ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და გეოგრაფიის პირველადი შედეგები

477

გთავაზობთ ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და გეოგრაფიის პირველად შედეგებს.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი აუცილებელია მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას). 

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.

ბიოლოგიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დააგროვა მაქსიმალური ქულის  25%-ზე (17.50 ქულაზე) მეტი.

ბიოლოგიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და პასუხები

ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63. აბიტურიენტს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დააგროვა მაქსიმალური ქულის  25%-ზე (15.75 ქულაზე) მეტი.

ქიმიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და პასუხები 

ფიზიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63. აბიტურიენტს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დააგროვა მაქსიმალური ქულის  25%-ზე (15.75 ქულაზე) მეტი.

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და პასუხები

გეოგრაფიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ დააგროვა მაქსიმალური ქულის  25%-ზე (15 ქულაზე) მეტი.

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და პასუხები 

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.

დატოვეთ კომენტარი