30 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2022

ბავ­შ­ვი არა­სო­დეს შე­ვა­და­როთ „მი­სა­ბაძ“ თა­ნა­ტოლს

spot_img

თეა თო­ლორ­და­ვა

სსიპ გი­ორ­გი ჭა­ლა­დი­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზე­მო ჭა­ლა­დი­დის სა­ჯა­რო სკო­ლის მე-5 კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი

 

 

🔎🔺დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბა, გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა დამ­რი­გებ­ლის მუ­შა­ო­ბა­ზე უნ­და იყოს დამ­ყა­რე­ბუ­ლი. სწო­რედ კლას­ში იქ­მ­ნე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კლი­მა­ტი, რო­მე­ლიც უდი­დეს გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­ე­ბის ქცე­ვა­სა და სწავ­ლა­ზე. სიყ­ვა­რუ­ლი, ემ­პა­თია, ურ­თი­ერ­თო­ბა მოს­წავ­ლე­ებ­თან უნ­და ემ­ყა­რე­ბო­დეს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და ნდო­ბას. თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა, მათ და­ეხ­მა­რე­ბა ნი­ჭის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში, რაც დამ­რი­გებ­ლის უშუ­ა­ლო მო­ვა­ლე­ო­ბაა. დამ­რი­გე­ბე­ლი ბავ­შ­ვებ­ში ისე­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას უნ­და შე­ე­ცა­დოს, რო­გო­რი­ცაა: პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა, კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მარ­თ­ვა, ობი­ექ­ტუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბა და ა.შ.

🔎🔺მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის მარ­თ­ვაა. ბავშვს არ უნ­და თრგუ­ნავ­დეს შე­ფა­სე­ბა. არა­სან­დო კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს ვარ­გი­სი. მას­წავ­ლე­ბელ­მა, მიზ­ნის შე­საძ­ლო პრო­ცე­სე­ბის ადაპ­ტა­ცი­ი­სას, თი­თო­ე­უ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მხა­რე უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. ბავ­შ­ვის ძლი­ერ მხა­რე­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა სი­სუს­ტე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. თუ მოს­წავ­ლე ძლი­ე­რია რო­მე­ლი­მე სა­გან­ში და სი­თა­მა­მე აკ­ლია, ვთხო­ვოთ, და­ეხ­მა­როს სხვა მოს­წავ­ლეს, რო­მელ­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ასე­თი მიდ­გო­მა კი ბავშვს სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­ჩე­ნა­სა და აღი­ა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

🔎🔺რან­ჟი­რე­ბის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწავ­ლის სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­ა­ფა­სოს მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის სტი­ლი და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, თუ ვის რო­გორ ურ­ჩევ­ნია და უად­ვილ­დე­ბა სწავ­ლა.

🔎🔺ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ხში­რად სკო­ლა­ში იკ­ვე­თე­ბა, არის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი თა­ნა­ტო­ლებ­თან და აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა. ეს პრობ­ლე­მა არის, ასე­ვე, მშობ­ლებ­თან ან მას­წავ­ლებ­ლებ­თან. ამ პრობ­ლე­მის მი­ზე­ზი მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს. დის­ციპ­ლი­ნის დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში მოს­წავ­ლე შე­საძ­ლოა ხვდე­ბო­დეს, რომ არას­წო­რად იქ­ცე­ვა, მაგ­რამ ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­დეს, რა გა­ნა­პი­რო­ბებს მის ამ­გ­ვარ ქმე­დე­ბას. ამი­ტომ დის­ციპ­ლი­ნის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად მე­ტი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო ეფექ­ტი­ა­ნი მე­თო­დე­ბით.

🔎🔺სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლა. მუდ­მი­ვად სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბა­ში, სწავ­ლე­ბის არსს უნ­და ჩას­წ­ვ­დე და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად მი­უდ­გე. დამ­რი­გე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ებს სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა უნ­და ჩა­უ­ნერ­გოს. ამის­თ­ვის უამ­რა­ვი რე­სურ­სი არ­სე­ბობს – ვგუ­ლის­ხ­მობ სხვა პე­და­გოგ­თა გა­მოც­დი­ლე­ბას.

🔎🔺უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა დამ­რი­გე­ბელს უწყ­ვეტ სი­ახ­ლეს­თან აკავ­ში­რებს. საკ­ლა­სო ოთახ­ში ახ­ლი­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს და­ნერ­გ­ვა ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხის ზრდის­თ­ვის. კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი ხე­დავს და ეს­მის თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას. მან მრჩევ­ლის ფუნ­ქ­ცია უნ­და შე­ი­თავ­სოს, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­სა­ლა­ხად და მოს­წავ­ლის სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­როს.

🔎🔺დამ­რი­გებ­ლის სა­ხელ­ფა­სო ანაზღა­უ­რე­ბა იმ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ფონ­ზე, რაც ყო­ველ­დღი­უ­რად გვა­კის­რია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, არც ისე დი­დია. მაგ­რამ პე­და­გო­გის ენ­თუ­ზი­აზ­მი რომ მხო­ლოდ ანაზღა­უ­რე­ბა­ზე არაა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ეს ფაქ­ტი უახ­ლე­სი წარ­სუ­ლის მა­გა­ლი­თით დას­ტურ­დე­ბა. დღეს დამ­რი­გე­ბელს ხელ­შეწყო­ბა აქვს ეფექ­ტი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­რე­მოს შე­საქ­მ­ნე­ლად, იქ­ნე­ბა ეს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბა­ზა თუ სხვა პი­რო­ბე­ბი.

🔎🔺სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან აღ­ვ­ნიშ­ნავ ერთ ფაქტს, რო­ცა მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლებ­თან და­დე­ბით­მა მო­მენ­ტ­მა იჩი­ნა თა­ვი: სო­ლი­და­რუ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ „ქცე­ვის წე­სე­ბის“ შექ­მ­ნა­სა და შემ­დეგ­ში – მათ გახ­სე­ნე­ბა-დაც­ვა­ში.

🔎🔺არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ხელს უწყობს მოს­წავ­ლეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და სის­ტე­მუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე, თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც იძენს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კლას­ში კლუ­ბი „კი­ნოს მოყ­ვა­რუ­ლი“ შევ­ქ­მე­ნით.

პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბაა მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. სკო­ლამ და ოჯახ­მა ერ­თობ­ლი­ვად უნ­და აიღონ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხ­ზე. მშობ­ლებ­თან წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა და ისე­თი უნა­რე­ბი სჭირ­დე­ბა, რო­გო­რი­ცაა: ტაქ­ტი, თა­ნა­მო­სა­უბ­რის პა­ტი­ვის­ცე­მა, თა­ვა­ზი­ა­ნო­ბა, სი­კე­თე, ენ­თუ­ზი­აზ­მი და სხვ. რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი, ასე­ვე არა­ფორ­მა­ლუ­რი გზე­ბით ვამ­ყა­რებ მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს მო­არ­გოს და სა­სურ­ველ შე­დეგს მი­აღ­წი­ოს.

🔎🔺ბავ­შ­ვის ნდო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მო­პო­ვე­ბა ად­ვი­ლი­ცაა და საკ­მა­ოდ ძნე­ლიც. ბავ­შ­ვე­ბი რომ ჩვენ­და­მი ნდო­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ნეწყონ, მთა­ვა­რია, სა­მარ­თ­ლი­ა­ნე­ბი ვი­ყოთ, რადგან ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლად უსა­მარ­თ­ლო­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბენ. ბავ­შ­ვი არა­სო­დეს შე­ვა­და­როთ „მი­სა­ბაძ“ თა­ნა­ტოლს. სას­კო­ლო პრაქ­ტი­კი­დან უამ­რა­ვი შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა ასე­თი მიდ­გო­მით უპ­რინ­ცი­პო და სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის არ­მ­ქო­ნე პი­როვ­ნე­ბას აღ­ვ­ზ­რ­დით, რო­მელ­საც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მ­ზე უარის თქმა მო­უ­წევს.

ბავ­შ­ვი იყოს გულ­რ­წ­ფე­ლი და აღი­ა­რებ­დეს სა­კუ­თარ მოქ­მე­დე­ბა­სა თუ უმოქ­მე­დო­ბას – ეს აუცი­ლე­ბე­ლია. მოს­წავ­ლეს ხში­რად გა­ვუ­მე­ო­როთ სა­მო­ტი­ვა­ციო სიტყ­ვე­ბი, მარ­თა­ლია, მას­წავ­ლე­ბელს ერ­თ­ნა­ი­რად შეს­ტ­კი­ვა გუ­ლი მოს­წავ­ლის მი­ერ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მა­სა და სი­ზარ­მა­ცე­ზე, მაგ­რამ ყო­ველ­გ­ვარ უარ­ყო­ფითს და­დე­ბი­თი გა­ა­ბა­თი­ლებს. ადა­მი­ან­მა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბაც უნ­და გა­მოს­ცა­დოს და წარ­მა­ტე­ბის სი­ხა­რუ­ლიც.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები