3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ბევრი საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას, რათა ჩვენი ქვეყანა უკეთესი გახდეს

spot_img

რუბრიკის “ქართველი სტუდენტები უცხოეთში” სტუმარია მირიან გამრეკელაშვილი, აიხშტეტ-ინგოლშტატის კათოლიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

მირიან, გვიამბე მოსწავლეობის პერიოდის, მშობლიური სკოლისა და მასწავლებლების შესახებ

დავიბადე და გავიზარდე ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხში. იქ არსებულ სულიერ თუ მატერიალურ ღირსშესანიშნაობათაგან, ერთი-ერთი ნამდვილად არის 1872 წელს დაარსებული სკოლა. ჩემი მოსწავლეობის პერიოდი დაემთხვა საქართველოს ხელახალ დამოუკიდებლობას და, ამავე დროს, მატერიალური სიდუხჭირის რთულ პერიოდს. ეს იყო ჯერ სამოქალაქო დაპირისპირების, ხოლო შემდეგ შევარდნაძის უძრაობის ხანა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ მაშინ მასწავლებლებმა რეალური გმირობა გამოიჩინეს მოსწავლეებთან მიმართებაში. ვინაიდან სასკოლო პროგრამა დროის მოთხოვნებს არანაირად არ შეესაბამებოდა, პედაგოგები ცდილობდნენ დამატებითი ღონისძიებებით მოეხდინათ მოსწავლეების მოტივირება და განათლებით დაინტერესება. ერთ-ერთი ასეთი იყო დღემდე არსებული ოლიმპიადა სხვადასხვა დისციპლინაში, აგრეთვე, სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალური (რა? სად? როდის?) თუ გასართობი (მხიარულთა და საზრიანთა კლუბი) ღონისძიებების ორგანიზება. სამუშაო დღის შემდეგ, უამრავ დროს ატარებდნენ ჩვენთან, რათა სათანადოდ მოვემზადებინეთ. ისინი დღემდე წარმოადგენენ ჩემთვის სულიერი მხნეობისა და შემოქმედებითი შემართების მაგალითს. ვფიქრობ, ჩემი პიროვნების განვითარებისათვის გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ პედაგოგებთან ურთიერთობა აღმოჩნდა. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა მოვიხსენიო გეოგრაფიის მასწავლებელი, ქალბატონი მარიკა ზვიადაძე, რომელმაც სწორად ამოიცნო ჩემი დაუოკებელი სურვილი გარესამყაროს შეცნობისა და სამუდამოდ შემაყვარა წიგნი. ამ ყველაფერმა კი გამოუსწორებელ ჰუმანიტარად მაქცია. სხვა პედაგოგებსაც უდიდესი მადლიერებით ვიხსენებ ხოლმე და ბოდიშს ვუხდი, რომ სახელებით არ ჩამოვთვლი ყველას.

სკოლის დამთავრების შემდეგსწავლას სასულიერო სემინარიაში აგრძელებრამ განაპირობა პროფესიის არჩევანი?

ჩემი პროფესიული თვითგამორკვევა კონკრეტულ პედაგოგს უკავშირდება. თავად ჩაბარების პროცესიც ძალიან საინტერესო იყო. როგორც წესი, საქართველოში ახალგაზრდები თითქმის სპონტანურად ირჩევენ პროფესიას, მაგრამ მაინც არსებობს პროფესიის არჩევის ორი გენერალური მიმართულება: პირველი, რომელიც ფინანსურად წარმატებულ კარიერას უკავშირდება და მეორე – უფრო სამყაროს შეცნობის სურვილს, ვიდრე ფულს. თავდაპირველად, მეც წარმატებულ კარიერაზე ვოცნებობდი და მსურდა, იურისპრუდენცია ან რაიმე მსგავსი ამერჩია, თუმცა საოცრად მომაბეზრებლად მეჩვენებოდა. შემდგომში, როდესაც რეპეტიტორებთან დავიწყე სიარული, ძალიან კარგმა ქალბატონმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ასმათ გიორგაძემ მირჩია, სასულიერო სემინარიაში  ჩამებარებინა. იგი თვლიდა, რომ ჩემი შინაგანი მოწოდება სწორედ ეს იყო. სემინარიაში სწავლის პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი პიროვნების ფორმაციისთვის. შემდეგ იყო ილიაუნის სოციოლოგიის მაგისტრატურა, ასევე უაღრესად საინტერესო, ნაყოფიერი და სასიამოვნო წლები. უნივერსიტეტში მიმდინარე რემონტის გამო, ლექციები მეოთხე სართულის სამზარეულოში გვიტარდებოდა (ე.წ. წასახემსებელ ოთახში), პირველი ლექციაც კი მახსოვს – რაინერ მარია რილკეს მერვე ელეგიის ფილოსოფიურ-სოციოლოგიური გარჩევა. ლექციას ჩვენთვის ბატონი გიგა ზედანია ატარებდა.  ეს იყო ინტელექტუალური დიალოგი და არა იმგვარი ტრადიციული ფორმატის ლექცია, როგორსაც სემინარიაში ვიყავი მიჩვეული. პროცესის მსვლელობისას ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო მიერთვა ტკბილეული, ყავა, ჩაი და ყოველგვარი ფორმალობის გარეშე ჩართულიყო საუბარში, მიემართა კითხვით ან გამოეთქვა საკუთარი შენიშვნა. თავისუფლების განცდა და ახალი სფეროს შემეცნებისგან გამოწვეული სიხარულის შეგრძნება უსაზღვროდ ბედნიერს მხდიდა.

საინტერესო პროფესიებიდან საბოლოო არჩევანს თეოლოგიაზე აკეთებ და სასწავლებლად გერმანიაში მიემგზავრები.  რატომ გადაწყვიტე თეოლოგიის შესწავლა საზღვარგარეთ და რა პროგრამით გაემგზავრე?

ილიას უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურაში სწავლის პარალელურად, დავიწყე გერმანული ენის შესწავლა. კომპეტენტურმა ადამიანმა მირჩია, რომ თეოლოგიის შესწავლას ყველაზე კარგად ამ ენაზე და ამ ქვეყანაში მოვახერხებდი. ამ გზაზე დიდი თანადგომა გამიწია საქართველოში გერმანიის ელჩმა, ბატონმა უვე შრამმა და საქართველოში მოღვაწე კეთილშობილმა გერმანელმა ქალბატონმა, ქრისტიანე ჰუმელმა. მათი ხელშეწყობით, თბილისის გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის კურსი გავიარე. ამ დროისთვის დავიწყე შესაბამისი უნივერსიტეტებისა და სტიპენდიების ძიება. ყველაფერი ექსტრემალურად სწრაფად და საოცრად ეიფორიულად მოხდა. საკონსულოს, ვიზის გაცემაც კი, გამონაკლისის სახით, მესამე დღეს მოუხდა (ნორმატიული პროცედურა 6 კვირას შეადგენდა). ეს არის არა სტანდარტული ტიპის პროგრამა, არამედ აღმოსავლური ქრისტიანობის ხელმშემწყობი ინსტიტუტი კოლეგიუმ ორიენტალე (collegium orientale), რომელიც სტიპენდიების მოპოვებასა და გერმანიაში განათლების მიღებაში ეხმარება თეოლოგიის სტუდენტებს.

ვსწავლობ  ქალაქ აიხშტეტ-ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტში. ამ სახელწოდებით უნივერსიტეტი ოფიციალურად დაარსდა 1980 წელს. მან განვითარების საკმაოდ საინტერესო გზა განვლო. 1564 წელს, ქალაქ აიხშტეტში, კათოლიკური  ეკლესიის ეგიდით, დაარსდა ახალი ტიპის სასწავლებელი Collegium Willibaldinum. ეს იყო კონტრრეფორმაციული პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ტიპის ინტელექტუალური ცენტრების შექმნას. 1807 წელს, ნაპოლეონის მიერ განხორციელებული სეკულარიზაციის შედეგად, სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა, ხოლო 1843 წელს, სამეფო დეკრეტის საფუძველზე, ისევ საეპისკოპოსო ლიცეუმად იქცა. ამ სასწავლებლის პირდაპირი მემკვიდრეა ჩვენი თეოლოგიის ფაკულტეტი, რომლის ბაზაზეც შემდგომში უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა.

სასწავლო პროგრამები დგება სემესტრული სისტემით, რომლებიც მუდმივ განახლებას და განვითარებას განიცდიან. რაც შეეხება ლექციებს, დროის მხრივ, დიდი ხანგრძლივობით – 1,5 საათი – გამოირჩევა, თუმცა შუალედში ყოველთვის არის პაუზა. ლექციები გამოირჩევა მაღალი აკადემიური ხარისხით, მაგრამ, ამავე დროს, თავისუფალი მდინარებით. ხშირად მიმირთმევია ყავა ან სულაც ტკბილეული ლექციის მოსმენისას. ცნობილი ადამიანების მოწვევა საჯარო ლექციების წასაკითხად უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ნაწილია, რომელიც უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, ევროპული განათლების ინტერდისციპლინური ტენდეციის შესაბამისად. ძალიან ბევრის მომცემია ლექცია-სემინარების ციკლები, რომელთა არჩევაც ნებაყოფლობითია.

რა როლი უჭირავს გერმანიაში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს?

არ მიყვარს, როცა ადამიანები რაიმე მოვლენას კულტურულ შოკად აღწერენ, მაგრამ სხვაგვარად ვერაფერს ვუწოდებ განცდებს, რომლებიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის პირველად ნახვისას დამეუფლა. კიდევ უფრო აღმაფრთოვანა, მეგობართან სტუმრობისას, თიუბინგენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ნახვამ. სწორედ მაშინ მივხვდი, რა არის ხარისხიანი განათლების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი. ეს არის მართლაც აღუწერელი სიხარული, როდესაც იმყოფები სივრცეში, სადაც ამდენი წიგნია და სამუშაო მასალის ნაკლებობა არასოდეს შეგაწუხებს.  ადგილობრივი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გარდა, სტუდენტებს შეუძლიათ წიგნი მთელი გერმანიის მასშტაბით მოიძიონ და გამოიწერონ. საქართველოში ეს იქნება უპირველესი, რაც დამაკლდება: წვდომა დიდი მოცულობის კომპეტენტურ ინფორმაციაზე.

ლებია საზღვარგარეთ ცხოვრობ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებ თვალსსოციალური ქსელის საშუალებით ხშირად ამა თუ იმ მოვლენას ეხმიანები კიდეც. ბევრს ფიქრობ სამშობლოზეროგორია შენი თვალით დანახული საქართველო უცხოეთიდან?

შორს მყოფი ყველა ადამიანი ნოსტალგიურად და უფრო ლამაზ ფერებში, რომანტიკულად აღიქვამს სამშობლოს. თუმცა, თუ ზოგადად პიროვნებას კრიტიკული აზროვნება ახასიათებს, დიდხანს ვერ რჩება ამგვარ რომანტიკულ მდგომარეობაში. ძნელი შესამჩნევი არაა, რომ ძალიან ბევრი საკითხი უნდა გადაიჭრას სასწრაფოდ, რათა ჩვენი ქვეყანა უკეთესი გახდეს. საქართველოში არსებობს გარკვეული მოცემულობები, რომელთა სათანადო ათვისებაც მართლა მშვენიერი და უნიკალურიც კია. ესაა, მაგალითად, გეოგრაფიული და თვითნაბადი კულტურული მრავალფეროვნება, იგივე სტუმართმოყვარეობაც. თუმცა ყველაფერს მოვლა, შენარჩუნება და განვითარება სჭირდება. ბუნების მიმართ საოცრად უდიერი დამოკიდებულებაა და ბევრი რამ უგულოდ ნადგურდება, ხოლო ბოლო დროს, სტუმართმოყვარეობაზე მეტად, ჩვენი `საფირმო~ თვისება უცხოთა და განხვავებულთა მიმართ სიძულვილია.

მირიანმინდა რელიგიაზეც გვესაუბრორამდენად მნიშვნელოვანია რელიგიის სწავლება სკოლაშირა დოზითფორმით ან მიმართულებით უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს რელიგიური აღზრდა (როგორცცნობილია,გერმანიაშისაქართველოსგან განსხვავებითყველა სკოლას აქვს ვალდებულება მოსწავლეები უზრუნველყოს რელიგიური განათლებით და ამ საგნის სწავლებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა მკაფიოდაა განაწილებული სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორისსახელმწიფოს აქვს კონტროლის უფლებარელიგიური გაერთიანებები კი რელიგიის სწავლების შინაარსზე არიან პასუხისმგებელნი).

ეს ძალიან რთული დაკომპლექსური საკითხია, რომლის  განცალკევებით,კულტურის სპეციფიკის, საზოგადოებისმდგომარეობის და უშუალო რელიგიური ლანდშაფტის გათვალისწინების გარეშე,განხილვაც დაუშვებელია. მიმაჩნია,რომ სკოლის ასაკშიბავშვი კომპეტენტურ ინფორმაციასუნდა იღებდეს რელიგიებისდა მათი სპეციფიკის შესახებ. რაცდაუშვებლად მიმაჩნია დარისი სასტიკი წინააღმდეგიცვარ, ესაა ინდოქტრინაცია, ანუ ბავშვების გარელიგიურება სკოლაში.ამ მხრივ, გერმანიაშიმართლაც სპეციფიკური მდგომარეობაა,რაც კონკრეტული ფედერაციულიმიწის კანონმდებლობითაა განსაზღვრული.სახელმწიფო მკაცრად არეგულირებსამ საკითხს, უშუალოდ,თავად რელიგიური განათლებისხარისხის ჩათვლით. ყველაპედაგოგი (ისევე, როგორცყველა სასულიერო პირი),რომელიც სკოლაში რელიგიასასწავლის, ვალდებულია ჰქონდესუმაღლესი განათლება რელიგიისპედაგოგისა, უფრო მეტიც, თავიდანვე უნდაგანსაზღვროს სპეციალიზების პროფილი- საშუალო სკოლაში სურსმუშაობა თუ გიმნაზიაში. სხვათა შორის,ეს დისციპლინა ჩემიერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა უნივერსიტეტშიდა კარგად ვიცნობუშუალოდ სასწავლო პროგრამისდეტალებს. გარდა განათლებისა,სტუდენტებს ბავშვებთან ამთემაზე ფაქიზად მუშაობისუნარ-ჩვევებს მაქსიმალურადუვითარებენ. სწავლის დასრულებისშემდეგ ჯერ პრაქტიკას გადიან, შემდეგგამოსაცდელ დროს და მხოლოდ ამისშემდეგ ხდებიან სრულიპედაგოგები. რამდენიმე მიწაზეუშუალოდ კონფესიური სახისსწავლებაა, ხოლო განსხვავებული რელიგიის წარმომადგენელმოსწავლეებს უფლება აქვთ,მოითხოვონ მათთვის სასურველირელიგიის შესწავლა.

ვინ უნდა ასწავლოს რელიგია სასწავლო დაწესებულებაშიდამეთანხმები ალბათრომ ხშირად რელიგიას  ის ადამიანები ასწავლიანრომლებიც თავად არ არიან რელიგიურებირამდენად გამართლებულია ასეთი დამოკიდებულება?

რელიგიის შესახებ მოსწავლისთვის ცოდნის გადაცემის ის მოდელი, რომელსაც მე ვეცნობი, არ ავალდებულებს პედაგოგს იყოს რომელიმე რელიგიის აღმსარებელი. პირიქით, მოსწავლეებს საკუთარი სუბიექტური დამოკიდებულება არანაირად არ უნდა მოახვიოს თავს. საქართველოში სწორედ ესაა ყველაზე მწვავე პრობლემა. პედაგოგები ბავშვებს კი არ ასწავლიან, არამედ დაკავებული არიან პროზელიტიზმით, ანუ ახდენენ ბავშვების მოქცევას მათ აღმსარებლობაზე. უფრო მეტიც, ამგვარი მისიონერობით არიან ხოლმე დაკავებული სხვა საგნების – ქართულის, ისტორიის ან მუსიკის – მასწავლებლები. ხშირად შედეგი ფატალური და შოკის მომგვრელია. არსებობს ფაქტი, როდესაც ერთ-ერთმა პედაგოგმა მოსწავლე ძალის გამოყენებით მონათლა. ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც მოსწავლეები ხშირად სხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან. ასეთ უკონტროლო ფანატიზმს ნამდვილად სჯობს არარელიგიური პედაგოგი, რომელიც თავის საქმეს პროფესიულად შეასრულებს.

როგორია თეოლოგიური განათლების დონე საქართველოში და ევროპაში?  როგორ შეადარებ საქართველოში არსებულ სასულიერო განათლების ხარისხს ზოგადად ევროპაში არსებულთან?

რადგან ეს თემა ჩემი დაინტერესების საგანია, მასზე რამდენიმე პუბლიკაციაც გამოვაქვეყნე და დღემდე თვალს ვადევნებ მიმდინარე პროცესებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მდგომარეობა კატასტროფულია. ეკლესია სამღვდელო ხარისხის მოპოვებისათვის აუცილებელ წინაპირობად არ სახავს თეოლოგიური განათლების ქონას. პირიქით, უპირატესობას ანიჭებს იდეოლოგიურ ინდოქტრიანიზაციას. უფრო მეტიც, მისთვის მიუღებელია თეოლოგია, როგორც მეცნიერება, ამიტომაც ცდილობს მის დისკრეტიდაციას როგორც დისკურსულ, ისე სტრუქტურულ დონეზე. უნივერსიტეტებში არ არის თეოლოგიის ფაკულტეტები, ხოლო სემინარიები ხელოვნურადაა იზოლირებული მთლიანი განათლების სისტემიდან. ახლა უკვე, კანონის დონეზე, საპატრიარქოს გადაეცა თეოლოგიის ხარისხის მინიჭების ფუნქცია ყოველგავრი აკადემიური სტანდარტების დაცვის გარეშე.

სწორედ თეოლოგიის აკადემიური კერების არარსებობაცაა მიზეზი იმისა, რომ საქართველოში რელიგიურობა, ძირითადად, ფოლკლორული სახისაა. ევროპაში რელიგიათმცოდნეობა და თეოლოგია ძალიან განვითარებულია და ყოველთვის წარმოადგენდა საგანმანათლებლო სივრცის ნაწილს. ამ მხრივ, გერმანია მართლა გამორჩეულია. არსებობს ბევრი სასტიპენდიო ფონდი, საკვლევი სტიპენდია, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობისათვის გაიცემა. ქვეყნდება ბევრი სამეცნიერო პუბლიკაცია და ა.შ. მართალია, თეოლოგიის და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტების რაოდენობა დიდი არ არის (შემცირებასაც განიცდის), მაგრამ ცოდნის ხარისხი მუდმივად წინ მიდის.  ამგვარ მდგომარეობამდე მისვლას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ხომ უნდა გაჩნდეს ოდესმე განვითარების ნება.

ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ლექტორიმკვლევარიასიროლოგი თამარ პატარიძე ერთერთ ინტერვიუში ამბობს: “თეოლოგიაში უამრავი ფუნდამენტური გამოკვლევა იწერება და მათი ავტორების დიდი ნაწილი სულაც არ არის მორწმუნემაგრამ კარგი მეცნიერია”როგორ ფიქრობმირიანრელიგია სამეცნიერო შესწავლის საგანია მხოლოდდა თუ ეს ასეამაშინ როგორი უნდა იყოს ეკლესიისა და მეცნიერების ურთიერთობა თანამედროვე სამყაროში?

საერთოდ უნდა დავიწყოთ იმით, რომ ცნებები, როგორიცაა მორწმუნე, რელიგიური, ეკლესიური, ხშირად ასი პროცენტით არ შეესაბამება შინაარსს. ყველა ადამიანს თავისი შინაგანი განცდა და წარმოდგენა აქვს რწმენაზე. რაციონალურად გაწონასწორებული ადამიანიც და აგრესიული ფანატიკოსიც თავს მორწმუნეს უწოდებს. მე არ ვიცი, კონკრეტულად, რას გულისხმობს თამარი “არა მორწმუნეში” – იმას, რომ ისინი სტატისტიკური მრევლისაგან განსხვავდებიან თუ მოიაზრებს ცნობიერ, რელიგიის აქტიურ მოწინააღმდეგე ათეისტებს. ბუნებრივია, მეცნიერულად მოაზროვნე ადამიანი ამ საკითხებს უფრო გლობალურად, ღრმად და არადოგმატურად უყურებს. რელიგია თავის თავში მოიცავს რწმენით ტიპს, დოქტრინას, ქცევის წესს, ისტორიულ-კულტურული გამოცდილების და განვითარების პროცესს, მსოფლხედვას, დისკურსს, ლიტერატურულ თუ არქიტექტურულ ძეგლებს და უამრავ სხვა რამეს. მათგან ნებისმიერი შეიძლება იყოს მეცნიერული შესწავლის საგანი და საამისოდ მხოლოდ პროფესიული კომპეტენცია კმაროდეს. მაგალითად, იმავე ფილოლოგმა, არქეოლოგმა, სოციოლოგმა, ლინგვისტმა ან კულტუროლოგმა, თავისი ათეისტობისდა მიუხედავად, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერული ღვაწლი გასწიოს თეოლოგიის სასარგებლოდ. რწმენითი და მეცნიერული მიმართება რელიგიურ საკითხებთან ორი სხვადასხვა დამოკიდებულებაა. თუმცა, მათ შორის კონფლიქტის ესკალაციის დიდი პოტენციალია, ისინი  ერთმანეთს თავისთავად, იმთავითვე არ გამორიცხავენ. არ შეიძლება ვთქვათ, რომ რელიგია მხოლოდ მეცნიერული კვლევის ობიექტია ან რწმენა ადამიანის ჩამორჩენილობაზე მიუთითებს. თავის მხრივ, დაუშვებელია მეცნიერების შეჩვენება, მთლიანად უარყოფა. ცალსახად ფანატიკური დამოკიდებულება, პირველ რიგში, თავად სულიერ ჰარმონიას ვნებს. იდეალური მდგომარეობა ცოდნისა და რწმენის ჰარმონიული თანაარსებობაა, რომლის მდიდარი გამოცდილებაც არსებობს დასავლეთში.

ფენომენოლოგიური ფილოსოფიის შემდეგ, დამკვიდრდა მოსაზრება, რომ გაცილებით აქტუალურია დავსვათ კითხვა არა იმის შესახებ, რამდენად არსებობს თუ არა რომელიმე საგანი, არამედ რამდენად მნიშვნელობს იგი. სტუდენტობისას, ჩემი  პროფესორის ემზარ ჯგერენაიას რჩევით, გავეცანი ტომას კუნის კონცეფციას `მეცნიერული რევოლუციების სტრუქტურა~. მის მიხედვით მეცნიერებაც პირობითი ბუნებითაა შემოსაზღვრული. პირველ რიგში, ეს შემოსაზღვრულობა გამოიხატება მის პარადიგმულ ჩაკეტილობასა და გადმოცემის აპარატის დროში დაძველებადობაში.

მეცნიერული ფორმულირებები ყოველთვის მხოლოდ უკვე დადგენილი, შეთანხმების საფუძველზე სწორუპოვრად მიჩნეული პარადიგმების ფარგლებშია ობიექტურად აღიარებული. მათ გარეთ ისინი ქმედითობას კარგავენ. იგივე პარადიგმები დროში საერთოდ ძველდებიან და მცდარად მიიჩნევიან. ამის შემდეგ ხდება მათი ხელახლა “გადაწერა” მეცნიერული აზროვნების გადმოცემის აქტუალური კოდის შესაბამისად. თუ მეცნიერების ამოცანა საკითხების სიზუსტით აღწერაა, რელიგიები მათი ტექსტებითა თუ სხვა მექანიზმებით (გამოსახულებით, მუსიკით, ცეკვით, მეტყველებით) მხოლოდ მეტაფორებს და მინიშნებებს გვთავაზობენ, რომელთა მთავარი ამოცანა არა სამყაროს ზუსტი აღწერა, არამედ მასში საზრისების პოვნაში ჩვენთვის დახმარების გაწევაა. ისევ გაფორმების თემა რომ გავაგრძელოთ, სრულიად დასაშვებია, რომ ერთი და იმავე მოვლენას ერთი ადამიანი დიდ აფეთქებად აღიქვამდეს, ხოლო მეორესთვის ეს ღვთის მიერ განხორციელებული შესაქმე იყოს. ეს არის ცოდნის ორი ფორმა და გადმოცემის ორი კოდი. ერთ-ერთი,რამაც უდიდესი სიხარულიმომანიჭა სწავლის პროცესში,იყო ლექციები, რომელსაცმღვდელმსახურები კითხულობდნენ. ისინისაკითხებს მეცნიერულად განიხილავდნენდა ეს მათ რწმენას არანაირდისკომფორტს არ უქმნიდა. სამწუხაროდ, ჩვენთანსრულიად სხვა ვითარებაა – ერთი მხრივ, რელიგიებიჯერ კიდევ არარის მეცნიერული შესწავლისობიექტები და, მეორე მხრივ, რელიგიურთემებში ანტისამეცნიერო დისკურსიაწამყვანი. განსაკუთრებით თვალშისაცემიაბიბლიისა თუ ყურანის, `ბუკვალურად~, გაგებისტენდენცია. ქრისტიანობაში ამაზროვნების მანერას, ევანგელიკალიზმიეწოდება, რომელიც ასევე  საფუძველიარადიკალური კრეაციონიზმისა, სამყაროსმეცნიერული ახსნის მოწინააღმდეგეიდეოლოგიისა. ამგვარი მიდგომებისრულიად მიუღებელია თეოლოგიისადა მეცნიერული ბიბლეისტიკისათვის.

რთ პუბლიკაციაში შენ ამბობპოზიციათითქოს მეცნიერული მეთოდებით შეიძლება დადგინდეს რწმენითი კატეგორიების ჭეშმარიტება ან მცდარობასაკამათოდ მიმაჩნია… რწმენა წმინდად პიროვნული აქტია”იოანე მახარებელი ამბობსმორწმუნეს თავის თავში აქვს მოწმობა”.

ეს პოზიცია, ჩემზე გაცილებით ადრე, უფრო მეტად მხატვრულად გამოხატა ტერტულიანემ ფრაზით: Credo, quia absurdum est. ეს პოსტულატი ქართულად რომ გავშალოთ, შემდეგნაირად ჟღერს: რწმენითი აქტის განხორციელების გარეშე ამ ყველაფრის დაჯერება აბსურდი და ალოგიკურია. იოანე მახარებლის სიტყვების არსიც ესაა. საბოლოო ჯამში, გადამწყვეტ მომენტში, ან გწამს, ან არ გწამს. ბუნებრივია ამ მომენტამდე ბევრი რამის გავლით მიდის ადამიანი, იქნება ეს ცოდნის დაგროვება, ცხოვრებისეული გამოცდილება, ჭვრეტა, თვითჩაღრმავება თუ სხვა რამ. მაგრამ შეუძლებელია, ვინმემ ღმერთის არსებობა ლაბორატორიული ცდის შედეგად დაამტკიცოს. დღესდღეობით, საქართველოში, პოპულარული მიდგომა, თითქოს მეცნიერულად მტკიცდებოდეს ყველაფერი, რაც გვწამს, უცნაური მიმართულებაა, რომელიც ადამიანებს ხშირად პირიქით, უქრობს სურვილსა და რწმენას ღვთის მიმართ. ამ მოვლენის საპასუხოდ ბევრი თავს ათეისტად ან აგნოსტიკოსად დეფინირებს (ეს უკანასკნელი დამოკიდებულება ძალიან ენათესავება აპოფატიკურ, იმავე უარყოფით მეთოდზე დამყარებულ ღვთისმეტყველებას).

შენი აზრითროგორია ეკლესიის სოციალური როლი საქართველოში და უცხოეთში?

ეკლესიათა დამოკიდებულება სოციალური საკითხებისადმი დასავლეთში და საქართველოში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. ქრისტიანული ეკლესია, დასავლური კულტურა თავიდანვე მეტ-ნაკლებად სოციალური ხასიათის იყო. ამას ალბათ ხელი იმანაც შეუწყო, რომ ეკლესიამ დასავლეთ რომის იმპერიაში სახელმწიფო ჩაანაცვლა და თავად აღმოჩნდა საკუთარი მრევლის პირისპირ. ამ ფაქტორსავე უნდა განესაზღვრა ბერ-მონაზვნული ცხოვრების, აღმოსავლურისგან განსხვავებული, სოციალურად დატვირთული ხაზით განვითარება. XII საუკუნეში ფრანცისკანულმა მოძრაობამ კიდევ უფრო გაშალა ეკლესიის სოციალური აქტივობა. მოგვიანებით, ჯერ რეფორმაციამ, შემდეგ განმანათლებლობამ, დაბოლოს, მეორე მსოფლიო ომისშემდგომმა ღირებულებათა გადაფასებამ, ეკლესიათა გარესამყაროსადმი მიმართება მთლიანდ შეცვალეს.

დასავლური ქრისტიანობის ღირებულებებში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი სიცოცხლემ და ადამიანმა დაიჭირა. მივიდნენ აზრამდე, რომ ღვთის სიტყვის გავრცელება და ადამიანების ღმერთამდე მიყვანა მხოლოდ განყენებული პოზიციიდან წარმოთქმული მშრალი ქადაგეგებითა და რიტუალებით შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ეკლესიათა უმრავლესობას სპეციალური მიმართულებები, ე.წ. დიაკონისური სამსახურებიც კი აქვთ, ესაა მთელი სპექტრი სოციალური ორდენების, დაწესებულებების, ფონდებისა თუ ინდივიდუალურად მოტივირებული ადამიანებისა. ხორციელდება ძალიან ბევრი სოციალური და ჰუმანიტარული პროექტი, გაიცემა სტიპენდიები, დაფინანსება, გროვდება შემოწირულობები გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის.

სამწუხაროდ, სხვაგვარი აღმოჩნდა მართლმადიდებლური ეკლესიის განვითარების გზა. როგორც ინსტიტუტი, იგი ყოველთვის იაზრებდა თავის თავს სახელმწიფო აპარატის ნაწილად, ოღონდ ყოველგვარი სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე. მთელი შემოქმედებითი რესურსი მიმართული იყო ამა ქვეყნის ძლიერებთან ურთიერთობის გარკვევისაკენ. ორთოდოქსულ კულტურებში რიგითი ადამიანები დღემდე არ არიან ფასეულნი და საინტერესონი ეკლესიისთვის. თანამედროვე საქართველოში სწორედ ამ შუასაუკუნეების დროინდელი სოციალური კონცეპტის რეკონსტრუქციაა. ეკლესია არა თუ არ არის სოციალურად ანგაჟირებული, არამედ მთელი არსებით ეწინააღმდეგება საზოგადოებაში ამგვარი ინიციატივების გამოვლინებას. მაგალითად, იმავე გერმანიაში ლიმბურგის ეპისკოპოსმა, ეპარქიის თანხებით, შენობები ააგო, მაგრამ მრევლმა ეს ქმედება გაუმართლებლად მიიჩნია, რადგან შენობათა უმრავლესობა არასოციალური დანიშნულების იყო. საეკლესიო ქონების მიმართ ამგვარი მიდგომა ანტიქრისტიანულადაა მიჩნეული როგორც საზოგადოების, ასევე თავად ეკლესიის მიერ. ხანგრძლივი პროტესტების ფონზე, რომი იძულებული გახდა, ეპისკოპოსი გაეწვია. ავიღოთ თუნდაც ყბადაღებული ძვირადღირებული მანქანების თემა ჩვენთან. მღვდლების მიერ მათი ფლობა ხომ აშკარად მრევლის მიმართ არათანალმობის გამოხატულებაა? გასაგებია, რომ ვირით ვეღარავინ ივლის, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც საზღვარი, შეგნება, ბუნების გაფრთხილება, ზომიერება? ავიღოთ თუნდაც ეკლესიის დაფინანსების მოდელი. ეკლესია სთხოვს სახელმწიფოს დაფინანსებას, თითქოსდა ეს თანხა ქვეყნის მოქალაქეების მიერ გადახდილ გადასახადებს არ წარმოადგენდეს. ეკლესიათა დაფინანსების პრაქტიკა დასავლეთშიც არსებობს, მაგრამ იქ ეს პირდაპირაა დამოკიდებული მრევლის დასაქმების საკითხზე, რადგან ისინი თავიანთი ხელფასის პროცენტს იხდიან ეკლესიის სასარგებლოდ. შესაბამისად, ეკლესია ზრუნავს საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებაზე, დასაქმებულთა უფლებებზე, სოციალური ბალანსის შენარჩუნებასა და ა. შ. ქრისტიანული ეკლესიების მოძღვრების ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილს, სიკეთის კეთება, გაჭირვებულთა დახმარება, მათი ტკივილის გაზიარება და საკუთარი ქონებიდან განაწილება წარმოადგენს. ამ მიდგომის საპირისპირო სტრატეგია, რასაც საქართველოში აქვს ადგილი, ხარბად დაეგოისტურად ქონების მითვისება დამისი პირადი ფუფუნებისთვის გამოყენება იერარქიის მხრიდან, აუცილებლად მიიყვანს საზოგადოებას ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის სიძულვილამდე, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა მეოცე საუკუნის დასაწყისში. ღარიბი ადამიანების ნუგეშისცემა ძალიან საშური და საღვთო საქმეა. ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდება, გათავისუფლების თეოლოგიის მიმდევარი არგენტინელი მღვდლის, კარლოს მუჰიკას  ლოცვა:

“მომიტევე უფალომივეჩვიერომ 13 წლის ბავშვები 8 წლისას გვანანმომიტევე უფალომივეჩვიე ჭუჭყში გდებასმე შემიძლია გავექცე აქაურობასმათ კი – არამომიტევე უფალოვისწავლე როგორ ავიტანო ნახმარი წყლის შმორიშემიძლია გავექცე მასმათ კი – არამომიტევე უფალოშუქს ვანთებ და მავიწყდებარომ მათ იგივე არ შეუძლიათმომიტევე უფალოშემიძლიაშიმშილობა გამოვაცხადომათ კი არარადგან ისედაც შიმშილობენმომიტევე უფალოვიმეორებ არა მხოლოდ პურითა სცხონდების კაცი და არ ვიბრძვირომ მათაც ჰქონდეთ პურიუფალომინდა მიყვარდეს ისინი მათთვის და არა ჩემთვისშემეწიეუფალოვოცნებობ მოვკვდე მათთვისდამეხმარევიცხოვრო მათთვისუფალომინდა აღსასრულის ჟამს მათ გვერდით ვიდგეშემეწიე”.

დაბოლოსრა და როგორ უნდა გვწამდესრას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?

საკითხი, როგორ და რა უნდა გვწამდეს, არც ისე მარტივია. ალბათ სჯობს ისევ რუსთველისეულ ტრიადას დავეყრდნოთ, ანუ თანაბრად მოვუსმინოთ გულს, გონებას და სულს. არც იმის თქმაა ადვილი, რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან. თუმცა აქაც შეგვიძლია ძირითადი გზა გამოვკვეთოთ. ყოველთვის უნდა გვამოძრავებდეს სიყვარული, სიხარული, სიბრძნე, სიკეთის კეთების სურვილი, სხვების მიმართ პატივისცემა, თანაგრძნობა და თავგანწირვა. ისევ აპოფათიკურ თეოლოგიას რომ დავესესხოთ, რასაც დანამდვილებით არ მოითხოვს, ესაა გვწამდეს შიშის საფუძველზე: შიში არ არის სიყვარულშიარამედ სრულყოფილი სიყვარული გარეთ სდევნის შიშსრადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმეხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი” (1 იოანე 4,18).

ესაუბრა მაკა ყიფიანი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები