24 ნოემბერი, კვირა, 2024

ბავ­შ­ვ­თა შრო­მი­თი მიგ­რა­ცია თურქეთის რესპუბლიკაში და ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცია

spot_img
ბავ­შ­ვ­თა შრო­მი­თი მიგ­რა­ცია და ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცია – ვინ და რო­გორ იცავს სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის უფ­ლე­ბებს? ამ სა­კითხით, ს/ო „ახალ­გაზ­რ­და პე­და­გოგ­თა კავ­ში­რი“, ჯერ კი­დევ, 2015 წელს და­ინ­ტე­რეს­და, რო­ცა ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ცენ­ტ­რის – „ლი­დერ­თა სკო­ლის“ ერთ-ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ  ისა­უბ­რა თა­ვის სო­ფელ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბულ პრაქ­ტი­კა­ზე, რო­გორ გა­და­დი­ოდ­ნენ თა­ნა­ტო­ლე­ბი სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ზე  თურ­ქეთ­ში, რის შემ­დე­გაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ აჭა­რი­სა და გუ­რი­ის რე­გი­ო­ნე­ბი­დან თურ­ქეთ­ში არას­რულ­წ­ლო­ვან­თა შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის პრაქ­ტი­კის შეს­წავ­ლა გა­დაწყ­ვი­ტა. პირ­ვე­ლი კვლე­ვით საკ­მა­ოდ ყუ­რად­სა­ღე­ბი ფაქ­ტე­ბი და დე­ტა­ლე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა, რაც მე­ო­რე კვლე­ვის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ორ­გა­ნი­ზა­ცია წა­რად­გენს მიმ­დი­ნა­რე წლის კვლე­ვის მა­სა­ლებს, რაც შე­და­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემს – რო­გო­რია დი­ნა­მი­კა ან რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა  არას­რულ­წ­ლო­ვან­თა შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის ორ პე­რი­ოდს შო­რის?

ჩვენს მკითხ­ველს კი, ბავ­შ­ვ­თა შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ი­სა და ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ კვლე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „ახალ­გაზ­რ­და პე­და­გოგ­თა კავ­ში­რი“ სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე ჭი­ჭი­ნა­ძე გა­აც­ნობს.

 

 

⇑⇓ რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­და „ახალ­გაზ­რ­და პე­და­გოგ­თა კავ­ში­რი“ ბავ­შ­ვ­თა შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სა­კითხით

„ახალ­გაზ­რ­და პე­და­გოგ­თა კავ­ში­რის“ ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის და­ფარ­ვის არე­ა­ლია გუ­რი­ის რე­გი­ო­ნი – ოზურ­გე­თი, ჩო­ხა­ტა­უ­რი, ლან­ჩხუ­თი.  უკ­ვე წლე­ბია, ოზურ­გეთ­ში მოქ­მე­დებს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ცენ­ტ­რი „ლიდერ­თა სკო­ლა“, სა­დაც ჩვე­ნი პარ­ტ­ნი­ო­რი თუ არა­პარ­ტ­ნი­ო­რი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი ეუფ­ლე­ბი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცოდ­ნას. „ლიდერ­თა სკო­ლის“ მოს­წავ­ლემ, რო­მე­ლიც რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი სოფ­ლი­დან იყო, დის­კუ­სი­ურ ფორ­მატ­ში, გა­ნაცხა­და, რომ მის სო­ფელ­ში ასე­თი პრაქ­ტი­კა იყო და­ნერ­გი­ლი, მი­სი თა­ნა­ტო­ლე­ბი სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ თურ­ქეთ­ში. ჩვე­ნი ცენ­ტ­რის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და­ინ­ტე­რეს­და ამ სა­კითხით, უფ­რო დე­ტა­ლუ­რად ჩა­ე­კითხა და აღ­მოჩ­ნ­და, რომ არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბი, ერ­თ­მა­ნე­თის წამ­ხე­დუ­რო­ბით (ერ­თ­გ­ვარ  პრაქ­ტი­კა­დაც იყო და­ნერ­გი­ლი), გა­და­დი­ოდ­ნენ სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში და იქ საქ­მ­დე­ბოდ­ნენ, ძი­რი­თა­დად, თხი­ლი­სა და ჩა­ის პლან­ტა­ცი­ებ­ში. რო­გორც რეს­პონ­დენ­ტე­ბი კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში წარ­მო­ე­ბულ გა­მო­კითხ­ვებ­ში აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ,  იქ მუ­შა­ო­ბით იძენ­დ­ნენ ფი­ნან­სურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ჰქონ­დათ გარ­კ­ვე­უ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მელ­საც თა­ვად­ვე გან­კარ­გავ­დ­ნენ, ამი­ტომ ეს ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­და იმ მო­ზარ­დე­ბის­თ­ვი­საც, რომ­ლებ­საც ამ­გ­ვა­რი ფი­ნან­სუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­ღე­ბა სურ­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, უკ­ვე იმ დრო­ის­თ­ვის, რო­დე­საც კვლე­ვა ჩა­ტარ­და (ეს იყო 2015 წე­ლი, ანა­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რი­ში მომ­ზად­და 2016 წელს), არას­რულ­წ­ლო­ვან­თა შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის პრაქ­ტი­კამ  ფარ­თო მას­შ­ტა­ბე­ბი მი­ი­ღო. რეს­პონ­დენ­ტე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნენ ქე­დის, ქო­ბუ­ლე­თის, ოზურ­გე­თის, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, ასე­ვე, ჩო­ლო­ქის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში.

⇑⇓ რა გა­მო­იკ­ვე­თა 2015 წლის კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში

გა­მო­იკ­ვე­თა, რომ, ძი­რი­თა­დად, პრობ­ლე­მა აქ­ტუ­ა­ლუ­რია გუ­რი­ი­სა და აჭა­რის რე­გი­ო­ნე­ბის­თ­ვის, რად­გან სწო­რედ ამ რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბი გა­და­დი­ოდ­ნენ, შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის მიზ­ნით, თურ­ქეთ­ში. მა­შინ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ნაკ­ლე­ბად ჰქონ­და სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, ამი­ტომ მო­ვიწ­ვი­ეთ კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია „სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვი­სა და ანა­ლი­ზის ინ­ს­ტი­ტუ­ტი“, ბა­ტო­ნი იაგო კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი. მას ჰყავ­და ინ­ტერ­ვი­უ­ე­რე­ბის გუნ­დი, რო­მელ­მაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი. კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, სულ, გა­მო­ი­კითხა 223 რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­თა უმე­ტე­სი ნა­წი­ლი, იმ ეტა­პის­თ­ვის, უკ­ვე სრულ­წ­ლო­ვა­ნი იყო, თუმ­ცა კი, 16-17 წლის ასა­კის­თ­ვის, მათ უკ­ვე ჰქონ­დათ თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ გა­დას­ვ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა. მცი­რე ნა­წი­ლი კი ჯერ კი­დევ არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი იყო. რეს­პონ­დენ­ტე­ბის რეკ­რუ­ტი­რე­ბა მოხ­და ე.წ. „თოვ­ლის გუნ­დის“ მე­თო­დით (ერ­თ­მა მე­ო­რეს­თან გა­და­ა­მი­სა­მარ­თა, იმან სხვას­თან და ა.შ.). უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მა­შინ ბავ­შ­ვე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ დაგ­ვ­თან­ხ­მ­დ­ნენ, ჩარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ კვლე­ვა­ში, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ამ ეტაპ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის­გან. ძი­რი­თა­დად, იქ გა­დას­ვ­ლის მი­ზეზ­სა და მი­ზან­ზე სა­უბ­რი­სას, პირ­ველ და მთა­ვარ მო­ტი­ვად რეს­პონ­დენ­ტე­ბი ფი­ნან­სურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ასა­ხე­ლებ­დ­ნენ, რაც სრულ თან­ხ­ვედ­რა­შია დღე­ვან­დე­ლი კვლე­ვის მო­ნა­ცე­მებ­თან.

⇑⇓ 2023 წლის კვლე­ვა

წლე­ვან­დელ კვლე­ვა­ში 165 რეს­პონ­დენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მა­თი ძი­რი­თა­დი მო­ტი­ვიც იგი­ვე რჩე­ბა – ფი­ნან­სუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა, ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბა ფი­ნან­სუ­რად (მე­ო­რე და მე­სა­მე მო­ტი­ვი, პრო­ცენ­ტუ­ლად, ოჯახ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი – დახ­მა­რე­ბოდ­ნენ სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვა­ში). ეს იყო მთა­ვა­რი მო­ტი­ვე­ბი. რა თქმა უნ­და, მათ პირ­ვე­ლად მო­ტი­ვა­ცი­ას, რომ სურ­დათ ფი­ნან­სუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მიღ­წე­ვა, მი­ე­სალ­მე­ბოდ­ნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი. რო­გორც მა­შინ, ისე წლე­ვან­დე­ლი კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­შიც, გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი არი­ან არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბის შრო­მით მიგ­რა­ცი­ა­ში ჩარ­თ­ვის თა­ო­ბა­ზე, ანუ არ არის ის მო­მენ­ტი, რომ ისი­ნი ფაქ­ტის წი­ნა­შე დგე­ბი­ან. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 2015 წლის  კვლე­ვა­ში  ბავ­შ­ვის შრო­მით მიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვ­ლას მი­ე­სალ­მე­ბოდ­ნენ  მშობ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­დე­ბი, რად­გან ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ამით შვი­ლე­ბი შრო­მი­თი უნა­რებს შე­ი­ძენ­დ­ნენ.

გენ­დე­რუ­ლად, აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა იყო ბი­ჭი. რან­ჟი­რე­ბულ სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ში ძი­რი­თა­დი თხი­ლი­სა და ჩა­ის პლან­ტა­ცი­ე­ბია, მცი­რე წი­ლი მო­დის  ჩა­ი­სა და თხი­ლის ქარ­ხ­ნებ­სა და მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ჩა­ი­სა და თხი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბია თურ­ქეთ­ში და­საქ­მე­ბის ძი­რი­თა­დი არე­ა­ლი, სა­დაც სჭირ­დე­ბათ ე.წ. შა­ვი მუ­შა­ხე­ლი. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია ანაზღა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც 2015 წელს გა­ი­ცე­მო­და და რო­მელ­საც ახ­ლა იღე­ბენ.

⇑⇓ რა არის პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის ამ ორ პე­რი­ოდს შო­რის

რო­გორც ვთქვი, მო­ტი­ვე­ბი იგი­ვეა. რა­შია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა? თუ მა­შინ გა­დი­ოდ­ნენ 16-დან 18 წლის ასა­კამ­დე შუ­ა­ლედ­ში, თუმ­ცა კი, მცი­რე პრო­ცენტს მა­ნამ­დეც ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა (14-15 წლის ასაკ­ში), ახ­ლა, ასა­კი რან­ჟირ­დე­ბა 14-დან 16 წლამ­დე, ანუ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა ასა­კი გა­ა­ხალ­გაზ­რ­დავ­და. თუმ­ცა, ნაკ­ლე­ბია მას­შ­ტა­ბი და ამის მი­ზე­ზი, პირ­ველ რიგ­ში, არის პან­დე­მია, რო­დე­საც ჩა­კე­ტი­ლი იყო საზღ­ვა­რი, შე­სა­ბა­მი­სად – მი­მოს­ვ­ლაც. ახ­ლა, რო­დე­საც აღ­დ­გა ცხოვ­რე­ბის ჩვე­უ­ლი რიტ­მი, მა­ინც არ არის ის მას­შ­ტა­ბე­ბი, რაც 2015-ში და რა­ტომ? გა­უ­ფა­სურ­და თურ­ქუ­ლი ლი­რა. თუ 2015-ში ჩა­ის პლან­ტა­ცი­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბის დღი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი  60 ლი­რამ­დე იყო, მო­ცე­მულ ეტაპ­ზე, თან­ხა გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია და უტოლ­დე­ბა 120 ლი­რას, ამას­თან, მა­შინ, ვი­ზი­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ხელ­ფა­სის ზრდის ტენ­დენ­ცია იკ­ვე­თე­ბო­და, ახ­ლა კი ერთ ნიშ­ნულ­ზეა (120 ლი­რა და მე­ტი).

⇑⇓ შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბი

კვლე­ვებ­ში იდენ­ტუ­რია შრო­მით პი­რო­ბებ­თან და დრო­ის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. 2015 წლის კვლე­ვის მსგავ­სად, 2023 წლის კვლე­ვა­მაც გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბი თურ­ქეთ­ში, რო­გორც წე­სი, არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შო გან­რი­გით მუ­შა­ო­ბენ, ანუ პლან­ტა­ცი­ებ­ში ატა­რე­ბენ 9 სა­ათ­სა და მეტ დროს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, 14 წლამ­დე ასა­კის არას­რულ­წ­ლო­ვან­თან შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ი­დოს მხო­ლოდ სპორ­ტულ, ხე­ლოვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და კულ­ტუ­რის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, ასე­ვე სა­რეკ­ლა­მო სა­მუ­შა­ოს შე­სას­რუ­ლებ­ლად. აკ­რ­ძა­ლუ­ლია არას­რულ­წ­ლო­ვან­თან შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა მძი­მე, მავ­ნე და სა­შიშ­პი­რო­ბე­ბი­ა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. 16 წლი­დან 18 წლამ­დე ასა­კის არას­რულ­წ­ლოვ­ნის სა­მუ­შაო დრო­ის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს კვი­რა­ში 36 სა­ათს, ხო­ლო 14 წლი­დან 16 წლამ­დე ასა­კის არას­რულ­წ­ლოვ­ნის სა­მუ­შაო დრო­ის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა — კვი­რა­ში 24 სა­ათს.

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ბავ­შ­ვებს, ღია ცის ქვეშ, უწევთ 9 სა­ა­თი მუ­შა­ო­ბა. ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ის სიტყ­ვი­ე­რი შე­თან­ხ­მე­ბა, რა პი­რო­ბებ­შიც მო­უ­წევ­დათ ყოფ­ნა და მუ­შა­ო­ბა, უმე­ტე­სად არ ირ­ღ­ვე­ო­და დამ­საქ­მებ­ლის მხრი­დან. გა­მო­ყო­ფი­ლი იყო სა­ერ­თო სივ­რ­ცე, სა­დაც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თი სა­ა­თი შე­ეძ­ლოთ და­ეს­ვე­ნათ. რო­გორც წი­ნა, ისე ამ­ჟა­მინ­დე­ლი კვლე­ვის  მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ რეს­პონ­დენ­ტ­თა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მომ­წ­ვევ ძი­რი­თად მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა ცუ­დი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი (32%), რაც გა­ნა­პი­რო­ბებს თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ ხელ­მე­ო­რედ წას­ვ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის არ­ქო­ნას.  ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, კი­დევ რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რო­დე­საც არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე საქ­მ­დე­ბა, გარ­და იმი­სა, რომ საზღ­ვ­რის კვე­თა­ზე უნ­და ჰქონ­დეს მშობ­ლის ან სხვა კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ნო­ტა­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი თან­ხ­მო­ბა, მას, ასე­ვე, უნ­და ჰქონ­დეს ნო­ტა­რი­უ­ლად  და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი თან­ხ­მო­ბა, რო­მე­ლიც დამ­საქ­მე­ბელს უნ­და წა­რედ­გი­ნოს. 2015 წელს გა­მოვ­ლინ­და, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­რულ­წ­ლოვ­ნებს საზღ­ვ­რის კვე­თი­სას ჰქონ­დათ მშობ­ლე­ბის თან­ხ­მო­ბე­ბი, მე­საზღ­ვ­რე­ე­ბი მათ არ სთხოვ­დ­ნენ ამ­გ­ვა­რი დო­კუ­მენ­ტის წარ­დ­გე­ნას. მო­ცე­მუ­ლი ეტა­პის­თ­ვის ეს რე­გუ­ლა­ცია  გამ­კაც­რ­და, შე­სა­ბა­მი­სად, მე­საზღ­ვ­რე­ე­ბი სთხო­ვენ თან­ხ­მო­ბებს. თუმ­ცა, რო­გორც წი­ნა კვლე­ვა­ში, ამ­ჟა­მინ­დელ კვლე­ვა­შიც დამ­საქ­მებ­ლე­ბი არ სთხო­ვენ არას­რულ­წ­ლოვ­ნებს მშობ­ლის თან­ხ­მო­ბებს. წი­ნა კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ შე­ის­წავ­ლა  თურ­ქე­თის შრო­მი­თი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, თურ­ქუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა არ ავალ­დე­ბუ­ლებს დამ­საქ­მე­ბელს, რა­ი­მე ტი­პის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მოს პირ­თან, რო­მე­ლიც წლამ­დე პე­რი­ო­დით საქ­მ­დე­ბა მას­თან. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის  ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რი შე­თან­ხ­მე­ბა. დი­დი ალ­ბა­თო­ბით, თურ­ქე­თის მხა­რემ სა­ერ­თოდ არ იცის, რა  რე­გუ­ლა­ცია არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით,  არას­რულ­წ­ლო­ვან­თა და­საქ­მე­ბის სფე­რო­ში. ამას გარ­და, მას შე­უძ­ლია თქვას, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა არ ვრცელ­დე­ბა თურ­ქეთ­ში შრო­მით ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, რომ ეს მოს­თხო­ვოს.

ძი­რი­თა­დად, არას­რულ­წ­ლო­ვან­თა სა­მუ­შა­ოდ წას­ვ­ლის პე­რი­ო­დი ემ­თხ­ვე­ვა მა­ის-ივ­ნისს. რეს­პონ­დენ­ტე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა (95%-ზე მე­ტი) პა­სუ­ხობს, რომ შრო­მი­თი მიგ­რა­ცია არ­და­დე­გე­ბის დროს და არა სას­კო­ლო გაკ­ვე­თი­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. შე­სა­ბა­მი­სად, არ იკ­ვე­თე­ბა სკო­ლის გაც­დე­ნის პრაქ­ტი­კა.

⇑⇓ რა იცი­ან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­მა და სკო­ლებ­მა ბავ­შ­ვ­თა შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ

რო­გორც წი­ნა კვლე­ვა­ში, ისე ახალ­ში მე­ო­რა­დი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ვი­საც უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა აქვთ ბავ­შ­ვებ­თან (იგი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი ან სკო­ლე­ბი), ამ­ბო­ბენ, რომ მათ არა­ფე­რი იცი­ან ამ­გ­ვა­რი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რაც გა­მო­რიცხუ­ლია, რად­გან, პა­ტა­რა თე­მე­ბია, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ერ­თ­მა­ნეთს იც­ნობს და იცი­ან ოჯა­ხე­ბის სა­ერ­თო სი­ტუ­ა­ცია. 2015 წელს ჩვენ­თ­ვის პირ­ვე­ლი კვლე­ვა იყო და ამი­ტომ და­ვი­ჯე­რეთ, შე­საძ­ლებ­ლად ჩავ­თ­ვა­ლეთ, რომ შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე ჯგუ­ფის აქ­ტო­რებს არ სცოდ­ნო­დათ ამ პრაქ­ტი­კის შე­სა­ხებ, მით უმე­ტეს, თუ არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში ხდე­ბო­და ბავ­შ­ვე­ბის გა­დას­ვ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კვლე­ვის შემ­დეგ, რო­დე­საც შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ე­ბი და­ვიწყეთ, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რად­გან მივ­ხ­ვ­დით, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მე­ტი უნ­და გვე­მუ­შა­ვა მშობ­ლებ­თან, ბავ­შ­ვებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ებ­თან, თე­მის, სოფ­ლის თუ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ყვე­ლამ გა­და­სა­რე­ვად იცო­და ყვე­ლა­ფე­რი, სა­ხე­ლო­ბი­თად იცოდ­ნენ ოჯა­ხე­ბი, რო­მე­ლი ოჯა­ხი­დან რამ­დე­ნი არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი იყო წა­სუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ლან­ჩხუ­თის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, რა ქნას ამ ბავ­შ­ვ­მა, მა­მა არ ჰყავს, გარ­და­იც­ვა­ლა, ოჯახ­ში მცი­რეწ­ლო­ვა­ნი ბავ­შ­ვია და დე­და ვერ მუ­შა­ობ­სო, შე­სა­ბა­მი­სად, რად­გან უკ­ვე თი­ნე­ი­ჯე­რია, გა­და­დის სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ზე, ოჯახს ხომ უნ­და რჩე­ნაო. მა­შინ­დე­ლი კვლე­ვის გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბის (მა­შინ მე­დია ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა ამ მიგ­ნე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში) შემ­დეგ სკო­ლებ­მა ინ­ტენ­სი­უ­რად და­იწყეს ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლა­ში დას­წ­რე­ბის აღ­რიცხ­ვა, რაც მა­ნამ­დე არ ხდე­ბო­და, ანუ იცოდ­ნენ, რომ მი­დი­ოდ­ნენ და არ აღ­რიცხავ­დ­ნენ. მას შემ­დეგ, რაც აღ­რიცხ­ვის სის­ტე­მა ამუ­შავ­და, ბავ­შ­ვე­ბიც ერი­დე­ბი­ან მაქ­სი­მა­ლუ­რად, ვთქვათ, მა­ი­სის და­საწყის­ში წას­ვ­ლას და მი­დი­ან მა­ი­სის ბო­ლოს და ივ­ნის­ში, რო­დე­საც ნაკ­ლე­ბად ინ­ტენ­სი­უ­რია სას­წავ­ლო პრო­ცე­სი.

⇑⇓ ფიქ­რო­ბენ თუ არა არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბი, რომ მა­თი უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღ­ვე­ვა 

ახ­ლან­დელ კვლე­ვა­ში, რეს­პონ­დენ­ტ­თა მე­სა­მე­დი აღ­ნიშ­ნავს, რომ შრო­მით მიგ­რა­ცი­ა­ში მა­თი უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღ­ვე­ო­და. ისი­ნი მი­უ­თი­თე­ბენ ისეთ დარ­ღ­ვე­ვებ­ზე, რო­გო­რი­ცაა, დამ­საქ­მებ­ლის მხრი­დან ბუ­ლინ­გი, აბუ­ჩად აგ­დე­ბა, ცე­მა, არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, შეს­ვე­ნე­ბის, ანუ იმ ერ­თი სა­ა­თით დას­ვე­ნე­ბის გა­რე­შე მუ­შა­ო­ბა, რო­მელ­ზეც ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რი შე­თან­ხ­მე­ბა იყო;  პი­რა­დი დო­კუ­მენ­ტე­ბის ჩა­მორ­თ­მე­ვა, რაც სა­ერ­თოდ არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა წი­ნა კვლე­ვა­ში და ახა­ლია; სა­მუ­შაო პე­რი­ოდ­ში ჭა­მის აკ­რ­ძალ­ვა; ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბის შეზღუდ­ვა; და­პი­რე­ბუ­ლი ანაზღა­უ­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა ან სა­ერ­თოდ არ მი­ცე­მა; მძი­მე საცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი და სხვა. ყვე­ლა ეს გა­რე­მო­ე­ბა, ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, მი­უ­თი­თებს  არას­რუწ­ლო­ვან­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვა­ზე და ძა­ლა­დობ­რივ მოპყ­რო­ბა­ზე.

⇑⇓ დამ­საქ­მებ­ლე­ბი ხე­და­ვენ, რომ ეს ბავ­შ­ვე­ბი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის გა­რე­შე არი­ან

ახა­ლი კვლე­ვა 2022-23 წლებს მო­ი­ცავს, წი­ნა და ახ­ლან­დელ სე­ზო­ნებს. ანაზღა­უ­რე­ბა დღე­ი­სათ­ვის გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია – 120 ლი­რამ­დეა ასუ­ლი,  თუმ­ცა  ლი­რის მსყიდ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რი ნაკ­ლე­ბია და შე­სა­ბა­მი­სად, ეს თან­ხა ვე­ღარ იწ­ვევს ისეთ კმა­ყო­ფი­ლე­ბას და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბი კვლავ რჩე­ბა მძი­მე, ისე­ვე რო­გორც და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბია გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი.  სა­ვა­რა­უ­დოდ, არას­რულწ­ლოვ­ნე­ბი იმა­ვე დამ­საქ­მებ­ლებ­თან საქ­მ­დე­ბი­ან, რად­გან და­საქ­მე­ბის არე­ე­ბი  საზღ­ვ­რის­პი­რა ქა­ლა­ქე­ბია, ორ­დუ და რი­ზე. სა­ვა­რა­უ­დოდ, უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას ის ფაქ­ტი გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ  არას­რულ­წ­ლოვ­ნებს, თურ­ქეთ­ში პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი­სას და და­საქ­მე­ბი­სას, თან არ ახ­ლ­დ­ნენ  მშობ­ლე­ბი (კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პირ­ვე­ლი რი­გის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი), რაც არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა 2015 წლის კვლე­ვა­ში. მშობ­ლე­ბი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მათ უფ­ლე­ბებს და­ი­ცა­ვენ, შე­სა­ბა­მი­სად, დამ­საქ­მებ­ლე­ბი ხე­და­ვენ, რომ ეს ბავ­შ­ვე­ბი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის გა­რე­შე არი­ან ჩა­მო­სუ­ლე­ბი და რო­გორც უნ­დათ ისე ექ­ცე­ვი­ან მათ.

⇑⇓ „მზაკ­ვ­რუ­ლი“ შე­თა­ვა­ზე­ბა არას­რულ­წ­ლოვ­ნებს

რაც უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­იწყო, ზო­გა­დად, პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის პრი­ო­რი­ტეტ­მა ევ­რო­პა­ში გად­მო­ი­ნაც­ვ­ლა და სი­რი­ა­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი  აღარ არის იმ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რი. რა­ტომ ვამ­ბობ ამას? სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას­თან ერ­თად, 2015 წლის კვლე­ვა­ში ისიც გა­მოვ­ლინ­და, რომ ამ ბავ­შ­ვებს ჰქონ­დათ შე­თა­ვა­ზე­ბა,  აზი­ის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში (მაგ., სი­რი­ა­ში) წა­სუ­ლიყ­ვ­ნენ ის­ლა­მის­ტურ სამ­ხედ­რო ჯგუ­ფებ­ში სამ­სა­ხუ­რის და­საწყე­ბად. ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი სულ 5 რეს­პონ­დენტს ჰქონ­და (2 მათ­გა­ნი ამ­ბობ­და, რომ მსგავ­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არა­ერ­თხელ მი­უ­ღია, ხო­ლო 3 – რომ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ერ­თხელ ჰქონ­და).  2023 წლის კვლე­ვა­შიც, 5 რეს­პონ­დენ­ტი (3%) ადას­ტუ­რებს, რომ თურ­ქეთ­ში ყოფ­ნის დროს მი­უ­ღია შე­თა­ვა­ზე­ბა აზი­ის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში (მაგ., სი­რი­ა­ში) წას­ვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ის­ლა­მის­ტურ სამ­ხედ­რო ჯგუ­ფებ­ში სამ­სა­ხუ­რის და­საწყე­ბად.

ეს ყვე­ლა­ფე­რი, ისევ და ისევ, მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ბავ­შ­ვი არას­რულ­წ­ლო­ვა­ნია და რამ­დე­ნა­დაც კარ­გად არ უნ­და იცო­დეს თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ვერ და­იც­ვას სა­კუ­თა­რი თა­ვი ან ვერ გან­საზღ­ვ­როს ის რის­კე­ბი, რო­მე­ლიც მის ქმე­დე­ბას/გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას შე­იძ­ლე­ბა თან სდევ­დეს, ამის­თ­ვის სჭირ­დე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მხარ­დამ­ჭე­რი. დე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ე­სალ­მე­ბოდ­ნენ ბავ­შ­ვე­ბის გას­ვ­ლას სა­მუ­შა­ოდ ქვეყ­ნის ფარ­გ­ლებს გა­რეთ, მას შემ­დეგ, რაც დაბ­რუ­ნე­ბულ­თა 16%-ს გა­უ­უ­ა­რეს­და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, უკ­ვე წი­ნა­აღ­მ­დე­გი იყ­ვ­ნენ, რომ ბავ­შ­ვი ხელ­მე­ო­რე ვი­ზი­ტით წა­სუ­ლი­ყო თურ­ქეთ­ში.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კამ­პა­ნი­ე­ბის შე­დე­გად, თვი­თონ ბავ­შ­ვებ­საც და მშობ­ლებ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ეც­ვ­ლე­ბო­დათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ სა­კითხე­ბი­სად­მი. თით­ქოს, თვა­ლე­ბი ეხი­ლე­ბო­დათ მშობ­ლებს. თუმ­ცა, კამ­პა­ნი­ე­ბი აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვა­ფარ­თო­ვოთ, რა­თა გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, ამას­თან, ყვე­ლა სა­მიზ­ნე თემ­ში, ჩა­ვა­ტა­როთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რა­თა შევ­ც­ვა­ლოთ მშობ­ლებ­ში/ბავ­შ­ვებ­ში/პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი ეს არას­წო­რი  და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ე­ბის შე­დე­გად, არა­ერ­თი მო­ნა­წი­ლე ამ­ბობ­და, რა კარ­გია, ეს რომ გა­ვი­გე, აქამ­დე არ ვი­ცო­დიო.

⇑⇓ და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რაც გა­მოვ­ლინ­და

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ნა­წილ­ში ძა­ლი­ან ბევრს ელა­პა­რა­კე­ბი­ან ბავ­შ­ვებს და თით­ქოს სა­კუ­თარ უფ­ლე­ბებ­საც ას­წავ­ლი­ან, შრო­მის უფ­ლე­ბაც ხომ კარ­გა­დაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი, თუნ­დაც ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ა­ში, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არც ერთ რეს­პონ­დენტს, წი­ნა კვლე­ვა­ში, არ აღუ­ნიშ­ნავს, რომ ამ­გ­ვა­რი მდგო­მა­რე­ო­ბით (9 სა­ა­თი რომ მუ­შა­ობ­დ­ნენ ღია ცის ქვეშ) მა­თი შრო­მი­თი უფ­ლე­ბა ირ­ღ­ვე­ო­და. აღ­მოჩ­ნ­და, რომ თურ­მე არ იცი­ან.

⇑⇓ სა­ჭი­როა მშობ­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა

იმი­ტომ, რომ თუ მუ­შა­ო­ბის სე­ზო­ნი მო­დის ივ­ნის­ზე, ად­მი­ნის­ტ­რა­ცია და სკო­ლა ამ კუთხით ვერ ჩა­ერ­თ­ვე­ბა. სკო­ლამ, რა თქმა უნ­და, თა­ვის კუ­რი­კუ­ლუ­მებ­ში უნ­და ასა­ხოს, რომ არა მარ­ტო ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში (სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ბევ­რია ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი, უხ­დი­ან დღი­ურ სა­მუ­შა­ო­ზე და ბავ­შ­ვე­ბი აც­დე­ნენ სკო­ლას, მი­დი­ან მე­ზობ­ლის ბაღ-ვე­ნა­ხე­ბის ან ბოს­ტ­ნე­ბის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად), არა­მედ საზღ­ვარ­გა­რეთ წას­ვ­ლა­ზეც მო­ახ­დი­ნოს აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია და მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დოს, ბავშვს გა­ა­გე­ბი­ნოს, რომ ამას არე­გუ­ლი­რებს რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტი, ისე ში­და კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა. უცხო ქვეყ­ნის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში, რა თქმა უნ­და, ვერ შე­ვიჭ­რე­ბით და ამის ილუ­ზი­ას არც მა­შინ ვიქ­მ­ნი­დით, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კითხ­თა კო­მი­ტეტს მივ­მარ­თეთ. ჩვენ უბ­რა­ლოდ გვინ­დო­და, კო­მი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით შექ­მ­ნი­ლი­ყო  სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც გა­ა­ერ­თი­ა­ნებ­და პარ­ლა­მენ­ტა­რებს, სა­მარ­თ­ლის ექ­ს­პერ­ტებს, რომ­ლებ­საც ექ­ნე­ბო­დათ კონ­კ­რე­ტუ­ლი პა­სუ­ხი რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, უცხო ქვე­ყა­ნა­ში შე­ნი ქვეყ­ნის არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე ყო­ფი­ლი­ყო უფ­ლებ­რი­ვად და­ცუ­ლი, ან ახა­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო აქ­ტი შექ­მ­ნი­ლი­ყო, რო­მე­ლიც რა­ღაც ფორ­მით ამ სა­კითხს და­ა­რე­გუ­ლი­რებ­და.

ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­გორც კო­ა­ლი­ცია ბავ­შ­ვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის საბ­ჭოს წევ­რი, მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ, კო­ა­ლი­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ნე­ბის­მი­ერ ასეთ მწვა­ვე სა­კითხებ­ზე გა­ვაჟ­ღე­როთ ინ­ფორ­მა­ცია და მო­ვახ­დი­ნოთ რა­ი­მე ფორ­მით რე­ა­გი­რე­ბა. სწო­რედ ამ მიზ­ნით, რო­გორც 2015-ის, ისე 2023 წლების კვლევის მიგნებები აისახა ბავშვის უფლებათა კონვენციის შესრულების ალტერნატიულ ანგარიშში.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები