8 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2022

„ბა­ჩი­ლა­ვა, ირ­ბი­ნე, ბა­ჩი­ლა­ვა, ეგ სირ­ბი­ლი არ არის! მე­ტი შე­გიძ­ლია!“ 

spot_img

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის „აისუ­რი“ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი

სო­ფიო ბა­ჩი­ლა­ვა: ახ­ლა ვფიქ­რობ­დი და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ბავ­შ­ვო­ბა­ში რა სფე­რო­ე­ბიც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ყვე­ლას მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­ვე­ხე. ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მინ­დო­და – ჟურ­ნა­ლის­ტი­კა და­ვამ­თავ­რე, მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­დო­და – უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რ­ში ვი­თა­მა­შე რამ­დე­ნი­მე რო­ლი; ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვ­ლა მინ­დო­და – სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი გავ­ხ­დი; მას­წავ­ლებ­ლო­ბა მინ­დო­და – აგერ უკ­ვე 6 წე­ლია მაქვს ეგ ბედ­ნი­ე­რე­ბა; ჯარ­ში წას­ვ­ლა მინ­დო­და და ჯარ­ში ვე­რა, მაგ­რამ „აის­ში“ წა­ვე­დი. ჰო­და, ახ­ლა ვიხ­სე­ნებ, იმე­დია, ოდეს­მე კოს­მო­ნავ­ტო­ბა­ზე არ მი­ოც­ნე­ბია, თო­რემ, ეჭ­ვი მაქვს, მარ­ს­ზე გამ­ფ­რენ­თა სი­ა­შიც შე­იძ­ლე­ბა ამოვ­ყო თა­ვი. 

 

♦♦♦

სო­ფიო ბა­ჩი­ლა­ვა გა­სულ წელს „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­ვი­ცა­ნი და მას­თან რამ­დენ­ჯერ­მე ჩავ­წე­რე ინ­ტერ­ვიუ. „სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის“ წევ­რი ახალ­გაზ­რ­და ფი­ნა­ლის­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით კონ­კურ­სის დას­კ­ვ­ნით ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე და­მა­მახ­სოვ­რ­და – აც­რემ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც „ნი­ნო აბუ­ლა­ძის“ პრი­ზი გა­დას­ცეს. მას შემ­დე­გაც არა­ერ­თხელ მოხ­ვ­და ჩვენს გა­მო­ცე­მა­ში, რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი და ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი. თუმ­ცა, ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნი იყო, რომ მას ჩვენს მკითხ­ველს წარ­ვუდ­გენ­დი, რო­გორც „აისელს“. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია „აისის“ სას­წავ­ლო კურ­სი, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­ა­რა, აერ­თი­ა­ნებს სა­ბა­ზი­სო სამ­ხედ­რო და სა­ლაშ­ქ­რო თე­მა­ტი­კის კომ­პო­ნენ­ტებს. თე­ო­რი­ულ სწავ­ლე­ბას­თან ერ­თად კურ­სი მო­ი­ცავს პრაქ­ტი­კულ სა­ვარ­ჯი­შო­ებს და სა­ვე­ლე სწავ­ლე­ბებს.

„აისე­ლი“ მას­წავ­ლებ­ელი სამ­ხედ­რო-სა­ლაშ­ქ­რო დღი­უ­რის მოშ­ვე­ლი­ე­ბით გვე­სუბ­რე­ბა, ამ რთუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბი­სა და იმ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღო.

სო­ფო, ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რო­ცა წა­ვი­კითხე თქვე­ნი პირ­ვე­ლი სტა­ტუ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რომ „აისის“ კურ­ს­ში მოხ­ვ­დით… მო­მი­ყე­ვით, რა­ტომ ახ­ლა, რამ გი­ბიძ­გათ, შე­ჭი­დე­ბო­დით საკ­მა­ოდ რთულ საქ­მეს, რო­მე­ლიც, სურ­ვი­ლის გარ­და, სე­რი­ო­ზულ ფი­ზი­კურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­საც მო­ითხოვს?

🔘 სულ მინ­დო­და უფ­რო მე­ტი მცოდ­ნო­და პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბა­ზე, ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში რე­ა­გი­რე­ბის სწორ ფორ­მებ­ზე, ელე­მენ­ტა­რულ სამ­ხედ­რო საქ­მე­ზე. არა მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლად, არა­მედ პრაქ­ტი­კუ­ლა­დაც. ბავ­შ­ვო­ბა­ში ჯარ­შიც მინ­დო­და წას­ვ­ლა, თუმ­ცა ეს არა­ვინ მი­ი­ღო სე­რი­ო­ზუ­ლად, ჯა­რი რა გო­გოს საქ­მეაო ამ­ბობ­დ­ნენ და სურ­ვი­ლი სურ­ვი­ლად დარ­ჩა. რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე რიგითი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რო­გორ ედ­გ­ნენ სამ­ხედ­რო­ებს გვერ­დით და ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ რი­თიც შე­ეძ­ლოთ, მივ­ხ­ვ­დი, რომ მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი გრა­ფი­კი­სა, დრო აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­მე­ნა­ხა და გა­მევ­ლო რა­ი­მე კურ­სი, რაც მომ­ცემ­და ამ სა­კითხებ­ში გარ­კ­ვე­ვის, ფი­ზი­კუ­რი და ფის­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­ზა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­კითხე და ერ­თხ­მად მირ­ჩი­ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია „აისი“.

მა­თი გვერ­დი გა­მო­ვი­წე­რე და თვალს ვა­დევ­ნებ­დი სი­ახ­ლე­ებს, სა­ბა­ზო სამ­ხედ­რო-სა­ლაშ­ქ­რო კურ­ს­ზე მი­ღე­ბა მა­ლე­ვე გა­მოცხად­და. გა­მი­მარ­თ­ლა, რომ მი­უ­ხე­და­ვად აპ­ლი­კან­ტე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბი­სა, კურ­ს­ზე მოვ­ხ­ვ­დი. 8-კვი­რი­ა­ნი კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, გვქონ­და რო­გორც თე­ო­რი­უ­ლი ლექ­ცი­ე­ბი, ისე პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ვე­ლე გას­ვ­ლე­ბი.

საც­დელ გას­ვ­ლა­ზე­ვე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ კურ­ს­ზე მოხ­ვედ­რა ერ­თი საქ­მეა და მი­სი ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა კი მე­ო­რე. თა­ვი­დან ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თ­ვა ნამ­დ­ვი­ლად რთუ­ლი იყო ჩემ­თ­ვის, რად­გან მა­ნამ­დე არ ვვარ­ჯი­შობ­დი. თუმ­ცა, უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტ­ში შე­გეძ­ლო კურ­სის და­ტო­ვე­ბა. პირ­ველ დღეს 13 კი­ლო­მეტ­რი გა­ვი­ა­რეთ მწყობ­რ­ში და ერთ ტემ­პ­ში. ჩემ­თ­ვის, მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, არც მან­ძი­ლი იყო პა­ტა­რა და არც რე­ლი­ე­ფი მარ­ტი­ვი. ამას ემა­ტე­ბო­და გას­ვ­ლის დროს ვარ­ჯი­შე­ბი. მა­გა­ლი­თად, კურ­სის დაწყე­ბამ­დე თუ 3 აზიდ­ვას ძლივს ვა­კე­თებ­დი, მხო­ლოდ ამ ერთ გას­ვ­ლა­ზე ათე­უ­ლო­ბით აზიდ­ვის გა­კე­თე­ბა მო­მი­წია. იყო მო­მენ­ტი, რო­ცა ისე გა­მი­ჭირ­და, რომ ვი­ფიქ­რე, დავ­ნებ­დე­ბო­დი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძა­ლე­ბის მოკ­რე­ბა შევ­ძე­ლი, ამა­ში იქ არ­სე­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რო და გარ­შე­მო მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­გუ­ლი­ა­ნე­ბა და­მეხ­მა­რა. პირ­ვე­ლი­ვე გას­ვ­ლა­ზე ორ რა­მეს მივ­ხ­ვ­დი, ცხა­დი იყო, რომ „აისის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბი­თა და მა­ღალ­პ­რო­ფე­სი­უ­ლად უდ­გე­ბოდ­ნენ საქ­მეს, ეჭ­ვ­გა­რე­შე იყო, რომ კარგ ხელ­ში ვი­ყა­ვით და კურ­სი აუცი­ლებ­ლად ბო­ლომ­დე უნ­და გა­მევ­ლო. მე­ო­რე აღ­მო­ჩე­ნა კი ჩემ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, თურ­მე შე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ზღვა­რი ბევ­რად შორს გა­დის, ვიდ­რე გგო­ნია. ეს იმ­ხე­ლა მო­ტი­ვა­ცია აღ­მოჩ­ნ­და, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­ო­რე დღი­დან­ვე და­ვიწყე ვარ­ჯი­ში და მზა­დე­ბა მომ­დევ­ნო გას­ვ­ლე­ბის­თ­ვის.

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლო­ბამ ითა­მა­შა თუ არა რო­ლი ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში?

🔘  ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა რო­გორც ერ­თ­მა რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქემ ისე მი­ვი­ღე, თუმ­ცა თა­ვის­თა­ვად, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი ხარ, მით უფ­რო სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას გრძნობ რო­გორც ქვეყ­ნის, ასე­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის წი­ნა­შე. ჩვენ გაკ­ვე­თილ­ზეც ვე­ხე­ბით ისეთ სა­კითხებს, რო­გო­რიც არის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის, ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში მოქ­ცე­ვი­სა თუ უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი, სამ­შ­ვი­დო­ბო პრო­ცე­სე­ბი, მო­ქა­ლა­ქის რო­ლი და ა.შ. „აისის“ კურ­ს­ზე კი ამ ყვე­ლა­ფერს თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ დო­ნე­ზე ვა­მუ­შა­ვებ­დით. კურ­ს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ჩემს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვაქ­ვეყ­ნებ­დი და ვი­ცი, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის მო­ზარ­დე­ბი, სწო­რედ ჩე­მი პოს­ტე­ბის შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ და აპი­რე­ბენ კურ­სე­ბის გავ­ლას.

✅ პრე­ცე­დენ­ტი შექ­მე­ნით – მას­წავ­ლე­ბე­ლი ქა­ლი „აისე­ლი“. ერ­თა­დერ­თი „აისე­ლი“ ხართ ამ პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი?

🔘  წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი კურ­სი ჰქო­ნია „აისს“ და თი­თო­ე­ულ მათ­გან­ში გო­გო­ე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ, მათ შო­რის ახ­ლაც, თა­ნაც წარ­მა­ტე­ბუ­ლად. გაც­ნო­ბით შეხ­ვედ­რა­ზე­ვე ით­ქ­ვა, რომ „აის­ში“ ჭეშ­მა­რი­ტი გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბაა და მარ­თ­ლაც ასეა. რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს, რო­გორც ვი­ცი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ად­რეც ყო­ფი­ლან. კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ კურ­ს­ზეც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ორი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვით – მე და და­ვით მე­ლი­ქი­ძე.

✅ ყვე­ლა­ზე დი­დი შთა­ბაჭ­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც კურ­სის მსვლე­ლო­ბი­სას მი­ი­ღეთ…

🔘 მთლი­ა­ნად კურ­სი იყო სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­და­ვი. ვერც კი ვიხ­სე­ნებ ბო­ლოს ასე­თი ეფექ­ტი ჩემ­ზე რამ მო­ახ­დი­ნა. და­ვიწყებ იმით, რომ თი­თო­ე­უ­ლი „აისე­ლი“, რო­მე­ლიც კურსს გეგ­მავს ან კურ­სან­ტებს ცოდ­ნას და დროს უზი­ა­რებს, არის მო­ხა­ლი­სე. ანაზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე, სა­ო­ცა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, ენ­თუ­ზი­აზ­მით და ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლით ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ამ საქ­მეს. იმ­დე­ნად დი­დი იშ­ვი­ა­თო­ბაა ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ერ­თი იდე­ის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი უან­გა­რო საქ­მე, თან, რო­ცა სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არ მო­ახ­დი­ნოს შენ­ზე.

პირ­ვე­ლი მო­მენ­ტი, რო­დე­საც, უბ­რა­ლოდ, კურ­სის გავ­ლა კი არა, „აისე­ლო­ბა“ მო­მინ­და: მე­ო­რე გას­ვ­ლა­ზე მდი­ნა­რე დაგ­ვ­ხ­ვ­და ადი­დე­ბუ­ლი და უნ­და გა­დაგ­ვეკ­ვე­თა. მე­თა­უ­რე­ბი თა­ვად ჩად­გ­ნენ ცივ მდი­ნა­რე­ში და კურ­სან­ტე­ბი უსაფ­რ­თხოდ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს. რო­დე­საც მსგავს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ხე­დავ, შენც სა­პა­სუ­ხო მად­ლი­ე­რე­ბი­თა და მონ­დო­მე­ბით ივ­სე­ბი. მთე­ლი კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­თი შეხ­ვედ­რაც არ გა­მიც­დე­ნია, თუმ­ცა ყო­ფი­ლა მო­მენ­ტი, რო­დე­საც, მა­გა­ლი­თად, ცუ­დი ამინ­დის გა­მო, გულ­ში მი­ფიქ­რია სახ­ლ­ში დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ ასეთ მო­მენ­ტ­ში მახ­სენ­დე­ბოდ­ნენ აისე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სწო­რედ კურ­სან­ტე­ბის გა­მო გა­მო­დი­ოდ­ნენ მსგავს ამინ­დ­ში სახ­ლი­დან, ჩვენ­თან ერ­თად ვარ­ჯი­შობ­დ­ნენ, ტა­ლა­ხი­ან­დე­ბოდ­ნენ, წვი­მა­ში სველ­დე­ბოდ­ნენ თუ ადი­დე­ბულ მდი­ნა­რე­ში იდ­გ­ნენ, ვიდ­რე ყვე­ლა კურ­სან­ტი არ გა­დაკ­ვეთ­და მას. ამის შემ­დეგ სახ­ლ­ში დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

თი­თო­ე­ულ გას­ვ­ლა­ზე იყო რა­ღაც და­უ­ვიწყა­რი, მა­გა­ლი­თად, ღა­მის მარ­შ­ზე ულა­მა­ზე­სი მთვა­რი­ა­ნი ღა­მე და გა­რიჟ­რა­ჟი ვნა­ხე, თან ისე გა­ვი­ა­რე 30კმ, რომ დაღ­ლა ვერც კი ვიგ­რ­ძე­ნი. ტო­პოგ­რა­ფი­ის გავ­ლა კი, რო­დე­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის, კომ­პა­სი­სა და რუ­კის დახ­მა­რე­ბით უნ­და გვე­პო­ვა კონ­კ­რე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი, ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემ­თ­ვის, რომ ამით შთა­გო­ნე­ბულ­მა სკო­ლა­ში გა­ვა­კე­თე აქ­ტი­ვო­ბა „გან­ძის ძი­ე­ბა“, რა დრო­საც მოს­წავ­ლე­ებს უნ­და ეპოვ­ათ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­მა­ლუ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი. პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ლექ­ცი­ი­სა და პრაქ­ტი­კის გავ­ლის შემ­დეგ, ასე­ვე, გა­დავ­წყ­ვი­ტე ამ ცოდ­ნის კი­დევ უფ­რო გაღ­რ­მა­ვე­ბა და, სხვა­თა შო­რის, ჩემს რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად, ახ­ლო მო­მა­ვალ­ში, სპე­ცი­ა­ლურ სწავ­ლე­ბას და­ვეს­წ­რე­ბი.

📝📌ერთ ცალ სა­წუწნ კან­ფეტს, რო­მე­ლიც მე­თა­ურ­მა დაგ­ვი­რი­გა, სა­მი სა­ა­თი ვჭამ­დი და ძა­ლი­ან დი­დი ენერ­გია მომ­ცა.

დღის მან­ძილ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ლექ­ცი­ის შემ­დეგ, სა­ღა­მოს რვა სა­ათ­ზე და­ვიწყეთ მარ­ში. 12 სა­ა­თი უნ­და გვევ­ლო. ვფიქ­რობ­დი, რა ვქნა ისე­თი, რი­თაც ბო­ლომ­დე ყო­ჩა­ღად გავ­ძ­ლებ-მეთ­ქი, ჰო­და ტვი­ნი გა­და­ვაპ­როგ­რა­მე, და­ვა­ჯე­რე, რომ თენ­დე­ბო­და (მთვა­რის კაშ­კა­შა შუ­ქი კი მიწყობ­და ხელს), წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ დი­ლის 8 სა­ა­თი იყო და მე ჩე­მი ჩვე­უ­ლი დღე უნ­და და­მეწყო, დი­ლით – გაკ­ვე­თი­ლე­ბი, მე­რე – მე­ო­რე სამ­სა­ხუ­რი, მე­რე – ლექ­ცი­ე­ბი და ა.შ. გზა­დაგ­ზა ვახ­სე­ნებ­დი ხოლ­მე თავს, ახ­ლა შენ ამ კლას­ში ატა­რებ გაკ­ვე­თილს, ახ­ლა ამ შეხ­ვედ­რის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბი-მეთ­ქი. ჰო­და გა­მო­ვი­და, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ღა­მოს 8-დან 12 სა­ა­თამ­დე, რო­ცა თით­ქოს დრო ყვე­ლა­ზე ნე­ლა გა­დი­ო­და, ამ სტრა­ტე­გი­ამ კარ­გად იმუ­შა­ვა.

📝📌მარ­თა­ლია, ფი­ზი­კურ გა­მოც­დას გა­მო­ვე­თი­შე, მაგ­რამ უსაზღ­ვ­როდ ბედ­ნი­ე­რი ვარ. სულ არ ვა­პი­რებ­დი გას­ვ­ლას (არაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო). მე­ში­ნო­და. მა­ინც წა­ვე­დი. სა­დამ­დეც ვი­ყა­ვი, ღირ­სე­უ­ლად ვი­ყა­ვი, მთე­ლი ძა­ლით და­ვი­ხარ­ჯე და ამა­ყი დავ­ბ­რუნ­დი.

წინ დიდ­გო­რის გას­ვ­ლაა, სა­დაც ბე­ი­ჯებს გად­მოგ­ვ­ცე­მენ. თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­და წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე და გუ­ლი სა­გუ­ლეს არ ეტე­ვა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბით, რომ მეც უკ­ვე „აისე­ლი“ ვარ.

📝📌კურ­სი ვერ ჩა­ივ­ლი­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­სან­გ­რე მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შეც. მე­თა­ურ­მა მო­ხა­ლი­სე­ებს ველ­ზე შე­ას­წავ­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი-მწო­ლი­ა­რე სან­გ­რის მომ­ზა­დე­ბის მე­თო­დი. შემ­დ­გომ კი კურ­სის თი­თო­ე­ულ­მა მო­ნა­წი­ლემ თა­ვად, შეზღუ­დულ დრო­ში, გათხა­რა ანა­ლო­გი­უ­რი ტი­პის სან­გა­რი.

         

✅ სირ­თუ­ლე­ე­ბი, რომ­ლის გა­და­ლახ­ვაც გა­გი­ჭირ­დათ?

🔘 აღ­მარ­თებ­ზე სირ­ბი­ლი იყო ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ნა­წი­ლი, თუმ­ცა, სხვა კურ­სან­ტე­ბის დახ­მა­რე­ბი­თა და მე­თა­უ­რე­ბის შე­მა­გუ­ლი­ა­ნე­ბე­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბის წყა­ლო­ბით, ამა­საც რო­გორ­ღაც ვარ­თ­მევ­დი თავს. „ბა­ჩი­ლა­ვა, ირ­ბი­ნე, ბა­ჩი­ლა­ვა, ეგ სირ­ბი­ლი არ არის! მე­ტი შე­გიძ­ლია!“ – ჩა­მეს­მო­და ყურ­ში და მარ­თ­ლაც სულ სხვა ძა­ლას ვგრძნობ­დი. სხვა­თა შო­რის, რო­ცა რა­ი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს ვა­კე­თებ, სა­კუ­თარ თავს ვა­გუ­ლი­ა­ნებ ხოლ­მე ასე: „ბა­ჩი­ლა­ვა, და­წე­რე ბა­ჩი­ლა­ვა!“. ზო­გა­დად, ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თ­ვა ჩემ­თ­ვის მარ­ტი­ვი არ იყო, ორი წე­ლი სახ­ლი­დან ვმუ­შა­ობ­დი, სამ­წუ­ხა­როდ, არც ვვარ­ჯი­შობ­დი და ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია ჩე­მი ფი­ზი­კუ­რი მზა­ო­ბის დო­ნე. თუმ­ცა, ამ კურ­ს­მა დი­დი სტი­მუ­ლი მომ­ცა და­მეწყო ვარ­ჯი­ში, ჯერ ლიფ­ტ­ზე ვთქვი უარი, შემ­დეგ მეტ­რო­დან სახ­ლამ­დე ტრან­ს­პორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, შემ­დეგ ვარ­ჯი­შიც და­ვიწყე და დღემ­დე ვაგ­რ­ძე­ლებ. ასე ფი­ზი­კუ­რა­დაც ვძლი­ერ­დე­ბო­დი და, გას­ვ­ლე­ბის დროს, მა­ნამ­დე გა­კე­თე­ბუ­ლი ვარ­ჯი­შე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც არა­ნაკ­ლებ მეხ­მა­რე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, თუ აღ­მარ­თებ­ზე ას­ვ­ლი­სას თა­ვი­დან გუ­ლი მიჩ­ქარ­დე­ბო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკ­ვე ვიხ­სე­ნებ­დი იმ ად­გი­ლებს, სა­დაც აღ­მარ­თ­ში ას­ვ­ლა­ში ვვარ­ჯი­შობ­დი და ტვინ­მა იცო­და, რომ შე­მეძ­ლო დაძ­ლე­ვა.

📝1. მთა­ზე ას­ვ­ლი­სას ომ­ბა­ლოს სუ­ნი ვიგ­რ­ძე­ნი, თურ­მე იმ გზა­ზე ყო­ფი­ლა ამო­სუ­ლი და ფე­ხი რომ ხვდე­ბო­და, ჰა­ერ­ში იფ­რ­ქ­ვე­ო­და მი­სი სურ­ნე­ლე­ბა. ბავ­შ­ვო­ბა და სა­მეგ­რე­ლო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ზაფხუ­ლე­ბი გა­მახ­სენ­და, სახ­ლის წინ, ეზო­ში რომ დავ­რ­ბო­დით, ომ­ბა­ლოს ზუს­ტად ასე­თი სუ­ნი იდ­გა ხოლ­მე.

2. აღ­მარ­თ­ზე სირ­ბი­ლი ვერ „და­ვა­მუ­ღა­მე“, სა­მა­გი­ე­როდ სწორ გზა­ზე ვირ­ბი­ნე სრუ­ლად.

3. უკ­ვე მაქვს წარ­მოდ­გე­ნა არ­ტე­რი­უ­ლი და ვე­ნუ­რი სის­ხ­ლის შე­ჩე­რე­ბი­სა და მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის შე­სა­ხებ. იმე­დია, არას­დ­როს დამ­ჭირ­დე­ბა ამ ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ რომ ვი­ცი (თე­ო­რი­უ­ლად მა­ინც), უფ­რო მშვი­დად ვარ.

📝📌რი­გით მე­ოთხე გას­ვ­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლად დას­რულ­და!

გულ­წ­რ­ფე­ლად რომ ვთქვა, სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მე­ში­ნო­და ამ გას­ვ­ლის – ღა­მის მარ­შის.

გა­მოვ­ტყ­დე­ბი და ვიტყ­ვი, რომ გაც­დე­ნა­ზეც კი ვფიქ­რობ­დი, ვა­ი­და ვერ გავ­ქა­ჩო 20-სა­ა­თი­ა­ნი რე­ჟი­მი და მთე­ლი ღა­მე სი­ა­რუ­ლი-მეთ­ქი.

ში­შებს თა­ვის­თ­ვის ხომ ვერ ვა­პარ­პა­შებ­დი? ამი­ტომ ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად შე­ვემ­ზა­დე. ემო­ცი­უ­რი მზა­ო­ბის ამაღ­ლე­ბა­ში Mindia Gogotchuri, ჩე­მი მე­გობ­რე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი და­მეხ­მარ­ნენ. სჯე­რო­დათ, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი, იმა­საც კი, რაც ჩემს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბო­და და თუ მა­ინც დავ­ნებ­დე­ბო­დი, ე.ი. თავს ზე­მოთ ძა­ლა მარ­თ­ლა აღარ იყო. თუმ­ცა ყვე­ლა ერ­თხ­მად ამ­ბობ­და, რომ შევ­ძ­ლებ­დი! ხო­და შე­მა­გუ­ლი­ა­ნეს, მაგ­რამ რა შე­მა­გუ­ლი­ა­ნეს, ფრთე­ბი გა­მო­მეს­ხა ლა­მის.

თუმ­ცა, მხო­ლოდ ფრთე­ბის იმე­დად რომ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ამი­ტომ ვარ­ჯი­ში არც ერ­თი დღე არ ჩა­მიგ­დია, დავ­დი­ო­დი ფე­ხით, დავ­რ­ბო­დი, დამ­ქონ­და იმა­ზე მძი­მე ჩან­თა, ვიდ­რე ისე­დაც მი­წევს ხოლ­მე. მოკ­ლედ გავ­კაჟ­დი. და შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა! ერ­თხე­ლაც არ გამ­ჭირ­ვე­ბია მარ­შის დროს. სუნ­თ­ქ­ვა არ ამ­რე­ვია, გუ­ლი არ ამ­ჩ­ქა­რე­ბია, ძი­ლი არ მომ­კა­რე­ბია. არ მომ­ში­ე­ბია. არ დავ­ღ­ლილ­ვარ.

 

✅ კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში ხომ არ ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა სა­კუ­თარ თავს გა­მო­უტყ­დით, რომ ნა­ნობ­დით ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მას, სირ­თუ­ლე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე?

🔘 არა, ასე­თი მო­მენ­ტი არ მქო­ნია, პი­რი­ქით, ამ კურ­ს­ზე ყოფ­ნის თი­თო­ე­უ­ლი წუ­თი მი­ხა­რო­და, მა­ში­ნაც კი, რო­ცა ფი­ზი­კუ­რად აღარ შე­მეძ­ლო. რაც უნ­და დაღ­ლი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სას­წავ­ლო დღე რომ მთავ­რ­დე­ბო­და, გუ­ლი მწყდე­ბო­და ხოლ­მე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბიც მო­მის­მე­ნია — „სად გაქვს ამის დრო? ეგ­ღა გაკ­ლ­და, რა­ტომ წვა­ლობ?“ მხარ­და­ჭე­რა ბევ­რად მე­ტი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო იყო კო­ლე­გე­ბის­გან და მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან ან მა­თი მშობ­ლე­ბის­გან წა­მო­სუ­ლი და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი, ისე მა­გუ­ლი­ა­ნებ­დ­ნენ, უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, კურ­სი ბო­ლომ­დე არ მი­მეყ­ვა­ნა.

კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ორი ტი­პის გა­მოც­დაა – თე­ო­რი­უ­ლი, რომ­ლის ჩა­ბა­რე­ბაც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, თუ­კი „აისე­ლო­ბა“ გსურს და ფი­ზი­კუ­რი გა­მოც­და, რო­მელ­საც, რო­გორც მე­თა­უ­რე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ, კურ­სის მხო­ლოდ 10-15% აბა­რებს და რო­მელ­ზე გას­ვ­ლაც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია. თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­და წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე, ფი­ზი­კურ­ზეც გა­ვე­დი, თუმ­ცა, მა­ლე­ვე გა­მო­ვე­თი­შე, წი­ნას­წარ­ვე იმ გან­წყო­ბით მი­ვე­დი, რომ ვერ ჩა­ვა­ბა­რებ­დი, მეტ­საც გეტყ­ვით, იმ­დე­ნად ბევრს სა­უბ­რობ­დ­ნენ გა­მოც­დის სირ­თუ­ლე­ზე, რომ გას­ვ­ლაც კი მე­ში­ნო­და და თა­ვი­დან არც ვგეგ­მავ­დი. ოჯა­ხის წევ­რებ­თან და მე­გობ­რებ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ მა­ინც გა­დავ­წყ­ვი­ტე. მინ­დო­და, ერ­თ­გ­ვა­რი პრეს­ტი­ჟის გო­ლი გა­მე­ტა­ნა, ასეც მოხ­და, ის პე­რი­ო­დი, სა­ნამ გა­მოც­და­ზე ვი­ყა­ვი, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯე და სა­კუ­თა­რი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი დავ­ბ­რუნ­დი. სა­კუ­თა­რი ში­შე­ბის დაძ­ლე­ვის გა­მო ისე­თი გა­ხა­რე­ბუ­ლი გა­მო­ვე­დი გა­მოც­დი­დან, ნამ­დ­ვი­ლად ღირ­და გას­ვ­ლა. ის სუ­რა­თი მახ­სენ­დე­ბო­და, ბავ­შ­ვი მე­სა­მე ად­გილ­ზე რომ არის გა­სუ­ლი და მა­ინც ყვე­ლა­ზე მე­ტად უხა­რია, და­ახ­ლო­ე­ბით, ასე ვი­ყა­ვი.

📝📌დღეს ბო­ლო სას­წავ­ლო გას­ვ­ლა გვქონ­და, წინ გა­მოც­და და კურ­სის შე­ჯა­მე­ბაა. შე­მა­ჯა­მე­ბელ პოსტს მეც ბო­ლოს დავ­წერ. მაგ­რამ დღე­ვან­დელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ამ პოს­ტ­ში მო­ვუყ­რი თავს. 1. სან­გ­რის სწო­რად გათხ­რა უკ­ვე ვი­ცი;  2. ხოხ­ვით ავ­ცოც­დი და ჩა­მოვ­ცოც­დი ერთ გო­რაკ­ზე, ეს მა­შინ, რო­ცა წი­ნა გას­ვ­ლებ­ზე პა­ტა­რა მო­ნაკ­ვეთ­ზე ძლივს გავ­ხოხ­დი; 3. დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა­ზე გავ­ტა­ლა­ხი­ან­დი ისე­ვე, რო­გორც ეს კურ­დღე­ლი. ტა­ლახ­საც თა­ვი­სი ეშ­ხი ჰქო­ნია, ძა­ლი­ან მა­გა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, რამ­დე­ნი­მე დაბ­რ­კო­ლე­ბას მშვე­ნივ­რად გა­ვარ­თ­ვი თა­ვი, აი სი­მაღ­ლე­ზე გა­დახ­ტო­მა სხვი­სი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ვერ შევ­ძე­ლი. თუმ­ცა ვი­ვარ­ჯი­შებ ხტო­მა­ში; 4. „აისი“ არის სა­მა­გა­ლი­თო ორ­გა­ნი­ზა­ცია, ნე­ტავ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უდ­გე­ბო­დეს სა­კუ­თარ საქ­მეს ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით, რო­გორც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად და სრუ­ლი­ად უან­გა­როდ აკე­თე­ბენ. იმე­დია, სულ მა­ლე მეც გავ­ხ­დე­ბი აისე­ლი.

✅ „ოფი­ცი­ა­ლუ­რად დას­რულ­და „აისის“ კურ­სი, უკ­ვე მაქვს ბე­ი­ჯი და სერ­ტი­ფი­კა­ტი, თუმ­ცა ჩე­მი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია „აისის“ ურ­თი­ერ­თო­ბა ამით არ დას­რულ­დე­ბა“ – რას გუ­ლის­ხ­მობთ ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

„აისი“ არ არის უბ­რა­ლოდ ორ­გა­ნი­ზა­ცია, ეს არის ოჯა­ხი, ცხოვ­რე­ბის წე­სი, იდეა, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. „აისე­ლე­ბი“ არა­ერთ აქ­ტი­ვო­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ერ­თობ­ლი­ვად. მინ­და, რომ მეც ერ­თი რი­გი­თი მო­ხა­ლი­სე ვი­ყო მათ რი­გებ­ში, ჩა­ვერ­თო სხვა­დას­ხ­ვა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ვუდ­გე მხარ­ში.

 

✅ რა შეც­ვა­ლა „აისე­ლო­ბამ“ თქვენ­ში, თქვენს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში?

ბევ­რად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვარ, ვი­ცი რომ უფ­რო მე­ტი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია, ვიდ­რე მე­გო­ნა რომ შე­მეძ­ლო. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბა ისე­დაც მო­ი­აზ­რებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი, ეროვ­ნუ­ლი და ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით გან­მ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თ­ვის ეს თე­მე­ბი არც მა­ნამ­დე იყო შო­რე­უ­ლი. თუმ­ცა ამ კურ­სის შემ­დეგ, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, კი­დევ უფ­რო მე­ტი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვგეგ­მავ ისეთ პრო­ექ­ტებს, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას და­ა­ნა­ხებს, მო­ქა­ლა­ქის როლს გა­ა­აზ­რე­ბი­ნებს. მა­გა­ლი­თად, მო­ვაწყ­ვეთ ექ­ს­კურ­სია ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უმ­ში, შევ­ხ­ვ­დით გე­ნე­რალ მაზ­ნი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ლე­გი­ო­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ა.შ.

ამას­თან, მო­ხა­ლი­სე­ო­ბის არ­ც­თუ ისე მცი­რე გა­მოც­დი­ლე­ბა აქამ­დეც მქონ­და, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ერ­თი უფა­სო ტრე­ნინ­გი თუ შეხ­ვედ­რა ჩა­მი­ტა­რე­ბია, თუმ­ცა ახ­ლა კი­დევ უფ­რო მე­ტი მო­ტი­ვა­ცია მაქვს, რომ სა­კუ­თა­რი დრო ისეთ თე­მებს და­ვუთ­მო, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქეს ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ში სა­კუ­თა­რი რო­ლის აღ­მო­ჩე­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

✅ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ნა­პი­რო­ბებს ბედ­ნი­ერ და წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალს… თქვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლებ­ლო­ბაა ის სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი, რო­მელ­მაც ბედ­ნი­ე­რი მო­მა­ვა­ლი შე­გიქ­მ­ნათ?

🔘 მე მიყ­ვარს ჩე­მი საქ­მე, ვფიქ­რობ, სწო­რედ ეს არის ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­სა­ღე­ბი. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თ­ლა, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ, ეს ნიშ­ნავს, რომ მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში ხარ და თან სხვა­საც ეხ­მა­რე­ბი გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

✅ გა­სულ წელს „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ფი­ნა­ლის­ტი იყა­ვით, წელს სრუ­ლი­ად ახალ სფე­რო­ში სცა­დეთ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ამა­საც წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თ­ვით თა­ვი; გყავთ შვი­ლი, ოჯა­ხი – რო­გორ უმ­კ­ლავ­დე­ბით ამ­დენ საქ­მეს? რო­გორც ჩანს, წარ­მა­ტე­ბე­ბი ახალ სურ­ვი­ლებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აჩენს

🔘 ნამ­დ­ვი­ლად, რო­ცა რა­ღაც გუ­ლით გინ­და, იმის­თ­ვის დრო ყო­ველ­თ­ვის ჩნდე­ბა და რაც უფ­რო დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით აკე­თებ საქ­მეს, მით უკეთ გა­მოგ­დის. მიყ­ვარს ახა­ლი სფე­რო­ე­ბის ათ­ვი­სე­ბა, თან ვცდი­ლობ, გა­მოვ­ნა­ხო ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი ჩემს პრო­ფე­სი­ებ­სა თუ გა­ტა­ცე­ბებს შო­რის. რო­გორც წე­სი, გა­მომ­დის ხოლ­მე, რაც თა­ვის­თა­ვად და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ციაა სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი საქ­მის ხა­რის­ხი­ა­ნად კე­თე­ბის­თ­ვის.

✅ რო­გო­რია სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი… რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი?

🔘 რამ­დე­ნი­მე ახალ სფე­რო­ში მინ­და სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯ­ვა, მოვ­ლე­ნებს არ გა­ვუს­წ­რებ, ვნა­ხოთ რა გა­მო­ვა.

✅ და­ვას­რუ­ლოთ თქვე­ნი­ვე სიტყ­ვე­ბით – „რო­გორც ბავ­შ­ვო­ბა­ში კლა­სო­ბა­ნას თა­მაშ­ში გვინ­დო­და ყვე­ლას მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა (მე ახ­ლაც ვერ ვუვ­ლი ხოლ­მე გვერდს გულ­გ­რი­ლი თუ სად­მე და­ხა­ზუ­ლი შემ­ხ­ვ­და), ასე­ვე ყვე­ლა უნ­და ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დეთ მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ვი­წევ­დეთ მიზ­ნის­კენ,“  – რას და­ა­მა­ტებთ?

🔘 მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბი­სა, უნ­და მოვ­ძებ­ნოთ ის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა შე­ვი­ტა­ნოთ წვლი­ლი ძლი­ე­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა­ში.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები