20 მაისი, ორშაბათი, 2024

ბავ­შ­ვის ად­რე­უ­ლი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის ფორ­მე­ბი

spot_img

სო­ფო მე­ლა­ძე

ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი

 

„ჩვენ იმ­დე­ნად მომ­თხოვ­ნე­ბი ვართ სხვე­ბის მი­მართ,

რამ­დე­ნა­დაც არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს ჩვე­ნი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი…“

ჯ. ბო­ულ­ბი

თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი­სად­მი ადაპ­ტა­ცია ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ვი­ღა­ცის­თ­ვის ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ხა­ლი­სოა, ვი­ღა­ცის­თ­ვის – შფოთ­ვის მომ­ტა­ნი, ვი­ღა­ცას ცვლი­ლე­ბე­ბის დროს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მხარ­და­ჭე­რის იმე­დი აქვს. ასე არი­ან ბავ­შ­ვე­ბიც, ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ჭი­რო­ე­ბენ აღ­მ­ზ­რ­დე­ლის მხარ­და­ჭე­რას, რო­ცა მათ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე სი­ახ­ლე შე­მო­დის. ცვლი­ლე­ბე­ბი­სად­მი ნაკ­ლე­ბი სტრე­სი ზრდას­რუ­ლებ­ში გა­მოც­დი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა, პა­ტა­რე­ბის­თ­ვის კი ყვე­ლა­ფე­რი სი­ახ­ლეა.

ად­რე­ულ ასაკ­ში ბავ­შ­ვის­თ­ვის მთა­ვა­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი აღ­მ­ზ­რ­დელ­თან სი­ახ­ლო­ვეა, რო­ცა დე­და მათ­თან ახ­ლო­საა, ისი­ნი თავს მშვი­დად და და­ცუ­ლად გრძნო­ბენ, რო­ცა დე­და შორ­საა, შფო­თა­ვენ და ეძე­ბენ მას­თან სი­ახ­ლო­ვის გზებს. ამ მდგო­მა­რე­ო­ბას შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ „მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა“, რო­მე­ლიც ემო­ცი­ურ კავ­შირს წარ­მო­ად­გენს ბავ­შ­ვ­სა და მშო­ბელს შო­რის. ხში­რად კი ეს კავ­ში­რი ემო­ცი­ურ­ზე მე­ტია და ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მია. რო­ცა ბავ­შ­ვი დე­დას შორ­დე­ბა და უცხო გა­რე­მო­ში, მის­თ­ვის უც­ნობ ადა­მი­ა­ნებ­თან რჩე­ბა, შე­საძ­ლოა, შფოთ­ვა გა­მო­ხა­ტოს ტი­რი­ლით, ბრა­ზით, დარ­დით, არ ჭა­მოს, არ და­ი­ძი­ნოს, არ ითა­მა­შოს. ყო­ვე­ლი­ვე ეს კი ბავ­შ­ვის ფი­ზი­კურ და მენ­ტა­ლურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და ფსი­ქო­ლო­გი, ფსი­ქი­ატ­რი, ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კო­სი ჯონ ბო­ულ­ბი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის სა­კითხე­ბით. თა­ვად ჯონ ბო­ულ­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ის გაც­ნო­ბი­სას სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს მი­ვაკ­ვ­ლიე. პა­ტა­რა ჯო­ნი იზ­რ­დე­ბო­და ოჯახ­ში, სა­დაც დე­და მუდ­მი­ვად და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და სა­თა­ნა­დო დროს ვერ უთ­მობ­და მას. პა­ტა­რა ჯონს ძი­ძა აუყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც მის­თ­ვის მო­სიყ­ვა­რუ­ლე მშო­ბე­ლიც და მხი­ა­რუ­ლი მე­გო­ბა­რიც იყო. ჯონ­მა იპო­ვა გზა, რო­გორ ჩა­ე­ნაც­ვ­ლე­ბი­ნა დე­დის და­ნაკ­ლი­სი, მაგ­რამ მი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რ­ძელ­და – მო­უ­ლო­დენ­ლად ძი­ძა გა­უშ­ვეს ოჯა­ხი­დან, რაც პა­ტა­რა ჯონ­მა ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და. თა­ვის ჩა­ნა­წე­რებ­ში იხ­სე­ნებს, რომ ახ­ლაც ახ­სოვს ის ბრა­ზი, სევ­და და სა­სო­წარ­კ­ვე­თა, რო­ცა ძი­ძამ და­ტო­ვა.

ჯ. ბო­ულ­ბი მუ­შა­ო­ბას იწყებს სკო­ლა­ში, სა­დაც რთუ­ლი ქცე­ვის მო­ზარ­დე­ბი სწავ­ლო­ბენ. სწო­რედ ორ მო­ზარ­დ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სას, მან შე­ამ­ჩ­ნია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე მათ­გა­ნი მშობ­ლის გა­რე­შე გა­ი­ზარ­და, მა­თი ქცე­ვა გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ერთ-ერ­თი მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­და წე­სებ­თან შე­უ­სა­ბა­მო ქცე­ვით მი­ეპყ­რო სხვე­ბის ყუ­რადღე­ბა, რა­ი­მე მო­ე­პა­რა, გა­ე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნა მის გარ­შე­მო უფ­რო­სე­ბი, არ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა წე­სე­ბი, ხო­ლო მე­ო­რე ემო­ცი­უ­რად მი­ჯაჭ­ვუ­ლი გახ­და ჯონ ბო­ულ­ბი­ზე, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მის ყუ­რადღე­ბა­სა და სით­ბოს ეძებ­და. ჯონ ბო­ულ­ბი მიხ­ვ­და, რომ ბავ­შ­ვის მშო­ბელ­თან გან­შო­რე­ბას სხვა­დას­ხ­ვა შე­დე­გი და ქცე­ვის ფორ­მა აქვს.

ძა­ლი­ან მა­ლე ჯონ ბო­ულ­ბის­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას იწყებს ამე­რი­კელ-კა­ნა­დე­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გი მე­რი ეინ­ს­ვორ­სი, რო­მელ­მაც გა­დაწყ­ვი­ტა, სწო­რედ მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მე­ბი გა­მო­ევ­ლი­ნა ბავ­შ­ვის ქცე­ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით. მე­რი ეინ­ს­ვორ­ს­მა 2 წლამ­დე ბავ­შ­ვებ­თან ჩა­ა­ტა­რა ექ­ს­პე­რი­მენ­ტი, სა­ხე­ლად – „უცნა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია“, სა­დაც 100-მა ოჯახ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პრო­ცე­სი 8 ეპი­ზო­დის­გან შედ­გე­ბო­და. ექ­ს­პე­რი­მენ­ტის დროს მშო­ბე­ლი და ბავ­შ­ვი შე­დი­ოდ­ნენ უცხო ოთახ­ში უცხო ადა­მი­ან­თან, შემ­დეგ დე­და რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­დი­ო­და და ბრუნ­დე­ბო­და უკან. მკვლევ­რე­ბი ორ­მა­გი მი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ბავ­შ­ვის ქცე­ვას მშობ­ლის ოთა­ხი­დან გას­ვ­ლი­სას. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ტი­რო­და და დე­დას ითხოვ­და, ელო­დე­ბო­და დე­დას და ნაკ­ლე­ბად იკ­ვ­ლევ­და გა­რე­მოს, ზო­გი სა­ერ­თოდ არ იმ­ჩ­ნევ­და მშობ­ლის გას­ვ­ლას ოთა­ხი­დან, ზო­გიც კი გა­მო­ხა­ტავ­და მა­ღალ შფოთ­ვას, სა­სო­წარ­კ­ვე­თას და ის­ტე­რი­ას.

გარ­და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი­სა, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებ­მა აჩ­ვე­ნეს მშო­ბელ­თან გან­შო­რე­ბი­სას, სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და, მა­თი მშო­ბელ­თან შეხ­ვედ­რაც, რო­ცა დე­და ოთახ­ში დაბ­რუნ­და. ზო­გი­ერ­თი ბავ­შ­ვი, დე­დის და­ნახ­ვა­ზე, მა­შინ­ვე დაწყ­ნარ­და და ჩა­ე­ხუ­ტა მას, ზო­გი­ერ­თის რე­აქ­ცია ამ­ბი­ვა­ლენ­ტუ­რი იყო, ხან ეხუ­ტე­ბო­და მშო­ბელს, ხან ისევ შფოთ­ვას და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და, ზო­გი­ერ­თ­მა კი მშობ­ლის ოთახ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ყუ­რადღე­ბა არ მი­აქ­ცია.

კვლე­ვის შე­დე­გად მე­რი ეინ­ს­ვორ­ს­მა შე­ი­მუ­შა­ვა ბავ­შ­ვის და აღ­მ­ზ­რ­დე­ლის მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის სა­მი ფორ­მა:

  1. სან­დო მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა – გუ­ლის­ხ­მობს მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­ცა მშო­ბე­ლი ბავ­შ­ვის­თ­ვის უსაფ­რ­თხო­ე­ბის ბა­ზი­სია, ბავ­შ­ვი ენ­დო­ბა მას, რო­ცა მშო­ბე­ლი ახ­ლო­საა, ბავ­შ­ვი უკეთ იკ­ვ­ლევს გა­რე­მოს, ინ­ტე­რეს­დე­ბა სი­ახ­ლე­ე­ბით, არ ეში­ნია უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბის და მარ­ტი­ვად ადაპ­ტირ­დე­ბა ახალ გა­რე­მო­ში.
  2. ამ­ბი­ვა­ლენ­ტუ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა – გუ­ლის­ხ­მობს ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­ცა ბავ­შ­ვის­თ­ვის მშო­ბე­ლი არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლია, არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი, ის ხან მო­სიყ­ვა­რუ­ლე და ყუ­რადღე­ბი­ა­ნია ბავ­შ­ვის მი­მართ, ხან კი აიგ­ნო­რებს მის მოთხოვ­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, უცხო გა­რე­მო­ში მშობ­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი წას­ვ­ლის დროს, ბავშვს ეუფ­ლე­ბა ში­ში, რომ მშო­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ტო­ვოს და აღარ დაბ­რუნ­დეს, ის არ ენ­დო­ბა მშო­ბელს, რად­გან ახ­სოვს სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რო­ცა მშო­ბელ­მა არ უპა­სუ­ხა მის ემო­ცი­ურ სა­ჭი­რო­ე­ბებს. ამ­ბი­ვა­ლენ­ტუ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის დროს ბავ­შ­ვის ემო­ცი­უ­რი თვით­რე­გუ­ლა­ცია ირ­ღ­ვე­ვა და შე­საძ­ლოა ის რთუ­ლი ქცე­ვით გა­მოვ­ლინ­დეს.
  3. ამ­რი­დებ­ლუ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა – ასე­თი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის დროს, მშო­ბე­ლი მუდ­მი­ვად აიგ­ნო­რებს მი­სი შვი­ლის ემო­ცი­ებს, მოთხოვ­ნი­ლე­ბებს, სა­ჭი­რო­ე­ბებს. რო­ცა ბავ­შ­ვი ემო­ცი­ებს გა­მო­ხა­ტავს, მშო­ბე­ლი მხო­ლოდ უბ­რაზ­დე­ბა ან აიგ­ნო­რებს მას. ბავშვს აქვს გან­ც­და, რომ მშო­ბელს მი­სი არ ეს­მის, ვერ ხე­დავს, ვერ გრძნობს რას გა­ნიც­დის ის. ამი­ტომ უცხო გა­რე­მო­შიც და ნაც­ნობ გა­რე­მო­შიც ბავ­შ­ვი თავს მარ­ტოდ და ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე გრძნობს. ის ცდი­ლობს, ყუ­რადღე­ბა სა­თა­მა­შო­ებ­ზე და სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­და­ი­ტა­ნოს.

მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის ფორ­მე­ბის ცოდ­ნა გვეხ­მა­რე­ბა მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის ფორ­მის კო­რექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის და­გეგ­მ­ვა­ში. სწო­რედ ად­რე­ულ ასაკ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის ქცე­ვის პა­ტერ­ნე­ბი გან­საზღ­ვ­რა­ვენ ბავ­შ­ვის ნდო­ბა/უნ­დობ­ლო­ბას ახა­ლი გა­რე­მოს, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის და ცვლი­ლე­ბე­ბის მი­მართ, ეს ყვე­ლა­ფე­რი აისა­ხე­ბა მის სწავ­ლის ხა­რის­ხ­სა და ყუ­რადღე­ბის კონ­ცენტ­რა­ცი­ა­ზეც, რად­გან რო­ცა ბავ­შ­ვის სტრე­სის დო­ნე მა­ღა­ლია, მას უჭირს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის სწო­რად და ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი⇓⇓

⇔ „ამ­ბი­ვა­ლენ­ტუ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა“ – ეცა­დეთ, ბავ­შ­ვ­თან იყოთ თან­მიმ­დ­ევ­რუ­ლი და მაქ­სი­მა­ლუ­რად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გა­რე­მო შექ­მ­ნათ. ყვე­ლა­ფე­რი შე­უ­თან­ხ­მეთ, წი­ნას­წარ აჩ­ვე­ნეთ, რომ სი­ახ­ლე­ე­ბის მი­მართ წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა შე­უქ­მ­ნათ. არ ისარ­გებ­ლოთ მი­სი ნდო­ბით, გა­მო­ი­ყე­ნეთ „შეთან­ხმხე­ბის პრინ­ცი­პი“ და აუცი­ლებ­ლად შე­ას­რუ­ლეთ ის, რა­საც და­პირ­დე­ბით.

კარ­გად გა­წე­რი­ლი რუ­ტი­ნა და თან­მიმ­დევ­რუ­ლი აღ­ზ­რ­დის სტი­ლი, რო­ცა მშო­ბე­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა ბავ­შ­ვის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სიგ­ნა­ლებს, სა­ჭი­რო­ე­ბებს, მოთხოვ­ნი­ლე­ბებს, ყუ­რადღე­ბი­ა­ნია ბავ­შ­ვის ემო­ცი­უ­რი ფო­ნის მი­მართ და ამას რე­გუ­ლა­რუ­ლად აკე­თებს, დიდ­წი­ლად გან­საზღ­ვ­რავს ბავ­შ­ვის ნდო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას მის მი­მართ, შფოთ­ვაც მცირ­დე­ბა და ქცე­ვაც რე­გუ­ლირ­დე­ბა.

და­ი­მახ­სოვ­რეთ, თუ ამ ყვე­ლა­ფერს ყო­ველ­დღი­ურ სა­ხეს არ მის­ცემთ, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი რჩე­ვე­ბი არ იმუ­შა­ვებს. ბავ­შ­ვებს, ამ­ბი­ვა­ლენ­ტუ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის დროს, სჭირ­დე­ბათ სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სა­ი­მე­დო­ო­ბა თქვე­ნი მხრი­დან.

⇔ „ამ­რი­დებ­ლუ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა“ – ხში­რად, მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ნიც­დი­ან ამ­რი­დებ­ლურ მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბას სა­კუ­თარ შვი­ლებ­თან, ბავ­შ­ვო­ბა­ში თვი­თო­ნაც სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბის მხრი­დან ამ­რი­დებ­ლურ კავ­შირს იღებ­დ­ნენ. გა­იხ­სე­ნეთ სა­კუ­თა­რი ბავ­შ­ვო­ბა და გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ, რო­გო­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო თქვენ­თ­ვის მშობ­ლის და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი, სით­ბო და მხარ­და­ჭე­რა. ალ­ბათ გა­იხ­სე­ნებ­დით ისეთ სი­ტა­უ­ცი­ებს, რო­ცა მე­ტად გჭირ­დე­ბო­დათ მშო­ბე­ლი, ის კი თქვენ­თან არ იყო. ალ­ბათ რო­გორ უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად და პო­ზი­ტი­უ­რად და­ი­ნა­ხავ­დით გარ­კ­ვე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებს, თუ მშო­ბე­ლი ამას თქვენ­თან ერ­თად გა­ა­კე­თებ­და.

ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ თქვე­ნი შვი­ლის ყო­ველ­დღი­ურ ემო­ცი­ებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნეთ, გა­მო­ხა­ტეთ ვერ­ბა­ლუ­რად, რომ გეს­მით მი­სი, და­იხ­მა­რეთ არა­ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მე­ბი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თქვე­ნი სათ­ქ­მე­ლი სხე­უ­ლის ენი­თაც შე­სამ­ჩ­ნე­ვი იყოს.

გა­ა­ტა­რეთ დრო თქვენს შვილ­თან, ერ­თად შე­ას­რუ­ლეთ მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნა­ში გა­მო­ყა­ვით ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად ერ­თად გა­ა­კე­თებთ, რო­გო­რი­ცაა ძი­ლის წინ წიგ­ნის კითხ­ვა, დი­ლით ერ­თად სა­უზ­მის მომ­ზა­დე­ბა და მირ­თ­მე­ვა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები