24 ნოემბერი, კვირა, 2024

ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის დაც­ვი­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის

spot_img

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „ბუ­ნე­ბის კონ­სერ­ვა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლო“, პრო­ექ­ტ­ში „ურ­ბა­ნუ­ლი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თ­ვის მე­გობ­რუ­ლი სკვე­რე­ბის შექ­მ­ნა სკო­ლის ეზო­ებ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის, კონ­კურ­სის წე­სით, თბი­ლი­სის 5 სკო­ლა შე­არ­ჩია — №71, №106, №144, №145, №60. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ამ სკო­ლებ­ში ეკო­მე­გობ­რუ­ლი სკვე­რე­ბის მოწყო­ბა იგეგ­მე­ბა, ასე­ვე, ხუ­თი­ვე სკო­ლის კედ­ლე­ბი მო­ი­ხა­ტე­ბა ურ­ბა­ნუ­ლი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის თე­მა­ტი­კით და გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა.

ზო­გა­დად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ხალ­ხ­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მით უფ­რო მოს­წავ­ლე­ებ­ში. მათ­თ­ვის ეს ინ­ფორ­მა­ცია რაც შე­იძ­ლე­ბა ეფექ­ტუ­რად უნ­და იყოს მი­წო­დე­ბუ­ლი, რომ და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ და და­იწყონ ფიქ­რი იმა­ზე, თუ რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ურ­ბა­ნულ გა­რე­მო­ში არ­სე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი და რო­გორ გა­ზარ­დონ ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა.

ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვა მხო­ლოდ შუ­ა­გულ ქა­ლაქ­ში დარ­გულ ხე­ებს არ ნიშ­ნავს, რად­გან, რო­გორც წე­სი, ისი­ნი მხო­ლოდ ხე­ზე მცხოვ­რე­ბი ორ­გა­ნიზ­მე­ბის­თ­ვი­საა საცხოვ­რე­ბლად გა­მო­სა­დე­გი, ხო­ლო ხე­ე­ბის ქვეშ მდე­ბა­რე სივ­რ­ცე ყო­ველ­თ­ვის ადა­მი­ა­ნებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი და არა ცხო­ვე­ლებ­ზე. ქა­ლა­ქებ­ში თით­ქ­მის არ გვხვდე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი ჰა­ბი­ტა­ტე­ბი — ყველ­გან გა­დის გზე­ბი, შენ­დე­ბა კორ­პუ­სე­ბი და უფ­რო და უფ­რო ვიწ­როვ­დე­ბა ად­გი­ლი ცოცხა­ლი ბუ­ნე­ბის­თ­ვის. იმი­სათ­ვის, რომ ცოცხალ­მა ორ­გა­ნიზ­მებ­მა თა­ვი­სუფ­ლად იცხოვ­რონ, მხო­ლოდ პარ­კე­ბი და სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნე­ბი საკ­მა­რი­სი არ არის, რად­გან გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გარ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შე­წუ­ხე­ბის ფაქ­ტო­რიც — პარ­კებ­ში გა­მუდ­მე­ბით ხალ­ხია, ისი­ნი ხმა­უ­რო­ბენ და აფ­რ­თხო­ბენ იქ არ­სე­ბულ ცხო­ვე­ლებს. კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა პარ­კე­ბის იმ ნა­წი­ლებ­შიც კი ნაკ­ლე­ბია, სა­დაც ძაღ­ლებს ასე­ირ­ნე­ბენ.

არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, მი­მარ­თა­ვენ ე.წ. „ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის კუნ­ძუ­ლე­ბის“ შექ­მ­ნის მე­თოდს. ეს ის გამ­წ­ვა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბია, სა­დაც არა მხო­ლოდ მშე­ნებ­ლო­ბაა აკ­რ­ძა­ლუ­ლი, არა­მედ ხალ­ხის შეს­ვ­ლაც, მხო­ლოდ სა­მეც­ნი­ე­რო ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიზ­ნე­ბით შეშ­ვე­ბაა და­საშ­ვე­ბი. სწო­რედ მსგავ­სი „კუნ­ძუ­ლე­ბის“ — ეკო­მე­გობ­რუ­ლი სკვე­რე­ბის — შექ­მ­ნას ისა­ხავს მიზ­ნად პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის 5 სკო­ლა­ში, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში იგეგ­მე­ბა რო­გორც თე­ო­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თის, ასე­ვე პრაქ­ტი­კუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. უკ­ვე და­იწყო პირ­ვე­ლი ეტა­პი, რო­მე­ლიც სა­ლექ­ციო კურსს მო­ი­აზ­რებს. ამ შეხ­ვედ­რებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შერ­ჩე­უ­ლი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბა, უკეთ გა­ი­გონ ურ­ბა­ნუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და გა­ი­აზ­რონ ეკო­მე­გობ­რუ­ლი სკვე­რე­ბის არ­სე­ბო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა ურ­ბა­ნულ გა­რე­მო­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სკვე­რებ­თან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ხა­სი­ა­თის ბა­ნე­რე­ბი გან­თავ­ს­დე­ბა — რა გა­კეთ­და და რის­თ­ვის, რომ ეს პრო­ცე­სი, პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბას­თან ერ­თად, ერთ წე­ლი­წად­ში, არ დამ­თავ­რ­დეს. ბა­ნე­რებ­ზე და­ტა­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც წა­ი­კითხა­ვენ და შე­საძ­ლოა, მა­თაც გა­უჩ­ნ­დეთ გვერ­დით მყოფ ცოცხალ არ­სე­ბებ­ზე ზრუნ­ვის სურ­ვი­ლი.

რო­გორც პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი სან­დ­რო ჭი­თა­ნა­ვა, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას, აღ­ნიშ­ნავს, მა­თი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც ის არის, რომ პრო­ცე­სებ­ში უშუ­ა­ლოდ ჩარ­თუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი, შემ­დეგ, მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან და პა­რა­ლე­ლურ კლა­სე­ლებ­თა­ნაც გა­ავ­რ­ცე­ლე­ბენ, რაც და­ეხ­მა­რე­ბა მათ, უკეთ გა­ი­აზ­რონ ურ­ბა­ნულ გა­რე­მო­ში ეკო­მე­გობ­რუ­ლი სკვე­რის არ­სე­ბო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. „ეს სკვე­რე­ბი თა­ვის თავ­ში არ მო­ი­აზ­რებს დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის ჩარ­გ­ვას, ყვე­ლა­ფე­რი, რაც და­ირ­გ­ვე­ბა, იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბუ­ნე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხე­ო­ბის ცხო­ვე­ლე­ბის საკ­ვე­ბად ან სა­ბუდ­რად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი. ბავ­შ­ვებს ცო­ტა სხვა კუთხით და­ვა­ნა­ხებთ სკვე­რის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას, ის მორ­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმ ცხო­ვე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც მა­თი სკო­ლის სი­ახ­ლო­ვეს ცხოვ­რო­ბენ. გვინ­და, მათ უფ­რო მე­ტად გა­ვუმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოთ გა­რე­მო და და­ვა­ნა­ხოთ, კი­დევ რით შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­ზი­დოთ ცხო­ვე­ლე­ბი და მე­გობ­რუ­ლი გავ­ხა­დოთ მათ­თ­ვის ქა­ლაქ­ში სივ­რ­ცე. ცხო­ვე­ლებ­ში, რა თქმა უნ­და, პირ­ველ რიგ­ში, ფრინ­ვე­ლე­ბი მო­ი­აზ­რე­ბა, რად­გან ჩვენ­თან მსხვი­ლი ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბი არ არის, მაქ­სი­მუმ, შე­იძ­ლე­ბა იყოს ზღარ­ბი, ციყ­ვი ან სხვა პა­ტა­რა ცხო­ვე­ლი. სკო­ლის ეზო­ებ­ში, ძი­რი­თა­დად, ფრინ­ვე­ლე­ბია და ეს სკვე­რიც უფ­რო ფრინ­ვე­ლებ­ზე იმუ­შა­ვებს.“

№71 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი პა­ა­ტა ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ მათ სკო­ლა­ში პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან შე­იტყ­ვეს და გა­დაწყ­ვი­ტეს, აუცი­ლებ­ლად მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. „რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ჩარ­თუ­ლი ვართ „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“, რომ­ლის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა სწო­რედ გა­რე­მოს­დაც­ვით მიზ­ნებს ისა­ხავს — ამ­ბობს ბა­ტო­ნი პა­ა­ტა, — რო­დე­საც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ბუ­ნე­ბის კონ­სერ­ვა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სის თე­მა­ტი­კას გა­ვე­ცა­ნი, ჩავ­თ­ვა­ლე, რომ ეს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მი­ე­სა­და­გე­ბო­და ჩვე­ნი სკო­ლის მი­ერ აღე­ბულ გეზს და ამი­ტომ მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გა­და­ვაგ­ზავ­ნეთ ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი, პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თ­ვი­სათ­ვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­სი­ხა­რუ­ლო იყო, რო­დე­საც დაგ­ვი­კავ­შირ­დ­ნენ და გვითხ­რეს, რომ შერ­ჩე­უ­ლი ვართ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე 5 სკო­ლას შო­რის.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უკ­ვე და­იწყო პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მო­ე­ბა. პირ­ვე­ლი ეტა­პი სა­ლექ­ციო კურ­სის ჩა­ტა­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს სკო­ლა­ში. ორი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, რა თქმა უნ­და, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. სა­ლექ­ციო კურ­სი სულ 3 შეხ­ვედ­რას მო­ი­ცავს, შემ­დეგ უკ­ვე, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მი­ერ, პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ნუს­ხაა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, რა­შიც ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან.“

პრო­ექ­ტი ერ­თ­წ­ლი­ა­ნია და ბა­ტო­ნი პა­ა­ტა ამ­ბობს, რომ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში VIII, IX და X კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი, ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლებ­ლის, ნა­ტო ინ­დუ­აშ­ვი­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, მა­გა­ლი­თად, სკვე­რის და­გეგ­მა­რე­ბა-გა­შე­ნე­ბა­ში: „ეს მათ­თ­ვის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა იქ­ნე­ბა. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნიც ხომ ის არის, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა უკეთ გა­აც­ნო­ბი­ე­რონ რო­გორც თვი­თონ ურ­ბა­ნუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ასე­ვე ურ­ბა­ნულ გა­რე­მო­ში ეკო­მე­გობ­რუ­ლი სკვე­რე­ბის არ­სე­ბო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა.“

პრო­ექ­ტის კი­დევ ერ­თი მო­ნა­წი­ლე, №144 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მა­ნა­ნა ჩარ­გე­იშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ამ პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დრო­უ­ლი იყო მათ­თ­ვის, რად­გან სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, სკო­ლა­ში ახა­ლი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნა შე­იქ­მ­ნა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ათ­ვი­სე­ბუ­ლი არ ჰქონ­დათ. „რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სკო­ლა­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ პრო­ექ­ტი, სა­ხელ­წო­დე­ბით „ეს ჩვე­ნი სკო­ლის ეზოა“, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ USAID-ის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში და ჩვე­ნი სკო­ლის ეზო­ში მო­ეწყო პირ­ვე­ლი სკვე­რი, რო­მელ­საც ღია სივ­რ­ცე­ში გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ვი­ყე­ნებთ. ეკო­მე­გობ­რუ­ლი სკვე­რი ცო­ტა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უკ­ვე არ­სე­ბუ­ლის­გან. სკო­ლის ეზო­ში საკ­მა­ოდ დი­დი ტე­რი­ტო­რიაა და მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბიც მრავ­ლად არის რო­გორც წიწ­ვო­ვა­ნი, ასე­ვე ფოთ­ლო­ვა­ნი. ეკო­მე­გობ­რუ­ლი სკვე­რის, და­ახ­ლო­ე­ბით 100მ2-ზე, გა­შე­ნე­ბა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ. და­ირ­გ­ვე­ბა მცე­ნა­რე­ე­ბი, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტუ­ლად ჩვე­ნი ურ­ბა­ნუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი­სა და გა­რე­მოს­თ­ვის იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი. ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცე­ვა ისეთ ბუჩ­ქებ­სა თუ მოყ­ვა­ვი­ლე მცე­ნა­რე­ებს, რო­მელ­თა ნექ­ტ­რი­თაც იკ­ვე­ბე­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა მწე­რე­ბი. მწე­რე­ბის­თ­ვის მო­ეწყო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ბუდ­რე­ბი, ასე­ვე და­მონ­ტაჟ­დე­ბა ბუ­დე­ე­ბი, საკ­ვე­ბუ­რე­ბი და საწყუ­რებ­ლე­ბი ურ­ბა­ნუ­ლი ფრინ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც ჩვენს ეზო­ში ბი­ნად­რო­ბენ, ასე­ვე ციყ­ვე­ბის­თ­ვის, გა­კეთ­დე­ბა თავ­შე­საფ­რე­ბი ჩვე­ნი ეზოს ბი­ნა­და­რი ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის­თ­ვის.“

ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად ეწ­ვე­ვი­ან სკო­ლას და და­ეხ­მა­რე­ბი­ან სკვე­რის მოვ­ლა­ში, ხელს შე­უწყო­ბენ მოს­წავ­ლე­ებ­ში ამ უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, გა­მარ­თა­ვენ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს.

ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა გვიყ­ვე­ბა, რომ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბი „ათი­ნა­თი“. მოს­წავ­ლე­ებ­მა უკ­ვე მო­ის­მი­ნეს ორი სა­ლექ­ციო კურ­სი, სა­დაც ისი­ნი არა პა­სი­უ­რი მსმე­ნე­ლე­ბი, არა­მედ აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვ­ნენ — წა­რად­გი­ნეს თა­ვი­ან­თი ხედ­ვა, რო­გორ ესა­ხე­ბათ ამ სკვე­რის მოწყო­ბა. ისი­ნი მო­უთ­მენ­ლად ელი­ან, რო­დის გა­დავ­ლენ პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. „და­ირ­გ­ვე­ბა ხე­ე­ბი, და­იწყე­ბა სა­ბუდ­რე­ბის მოწყო­ბა, რომ გა­მო­ზამ­თ­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ ჩვენს ციყ­ვებს, შაშ­ვებს, ყვა­ვებს და ჩვე­ნი სკო­ლის ეზოს სხვა ბი­ნად­რებს. ჩვენ­თან საკ­მა­ოდ კარ­გი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნაა, სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­აც ჯერ­ჯე­რო­ბით და­ცუ­ლია და ალ­ბათ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში და­სა­ხულ მიზ­ნებს ძა­ლი­ან კარ­გად გა­ვარ­თ­მევთ თავს.“ — ასე­თი გან­წყო­ბაა 144-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში.

№145 სა­ჯა­რო სკო­ლა დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზეა და ამი­ტომ პრო­ექ­ტის პირ­ველ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­ლექ­ციო კურ­სე­ბი ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მაია ოსიყ­მაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ კონ­კურ­სის ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოთხოვ­ნა იყო სა­თა­ნა­დო სივ­რ­ცე, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში და­სა­ხუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მა­თი სკო­ლა ამ მოთხოვ­ნას სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და.

პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მრა­ვალ­მ­ხ­რივ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია — მოს­წავ­ლე­ე­ბი ის­წავ­ლი­ან ცხო­ვე­ლებ­ზე ზრუნ­ვას, მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას, იგ­რ­ძ­ნო­ბენ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, მე­ტად გა­უფ­რ­თხილ­დე­ბი­ან მცე­ნა­რე­ებს, ბევრ ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­იტყო­ბენ ურ­ბა­ნუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ, — ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მაია, — ვფიქ­რობ, ისიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მოს­წავ­ლე­თა ის ფო­კუს­ჯ­გუ­ფი, რო­მე­ლიც შერ­ჩე­უ­ლი გვყავს, შეძ­ლებს მო­მა­ვალ­ში ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნა­ტო­ლე­ბამ­დე მი­ტა­ნას და მა­თაც გა­უჩ­ნ­დე­ბათ სურ­ვი­ლი, და­იც­ვან და გა­მოკ­ვე­ბონ ცხო­ვე­ლე­ბი, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ მცე­ნა­რე­ე­ბი. პრო­ექ­ტის პირ­ველ ეტაპ­ზე, ძი­რი­თა­დად, თე­ო­რი­უ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბია, მოს­წავ­ლე­ებს ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, შეხ­ვედ­რე­ბი დი­ა­ლო­გის რე­ჟიმ­ში იმარ­თე­ბა. შემ­დეგ და­იწყე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ამა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა ბუ­დე­ე­ბი­სა და სა­ბუ­დ­რე­ბის მოწყო­ბა, მწე­რე­ბის­თ­ვის სას­ტუმ­რო­ე­ბის შექ­მ­ნა.“

იმე­დია, პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, 145-ე სა­ჯა­რო სკო­ლაც პი­რის­პირ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვა და მოს­წავ­ლე­ებს მი­ე­ცე­მათ პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან უშუ­ა­ლოდ შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გას­ც­დე­ბა ონ­ლა­ინ ფორ­მატს.

თბი­ლი­სის №60 სა­ჯა­რო სკო­ლაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და კონ­კურ­ს­ში „ურ­ბა­ნუ­ლი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სათ­ვის მე­გობ­რუ­ლი სკვე­რე­ბის შექ­მ­ნა სკო­ლე­ბის ეზო­ებ­ში“ და კონ­კურ­სის შე­დე­გად იმ 5 სკო­ლას შო­რის შე­ირ­ჩა, სა­დაც ეს პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი შო­თა მა­ლა­ზო­ნია, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას, აღ­ნიშ­ნავს, რომ ახა­ლი პრო­ექ­ტი ერ­თ­გ­ვა­რი გაგ­რ­ძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ეგი­დით, შარ­შან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი­სა „სუფ­თა გა­რე­მო ჩვე­ნი უფ­ლე­ბაა“. პრო­ექ­ტებ­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­მარ მო­სეშ­ვი­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი ნა­ნა სამ­ხა­რა­ძე-ალა­ვი­ძე და მოს­წავ­ლე­თა თვით­მარ­თ­ვე­ლო­ბას­თან არ­სე­ბუ­ლი კლუ­ბის „ბუ­ნე­ბის კა­რი“ წევ­რე­ბი.

„პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „ბუ­ნე­ბის კონ­სერ­ვა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლო“ უკ­ვე ორი შეხ­ვედ­რა ჩა­ა­ტა­რა პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ მოს­წავ­ლე­თა გუნ­დ­თან და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ პირ­ველ­სა­ვე შეხ­ვედ­რა­ზე, პრო­ცეს­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 40-მდე ბავ­შ­ვი ჩა­ერ­თო. — ამ­ბობს ბა­ტო­ნი შო­თა, — თე­ო­რი­უ­ლი კურ­სის მოს­მე­ნის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ნენ ინ­ტე­რაქ­ცი­ა­ში, მო­ამ­ზა­დეს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი ურ­ბა­ნუ­ლი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ.

ეკო­მე­გობ­რუ­ლი სკვე­რის გა­შე­ნე­ბის შემ­დეგ, ჩვე­ნი სკო­ლის ეზოს ბი­ნა­დარ ჩი­ტებს, ციყ­ვებს, ასე­ვე ჭი­ან­ჭ­ვე­ლებს, ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გილ-სამ­ყო­ფე­ლი ექ­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კი იქ­ნე­ბა ბავ­შ­ვე­ბის მზრუნ­ვე­ლო­ბა მათ მი­მართ. ზო­გა­დად, თბი­ლის­ში, ეკო­ლო­გი­ის თვალ­საზ­რი­სით, პრობ­ლე­მა გვაქვს არა მარ­ტო ადა­მი­ა­ნებს, არა­მედ ცხო­ვე­ლებ­სა და ფრინ­ვე­ლებ­საც. კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ სკო­ლის ეზო­ში გაჩ­ნ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი, სა­დაც ყვე­ლა კარ­გად იგ­რ­ძ­ნობს თავს. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბაა იცხოვ­როს სუფ­თა გა­რე­მო­ში, იმ ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას­თან ერ­თად, რაც მის გა­რე­მომ­ც­ველ სამ­ყა­რო­შია.“

№106 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ გუ­ლორ­და­ვა გვიყ­ვე­ბა, რომ სკო­ლა­ში, უკ­ვე დი­დი ხა­ნია, მუ­შა­ობს ეკოკ­ლუ­ბი, ახორ­ცი­ე­ლე­ბენ პრო­ექტს „ბრძო­ლა გა­რე­მოს­დაც­ვით გა­მოწ­ვე­ვებ­თან“. ამ­ბობს, რომ ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, თუ რა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა ეკო­ლო­გი­ის მხრივ არა მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში. „ჩვენ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სკო­ლის ეზო გვაქვს, თით­ქ­მის ერ­თი ჰექ­ტა­რია. ინ­ფ­რასტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, გად­მოგ­ვ­ცა ფიჭ­ვის ნერ­გე­ბი და ჩვე­ნი ეკოკ­ლუ­ბე­ლე­ბი უვ­ლიდ­ნენ ამ ნარ­გა­ვებს, გა­ხა­რე­ბუ­ლია თით­ქ­მის ყვე­ლა ფიჭ­ვი და ეზო ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. რო­ცა კონ­კურ­სი გა­მოცხად­და, ვი­ფიქ­რე, რომ ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ ჩვე­ნი ლა­მა­ზი ეზო კი­დევ უფ­რო გა­ლა­მაზ­დე­ბო­და. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ამას თვი­თონ ბავ­შ­ვე­ბი მო­უვ­ლი­ან. გა­კეთ­დე­ბა სახ­ლე­ბი ბე­ღუ­რე­ბის­თ­ვის, რომ ზამ­თარ­ში თბი­ლად გა­მო­ი­ზამ­თ­რონ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი ის­წავ­ლი­ან რო­გორ მო­უ­ა­რონ სწო­რად ფლო­რას და ფა­უ­ნას.

ძა­ლი­ან დი­დია და­ინ­ტე­რე­სე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში. გუ­შინ იყო მე­ო­რე შეხ­ვედ­რა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან და VII-X კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა­გან შემ­დ­გარ­მა ორ­მა გუნ­დ­მა წარ­მო­ად­გი­ნა პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი ურ­ბა­ნუ­ლი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა და ეკო­მე­გობ­რუ­ლი სკვე­რე­ბის არ­სე­ბო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. ამ პრო­ექ­ტის და­დე­ბი­თი მხა­რე კი­დევ ის არის, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი თა­ვი­ანთ მო­დელს კი არ გვახ­ვე­ვენ თავს, არა­მედ თვი­თონ მოს­წავ­ლე­ებს ეძ­ლე­ვათ თა­ვი­ან­თი ხედ­ვის წარ­მოდ­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თა­ვად უნ­და შე­არ­ჩი­ონ ად­გი­ლი სკო­ლის ეზო­ში, სად გა­ვა­კე­თოთ სკვე­რი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის იყო, რომ ბავ­შ­ვე­ბი ერ­თ­მა­ნეთს დის­კუ­სი­ის რე­ჟიმ­ში უზი­ა­რებ­დ­ნენ მო­საზ­რე­ბებს, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად მსჯე­ლობ­დ­ნენ სკვე­რის მოწყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ზე, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა გა­მო­ვი­და. შემ­დეგ კვი­რა­ში მოვ­ლენ პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, ად­გილ­ზე ნა­ხა­ვენ იმ ტე­რი­ტო­რი­ას, სა­დაც სკვე­რი უნ­და გა­შენ­დეს და სა­მუ­შა­ო­ე­ბიც და­იწყე­ბა.“

ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი ამ­ბობს, რომ ეს პრო­ექ­ტი ას­წავ­ლის მოს­წავ­ლე­ებს რო­გორ მო­უ­ა­რონ სწო­რად ფლო­რას, ფა­უ­ნას და რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნონ ეკო­ლო­გი­ურ კა­ტას­ტ­რო­ფას, თუნ­დაც მა­თი სკო­ლის მა­გა­ლით­ზე, ეკო­მე­გობ­რუ­ლი სკვე­რის ტე­რი­ტო­რია. ფიქ­რობს, რომ ეს კარ­გი მა­გა­ლი­თი იქ­ნე­ბა. „ჩვენ­თან თუ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ლა­მა­ზი სკვე­რი გა­კეთ­დეს და კარ­გად მო­ვუ­ა­როთ, რა­ტომ სხვა­გან არ შე­იძ­ლე­ბა? რა­ტო­მაც არა. ეს იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის პრო­ექ­ტი, თვი­თონ­ვე იზ­რუ­ნე­ბენ ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს სხვა მოს­წავ­ლე­ებ­საც მის­ცემს მო­ტი­ვა­ცი­ას და ჩვე­ნი სკო­ლის ძა­ლი­ან ბევ­რი მოს­წავ­ლე ჩა­ერ­თ­ვე­ბა ამ პრო­ცეს­ში. ეს პრო­ექ­ტი ას­წავ­ლის სწო­რად რო­გორ მო­უ­ა­რონ ბუ­ნე­ბას.

ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ იმ 5 სკო­ლას შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, ერთ-ერ­თი ჩვე­ნი სკო­ლა შე­ირ­ჩა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სი­ხა­რუ­ლის­გან დაფ­რი­ნა­ვენ. იმე­დი მაქვს, შე­დე­გიც ძა­ლი­ან კარ­გი გვექ­ნე­ბა.“

პრო­ექ­ტის შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ად­რეა, მაგ­რამ მო­ნა­წი­ლე სკო­ლე­ბის გან­წყო­ბა ნამ­დ­ვი­ლად გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ეკო­მე­გობ­რუ­ლი სკვე­რე­ბის გა­შე­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. კარგ წა­მოწყე­ბას ხომ ყო­ველ­თ­ვის გა­მო­უჩ­ნ­დე­ბი­ან ხოლ­მე მიმ­დევ­რე­ბი, იმე­დია, პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს სხვა სკო­ლე­ბიც მი­ბა­ძა­ვენ და თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე იზ­რუ­ნე­ბენ. წე­რი­ლის და­საწყის­ში „მწვა­ნე კუნ­ძუ­ლე­ბი“ ვახ­სე­ნეთ, რაც მე­ტი იქ­ნე­ბა ასე­თი ად­გი­ლი და რაც უფ­რო ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ვას­წავ­ლით ადა­მი­ა­ნებს ზრუნ­ვას მათ გარ­შე­მო მყოფ ცოცხალ არ­სე­ბებ­სა თუ ნარ­გა­ვებ­ზე, მით უფ­რო მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ურ­ბა­ნუ­ლი გა­რე­მო ჩვენ ირ­გ­ვ­ლივ და ცოცხა­ლი ბუ­ნე­ბა — და­ცუ­ლი.

♦♦♦

პრო­ექ­ტის „ურ­ბა­ნუ­ლი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თ­ვის მე­გობ­რუ­ლი სკვე­რე­ბის შექ­მ­ნა სკო­ლის ეზო­ებ­ში“ ფი­ნან­სუ­რი მხარ­დამ­ჭე­რია გლო­ბა­ლუ­რი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ფონ­დის მცი­რე გრან­ტე­ბის პროგ­რა­მა (GEF SGP), რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა (UNDP) ახორ­ცი­ე­ლებს.

ლალი თვალაბეიშვილი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები