18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

ბა­რი­ე­რე­ბი გო­გო­ე­ბის სა­ოც­ნე­ბო მო­მავ­ლის გზა­ზე

spot_img

უნ­და იცო­დეთ, რომ მათ აქვთ უფ­ლე­ბა.

აქვთ გო­გო­ებს უფ­ლე­ბა, იყო­ლი­ონ სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბი…“ /ლია ლი­ქო­კე­ლი/

 

11 ოქ­ტომ­ბერს მსოფ­ლიო გო­გო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს აღ­ნიშ­ნავს, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაც უერ­თ­დე­ბა ამ სა­ყო­ველ­თაო თა­რიღს – ძი­რი­თა­დად, მშობ­ლე­ბის მი­ერ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მო­ფე­ნი­ლი გო­გო-შვი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბით. მო­სახ­ლე­ო­ბის მცი­რე ნა­წილ­მა თუ იცის, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს თა­რი­ღი და ასე­ვე მცი­რე ნა­წილს აქვს, ალ­ბათ, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ამ დღის გზავ­ნი­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა – რომ ყვე­ლა გო­გო ოც­ნე­ბობს უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე და რომ მათ გვერ­დით უნ­და დავ­დ­გეთ, გზა არ გა­და­ვუ­ღო­ბოთ სრულ­ფა­სო­ვა­ნი რე­ა­ლი­ზე­ბის­თ­ვის, და­ვეხ­მა­როთ არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­ში, შე­ვი­ტა­ნოთ ჩვე­ნი წვლი­ლი გო­გო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და მა­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში.

დი­ახ, ყვე­ლა გო­გო ოც­ნე­ბობს მო­მა­ვალ­ზე და ამ ოც­ნე­ბამ­დე მი­სას­ვ­ლე­ლად მათ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბით სავ­სე გზის გავ­ლა უწევთ, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი გენ­დე­რუ­ლი ნორ­მე­ბი­სა და სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გა­მო, ჯერ კი­დევ ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე, მათ სე­რი­ო­ზულ ბა­რი­ე­რებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა უწევთ – ბავ­შ­ვო­ბის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა და ნიშ­ნო­ბის პრაქ­ტი­კა. სამ­წუ­ხა­როა, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში და­უძ­ლე­ველ ბა­რი­ე­რა­დაა აღ­მარ­თუ­ლი მათ წი­ნა­შე ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა და ამ უმ­ძი­მეს გა­ნა­ჩენს უმე­ტე­სო­ბა თავს ვერ აღ­წევს. ბავ­შ­ვო­ბის ასაკ­ში იძუ­ლე­ბით შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხი კი, გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ­თ­მევთ, წყვე­ტენ გა­ნათ­ლე­ბას და სა­ბო­ლო­ოდ ამ­ბო­ბენ უარს თა­ვი­ანთ სა­ოც­ნე­ბო მო­მა­ვალ­ზეც. უმ­ძი­მე­სი შემ­თხ­ვე­ვა ახ­ლო წარ­სუ­ლი­დან გვახ­სე­ნებს, რომ მათ სი­ცოცხ­ლის უფ­ლე­ბა­საც არ­თ­მევს ასე­თი ძალ­და­ტა­ნე­ბით „გათხო­ვე­ბა“ და ამ გზას ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში „აითა­ჯის გზა“ ჰქვია. სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის 2023 წლის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, 679 არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი ორ­სუ­ლი და­რე­გის­ტ­რირ­და, ქორ­წი­ნე­ბის მო­ტი­ვით კი 38-მა არას­რულ­წ­ლო­ვან­მა მი­ა­ტო­ვა სკო­ლა. შე­დე­გი, რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, ბავ­შ­ვო­ბის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის გა­მო, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შეწყ­ვე­ტაა, რაც შემდეგ მათ ეკო­ნო­მი­კურ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე აისა­ხე­ბა და მა­თი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხ­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას.

ბუ­ნებ­რი­ვია, ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არ დგას. გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, დოქ­ტორ ნა­ტა­ლია კა­ნე­მის გან­ცხა­დე­ბით, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, და­ბალ და სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლი­ან ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რებ 15-19 წლის მო­ზარდ გო­გო­ნებს შო­რის, ორ­სუ­ლო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 21 მი­ლი­ო­ნი შემ­თხ­ვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა; აქე­დან, თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რი და­უ­გეგ­მა­ვი ორ­სუ­ლო­ბაა. მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის ეს არა მხო­ლოდ ცხოვ­რე­ბის შეზღუდ­ვას, არა­მედ ერ­თ­ბა­შად შეწყ­ვე­ტა­საც ნიშ­ნავს. ორ­სუ­ლო­ბა­სა და მშო­ბი­ა­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, მო­ზარ­დე­ბის სიკ­ვ­დი­ლის გა­მომ­წ­ვევ ერთ-ერთ წამ­ყ­ვან მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

ნა­ტა­ლია კა­ნე­მი მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს, რომ: „მო­ზარდ გო­გო­ებს მო­მავ­ლის მკა­ფიო ხედ­ვა გა­აჩ­ნი­ათ. მო­დი, და­ვეხ­მა­როთ მათ; დავ­დ­გეთ მათ გვერ­დით – გზას ნუ გა­და­ვუ­ღო­ბავთ. ყვე­ლა გო­გო ოც­ნე­ბობს მო­მა­ვალ­ზე, ყვე­ლა გო­გოს სა­კუ­თა­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვს იმა­ზე, თუ რას უმ­ზა­დებს მას ცხოვ­რე­ბა. მათ ოც­ნე­ბებს მხარ­და­ჭე­რა და მოფ­რ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა იმ გზა­ზე, რო­მელ­საც ისი­ნი მო­ზარ­დო­ბი­დან ზრდას­რუ­ლო­ბამ­დე გა­დი­ან.

მი­ლი­ო­ნო­ბით გო­გოს­თ­ვის, მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ო­დი ის ხა­ნაა, რო­დე­საც მათ წინ ყვე­ლა კა­რი იხუ­რე­ბა. ზრდას­რუ­ლო­ბის­კენ სა­ვა­ლი გარ­და­მა­ვა­ლი გზა მო­უ­ლოდ­ნე­ლად სრულ­დე­ბა, რო­დე­საც ად­რე­უ­ლი ორ­სუ­ლო­ბა და გენ­დე­რუ­ლი ძა­ლა­დო­ბა, მათ შო­რის, ისე­თი სა­ზი­ა­ნო პრაქ­ტი­კე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბავ­შ­ვ­თა ქორ­წი­ნე­ბა და ქალ­თა სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის და­სა­ხიჩ­რე­ბა, არ­თ­მევს მათ ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თად უფ­ლე­ბებ­სა და არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. სი­ღა­რი­ბე, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი და და­უც­ვე­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა კი­დევ უფ­რო ზრდის გო­გო­ე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბულ რის­კებს.

რო­ცა მო­ზარ­დი გო­გო­ე­ბი ჯან­მ­რ­თე­ლე­ბი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, სა­კუ­თა­რი ნა­თე­ლი მო­მავ­ლის შე­ნე­ბის უნა­რებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე მი­უწ­ვ­დე­ბათ ხე­ლი, მათ და, ასე­ვე, მათ შვი­ლებს – თუ ისი­ნი გა­დაწყ­ვე­ტენ, ზრდას­რულ ასაკ­ში იყო­ლი­ონ შვი­ლე­ბი – უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ.

600 მი­ლი­ო­ნი მო­ზარ­დი გო­გო ძლი­ერ პო­ტენ­ცი­ალს ქმნის რო­გორც პი­რა­დი, ასე­ვე მა­თი­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის მო­მავ­ლი­სა და მთლი­ა­ნად კა­ცობ­რი­ო­ბის ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ის­თ­ვის.“

გო­გო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის აღ­ნიშ­ვ­ნაც, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, იმას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ ძა­ლის­ხ­მე­ვა იმ ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვის­კენ მივ­მარ­თოთ, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლის მო­ზარდ გო­გო­ნებს თა­ვი­ან­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის სრუ­ლად რე­ა­ლი­ზე­ბა­ში, სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში. მივ­ცეთ მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვად აირ­ჩი­ონ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის გზა.

ამ დროს, რო­გო­რია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მო­ზარ­დი გო­გო­ნე­ბის რე­ა­ლო­ბა, რა წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა უწევთ და რო­გორ ვი­ცავთ მათ უფ­ლე­ბებს – „პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის“ იურის­ტი სო­ფი­კო მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია იყო გო­გო, რად­გან გა­მოწ­ვე­ვე­ბიც ბევ­რია და ბა­რი­ე­რე­ბის გა­დალ­ახ­ვაც ხში­რად უწევთ. „ამ დღის აღ­ნიშ­ვ­ნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც სწო­რედ გო­გო­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის აღი­ა­რე­ბა და დაც­ვაა; ხაზ­გას­მა, რომ თა­ნას­წორ პი­რო­ბებ­ში ჰქონ­დეთ მათ გა­ნათ­ლე­ბა­ზე წვ­დო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა არას­რულწ­ლოვ­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში ქორ­წი­ნე­ბას, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ჩაგ­ვ­რა­სა და დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ას, რო­მელ­საც გა­ნიც­დი­ან გო­გო­ე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ეს არც მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა და არც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაა გა­მო­ნაკ­ლი­სი. მაგ­რამ, რო­გო­რი რთუ­ლიც არ უნ­და იყოს და არ მოგ­ვ­წონ­დეს, უნ­და ვა­ღი­ა­როთ, სა­ხელ­მ­წი­ფო­მაც და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც, რომ დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მო­ზარდ გო­გო­ებს გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ჯან­დაც­ვა­ზე და ძა­ლი­ან ბევრ რე­სურ­ს­ზე არ აქვთ სა­თა­ნა­დო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, არას­რულ­წ­ლო­ვან­თა ქორ­წი­ნე­ბაა ის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც შემ­დეგ უამ­რავ პრობ­ლე­მას წარ­მო­შობს. ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის დროს, წყვი­ლი­დან, მა­მა­კა­ცი, თით­ქ­მის არა­სო­დეს, არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი არ არის. ამი­ტო­მაც უქ­მ­ნის ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას გო­გო­ებს, რა­საც სა­ბო­ლო­ოდ იქამ­დე მივ­ყა­ვართ, რომ ისი­ნი რჩე­ბი­ან გა­ნათ­ლე­ბის, პრო­ფე­სი­ის გა­რე­შე. სკო­ლას ად­რე ტო­ვე­ბენ და სწავ­ლას აღარ აგ­რ­ძე­ლე­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი თავს იჩენს და ცუ­და­დ აისა­ხე­ბა მა­თი ცხოვ­რე­ბის დო­ნე­ზე, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა სი­ღა­რი­ბე და სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი. კი­დევ უფ­რო სამ­წუ­ხა­როა, რომ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის გა­მო სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის სტა­ტის­ტი­კა მზარ­დია. შე­სა­ბა­მი­სად, დი­დი და­სა­ბუ­თე­ბა აღარ სჭირ­დე­ბა იმას, რომ გა­ნათ­ლე­ბის შეწყ­ვე­ტა გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­საც კლავს.“

მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანი სა­კითხ­ი, რა­ზეც იურის­ტი ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებს, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სქე­სის გენ­დე­რუ­ლი ნიშ­ნით სე­ლექ­ციაა. მი­სი­ვე თქმით, ერთ-ერ­თი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეს მარ­თ­ლაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა – რო­ცა არ­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო, მათ შო­რის დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი პრაქ­ტი­კის გა­მო, უპი­რა­ტე­სო­ბა ვაჟს ენი­ჭე­ბა, შე­დე­გად კი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ნაკ­ლე­ბი გო­გო იბა­დე­ბა. „ასე­თი მა­ხინ­ჯი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს ნაკ­ლე­ბი გო­გოს და­ბა­დე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში,“ – ამ­ბობს სო­ფი­კო მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე აზ­რით, უმ­თავ­რე­სი გა­მოწ­ვე­ვა მა­ინც ნიშ­ნო­ბა და ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბაა. „სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს ილუ­ზია ჰქონ­დეს, რომ ეს ასე აღარ არის, მაგ­რამ ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ნიშ­ნო­ბაც, იძუ­ლე­ბაც და ქორ­წი­ნე­ბაც ძა­ლი­ან გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და უმე­ტე­სად, ამის მი­ზე­ზი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის, მო­ზარ­დე­ბის არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბაა. იმ სო­ცი­უმ­ში, სა­დაც უფ­რო ხში­რია ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი, ნამ­დ­ვი­ლად არ აქვთ მო­ზარ­დებს სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ. არა­ვინ ეუბ­ნე­ბა მათ, რომ ეს აუცი­ლებ­ლად იჩენს თავს მათ შემ­დ­გომ ცხოვ­რე­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ვი­სა­უბ­რებთ იმა­ზე, რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს სა­ხელ­მ­წი­ფოს, პირ­ველ რიგ­ში, ვიტყ­ვი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­ხელ­მ­წი­ფომ ახალ­გაზ­რ­დებ­თან არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა შექ­მ­ნას. გი­ნა­ხავთ კონ­კ­რე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კის გეგ­მა ან რა­ი­მე სა­ხის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც და­ნერ­გი­ლი იქ­ნე­ბა სკო­ლებ­ში, არა­ფორ­მა­ლურ წრე­ებ­ში, სპორ­ტ­ს­კო­ლებ­ში, კლუ­ბებ­ში და ა.შ.? ვერ ნა­ხავ­დით, რად­გან ასე­თი არ არ­სე­ბობს. აუცი­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლებით ინ­ტეგ­რირ­დეს ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი, რო­გო­რიც არის ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვა და ა.შ. ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვ­ნი­შნო სკო­ლებ­ში რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ელე­მენ­ტე­ბის შე­ტა­ნის აუცი­ლებ­ლო­ბა, რად­გან, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სწო­რედ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის არ­ქო­ნა ქმნის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს მო­ზარ­დებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით გო­გო­ნებ­ში. ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჰქონ­და ორი ძა­ლი­ან მძი­მე ქე­ი­სი, რო­მე­ლიც არას­რულ­წ­ლო­ვან­თა „ფა­რულ“ ფეხ­მ­ძი­მო­ბას ეხე­ბო­და. მო­ზარ­დებს სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ. აუცი­ლე­ბე­ლია რა­ი­მე სა­ხის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მის არ­სე­ბო­ბა, რომ მათ ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე, რა­თა არ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ შემ­დეგ ისეთ გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­გორც რამ­დე­ნი­მე შემ­თხ­ვე­ვის დროს, ჩვენ რომ მოგ­ვ­მარ­თეს. ამი­ტომ აღ­ვ­ნიშ­ნავთ ყო­ველ­თ­ვის, რომ სკო­ლამ უნ­და მის­ცეს მათ სა­ბა­ზი­სო რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ცოდ­ნა. ამით რე­ა­ლუ­რად ვიხ­ს­ნით მო­ზარ­დებს ძა­ლი­ან სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბის­გან. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან რთუ­ლია, დღეს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, იყო გო­გო ისე, რომ არ გქონ­დეს გა­მოწ­ვე­ვა ან ბა­რი­ე­რი რო­მე­ლი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­ინც. მხარ­და­ჭე­რის დრო­საც კი უამ­რავ პრობ­ლე­მას აწყ­დე­ბა მო­ზარ­დი და თუ ეს მხარ­და­ჭე­რაც არ ექ­ნა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი გო­გო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.“

ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა, ჯერ კი­დევ, ისევ მყა­რად ფეს­ვ­გად­გ­მულ სტე­რე­ო­ტი­პებ­თან გვაბ­რუ­ნებს, რაც სე­რი­ო­ზულ დაღს ას­ვამს გო­გო­ებს, რომ­ლებ­საც, პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე, თავ­დაც­ვის რე­ჟიმ­ში ამ­ყო­ფებს და მუდ­მი­ვად უწევთ მტკი­ცე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, მე­ზობ­ლე­ბის­თ­ვის, ახ­ლობ­ლე­ბის­თ­ვის, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გო­გოა, უფ­ლე­ბა აქვს ითა­მა­შოს ფეხ­ბურ­თი ისე­ვე, რო­გორც თა­ნა­ტოლ­მა ბიჭ­მა, ჰქონ­დეს ისე­თი ვარ­ცხ­ნი­ლო­ბა, რო­გო­რიც მოს­წონს და სურს, რომ პრო­ფე­სი­ას გენ­დე­რი არ აქვს და ა.შ.

◊◊◊

ერ­თი ფეხ­ბურ­თე­ლი გო­გოს მა­გა­ლით­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რო­გო­რია სპორ­ტ­ს­მე­ნი გო­გოს რე­ა­ლო­ბა, ანუ მი­სი გავ­ლი­ლი გზა სა­ოც­ნე­ბო მო­მავ­ლამ­დე. თა­ვის­თა­ვად, ამის გან­ზო­გა­დე­ბა არ გა­მოდ­გე­ბა, თუმ­ცა, მა­გა­ლი­თად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. კე­სო მეტ­რე­ვე­ლი ბავ­შ­ვო­ბი­დან ფეხ­ბურ­თი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ეს გა­ტა­ცე­ბა, ჯერ კი­დევ ჩვენ­ში არ­სე­ბუ­ლი სტერე­ო­ტი­პე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თა­ვის სა­ოც­ნე­ბო მო­მა­ვალს და­უ­კავ­ში­რა. კე­სო ამ­ბ­რო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ სო­ფელ­ში და­ი­ბა­და, ფეხ­ბურ­თის სიყ­ვა­რულ­მა ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს სძლია! კი­ლო­მეტ­რე­ბით მო­შო­რე­ბულ რა­ი­ო­ნულ ცენ­ტ­რ­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ­ში სა­ვარ­ჯი­შოდ და­დი­ო­და. ეს გზა მის­თ­ვის მხო­ლოდ კი­ლო­მეტ­რე­ბის გა­მო არ აღ­მოჩ­ნ­და რთუ­ლი. „პა­ტა­რა კე­სოს“ გზას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბიც და­უ­პი­რის­პირ­და, რო­მე­ლიც გენ­დე­რულ ნორ­მებს უკავ­შირ­დე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც თვი­თონ გვიყ­ვე­ბა, მას გა­უ­მარ­თ­ლა, რად­გან ამ ბა­რი­ე­რე­ბის დაძ­ლე­ვა­ში ოჯა­ხი მუდ­მი­ვად გვერ­დით ედ­გა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, კე­სომ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რა და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რიცხა, მაგ­რამ სექ­ტემ­ბ­რის დად­გო­მამ­დე მიხ­ვ­და, რომ ეს მი­სი სა­ოც­ნე­ბო მო­მა­ვა­ლი არ იყო. ვარ­ჯი­ში ისევ ამ­ბ­რო­ლა­უ­რის სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ­ში გა­აგ­რ­ძე­ლა და შემ­დეგ წელს და­ე­ლო­და. ისევ გა­ვი­და ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე – სპორ­ტის აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ი­რიცხა. უკ­ვე მე­ო­რე კურ­ს­ზე სწავ­ლობს წარ­ჩი­ნე­ბით და ბედ­ნი­ე­რია, რად­გან თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და სა­ოც­ნე­ბო მო­მა­ვა­ლი, სა­ბო­ლო­ოდ, სპორტს და­უ­კავ­ში­რა. ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სპორ­ტ­ს­მე­ნი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ბევრ სირ­თუ­ლეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

კესო მეტრეველი: „თით­ქ­მის ყო­ველ­დღე გვეს­მის ფრა­ზე­ბი – „სპორ­ტი რა ქა­ლის საქ­მეა“, „ქა­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში“ და ა.შ. რა თქმა უნ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან დიდ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზი­ანს გვა­ყე­ნებს ჩვენ, გო­გო­ნებს, რომ­ლებ­საც, უბ­რა­ლოდ, გვინ­და ის საქ­მე ვა­კე­თოთ, რაც გვიყ­ვარს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო, ზოგ­ჯერ ,მშობ­ლე­ბი არ აძ­ლე­ვენ უფ­ლე­ბას პა­ტა­რა გო­გო­ნებს, გახ­დ­ნენ სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი, აჯე­რე­ბენ, რომ ეს დრო­ის უაზ­როდ ფლან­გ­ვაა, მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ და ჯო­ბია „სწავ­ლას მი­ხე­დონ“. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე ოჯა­ხი ყო­ველ­თ­ვის მხარს მი­ჭერ­და, ამი­ტო­მაც, ჩე­მი პა­ტა­რა დაც ჩემს გზას გა­უყ­ვა და უკ­ვე შემ­დ­გა­რი ფეხ­ბურ­თე­ლია. თუმ­ცა, ვიტყ­ვი, რომ მეც უამ­რა­ვი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა და ჩე­მი საქ­მი­სად­მი ირო­ნი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მიგ­რ­ძ­ვ­ნია. მა­გა­ლი­თად, ხში­რად უთ­ქ­ვამთ, რომ ფეხ­ბურ­თი „კა­ცის სპორ­ტია, შენ რა გინ­და მანდ?“, „ქა­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუს­ტია და არ უხ­დე­ბა ეს სპორ­ტი“, „ფეხ­ზე კუნ­თე­ბი და­გეტყო­ბა, და­მა­ხინ­ჯ­დე­ბი“… — ამ ფრა­ზე­ბის უმე­ტე­სო­ბა კა­ცებს ეკუთ­ვ­ნის, თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე მე­ტად გულს ის მტკენს, რომ ქა­ლე­ბიც გვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ რომ სპორ­ტი ჩვე­ნი საქ­მე არ არის. მახ­სოვს, ერ­თ­მა ადა­მი­ან­მა (მდედ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა) მითხ­რა: „რა ლა­მა­ზი გო­გო ხარ, ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი გაქვს, რად გინ­და ეს ფეხ­ბურ­თი? ან ცეკ­ვა­ზე შე­დი, ან სიმ­ღე­რა­ზე, რა­ტო იტან­ჯავ თავს?“ მე იმას ვა­კე­თებ, რაც მიყ­ვარს, ჩვენ ყვე­ლა ვა­კე­თებთ ჩვენს საქ­მეს. იყო სპორ­ტ­ს­მე­ნი, მით უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნი, ისე­დაც რთუ­ლია და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მყა­რად დგო­მა სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ, ნუ­რა­ვინ ჩა­ე­რე­ვა სხვის ცხოვ­რე­ბა­ში და გვა­ცა­დონ ქა­ლებს, ვა­კე­თოთ ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლი. თუ თქვენ არ შე­გიძ­ლი­ათ, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია!“

კე­სოს „ხმა“ აუცი­ლებ­ლად მის­წ­ვ­დე­ბა ჯერ კი­დევ ოც­ნე­ბის და­საწყის­ში მყოფ მო­ზარდ გო­გო­ნას, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას ვერ უწევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბულ „გო­გო­ო­ბის კა­ნო­ნებს“ და ალ­ბათ, ბო­ლომ­დე ვერც იმას აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ამ „კა­ნო­ნე­ბი­დან“ გა­დახ­ვე­ვას ხში­რად იმედ­გაც­რუ­ე­ბე­ბი მოჰ­ყ­ვე­ბა, სა­ოც­ნე­ბო მო­მა­ვალ­ზე ხე­ლის ჩაქ­ნე­ვას და ნა­ძა­ლა­დე­ვი პრო­ფე­სი­ე­ბით თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბას კი – მი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლის სრულ­ფა­სოვ­ნად რე­ა­ლი­ზე­ბის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბე­ბი. ამი­ტო­მაც ღირს ბრძო­ლა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი, რო­მელ­საც ბო­ლომ­დე არ აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გო­გო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი ლია ლი­ქო­კე­ლის „გო­გო­ო­ბის კა­ნო­ნით“ შე­ვახ­სე­ნებ, რომ:

„მაგ­რამ ზოგ­ჯერ გო­გო­ე­ბი და­დი­ან

და­ბალ­ძი­რი­ა­ნი სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მ­ლით,

იც­ვა­მენ ულა­მა­ზო, ყელ­და­ხუ­რულ მა­ი­სუ­რებს,

თმას ცხე­ნის კუ­დი­ვით გა­იკ­რა­ვენ,

ჩა­იწყო­ბენ ზურ­გ­ჩან­თებ­ში ქვებს,

ჩა­ი­ლა­გე­ბენ თვა­ლებ­ში სა­ფიქ­რებ­ლებს,

და­ე­ხე­ტე­ბი­ან ქა­ლაქ­ში,

აკითხა­ვენ ბა­ღებს და ხი­დებს

და წყალ­ში ის­ვ­რი­ან სი­ჩუ­მის ან­კე­სებს…“

ბო­ლოს, ისევ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტუ­სებს და ფო­ტო­ებს და­ვუბ­რუნ­დე­ბი, რად­გან დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე „შე­უზღუ­დავ“ სივ­რ­ცედ მა­ინც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი რჩე­ბა. ბევ­რი დე­დის სტა­ტუს­ში ამო­ვი­კითხე, რომ უმ­ჯო­ბე­სია, არ გვჭირ­დე­ბო­დეს ამ დღის აღ­ნიშ­ვ­ნა. რა თქმა უნ­და, უმ­ჯო­ბე­სია და სწო­რედ ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ვლა­პა­რა­კობთ პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს. და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი –  „უნ­და იცო­დეთ, რომ მათ აქვთ უფ­ლე­ბა. აქვთ გო­გო­ებს უფ­ლე­ბა, იყო­ლი­ონ სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბი…“, ისე­თი, რო­გო­რიც სურთ. ყვე­ლა გო­გო იმ­სა­ხუ­რებს ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას, გან­ვი­თა­რე­ბას და სა­კუ­თა­რი სა­ოც­ნე­ბო მო­მავ­ლის არ­ჩე­ვას. ასე­თი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად კი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა აუცი­ლე­ბე­ლია.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები