16 თებერვალი, კვირა, 2025

ბათუმის 28-ე საჯარო სკოლაში სასწავლო-სადემონსტრაციო სათბური გაიხსნა

spot_imgspot_img

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით ორგანიზებულ კონკურსში „ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“ გამარჯვებულ სკოლებს სათბურები გადაეცათ. ბათუმის №28 სკოლაში სათბურის გახსნის ცერემონიალს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანი დაესწრო.

კონკურსის „ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“ მიზანი იყო ახალგაზრდებში აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია, აჭარაში დარგების გაახალგაზრდავება, აგრარული ტექნოლოგიების იმპლემენტაცია, აგრარული ექსტენციის მიწოდებაში კვლევის კომპონენტის შეტანა და გაძლიერება, აგრარული ექსტენციის საუნივერსიტეტო მოდელის მდგრადი განვითარება.

კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და ითვალისწინებდა სკოლების მოსწავლეების, სტუდენტების, ექსტენციონისტების და პედაგოგების ერთობლივ მუშაობას, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და საბაზრო პრინციპებზე მორგებული 6 საუკეთესო პროექტი: ბათუმის № 1 საჯარო სკოლა – აგროკლუბი/სადისკუსიო პლატფორმა; ბათუმის №28 საჯარო სკოლა – ბოსტნეულის საჩითილე; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლა – ჟოლოს სადემონსტრაციო ნაკვეთი; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლა – სასწავლო-სადემონსტრაციო საფუტკრე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა – ენდემური ჯიშების მსხლის სანერგე; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლა – ლურჯი მოცვი ხელოვნურ სუბსტრატზე.

პროექტი აჭარის საჯარო სკოლებისთვის განხორციელდა, ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით, აჭარის განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით. კონკურსის ფარგლებში, დაფინანსდა 6 საგრანტო პროექტი, მათგან 4 სასკოლო სასწავლო-სადემონსტრაციო სათბური/ნაკვეთი.

სკოლებში სათბურების მოწყობის მიზანია მოსწავლეებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის პოპულარიზაცია და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის შესახებ ცნობადობის გაზრდა.

ბათუმის №28 საჯარო სკოლასა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლებში სადემონსტრაციო სათბურების გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე უჩა სურმანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლები საქართველოში დემნა ძირკვაძე და გოჩა შაინიძე, ასევე, სექტორული პლატფორმა „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი.

spot_img

მკითხველთა კლუბი

სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა და­ნა­კარ­გი­სა და ტკი­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ

დაკ­ვირ­ვე­ბი­ხართ? - ზოგ­ჯერ დღე ისე გა­დის, საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ მა­ინც სულ თან ვა­ტა­რებთ და გვაქვს გან­ც­და, რომ რო­ცა ის გვერ­დით გვე­გუ­ლე­ბა,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

საბ­ჭო­თა ეპო­ქა რჩე­ულ ქარ­თულ მოთხ­რო­ბებ­ში

წიგ­ნი, რო­მელ­ზეც ახ­ლა მინ­და გი­ამ­ბოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის იმ ერთ ყვე­ლა­ზე სა­ბე­დის­წე­რო ეპო­ქას ეძღ­ვ­ნე­ბა, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ერ­ქ­ვა. ან­თო­ლო­გია „ბი­ჭი­კოს ავად­მ­ყო­ფო­ბის ის­ტო­რია“, რომ­ლის ქვე­სა­თა­უ­რია „მოთხ­რო­ბე­ბი საბ­ჭო­თა...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები