27 ივლისი, შაბათი, 2024

ბელგიელი ტრენერი ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებისთვის ონლაინ ტრენინგის კურსს ატარებს

spot_img
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მოწვევით, ბელგიის დონ ბოსკო გროენველდის სკოლის დირექტორის მოადგილე, უფროსი ტრენერი ვიმ ჰანსენსი ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებისთვის ონლაინ ტრენინგ-კურსს უძღვება.
ტრენინგის მთავარი თემა სკოლაში აღდგენითი პროცესების პოლიტიკის წარმართვაა, რაც პრობლემურ ქცევებზე საპასუხოდ კონსტრუქციული მიდგომების შემუშავებას ითვალისწინებს. ტრენინგი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
კურსის დასრულების შემდეგ, ტრენინგის მონაწილეები, თავის მხრივ, მანდატურის სამსახურის საპილოტე პროექტის – „ძალადობისგან თავისუფალი სკოლის მოდელის“ დანერგვაში ჩართულ ყველა თანამშრომელს გადაამზადებენ.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერების მიზნით, მანდატურის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპელ ექსპერტებთან. ვიმ ჰანსენი, ევროკავშირის დახმარების პროექტის – TAIEX მხარდაჭერით, საქართველოში 2020 წლის თებერვალში იმყოფებოდა. ბელგიელმა კონსულტანტმა ქართველ კოლეგებს სკოლებში სოციალური მუშაობის ფლანდრიული მოდელი გააცნო. ერთკვირიანი საექსპერტო ვიზიტის დასასრულს, მან პოზიტიურად შეაფასა მანდატურის სამსახურის მიერ საქართველოს სკოლებისთვის შემუშავებული სოციალური მუშაობის პროექტი და საპილოტე სკოლებში სოციალურ მუშაკთა ინტერვენციის გაძლიერების მიმართულებით გაწეული სამუშაოს შედეგები.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები