21 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024

„ბავშვები და მოზარდები საქართველოში“ – დამაფიქრებელი სტატისტიკა

spot_img

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ  პუბლიკაციაში „ბავშვები და მოზარდები საქართველოში“ – მოსწავლეთა სწავლის შეწყვეტის მაჩვენებლები საკმაოდ გაზრდილია. სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2022-2023 სასწავლო წელს, ქვეყნის მასშტაბით, 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა, მათგან 8 502 ბიჭია, 6 409 კი – გოგო. ყველაზე მეტმა მოსწავლემ მე-10 კლასში შეწყვიტა სწავლა – 3 808, მათ შორის – 2 439 ბიჭი და 1 369 გოგო.

დანარჩენ კლასებში მოსწავლეთა მიერ სწავლის შეწყვეტის სტატისტიკა ასეთია: პირველი კლასი – 832 (449 ბიჭი, 383 გოგო); მე-2 კლასი – 1 137 (600 ბიჭი, 537 გოგო); მე-3 კლასი 1 008 (547 ბიჭი, 461 გოგო); მე-4 კლასი – 1 015 (523 ბიჭი, 492 გოგო); მე-5 კლასი 1 032 (573 ბიჭი, 459 გოგო); მე-6 კლასი – 978 (549 ბიჭი, 429 გოგო); მე-7 კლასი – 1 034 (552 ბიჭი, 482 გოგო); მე-8 კლასი – 946 (495 ბიჭი, 451 გოგო); მე-9 კლასი – 892 (497 ბიჭი, 395 გოგო); მე-10 კლასი – 3 808 (2 439 ბიჭი, 1 369 გოგო); მე-11 კლასი – 1 445 (836 ბიჭი, 609 გოგო); მე-12 კლასი 784 (442 ბიჭი, 342 გოგო).

აღსანიშნავია, რომ 2022-2023 სასწავლო წელს იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, თითქმის 2-ჯერ აღემატება წინა სასწავლო წლის იმავე მაჩვენებელს. უფრო ზუსტად, 2021-2022 სასწავლო წელს სწავლა, ქვეყნის მასშტაბით, 8 846-მა მოსწავლემ შეწყვიტა. მნიშვნელოვანი და საინტერესოა, თუ რა მიზეზები დგას გამოქვეყნებული ციფრების მიღმა, ანუ რამ აიძულა 8 502 ბიჭი ან 6 409 გოგონა, სკოლა მიეტოვებინა.

პუბლიკაციაში შესული სხვადასხვა მიმართულებიდან, რომელიც ბავშვებისა და მოზარდების მდგომარეობას ასახავს საქართველოში, განათლების გარდა, კიდევ რამდენიმეზე გავამახვილებთ ყურადღებას. მათ შორის, თვალშისაცემია აბორტების რაოდენობა ცხრილში მოცემულ ასაკობრივ ჭრილში (მართალია მზარდი არ არის, მაგრამ უდავოდ მისაქცევია ყურადღება).

ასევე, არასახარბიელოდ გამოიყურება მოზარდთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატისტიკა, სხვადასხვა დაავადებების მიხედვით. მათ შორის, გაზრდილია ენდოკრინოლოგიური, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევევით გამოწვეული ავადმყოფობების შემთხვევები. 0-17 წლის ასაკში – 2020 წელს 3664 შემთხვევაა დაფიქსირებული, 2021 წელს – 6043, 2022 წელს – 5992. გაცილებით მზარდია ასეთი შემთხვევების რაოდენობა 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში – 2020 წელს 6089 შემთხვევაა, 2021 წელს – 8845, 2022 წელს – 9173. რეგიონების მიხედვით კი, ჭარბობს თბილისის მონაცემები – 6656, შემდეგ მოსდევს აჭარა – 858, მესამე ადგილზე იმერეთია 323 შემთხვევით. ასევე, წინა წლებთან შედარებით, 15-24 წლის ასაკის მოსახლეობაში, გაზრდილია ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების ახალი შემთხვევების რაოდენობა – 2020 წელს 1826 შემთხვევა დაფიქსირდა, 2021 წელს – 2407, 2002 წლის მონაცემებით ასეთმა შემთხვევებმა მცირედით იკლო – 2285 ახალი შემთხვევა იყო. თუ რეგიონების მიხედვით განვიხილავთ შემთხვევების რაოდენობას, თბილისის შემდეგ (1365), ქვემო ქართლში ვხვდებით ყველაზე მაღალ მაჩვენებელს – 282, შემდეგ იმერეთში – 264.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც გავამახვილეთ ყურადღება – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით (14-19 წლის, 15-24 წლის და 15-29 წლის), თუ პირველ ასაკობრივ კატეგორიაში დევნადაწყებული პირების რაოდენობა მცირედითაა შემცირებული (2018 წელს – 401, 2022 წელს – 386), შემდეგ ორ კატეგორიაში მათი რაოდენობა თვალშისაცემად იმატებს – 15-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, 2018 წელს – 2765, ხოლო 2022 წელს – 3351; 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში კი 2018 წელს 5456-ია, 2022 წელს – 6327.

რაც შეეხება საქართველოში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრების დონეს, საქსტატის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, სამი ასაკობრივი კატეგორიის (0-17, 15-24, 15-29 წლის) მიხედვით, ბოლო ხუთ წელიწადში, ასე გამოიყურება:

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები