მშობ­ლებს.

⇒ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შ­ვი­დე, მარ­თეთ სი­ტუ­ა­ცია.

⇒ სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­დეთ ბავ­შ­ვის მო­ნათხ­რობს ბუ­ლინ­გის შე­სა­ხებ.

⇒ მი­ი­ღეთ ზო­მე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად.

⇒ მხა­რი და­უ­ჭი­რეთ ძა­ლა­დო­ბის მსხვერპლს, რა­თა მან თა­ვი არ იგ­რ­ძ­ნოს და­უც­ვე­ლად.

⇒ შეს­თა­ვა­ზეთ ძა­ლა­დო­ბის მსხვერპლს კონ­კ­რე­ტუ­ლი დახ­მა­რე­ბა.

⇒ მო­ძა­ლა­დეს ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ, რომ მი­სი ქცე­ვა არ მოგ­ვ­წონს.

⇒ შე­ე­ცა­დეთ და­ა­ნა­ხოთ მო­ძა­ლა­დეს მსხვერ­პ­ლის შე­ხე­დუ­ლე­ბა.

⇒ მო­ძა­ლა­დის მი­მართ გა­მო­ვი­ყე­ნოთ სან­ქ­ცი­ე­ბი, მკა­ფი­ოდ და ნათ­ლად ავუხ­ს­ნათ რის­თ­ვის და რა­ტომ ის­ჯე­ბა.

⇒ გა­ვა­გე­ბი­ნოთ ბავშვს, რომ არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ მო­ით­მენთ მის აგ­რე­სი­ულ ქცე­ვას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა ვის­ზეა ის მი­მარ­თუ­ლი.

⇒ ვას­წავ­ლოთ ბავშვს პრობ­ლე­მის არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით გა­დაჭ­რის ხერ­ხე­ბი.

⇒ ვაჩ­ვე­ნოთ პო­ზი­ტი­უ­რი ქცე­ვის მა­გა­ლი­თე­ბი. პო­ზი­ტი­ურ ქცე­ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით ბავ­შ­ვი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, პა­ტი­ვის­ცე­მას ის­წავ­ლის.

⇒ გა­აძ­ლი­ე­რეთ კონ­ტ­რო­ლი. იყა­ვით ბავ­შ­ვ­თან ახ­ლოს, რო­ცა ის სხვა ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად თა­მა­შობს. წა­ა­ხა­ლი­სეთ მი­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში, თვით­შე­მოქ­მე­დე­ბის წრე­ებ­ში, კლას­გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ამ­გ­ვა­რი დატ­ვირ­თ­ვა ხელს შე­უწყობს მი­სი მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი ენერ­გი­ის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი გზით და­ხარ­ჯ­ვას და მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებს ბავ­ს­ვის აგ­რე­სი­უ­ლო­ბას.

⇒ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ებს ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბოს ადეკ­ვა­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ის, თუ რო­გო­რი ატ­მოს­ფე­როა კლას­ში, რა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბია, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­საზღ­ვ­რავს ბუ­ლინ­გის წარ­მოქ­მ­ნის ალ­ბა­თო­ბას. მა­გა­ლი­თად, არა­ჯან­სა­ღი გა­რე­მოს შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, აბუ­ჩად აიგ­დონ ბავ­შ­ვე­ბი.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და აუცი­ლე­ბე­ლია აგ­რეთ­ვე მშობ­ლის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა ბავ­შ­ვის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, რაც არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა მხო­ლოდ ბავ­შ­ვ­თან ერ­თად სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბით. ეს გუ­ლის­ხ­მობს მას­წავ­ლებ­ლებ­თან ყო­ველ­კ­ვი­რე­ულ შეხ­ვედ­რებს, კლა­სის მი­ერ მოწყო­ბილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე მის­ვ­ლას, შვი­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის გაც­ნო­ბას. უფ­რო მე­ტი კო­მუ­ნი­კა­ცია მშობ­ლებ­სა და ბავშვს შო­რის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ზრდის იმის ალ­ბა­თო­ბას, რომ მშო­ბელს არ გა­მო­ე­პა­რე­ბა შვილ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ბუ­ლინ­გი სკო­ლა­ში.

დას­კ­ვ­ნის სა­ხით, კი­დევ ერ­თხელ მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ადა­მი­ა­ნი მო­ძა­ლა­დედ არ იბა­დე­ბა და პი­როვ­ნე­ბის სწო­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ოჯახს, სკო­ლა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რო­გორ გა­რე­მო­შიც იზ­რ­დე­ბა ბავ­შ­ვი, ისე­თად ყა­ლიბ­დე­ბა. რო­გორ შე­ფა­სე­ბა­საც მივ­ცემთ მას, ისე­თი თვით­შე­ფა­სე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დე­ბა. ამი­ტომ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნა მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის, ყო­ველ­თ­ვის წა­ვა­ხა­ლი­სოთ და გან­ვამ­ტ­კი­ცოთ მა­თი პო­ზი­ტი­უ­რი საქ­ცი­ე­ლი, ვენ­დოთ მათ, მო­ვუს­მი­ნოთ და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი. ჩავ­რ­თოთ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში, ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან ჩვენ­თ­ვის.

ბლოგი

ნუ წა­არ­თ­მევ ბავ­შ­ვო­ბას!

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები