18 აგვისტო, ხუთშაბათი, 2022

ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისთვის – ახალი ინიციატივა ბავშვთა საკეთილდღეოდ

spot_img

გაეროს ბავშვთა ფონდის და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობით, შეიქმნა ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისთვის – ინოვაციური პლატფორმა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ბავშვის უფლებების პატივისცემა და ხელი შეუწყოს ბავშვის უფლებების განხორციელებას სამუშაო სივრცის, შრომის ბაზრისა და საზოგადოების კონტექსტში. ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისთვის საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შექმნილი ადამიანთა დამოუკიდებელი ჯგუფია, რომელიც ბიზნესის სხვადასხვა სექტორის, ბიზნეს-ჯგუფებისა და პლატფორმების წარმომადგენელებს, საჯარო სექტორს, სამეცნიერო საზოგადოებას და მედიას აერთიანებს.

 „ბიზნესის შესაძლებლობების გამოყენება და მასთან თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდის ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიაა, ბავშვების საკეთილდღეოდ პროგრამული მიზნების მისაღწევად. ბიზნესებთან პარტნიორობა გულისხმობს ბავშვის უფლებების გათვალისწინებას ბიზნესის ეკოსისტემაში და კომპანიების მხარდაჭერას, დაიცვან ბავშვის უფლებები თავიანთ პოლიტიკასა და პრაქტიკაში, მოახდინონ ადვოკატირება და აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მივესალმებით საბჭოს შექმნას, რომლის მიზანია ბავშვის უფლებების წინ წამოწევა და ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის ამაღლება საქართველოში, მთავრობასა და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, – აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა და მოუწოდა საზოგადოებას – მოდი, გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ყველა ბავშვს ხელი მიუწვდებოდეს ყველა უფლებაზე“.

 გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე აღნიშნავს, რომ ბიზნესს, რადგან ძალიან დიდი გავლენა აქვს მოსახლეობაზე – ბავშვებსა და ოჯახებზე, დიდი რესურსიც აქვს. გაეროს ბავშვთა ფონდმა კი, იცის რა პრობლემების წინაშე დაგანან ბავშვები საქართველოში და როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემები: „ჩვენ ვიმუშავებთ რამდენიმე მიმართულებით – ერთი, ეს არის ადვოკატირება კონკრეტული საკითხების ირგვლივ, ხელშეწყობა ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებზე; ასევე, ახალგაზრდების უნარების განვითარება და ბიზნეს პრაქტიკაში ბავშვთა უფლებების ინტეგრირება. იმედი გვაქვს, ერთობლივი ძალისხმევით კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ბავშვთა საკეთილდღეოდ“.

ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისთვის:

წარმოადგენს ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის პლატფორმას, რომლის ფოკუსია ბიზნესის დღის წესრიგში ბავშვთა უფლებების წილის გაზრდა და ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა;

შეაგროვებს სხვადასხვა სფეროში (ბიზნესი, აკადემია, სახელმწიფო, ბავშვები) ცოდნასა და გამოცდილებას, რათა ხელი შეუწყოს ბავშვებზე ბიზნესის გავლენის უკეთ გაგებას, რაც კომპანიებს სტიმულს მისცემს, თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყონ ბავშვის უფლებათა დაცვას.

ბიზნესი პირდაპირ და ირიბ გავლენას ახდენს ბავშვების ცხოვრებაზე, რომლებიც მასთან შეხებაში არიან როგორც მომხმარებლები, დასაქმებულთა ოჯახის წევრები, ახალგაზრდა თანამშრომლები, მომავალი თანამშრომლები და ლიდერები. ბავშვები, ასევე, წარმოადგენენ იმ საზოგადოებისა და გარემოს ნაწილს, რომელშიც ბიზნესი ფუნქციონირებს. ბიზნესი ბავშვების ცხოვრებაში მრავალფეროვან კვალს ტოვებს, პროდუქტებისა და მომსახურებების, მომარაგების ჯაჭვის, წარმოების, მარკეტინგის, დისტრიბუციის, გარემოსდაცვითი თუ სოციალური შედეგებისა და თემში ინვესტირების მეშვეობით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები