1 ივლისი, პარასკევი, 2022

ბავ­შ­ვის მო­რა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა

spot_img
რო­ცა ადა­მი­ა­ნის მო­რა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ვმსჯე­ლობთ, პირ­ველ რიგ­ში, წარ­მო­ვიდ­გენთ რას მი­იჩ­ნევს ეს ადა­მი­ა­ნი სწორ/არას­წორ, სა­მარ­თ­ლი­ან/არა­სა­მარ­თ­ლი­ან ქმე­დე­ბად. არ­სე­ბობს რო­გორც მო­რა­ლუ­რი მსჯე­ლო­ბა, ისე მო­რა­ლუ­რი გრძნო­ბე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი, სა­ბო­ლო­ოდ, ქმე­დე­ბე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. რო­გორ მო­იქ­ცე­ვა ბავ­შ­ვი, ეს ხში­რად მის მო­რალ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მო­რა­ლი ბევ­რად უფ­რო მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რად­გან იგი მო­ი­ცავს ადა­მი­ა­ნის ხედ­ვას, მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბას, აღ­ქ­მას და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, სხვა­დას­ხ­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის და სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­მართ.
ხში­რად სა­უბ­რო­ბენ ბავ­შ­ვე­ბის მო­რა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ზე, რო­გორც ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ გა­მოთ­ქ­მულ მი­თი­თე­ბებ­ზე, რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და, ზოგ­ჯერ, რო­გორც კონ­ტ­რო­ლის ფორ­მა­ზე. რე­ა­ლუ­რად კი ბავ­შ­ვის მო­რა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბაც, რო­გორც მი­სი ფი­ზი­კუ­რი, კოგ­ნი­ტუ­რი ან ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა გარ­კ­ვე­ულ სტა­დი­ებს გა­დის. თი­თო­ე­ულ სა­ფე­ხურ­ზე ბავშვს მი­სი სტა­დი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არ­სე­ბუ­ლი მო­რა­ლუ­რი ხედ­ვა გა­აჩ­ნია და ჩვენც გარ­კ­ვე­უ­ლი მო­რა­ლუ­რი რჩე­ვე­ბი ამ ფორ­მით უნ­და მი­ვა­წო­დოთ.
შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ფსი­ქო­ლო­გი ჟან პი­ა­ჟე მი­იჩ­ნევ­და, რომ ბავ­შ­ვის მო­რა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა მის კოგ­ნი­ტურ გან­ვი­თა­რე­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბა. თუ მო­რა­ლუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ესაა დი­ლე­მის წი­ნა­შე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა, მას ესა­ჭი­რო­ე­ბა კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბი. ამი­ტომ რო­მელ კოგ­ნი­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ეტაპ­ზეც არის ბავ­შ­ვი, მი­სი მო­რა­ლიც შე­სა­ბა­მი­სია.

მო­დი, დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლოთ პი­ა­ჟეს მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ბავ­შ­ვის მო­რა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სტა­დი­ე­ბი:

პირ­ვე­ლი სტა­დია ოპე­რა­ცი­ამ­დელ ასაკ­ში აღ­მო­ცენ­დე­ბა, რო­ცა ბავ­შ­ვი 4 წლი­საა. ამ დროს ვი­თარ­დე­ბა პა­რა­ლე­ლუ­რი თა­მა­ში, რო­ცა ბავ­შ­ვე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის სი­ახ­ლო­ვეს თა­მა­შო­ბენ, მაგ­რამ თა­მაშს სა­ერ­თო მი­ზა­ნი და სა­ერ­თო ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი ფორ­მა არ გა­აჩ­ნია. ამ სტა­დი­ა­ზე ბავ­შ­ვი თვლის, რომ „ის არის კარ­გი და მი­სა­ღე­ბი, რაც მას მოს­წონს და სი­ა­მოვ­ნებს“.

მე­ო­რე სტა­დია — მო­რა­ლუ­რი რე­ა­ლიზ­მის სტა­დია, 5 წლი­დან. ამ დროს ბავ­შ­ვი სო­ცი­ა­ლურ წე­სებ­სა და ნორ­მებს ით­ვა­ლის­წი­ნებს, რად­გან ხვდე­ბა, რომ სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო შემ­თხ­ვე­ვა­ში მას დას­ჯი­ან. მის­თ­ვის წე­სე­ბი და ნორ­მე­ბი, ამ ეტაპ­ზე, უპი­რო­ბოდ მი­სა­ღე­ბია, რად­გან არ აქვს იმის წარ­მოდ­გე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ წე­სე­ბი შე­საძ­ლოა შე­იც­ვა­ლოს.

ამ სტა­დი­ა­ზე, ასე­ვე, არ ხდე­ბა სწო­რი/არას­წო­რი ქცე­ვის მო­ტი­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, მთა­ვა­რი მხო­ლოდ თვალ­სა­ჩი­ნო შე­დე­გია. მაგ.: თუ 5 წლის გო­გო­ნას შე­ვე­კითხე­ბით ვინ უფ­რო დამ­ნა­შა­ვეა, ვინც სპე­ცი­ა­ლუ­რად და­გი­დო ფე­ხი და წა­ი­ქე­ცი თუ ვინც შემ­თხ­ვე­ვით გა­მო­წია ფე­ხი, ის მი­იჩ­ნევს, რომ ორი­ვე ერ­თ­ნა­ი­რად დამ­ნა­შა­ვეა.

მე­სა­მე სტა­დი­ა­ზე იმის გა­აზ­რე­ბა ხდე­ბა, რომ წე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს, თუ ჯგუ­ფის ყვე­ლა წევ­რი თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა ქცე­ვის მო­ტი­ვი და არა მხო­ლოდ შე­დე­გი. ამ სტა­დი­ის­თ­ვის ასე­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რია „სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დის პრინ­ცი­პი“, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ქმე­დე­ბის უკუ­დაბ­რუ­ნე­ბას. მაგ.: თუ ბავ­შ­ვ­მა შემ­თხ­ვე­ვით მო­მარ­ტყა ხე­ლი, შე­იძ­ლე­ბა მეც არ და­ვარ­ტყა, მაგ­რამ რა­ღაც ფორ­მით უნ­და და­ი­სა­ჯოს.

მე­ოთხე ეტა­პი, რო­მე­ლიც 11 წლი­დან იწყე­ბა, გუ­ლის­ხ­მობს არა მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებს, სა­დაც ბავ­შ­ვის მო­რა­ლუ­რი ხედ­ვა ჩანს, არა­მედ მო­რა­ლუ­რო­ბა ყა­ლიბ­დე­ბა რო­გორც იდე­ო­ლო­გია. ისი­ნი იაზ­რე­ბენ, რომ წე­სე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­იც­ვა­ლოს, თუ რო­მე­ლი­მე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ილა­ხე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მივ­ცეთ ბავ­შ­ვებს სა­შუ­ა­ლე­ბა, ჰქონ­დეთ სა­კუ­თა­რი წე­სე­ბი, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და შე­ეძ­ლოთ მო­საზ­რე­ბე­ბის თა­ვი­სუფ­ლად გად­მო­ცე­მა, რა­თა სა­მო­მავ­ლოდ ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი­სად­მი უპი­რო­ბო მორ­ჩი­ლე­ბა და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი არ გან­ვი­თარ­დეს.

გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ ბი­ჰე­ვი­ო­რის­ტებს. ისი­ნი თვლი­ან, რომ ყვე­ლა მო­რა­ლუ­რი ქცე­ვის სა­ფუძ­ვე­ლი „ოპე­რან­ტუ­ლი გან­პი­რო­ბე­ბაა“, ანუ იმ ქცე­ვის გან­მე­ო­რე­ბის ალ­ბა­თო­ბის გაზ­რ­და, რო­მე­ლიც სა­სურ­ვე­ლით გან­მ­ტ­კიც­და, ხო­ლო იმ ქცე­ვის, რო­მელ­მაც სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი ვერ მო­უ­ტა­ნა ბავშვს, ჩაქ­რო­ბა. მო­რა­ლუ­რი ქცე­ვის მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლი ში­ში­სა და ტკი­ვი­ლის თა­ვი­დან არი­დე­ბა და სა­სურ­ვე­ლის მი­ღე­ბაა. ეს მიდ­გო­მა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ბავ­შ­ვის ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას, გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­სა და პი­როვ­ნულ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს. რა თქმა უნ­და, ხში­რად, მშობ­ლე­ბი ამ მიდ­გო­მას იყე­ნე­ბენ, რო­ცა ცდი­ლო­ბენ ბავ­შ­ვი და­ა­ში­ნონ და ასე აუკ­რ­ძა­ლონ რა­ი­მე ქმე­დე­ბა, მაგ­რამ ეს პრობ­ლე­მის მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თი და არა­ჰუ­მა­ნუ­რი გზით გა­დაწყ­ვე­ტაა.

„სო­ცი­ა­ლუ­რი დას­წავ­ლის თე­ო­რი­ის“ ავ­ტო­რი ა. ბან­დუ­რა მი­იჩ­ნევ­და, რომ სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი მო­დე­ლი­რე­ბით/ყუ­რე­ბით და თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბით სწავ­ლო­ბენ სწო­რი ქცე­ვის პა­ტერ­ნებს. ბავ­შ­ვი სწავ­ლობს იმას, რა­საც ხე­დავს. შე­სა­ბა­მი­სად, თუ მის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი სა­ურ­თი­ერ­თოდ სწორ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­სა და ქცე­ვას იყე­ნე­ბენ, ბავ­შ­ვიც კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში იმა­ვე ქცე­ვას მი­მარ­თავს.

კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო თე­ო­რია ბავ­შ­ვე­ბის მო­რა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ არის ლ. კოლ­ბერ­გის თე­ო­რია. კოლ­ბერ­გი მი­იჩ­ნევ­და, რომ პი­ა­ჟე მხო­ლოდ კოგ­ნი­ტურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იყო კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი და მხედ­ვე­ლო­ბი­დან რჩე­ბო­და ბავ­შ­ვის პი­როვ­ნე­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბა და მო­რა­ლუ­რი დი­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა. კოლ­ბერ­გის­თ­ვის მთა­ვა­რია არა სწო­რი და არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, არა­მედ ის, თუ რო­გორ და­ა­სა­ბუ­თებს ადა­მი­ა­ნი რა­ტო­მაა კონ­კ­რე­ტუ­ლი საქ­ცი­ე­ლი სწო­რი ან არას­წო­რი.

გან­ვი­ხი­ლოთ კოლ­ბერ­გის მო­რა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის თე­ო­რია უფ­რო დე­ტა­ლუ­რად:

კოლ­ბერ­გის მი­ხე­დით, ბავ­შ­ვის მო­რა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა 3 სტა­დი­ის­გან შედ­გე­ბა — პრე­კონ­ვენ­ცი­უ­რი, კონ­ვენ­ცი­უ­რი და პოს­ტ­კონ­ვენ­ცი­უ­რი.

პრე­კონ­ვენ­ცი­ურ სტა­დი­ა­ზე მყო­ფი ბავ­შ­ვი მო­რა­ლურ დი­ლე­მას გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც დას­ჯა/წა­ხა­ლი­სე­ბის შე­დეგს. თუ გარ­კ­ვე­უ­ლი ქმე­დე­ბა მას დას­ჯას მო­უ­ტანს, ის ამ ქმე­დე­ბას არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ხო­ლო თუ სა­სურ­ველ წა­ხა­ლი­სე­ბას — იმოქ­მე­დებს. ამ სტა­დი­ის მო­რა­ლით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ, ძი­რი­თა­დად, სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც არ აქვთ გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბი და ნორ­მე­ბი.

პრე­კონ­ვენ­ცი­უ­რი სტა­დია ორი ეტა­პის­გან შედ­გე­ბა — პირ­ვე­ლი, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, დას­ჯა/წა­ხა­ლი­სე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბია, ხო­ლო მე­ო­რე სტა­დია დახ­მა­რე­ბის ურ­თი­ერ­თ­გაც­ვ­ლაა — თუ და­მეხ­მა­რე­ბი და მომ­ცემ სა­სურ­ველს, მეც იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ.

კონ­ვენ­ცი­ურ სტა­დი­ა­ზე მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ აღი­ა­რე­ბულ სო­ცი­ა­ლურ წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს, ხედ­ვებ­სა და ნორ­მებს, მაგ­რამ მათ წე­სე­ბის მი­ზა­ნი და ფუნ­ქ­ცია არ აქვთ გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, ეს ხდე­ბა ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად ან, უბ­რა­ლოდ, ბრმად ემორ­ჩი­ლე­ბი­ან კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას. ამ მო­რა­ლით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი.

პოს­ტ­კონ­ვენ­ცი­ურ სტა­დი­ა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი წე­სებს სა­ჭი­რო, მაგ­რამ ცვა­ლე­ბად მე­ქა­ნიზ­მე­ბად გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რომ­ლებ­მაც აუცი­ლებ­ლად უნ­და და­იც­ვან ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი: სი­ცოცხ­ლის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სა­კუთ­რე­ბის და ა.შ. თუ რო­მე­ლი­მე წე­სი არ­ღ­ვევს ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თად უფ­ლე­ბებს, მა­შინ ის უნ­და შე­იც­ვა­ლოს. ლ. კოლ­ბერ­გის გან­მარ­ტე­ბით, ამ სა­ფე­ხურს ადა­მი­ა­ნი 25-30 წლის ასაკ­ში აღ­წევს.

პოს­ტ­კონ­ვენ­ცი­ურ სტა­დი­ას მე­ხუ­თე და მე­ექ­ვ­სე სტა­დი­აც აქვს. მე­ხუ­თე სტა­დი­ა­ზე წე­სე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ტ­რაქ­ტის“ სა­ხით, რო­მე­ლიც არე­გუ­ლი­რებს ადა­მი­ან­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებს და სა­ჭი­რო მე­ქა­ნიზ­მია, ხო­ლო მე­ექ­ვ­სე სტა­დი­ა­ზე მყო­ფი პი­როვ­ნე­ბა წე­სებს მი­სი ში­ნა­გა­ნი უნი­ვერ­სა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბი­სა და ხედ­ვის მი­ხედ­ვით გა­ნი­ხი­ლავს.

ლ. კოლ­ბერ­გი თვლი­და, რომ ბავშვს კონ­კ­რე­ტუ­ლი ქცე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და მი­თი­თე­ბა მი­სი მო­რა­ლუ­რი სტა­დი­ის მი­ხედ­ვით უნ­და მი­ვა­წო­დოთ, ასე­ვე მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბას შემ­დე­გი სტა­დი­ის მო­რა­ლუ­რი დი­ლე­მე­ბით ვე­ცა­დოთ. ეს მოგ­ვა­გო­ნებს ლ. ვი­გოტ­ს­კის „უახ­ლო­ე­სი გან­ვი­თა­რე­ბის ზო­ნას“, რო­ცა მოს­წავ­ლეს მის­თ­ვის გა­სა­გებ და­ვა­ლე­ბას სთა­ვა­ზობ, მაგ­რამ იგი სა­ჭი­რო­ებს უფ­რო­სის მი­თი­თე­ბებს მათ შე­სას­რუ­ლებ­ლად, რა­თა სა­მო­მავ­ლოდ და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლოს შეს­რუ­ლე­ბა.

მო­რა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავშვს თი­თო­ე­უ­ლი ქცე­ვის მო­ტი­ვი და შე­დე­გი ვი­ზუ­ა­ლუ­რად ვაჩ­ვე­ნოთ, ქცე­ვის პრო­დუქ­ტი მის­თ­ვის აუცი­ლებ­ლად თვალ­სა­ჩი­ნო უნ­და იყოს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ქცე­ვე­ბით ვაჩ­ვე­ნოთ მას ან შევ­თა­ვა­ზოთ კონ­კ­რე­ტულ სი­ტ­უ­ა­ცი­ა­ში მოქ­ცე­ვის ფორ­მე­ბი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რამ­დე­ნი­მე ფორ­მა შევ­თა­ვა­ზოთ და მან გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი.

3 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ იმი­ტა­ცი­ით, მო­დე­ლი­რე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ქცე­ვის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბიც ვი­ზუ­ა­ლუ­რი სა­ხის უნ­და იყოს. აი, უკ­ვე მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად შეგ­ვიძ­ლია მას ქცე­ვის ფორ­მე­ბი, შე­დე­გე­ბი და მი­ზე­ზე­ბი ვერ­ბა­ლუ­რა­დაც მი­ვუ­თი­თოთ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ქცე­ვის ინ­ს­ტ­რუქ­ცია პო­ზი­ტი­უ­რი ფორ­მით იყოს ნათ­ქ­ვა­მი და ახ­ს­ნი­ლი და არა რა­ი­მეს აკ­რ­ძალ­ვით, მაგ.: „არ ად­გე მა­გი­დი­დან“ — ამის ნაც­ვ­ლად, გა­მო­ი­ყე­ნეთ — „ცო­ტა ­ხა­ნი იჯე­ქი მა­გი­დას­თან და და­მე­ლო­დე“.

ქცე­ვის და ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან გა­მო­ი­ყე­ნე­ბა „სო­ცი­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი“, რომ­ლე­ბიც ვი­ზუ­ა­ლუ­რი (და­სუ­რა­თე­ბუ­ლი) ფორ­მით გად­მო­ცე­მუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბია და ას­წავ­ლის ბავშვს კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რო­მე­ლი ქცე­ვაა მი­სა­ღე­ბი, ხო­ლო რო­მე­ლი არ მოგ­ვ­ცემს სა­სურ­ველ შე­დეგს.

ბავ­შ­ვის მო­რა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა „ზღაპ­რის თე­რა­პია“, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ემო­ცი­უ­რი თუ ქცე­ვი­თი კო­რექ­ცი­ის ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს. ყვე­ლა ზღა­პარს, უმე­ტე­სად, ერ­თი სტრუქ­ტუ­რა აქვს — გმი­რის/სი­ტუ­ა­ცი­ის აღ­წე­რა, პრობ­ლე­მის დას­მა და მი­სი გადა­ჭ­რა, ბო­ლოს კი, ბედ­ნი­ე­რი და­სას­რუ­ლი. ზღა­პა­რი ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კურ სტრუქ­ტუ­რას აირეკ­ლავს, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მის ქვეც­ნო­ბი­ერ გან­ც­დებ­თან და ფიქ­რებ­თან.

ასე­ვე, მო­რა­ლუ­რი მსჯე­ლო­ბა და ხედ­ვა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სხვა ადა­მი­ა­ნის პო­ზი­ცი­ის გა­გე­ბას­თან, ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ ბავ­შ­ვის კოგ­ნი­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, არა­მედ მი­სი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც.

რო­ბერტ სელ­მან­მა აღ­წე­რა რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ბავ­შ­ვებ­ში:

0-6 წლამ­დე ბავ­შ­ვი გა­დის „არა­დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი ეგო­ცენ­ტ­რიზ­მის სტა­დი­ას“, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სხვი­სი პო­ზი­ცი­ის სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბი­თა და ფიქ­რით ახ­ს­ნას. ამ სტა­დი­ა­ზე ბავ­შ­ვე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ყვე­ლა ისე ფიქ­რობს და გრძნობს თავს, რო­გორც ისი­ნი.

8-10 წლამ­დე ბავშვს უკ­ვე შე­უძ­ლია სხვი­სი პო­ზი­ცი­ის და ხედ­ვის გა­გე­ბა-გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, ასე­ვე, პროგ­ნო­ზი­რე­ბა — რო­გორ აღიქ­ვამს სხვა მის ქმე­დე­ბებს, მაგ­რამ ამ ასა­კის გა­მოწ­ვე­ვაა, რომ მე­სა­მე, სხვა პი­რის აღ­ქ­მა/გა­გე­ბა არ მო­ი­აზ­რე­ბა და ის ით­ვა­ლის­წი­ნებს მხო­ლოდ „მე ვფიქ­რობ-შენ ფიქ­რობ პრინ­ციპს“.

10-12 წლამ­დე ბავ­შ­ვი მე­გობ­რო­ბას უკ­ვე აღიქ­ვამს რო­გორც ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბის პრო­ცესს და არა რო­გორც მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­შუ­ლე­ბას. თუ სი­ტუ­ა­ცია ეხე­ბა მას და სხვა ადა­მი­ანს, ბავ­შ­ვი ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც მე­ო­რე პირის, ასე­ვე მე­სა­მე, სხვა პი­რის ხედ­ვას, რო­მე­ლიც ამ სი­ტუ­ა­ცი­ას შე­ეს­წ­რე­ბა.

14 წლი­დან ხდე­ბა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ უცხო მო­ტი­ვე­ბი, ქცე­ვე­ბი, ფიქ­რე­ბი და გრძნო­ბე­ბი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მი­ზე­ზე­ბით, ასე­ვე, არაც­ნო­ბი­ე­რა­დაც. მო­ზარ­დი იწყებს იმის გა­აზ­რე­ბას, რომ პი­როვ­ნე­ბა არის ნი­შან-თვი­სე­ბე­ბის, რწმე­ნის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და წე­სე­ბის სის­ტე­მა და ამ სის­ტე­მას სა­კუ­თა­რი გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რია აქვს.

 

სო­ფო – მე­ლა­ძე ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი

 

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

არდადეგები

დი­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა

📌გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის ქართული როგორც მეორე ენისა და ისტორიის მას­წავ­ლე­ბე­ლი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2019-ის გამარჯვებული  📚ისე არ მო­ვიქ­ცეთ, რომ ჩვენ­მა...
მსგავსი სიახლეები