12 აგვისტო, პარასკევი, 2022

ბავ­შ­ვებს სკო­ლის ასა­კი­დან უნ­და ჰქონ­დეთ წარ­მოდ­გე­ნა მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ებ­ზე

spot_img

 

⇒ ლა­შა ცა­ა­ვა

ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის
ფა­კულ­ტე­ტის (სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, არა­ბუ­ლი ენა)
მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი

 

რა ვის­წავ­ლე სკო­ლა­ში

და­ვამ­თავ­რე კერ­ძო სკო­ლა „ალ­მა­სი“, რო­მელ­მაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­გობ­რე­ბი შემ­ძი­ნა, მას­წავ­ლა ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და მი­ვი­ღე არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი ცოდ­ნა. ნამ­დ­ვი­ლად მო­გატყუ­ებთ, თუ გეტყ­ვით, რომ სკო­ლამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ცოდ­ნა მომ­ცა-მეთ­ქი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, სტან­დარ­ტუ­ლად მივ­ყ­ვე­ბო­დით სას­წავ­ლო გეგ­მას, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლებ­ლის სიყ­ვა­რულ­მა გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა მეს­წავ­ლა ის საგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ჩემს მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ას­თან ახ­ლო­საც არ იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, არც ერ­თი წა­მით არ ვნა­ნობ ამ საგ­ნე­ბის შეს­წავ­ლას, პი­რი­ქით, მი­ხა­რია, რომ წარ­მოდ­გე­ნა მაქვს თით­ქ­მის ყვე­ლა­ფერ­ზე და, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, შე­მიძ­ლია ყვე­ლა კითხ­ვას გავ­ცე პა­სუ­ხი.

სკო­ლე­ბი დღეს დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან, რაც კი­დევ უფ­რო ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხა პან­დე­მი­ამ — არ­ცერ­თი სკო­ლა თუ სას­წავ­ლე­ბე­ლი მზად არ აღ­მოჩ­ნ­და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის­თ­ვის. მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე მთა­ვარ პრობ­ლე­მად კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლას მი­ვიჩ­ნევ, რა­საც თა­ვად მას­წავ­ლებ­ლე­ბი უწყო­ბენ ხელს. ყვე­ლამ უნ­და გა­ი­აზ­როს, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია ბავ­შ­ვე­ბის ბუ­ლინ­გი მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ მი­ზე­ზით, რომ ის მოს­წავ­ლეა, პა­ტა­რაა და მას­წავ­ლე­ბელ­მა ყვე­ლა­ფე­რი უკეთ იცის. არა, ეს ასე არ არის. მას­წავ­ლე­ბელ­თა მხრი­დან მოს­წავ­ლე­ებ­ში კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ხე­ლი უნ­და შე­ეწყოს და არა პი­რი­ქით. ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ხომ სწო­რედ კა­მათ­ში იბა­დე­ბა?! მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს, მოს­წავ­ლეს არ უნ­და ჰქონ­დეს კითხ­ვის ნი­შა­ნი, ყვე­ლა მი­სი მო­საზ­რე­ბა არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად უნ­და იყოს გან­ხი­ლუ­ლი და არ­ცერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში — აბუ­ჩად აგ­დე­ბუ­ლი.

მარ­ტი­ვად რომ გითხ­რათ, დღეს არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი არ აძ­ლევს მოს­წავ­ლეს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. არ მახ­სენ­დე­ბა თუნ­დაც ერ­თი პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც ბავ­შ­ვე­ბი ჩა­ვერ­თ­ვე­ბო­დით და გარ­კ­ვე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას და­ვაგ­რო­ვებ­დით. სა­მა­გი­ე­როდ, სკო­ლა­ში ვის­წავ­ლეთ რო­გორ იხ­ს­ნე­ბა ესა თუ ის მა­თე­მა­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნა, მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ნას­წავ­ლი ერ­თი ხერ­ხით. სხვა ხერ­ხი­თა და მე­თო­დით ამოხ­ს­ნი­ლი ამო­ცა­ნის პა­სუ­ხი სა­ერ­თოდ არ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. არ შე­იძ­ლე­ბო­და, გვქო­ნო­და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი არც ერთ ნა­წარ­მო­ებ­ზე, რო­გო­რი არ­გუ­მენ­ტე­ბიც არ უნ­და გვქო­ნო­და, რად­გან ვი­ცო­დით, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში ასე გვჯე­რო­და, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი აუცი­ლებ­ლად მარ­თა­ლი იყო, ხო­ლო მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ აზრს და­ა­ფიქ­სი­რებ­და, უზ­რ­დე­ლად და გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბის ხე­ლის შემ­შ­ლე­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და.

ჩე­მი აზ­რით, სკო­ლებ­ში დი­დი გა­დატ­რი­ა­ლე­ბაა მო­სახ­დე­ნი, ვგუ­ლის­ხ­მობ მას­წავ­ლებ­ლე­ბის თა­ო­ბის შეც­ვ­ლას. სა­ჭი­როა, ახალ­გაზ­რ­დებ­მა ახა­ლი ხედ­ვა შე­ი­ტა­ნონ. ბევ­რი ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მელ­საც სკო­ლებ­მა დრო­უ­ლად უნ­და აუწყონ ფე­ხი და სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხიც გას­ცენ თი­თო­ე­ულს. არა­სა­თა­ნა­დო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის არ­სე­ბო­ბა სკო­ლებ­ში ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა. მა­შინ, რო­დე­საც სკო­ლის მოს­წავ­ლე ხარ და ცოდ­ნის და­უშ­რე­ტე­ლი წყა­რო გჭირ­დე­ბა, ხვდე­ბი, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რა ახა­ლი გა­სა­ღე­ბია სრუ­ლი­ად სხვა სამ­ყა­რო­ში გა­სას­ვ­ლე­ლად და უცებ, აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ახა­ლი სამ­ყა­როს კა­რი შენ­თ­ვის და­კე­ტი­ლია, რად­გან სკო­ლა­ში არ არის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რა. ვფიქ­რობ, სკო­ლა ის ად­გი­ლია, რო­მელ­მაც შე­ნი თვალ­სა­წი­ე­რი, წარ­მოდ­გე­ნე­ბი სამ­ყა­რო­ზე უნ­და გა­ზარ­დოს, მი­გახ­ვედ­როს, რომ მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა სწო­რედ შენ ხარ — მოს­წავ­ლე. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ვი­სა­უბ­როთ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რო­დე­საც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სკო­ლებ­ში სა­თა­ნა­დო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რაც კი არ არის. ვფიქ­რობ, ამით ბავ­შ­ვებს მო­მა­ვალ­ზე შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც უმა­ხინ­ჯ­დე­ბათ და ეც­ვ­ლე­ბათ.

სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, რო­ცა არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კა უც­ვ­ლე­ლია — სა­ქარ­თ­ვე­ლო, გა­ნათ­ლე­ბის დო­ნით, პან­დე­მი­ამ­დეც და მას შემ­დე­გაც, მსოფ­ლიო ქვეყ­ნებს შო­რის, ბო­ლო ად­გილს(ებს) იკა­ვებს. ვფიქ­რობ, ამ პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვას ისევ და ისევ ახალ­გაზ­რ­და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი შეძ­ლე­ბენ.

ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი

სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, არ ვი­ცო­დი, კონ­კ­რე­ტუ­ლად, რო­მელ სპე­ცი­ა­ლო­ბას და­ვუფ­ლე­ბო­დი. თუმ­ცა, სკო­ლის ასაკ­ში გა­დავ­წყ­ვი­ტე რამ­დე­ნი­მე არაფორმალური განათლების პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გ­ვინ­და და სწო­რედ ეს გახ­და ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი. ძა­ლი­ან რთუ­ლია, რო­ცა ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­დი­ხარ და წარ­მოდ­გე­ნა არ გაქვს არა­ფერ­ზე, არ გაქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი შე­ნი გეგ­მე­ბი, არ იცი კონ­კ­რე­ტუ­ლად რა მოგ­წონს, სად წარ­მო­გიდ­გე­ნია შე­ნი თა­ვი ხუ­თი, ათი და მე­ტი წლის შემ­დეგ. ჩე­მი აზ­რით, ბავ­შ­ვებს სკო­ლის ასა­კი­დან უნ­და ჰქონ­დეთ წარ­მოდ­გე­ნა მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ებ­ზე, უნ­და იცოდ­ნენ რა მოჰ­ყ­ვე­ბა მათ მო­მა­ვალ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, თუმ­ცა დღეს არა თუ სა­ჯა­რო, არა­მედ კერ­ძო სკო­ლე­ბიც ამ გა­მოწ­ვე­ვას სა­თა­ნა­დო პა­სუხს ვერ სცე­მენ და ამას ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს…

ახ­ლა ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტი „ზუმ­შია“

ცოდ­ნა, რო­მელ­საც ახ­ლა ვი­ღებ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლია, რად­გან ლექ­ცი­ა­ზე არ არ­სე­ბობს აზ­რი, რო­მე­ლიც არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, ყვე­ლა სტუ­დენ­ტი ღი­რე­ბუ­ლი ვართ ლექ­ტო­რე­ბის­თ­ვის. რო­გორც გითხა­რით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვი­სას ბევრს ვფიქ­რობ­დი, მე­გობ­რე­ბის­გან ვი­ცო­დი, რომ „ილი­ა­ში“ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ლექ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას, სტუ­დენ­ტი იყო. ეს მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თ­ლ­და და კმა­ყო­ფი­ლე­ბის და­მალ­ვა არ შე­მიძ­ლია. ახ­ლა მივ­ხ­ვ­დი რას ნიშ­ნავს გქონ­დეს შე­ნი არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი აზ­რი.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩემ­თ­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მხო­ლოდ წარ­მოდ­გე­ნა­ში არ­სე­ბობს, რად­გან პირ­ველ კურ­ს­ზე ნა­ხე­ვა­რი სე­მეს­ტ­რი მო­ვას­წა­რით სი­ა­რუ­ლი. ახ­ლა ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტი „ზუმ­შია“. რთუ­ლია ეკ­რანს მიღ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა, თუმ­ცა, მგო­ნია, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბაც მაქსიმალური ცოდ­ნის მომ­ცე­მია, რაც არსებულ სიტუაციაშია შე­საძ­ლე­ბე­ლი ლექ­ტო­რე­ბი მარ­თ­ლა თავს არ ზო­გა­ვენ, რომ ახ­ს­ნან ახა­ლი მა­სა­ლა და დის­კუ­სი­ე­ბი ისე წა­რი­მარ­თოს, რო­გორც ად­რე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის აუდი­ტო­რი­ებ­ში. ონ­ლა­ინ, ყვე­ლა­ზე მე­ტად, არა­ბუ­ლის სწავ­ლა გა­მი­ჭირ­დე­ბა.

იმ სტუ­დენ­ტე­ბის ჯგუფს მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ სწავ­ლა აუდი­ტო­რი­ებ­ში უფ­რო ღი­რე­ბუ­ლი და მრავ­ლის მომ­ც­ვე­ლია. გა­ნათ­ლე­ბას რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, სტუ­დენ­ტებ­მა დავ­კარ­გეთ სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც მგო­ნია, რომ სწავ­ლა აუდი­ტო­რი­ებ­ში უნ­და გაგ­რ­ძ­ელ­დეს.

აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სას­წავ­ლო გა­რე­მო

ვფიქ­რობ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვი­სას, ძა­ლი­ან სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს გა­რე­მო, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დამ­ხ­ვ­და და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი, რო­მელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც 24/7-ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ლექ­ტო­რე­ბი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბით, სა­კუ­თა­რი საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, ეს სა­მი­ვე კომ­პო­ნენ­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფაქ­ტორია. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ და ცოდ­ნა, რო­მელსც ვი­ღებ, დიდ­ხანს გამ­ყ­ვე­ბა, აუცი­ლებ­ლად გა­მო­მად­გე­ბა პრაქ­ტი­კა­ში.

სტუ­დენ­ტე­ბისთვის ბევრის მომცემია დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი­სა და ფა­კულ­ტე­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა — ბევ­რი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ტარ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

ორი­ო­დე სიტყ­ვა მინ­და გითხ­რათ ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­რი­ე­რის სამ­სა­ხურ­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს, ხში­რად მო­დის ვა­კან­სი­ე­ბი ამა თუ იმ კომ­პა­ნი­ი­დან.

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და ქარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა

პან­დე­მი­ამ ყვე­ლა­ფე­რი ამო­ა­ყი­რა­ვა და შეც­ვა­ლა. მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვიყ­ვა­ნეთ მე­გობ­რებ­მა შეხ­ვედ­რე­ბი, მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე­ბით. ყვე­ლა­ფერ­მა — შეხ­ვედ­რებ­მა, ტრე­ნინ­გებ­მა… — ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. ასე­ვე, ჩე­მი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო სრუ­ლად მო­იც­ვა ფილ­მებ­მა, სე­რი­ა­ლებ­მა, ტრე­ნინ­გებ­მა, უცხო ენე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­მა, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ვი­ყე­ნებ.

მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი

აუცი­ლებ­ლად ვა­პი­რებ გაც­ვ­ლით პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სწო­რედ მო­მა­ვალ გეგ­მებს უკავ­შირ­დე­ბა სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ევ­რო­პა­ში, რის­თ­ვი­საც ჯერ კი­დევ ბევ­რი მაქვს სას­წავ­ლი. მე­ტი დრო უნ­და და­ვუთ­მო სა­კუ­თარ გან­ვი­თა­რე­ბას და უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლას. ვფიქ­რობ, ევ­რო­პა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მცი­რე ცვლი­ლე­ბებს მა­ინც მო­ვახ­დენ.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები