19 აპრილი, შაბათი, 2025

ბი­ჭი ფე­რა­დი შუ­შის მიღ­მა

spot_imgspot_img

ქეთევან დოდაშვილი

წმ. ან­დ­რია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი  უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის კურ­სის სტუ­დენ­ტი; ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი; შშმ პირ­თა დღის ცენ­ტ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი 

 

 

გა­მა­ჯო­ბა, არა, გამ­რ­ჯო­ბა, ოხ… ვე­რაფ­რით ვამ­ბობ ამ სიტყ­ვას „გა­მარ­ჯო­ბა“!

მე ან­დ­რია ვარ, ან­დ­რი­კო­საც მე­ძა­ხი­ან, ეს უფ­რო მა­შინ, რო­ცა იმის გა­კე­თე­ბას მთხო­ვენ, რაც არ მინ­და. თხოვ­ნაც და და სურ­ვი­ლე­ბიც მე უნ­და შე­ვას­რუ­ლო, მაგ­რამ მათ აქვთ სურ­ვი­ლი ჩე­მი აზ­რის და სურ­ვი­ლე­ბის გა­გე­ბის?

მე ასე­თი ვარ, ჩემ­ზე თქვეს, ამ­ბო­ბენ სამ­ყა­რო აქ­ვ­სო, ჩე­მი სამ­ყა­რო ყვე­ლა­ფე­რია, მი­სით ვარ­სე­ბობ და მი­სით ვცოცხ­ლობ… თქვენც ეგ­რე არ ხართ, რო­ცა სიტყ­ვებს ხმა­მაღ­ლა არ ამ­ბობთ?

რა­ტომ არ გეს­მით?

რა­ტომ არ გე­ბუ­ლობთ?

სკო­ლა­ში დავ­დი­ვარ. გუ­შინ ვემ­ზა­დე­ბო­დით წა­სას­ვ­ლე­ლად, დე­დამ, სკო­ლა­ში წას­ვ­ლის წინ, კუ­ბოკ­რუ­ლი პე­რან­გი ჩა­მაც­ვა, იცით რო­გორ მო­მე­წო­ნა? მი­სი ფე­რე­ბი ყვე­ლა ვი­ცო­დი, გა­მი­ხარ­და, ემო­ცი­აც გა­მოვ­ხა­ტე, ტა­ში შე­მოვ­კა­რი. ოხ, მაგ­რამ ეს მა­ჯე­ბი, მა­ჯებ­ზე ღი­ლე­ბი რომ შე­მიკ­რა, ცო­ტა მო­მი­ჭი­რა, არ მე­სი­ა­მოვ­ნა, მინ­დო­და ღი­ლე­ბის გახ­ს­ნა , მაგ­რამ დე­დამ მი­საყ­ვე­დუ­რა, რა­ტომ არ მოგ­წონ­სო და, ღი­ლე­ბის გახ­ს­ნის ნაც­ვ­ლად, სა­ერ­თოდ გამ­ხა­და. მე კი მინ­დო­და ამ პე­რან­გით სკო­ლა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, გუ­ლი დამ­წყ­და; გა­მო­ვე­დი ეზო­ში და მან­ქა­ნა­ში დავ­ჯე­ქი ძვე­ლი სვი­ტე­რით, რო­მელ­საც სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა ეხა­ტა. მი­ვე­დით სკო­ლას­თან, ბევ­რი მან­ქა­ნა იდ­გა, ხმა­უ­რი და სიგ­ნა­ლის ხმა არ ჩერ­დე­ბო­და. მა­მამ იქ არ გა­ა­ჩე­რა მან­ქა­ნა, სა­დაც აჩე­რებ­და, ჩე­მი ბო­ძი, ლურ­ჯი და თეთ­რი ზო­ლი რომ აქვს, შორს ჩან­და, მა­მა ბოძ­თან არ მი­ვი­და, მაგ­რამ მე­რე მივ­ხ­ვ­დი, რომ ვერ მი­ვი­და, ჩვე­ნი ად­გი­ლი სხვამ და­ი­კა­ვა, ერ­თი წუ­თით, სულ ერ­თი წუ­თით, ის წუ­თი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი იყო. ისევ გავ­ნაწყენ­დი, მა­მას კი ეგო­ნა სკო­ლა­ში არ მინ­დო­და შეს­ვ­ლა.

რა გა­ბუზღუ­ნებს, სკო­ლა არ გინ­და? – მკითხა წარ­ბ­შეკ­რულ­მა.

ეს ასე არ იყო. მე მი­ხა­რო­და სკო­ლა­ში წას­ვ­ლა, მი­ხა­რო­და ჩე­მი მე­გობ­რე­ბის ნახ­ვა, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­ში გა­ვი­ცა­ნი. მი­ხა­რია და მსი­ა­მოვ­ნებს მათ­თან ყოფ­ნა, შე­იძ­ლე­ბა ამ სი­ხა­რულს სა­თა­ნა­დოდ ვერ გა­მოვ­ხა­ტავ, მაგ­რამ მა­ინც, სკო­ლა­ში მის­ვ­ლამ­დე მე ხომ არა­ვინ მყავ­და. მშობ­ლებ­მა არც ძმა მი­ყი­დეს – ფუ­ლი არა გვაქ­ვ­სო – ეგეც მი­ზე­ზი რა, თვი­თონ ხომ ყი­დუ­ლო­ბენ რაც უნ­დათ?

ჩემს ილუს­ტ­რი­რე­ბულ წიგ­ნ­ში, სა­დაც ცხო­ვე­ლე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი, ლა­მა­ზი კა­ტა ეხა­ტა, ვითხოვ­დი, ვე­ვედ­რე­ბო­დი კა­ტა მინ­და-თქო, მაგ­რამ ძაღ­ლი სჯობ­სო, არა­და მე თეთ­რი კა­ტა მინ­დო­და, პა­ტა­რა, მკრთა­ლი ნაც­რის­ფე­რი ზო­ლე­ბით.

ბე­ბოს კარ­ტო­ფი­ლი ცო­ტა და­ეწ­ვა, არა­და აქამ­დე რა კარ­გად წვავ­და, ეს დაბ­რა­წუ­ლი და გა­მაგ­რე­ბუ­ლი სულ კბი­ლებ­ში გა­მეჩხი­რა, მე­რე კი ბე­ბო ღი­მი­ლით მე­უბ­ნე­ბო­და – პირ­ში თი­თის ჩა­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბაო, მე ისე მა­წუ­ხებ­და, აბა, რა მექ­ნა?

სკო­ლა­ში ჩე­მი ასის­ტენ­ტი მა­კა სულ ჩემ­თა­ნაა. სკო­ლის ხმა­უ­რი ისე მა­წუ­ხებს, მას ვთხოვ შვე­ლას. ყუ­რებს თი­თე­ბით ვი­ცობ, მა­კა­საც მი­ვეხ­მა­რე და მა­საც თი­თე­ბი ყუ­რებ­თან მი­ვუ­ტა­ნე, მას გა­ე­ღი­მა და ლო­ყა­ზე მო­მის­ვა ხე­ლი. მი­სი ჩა­ხუ­ტე­ბა არ მაწყენ­და, თუმ­ცა მე­ხუ­ტე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ არა ყო­ველ­თ­ვის, რო­ცა მე მინ­და. მა­კა მიყ­ვარს, კმა­ყო­ფი­ლი ვარ მი­სით, მა­კა და ბე­ბო ეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვინც ხში­რად მი­გე­ბენ. წინ ვზი­ვარ, ისე, რომ ჩემს კლა­სე­ლებს ვერ ვუ­ყუ­რებ, რომ ვტრი­ალ­დე­ბი, შე­ნიშ­ვ­ნას მაძ­ლე­ვენ, რა ვქნა, მა­ინ­ტე­რე­სებს რას აკე­თე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით ნი­კა და ანა­მა­რია.

ისე მე ბე­ბოს ბი­ჭი ვარ, თვი­თონ ამ­ბობს მა­სე, მი­სი გაზ­რ­დი­ლი, მას ისე­თი თბი­ლი ხე­ლე­ბი აქვს და ისე იცის მო­ფე­რე­ბა, მსოფ­ლი­ო­ში ვე­რა­ვინ შე­ედ­რე­ბა.

სკო­ლა მა­ინც კარ­გია, მი­უ­ხე­და­ვად ხმა­უ­რი­სა და არე­უ­ლო­ბი­სა, კარ­გია ფე­რა­დი წიგ­ნე­ბი, ნა­ხა­ტე­ბი, მხი­ა­რუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ხდე­ბა ხოლ­მე გა­უ­გებ­რო­ბე­ბი, მაგ­რამ არა­უ­შავს. წი­ნა კვი­რას, ინ­გ­ლი­სუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე, ცეკ­ვა მო­მინ­და, მას­წავ­ლე­ბელ­მა ხე­ლე­ბი გა­ა­ჩე­რეო, არა­და რა კარ­გი მუ­სი­კა ჩარ­თო, ყვე­ლა მღე­რო­და. არც მა­შინ მინ­დო­და ჩე­მი კლა­სე­ლის საშ­ლე­ლი, მე უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ­დი, ის იმ ად­გი­ლას ჩა­მე­დო, სა­ი­და­ნაც ამო­ი­ღეს. არ და­მა­ვიწყ­დე­ბა ჩე­მი კლა­სე­ლის გა­ო­ცე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი.

მე კი, ეს ვარ, ასე­თი ვარ, რაც ვარ, ჩე­მი თვა­ლით ვხე­დავ ფე­რებს, ძა­ლი­ან მა­ღალ ხმა­ზე მეს­მის ბგე­რე­ბი, ხან ისე შე­მა­წუ­ხებ­ლად, რომ გა­უ­საძ­ლი­სია, ამ დროს თა­ვის ტკი­ვი­ლი და კი­დევ რა­ღაც შეგ­რ­ძ­ნე­ბა მაქვს, რო­მელ­საც ვერ ავ­ხ­ს­ნი. მაქვს გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი, ად­გი­ლე­ბი, მყავს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

მაშ ასე, მე ვარ ან­დ­რია, ან­დ­რი­კო…

მი­მი­ღეთ ისე­თი, რო­გო­რიც ვარ, რო­გორ­საც მხე­დავთ.

ჩე­მი სამ­ყა­რო ფე­რა­დია, სხვა მო­ლო­დი­ნე­ბით და სხვა აღ­ქ­მით.

მეც ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვე­კუთ­ვ­ნი, მეც მი­ხა­რია და მწყინს, მეც მა­ინ­ტე­რე­სებს, მეც მინ­და ვი­ცეკ­ვო, ვიხ­ტუ­ნო, ვი­ტი­რო…

მეც მაქვს სურ­ვი­ლი, თქვენ­თან ერ­თად ვი­ყო!

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა?

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება