6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

ბუ­ლინ­გი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის პი­რის­პირ -მას­წავ­ლებ­ლი­სა და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის ბუ­ლინ­გის მსხვერპლს მშობ­ლე­ბიც და­უ­პი­რის­პირ­დ­ნენ

spot_img

 

1 აპ­რილს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რ­ცე­ლა გან­ცხა­დე­ბა:

„მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ახალ­ცი­ხის ერთ-ერთ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მომ­ხ­დარ ინ­ცი­დენტს, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე ბი­ჭის მი­მართ სა­ვა­რა­უ­დო ბუ­ლინ­გის ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ სკო­ლა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი. რო­გორც კი მან­და­ტურ­მა შე­იტყო იმ ფაქ­ტის შე­სა­ხებ, რომ სკო­ლის მოს­წავ­ლე, შე­საძ­ლოა, ყო­ფი­ლი­ყო ვერ­ბა­ლუ­რი ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი და ამას­თან, საფ­რ­თხის წი­ნა­შე იდ­გა სას­კო­ლო პრო­ცე­სის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს. ახალ­ცი­ხე­ში მყი­სი­ე­რად გა­ემ­გ­ზავ­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის კრი­ზი­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ჯგუ­ფი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით. მოს­წავ­ლე­თა კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თან­ხ­მო­ბით, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი გა­ე­სა­უბ­რ­ნენ კონ­ფ­ლიქ­ტ­ში ჩარ­თულ ყვე­ლა რგოლს, შე­ას­რუ­ლეს მე­დი­ა­ტო­რის რო­ლი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რის შემ­დე­გაც, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი სკო­ლა­ში აღ­დ­გა და დღე­საც შე­უ­ფერ­ხებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, იყოს ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი, გან­ხორ­ცი­ელ­და მი­სი რე­ფე­რი­რე­ბა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რ­ში. მოს­წავ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თან­ხ­მო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ცენ­ტ­რის მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბას.

მომ­ხ­დარ ინ­ცი­დენ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შსს-ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 126-ე მუხ­ლის 1 პრი­მა ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქ­ტით.

მან­და­ტუ­რე­ბი აგ­რ­ძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას სკო­ლა­ში და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მზად არი­ან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­მოფხ­ვ­რან ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ცი­დენ­ტი, რა­მაც, შე­საძ­ლოა, და­ა­ზა­რა­ლოს მოს­წავ­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბი და ხე­ლი შე­უ­შა­ლოს სას­კო­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვას.“

ახალ­ცი­ხის ერთ-ერთ სკო­ლა­ში მომ­ხ­დარ ფაქტს, რო­მელ­ზეც გან­ცხა­დე­ბა­შია სა­უ­ბა­რი, პირ­ვე­ლი „სამ­ხ­რე­თის კა­რიბ­ჭე“ გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მა­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოვ­ლე­ნე­ბი ასე გან­ვი­თარ­და: 18 მარტს, ახალ­ცი­ხის ერთ-ერთ სკო­ლა­ში, მე­ექ­ვ­სეკ­ლა­სე­ლი ბი­ჭი მე­სა­მე გაკ­ვე­თილ­ზე შე­უძ­ლოდ გახ­და, სკო­ლის ექიმ­თან აკან­კა­ლე­ბუ­ლი მი­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, ექიმ­მა ვე­რა­ფე­რი შე­ამ­ჩ­ნია. დე­დამ კი, რამ­დე­ნი­მე დღე­ში, თბი­ლის­ში, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ცენ­ტ­რ­ში წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც მო­ზარდს ნევ­რო­ზულ ნი­ა­დაგ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი რი­გი პრობ­ლე­მე­ბი და­უდ­გინ­და და და­ე­ნიშ­ნა მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი.

მე­ექ­ვ­სეკ­ლა­სე­ლი ბი­ჭის დე­დამ, ბავ­შ­ვის სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტე­ბი, 23 მარტს, სკო­ლის დი­რექ­ცი­ას პო­ლი­ცი­ის თან­დას­წ­რე­ბით წა­რუდ­გი­ნა. მშო­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ბავშვს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მას­წავ­ლებ­ლი­სა და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის ბუ­ლინ­გის გა­მო შე­ექ­მ­ნა.

„ყვე­ლა­ფერს ყვე­ბა, რა რო­გორ იყო თა­ვი­დან, მაგ­რამ რო­ცა იქამ­დე მი­დის, თუ რას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რას უკე­თებ­დ­ნენ და რო­გორ ექ­ცე­ოდ­ნენ, ტი­რი­ლი უტყ­დე­ბა და ლა­პა­რა­კი უჭირს“   — ამ­ბობს დე­და.

რა გახ­და ბუ­ლინ­გის მი­ზე­ზი? სკო­ლა­ში მე-8 და მე-9 კლა­სების მოს­წავ­ლე­ებ­მა იჩხუ­ბეს. საქ­მე­ში მან­და­ტუ­რი ჩა­ე­რია და მოკ­ვ­ლე­ვა პო­ლი­ცი­ა­მაც და­იწყო. 11 წლის ბიჭს ამ ჩხუ­ბის პო­ლი­ცი­ის­თ­ვის შეტყო­ბი­ნე­ბა დას­დეს ბრა­ლად და ამის გა­მო მას შე­უ­რაცხ­ყო­ფა ერთ-ერ­თ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მაც მი­ა­ყე­ნა, რო­მე­ლიც, რო­გორც გა­ირ­კ­ვა, ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე ერთ-ერ­თი მოს­წავ­ლის ბე­ბიაა. ბიჭ­ზე ზე­წო­ლა ორ თვე­ზე მეტ ხანს გრძელ­დე­ბო­და, რის შე­დე­გა­დაც მას ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნა.

რო­დე­საც არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ დი­რექ­ტორ­მა და სკო­ლის დის­ციპ­ლი­ნურ­მა კო­მი­ტეტ­მა შე­იტყო, მას­წავ­ლე­ბელ­მა საყ­ვე­დუ­რი მი­ი­ღო და კლასს ჩა­მო­შორ­და, თუმ­ცა, 11 წლის ბი­ჭის თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის მშობ­ლე­ბი ამ მას­წავ­ლებ­ლის კლას­ში დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვ­დ­ნენ — 15-დან 14 მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი ხელს აწერს შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას. მშობ­ლე­ბი ირ­წ­მუ­ნე­ბი­ან, რომ ის უდა­ნა­შა­უ­ლოა და ბი­ჭის დე­და იტყუ­ე­ბა.

მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შ­ვ­ზე ზე­წო­ლას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს, თუმ­ცა, დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ მან კლა­სი და­ტო­ვა. ამის გა­მო კლას­ში 14-ვე ბავ­შ­ვის მშო­ბე­ლი 11 წლის ბიჭს და­უ­პი­რის­პირ­და, ირ­წ­მუ­ნე­ბი­ან, რომ მო­ზარ­დი სკო­ლა­ში არა­ვის და­უ­ჩაგ­რავს და ყვე­ლა­ფე­რი მო­გო­ნი­ლია. ამ მი­ზე­ზით მშობ­ლებ­მა ახა­ლი დამ­რი­გებ­ლის კლა­სი­დან წას­ვ­ლაც მო­ითხო­ვეს და, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, 25 მარტს, ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში არ გა­უშ­ვეს. 26 მარტს მე­ექ­ვ­სე კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა კლა­სი და­ტო­ვა, სა­ნაც­ვ­ლოდ კი ბავ­შ­ვე­ბი გაკ­ვე­თი­ლებ­ზე გა­მოცხად­დ­ნენ. ეს მშობ­ლე­ბის მოთხოვ­ნა იყო. მა­თი მტკი­ცე­ბით, ბიჭს კლას­ში არა­ვინ აბუ­ლინ­გებს, დამ­რი­გე­ბე­ლი კი მის მხა­რეს იჭერ­და. ამი­ტომ ითხოვ­დნენ მშო­ბ­ლები, რომ დამ­რი­გე­ბელს კლა­სი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, სა­ნაც­ვ­ლოდ კი ის მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ, რო­მელ­საც 11 წლის ბი­ჭის ბუ­ლინ­გ­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

„კლა­სი დავ­ტო­ვე, მშობ­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბის გა­მო. მე დავ­ტო­ვე კლა­სი ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმი­ტომ რომ მე არ ვარ იმ პე­და­გო­გის მსგავ­სი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვე­ზე ძა­ლა­დობ­და და არ მინ­და, ჩემს ამ­ბი­ცი­ებს შე­ე­წი­როს ბავ­შ­ვის და სკო­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი. უკ­ვე ძა­ლი­ან დი­დი ზე­წო­ლაა ჩემ­ზე. ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­მო­მი­ყე­ნეს, რომ ის პე­და­გო­გი უნ­და და­მეც­ვა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, მშობ­ლე­ბის­გან ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი ვარ“ — გა­ნაცხა­და დამ­რი­გე­ბელ­მა.

მშობ­ლე­ბი დამ­რი­გებ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას იწო­ნე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ: „ის კლას­ში მხო­ლოდ ერ­თი ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სებს იცავ­და, ამი­ტომ ვითხოვ­დით მის წას­ვ­ლას. რად­გან უკ­ვე წა­ვი­და, ბავ­შ­ვე­ბი გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ვუშ­ვით“.

კლასს უკ­ვე ახა­ლი დამ­რი­გე­ბე­ლი ჰყავს, იგი ამა­ვე კლასს ქარ­თულ­საც ას­წავ­ლის. ყო­ფილ დამ­რი­გე­ბელს კი კლა­სი იმის გა­მო და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს, რომ იგი ბულინგის მსხვერპლის პო­ზი­ცი­ას იცავ­და.

მო­ზარ­დის დე­და ამ­ბობს, რომ ფსი­ქო­ლო­გის რჩე­ვით ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში დაბ­რუნ­და: „მითხ­რა, წა­ვალ სკო­ლა­ში, ოღონდ შენც გა­მომ­ყე­ვიო და გა­მოვ­ყე­ვი, მე გა­რეთ ვდგა­ვარ და ის კი გაკ­ვე­თილ­ზე ზის. ფსი­ქო­ლო­გე­ბიც ამას ურ­ჩევ­დ­ნენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­და­ლა­ხოს და სკო­ლა­ში დაბ­რუნ­დეს“ — ამ­ბობს დე­და.

სკო­ლა­ში შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო, ახალ­ცი­ხე­ში მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­ვიდ­ნენ. მა­თი ფსი­ქო­ლო­გე­ბი კლა­სის ყვე­ლა მოს­წავ­ლეს შეხ­ვ­დ­ნენ და გა­ე­სა­უბ­რ­ნენ. „ახალ­ცი­ხე­ში იქამ­დე დავ­რ­ჩე­ბით, ვიდ­რე სკო­ლა­ში ვი­თა­რე­ბა არ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა და პრო­ცე­სე­ბის მარ­თ­ვაა. ახ­ლა მთა­ვა­რი ისაა, რომ ჩვე­ულ გა­რე­მოს და­უბ­რუნ­დეს კლა­სი, ამი­ტომ დის­ტან­ცი­უ­რად ვაკ­ვირ­დე­ბით პრო­ცე­სებს. ასე­ვე, სკო­ლას ჰყავს მან­და­ტუ­რი და ჩვე­ნი წას­ვ­ლის შემ­დე­გაც უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში გავ­ც­ვ­ლით ინ­ფორ­მა­ცი­ას“ — განაცხადა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლმა, თე­ო­ნა ჩი­ტი­აშ­ვი­ლმა.

პო­ლი­ცი­ამ ძი­ე­ბა სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლით და­იწყო, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულწ­ლოვ­ნის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თ­ვე­ლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას დე­დამ ის მე­სი­ჯე­ბი უჩ­ვე­ნა, რო­მელ­საც მო­ზარდს თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი და­ბუ­ლინ­გე­ბის მიზ­ნით სწერ­დ­ნენ. პო­ლი­ცია არ­კ­ვევს, მარ­თ­ლაც გახ­და თუ არა მო­ზარ­დის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის მი­ზე­ზი სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლა.

საქ­მე­ზე მოკ­ვ­ლე­ვა სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რატ­მაც და­იწყო.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები